სამშაბათი, 23.04.2024, 16:01
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 7
  • 8
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » საქართველოს საარჩევნო კოდექსი
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:31 | შეტყობინება # 31
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
5. პარტიისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტისას ან სხვა პარტიის მიერ უფრო მეტი დაფინანსების მიღებისას პარტიის მიერ დანიშნულ კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება და წევრთა რაოდენობა 7-მდე შეივსება მეტი დაფინანსების მიმღები პარტიის (პარტიების) წარმომადგენლით, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს ან თუ ამ პარტიამ (პარტიებმა) უარი განაცხადა წევრის დანიშვნაზე, გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი. (15.07.2008 N 231)
6. პარტიას უფლება აქვს გამოიწვიოს თავის მიერ დანიშნული ცესკოს წევრი. გამოწვევა დაუშვებელია არჩევნების დანიშვნის დღიდან მისი საბოლოო შედეგების შეჯამებამდე. პარტიას უფლება აქვს აღნიშნული ვადის განმავლობაში ცესკოში ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში.
7. ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს წევრს ინფორმაციას უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე წარუდგენს ცესკოს უახლოეს სხდომაზე. (15.07.2008 N 231)

მუხლი 29. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია:
ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას; (22.04.2005 N 1427)
ბ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტს;
გ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე; (12.10.2004. N488)
დ) დადგენილებით განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესს ამ კანონისა და საქართველოს სხვა კანონების შესაბამისად და აკონტროლებს მის შესრულებას;
ე) განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს და აზუსტებს მათ საზღვრებს;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის 105-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა; (23.06.2006 N3400)
ზ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამ კომისიას და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება;

 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:33 | შეტყობინება # 32
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნებისა და რეფერენდუმის/
პლებისციტის გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს; (22.04.2005 N 1427)
თ1) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის), მათ წარმომადგენლებს ცესკოში; (22.11.2007 N 5500)
თ2) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს და პარტიულ სიებს; (21.03.2008 N 6013)
ი) განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ფორმას; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიის ბეჭდების სახეებს; ამ კანონით განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს; (22.04.2005 N 1427)
კ) უზრუნველყოფს საარჩევნო საბუთების, საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების დამზადებასა და საოლქო საარჩევნო კომისიების მომარაგებას;
ლ) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;
მ) განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე, ხელახალ და შუალედურ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს; (15.07.2008 N 231)
ნ) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, ამ კანონით საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით აუქმებს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/სპეციალური კონვერტების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ; (15.07.2008 N 231)
ო) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს, ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; (28.12.2009. N2525)
პ) ამოღებულია (23.06.2006 N3400)
ჟ) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის/არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებას და მათ დაუყოვნებლივ განთავსებას ინტერნეტში, ხოლო ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის განთავსებასაც ინტერნეტში;
რ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში
 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:33 | შეტყობინება # 33
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს; (14.12.2006 N 3990)
ს) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშს;
ტ) აკონტროლებს საარჩევნო კომისიების უზრუნველყოფას შენობებით, საკომუნი-კაციო საშუალებებით, ტრასნპორტით; წყვეტს საარჩევნო ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს;
ტ1) განკარგულებით განსაზღვრავს იმ ოლქების ჩამონათვალს, სადაც განთავსებული იქნება ვიდეოდაკვირვებისა და ჩაწერის საშუალებები – ე. წ. ვიდეოთვალი; (15.07.2008 N 231)
უ) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის გამოქვეყნებასა და გავრცელებას.
უ1) დადგენილებით განსაზღვრავს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების წესს და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის პირობებს. (22.04.2005 N 1427)
ფ) უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას;
ქ) ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
ღ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილის მისამართი, იძულებით გადაადგილებული პირისათვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ამომრჩევლის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი) ინტერნეტში განთავსებისათვის; (21.03.2008 N 6013)
ყ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
შ) დადგენილებით განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებით წესს და კენჭისყრის პროცედურებს. (9.12.2005 N 2208)
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომელიც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„ზ“, „თ1“, „თ2“, „ლ“–„პ“ და „რ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, ქვეყნდება გამოცემიდან 3 დღის ვადაში. (22.11.2007 N 5500)
3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ამ კანონით გაუთვალისწინებელ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც.

მუხლი 30. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის,
თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება
(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:14 | შეტყობინება # 34
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
2. ცესკოს თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში;
ბ) უძღვება ცესკოს სხდომას;
გ) განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს;
ე) აძლევს სათანადო მოწმობებს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს; (22.11.2007 N 5500)
ვ) აძლევს სათანადო მოწმობებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატებს (საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის); (22.11.2007 N 5500)
ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრს. პარლამენტის წევრისა და თბილისის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ უფლებამონაცვლეს; (23.12.2005 N 2441)
თ) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ ამ კომიტეტს გადასცემს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;
ი) თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ კომისიის წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში 7 წევრზე ნაკლები დარჩა, უფლებამოსილების შეწყვეტის მომდევნო დღეს აცნობებს პარლამენტს ამის შესახებ;
კ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
ლ) საარჩევნო კომისიის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული ვადით ცესკოს თავმჯდომარე ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას ავალებს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. (15.07.2008 N 231)
3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და კომისიის თანხმობით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
ბ) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიისა და
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:14 | შეტყობინება # 35
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ცესკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს; (14.12.2006 N 3990)
დ) განკარგულებით ახორციელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს; (12.10.2004. N488)
ე) ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
ვ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოსილებას.

მუხლი 31. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი
1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება და ფუნქციონირებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი.
2. აპარატის სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტით.
3. დაუშვებელია აპარატის შემადგენლობაში ისეთი პირის მიღება, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალისა, აგრეთვე იმ სამსახურების მოხელეებისა, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს. ასეთი სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალს დადგენილებით განსაზღვრავს ცესკო. (23.06.2006 N3400)

მუხლი 311. (ამოღებულია. ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან 22.11.2007 N 5500)

მუხლი 32. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა (15.07.2008 N 231)
1. საოლქო საარჩევნო კომისიებს ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო.
3. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 7 წევრს ნიშნავენ ამ კანონის 281 მუხლით გათვალისწინებული პარტიები, ხოლო 1 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.
4. პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. თუ უფლებამოსილი პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, ცესკოს ამ ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:15 | შეტყობინება # 36
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 13-მდე შეავსოს.
5. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
6. საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მათ დასრულებამდე უფლება აქვს დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული რაოდენობების ფარგლებში.

მუხლი 33. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის
არჩევა (22.04.2005 N 1427)
1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 10 დღისა. ამავე ვადაში აირჩევიან საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები.
2. საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ დანიშნული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლეს 15 დღის ვადაში (ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ – 7 დღის ვადაში) ირჩევს ცესკო. ამავე ვადებში აირჩევიან საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში. (15.07.2008 N 231)
21. საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ცესკოს მიერ არჩეულ 1 წევრს და ამ კანონის 281 მუხლით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე. (15.07.2008 N 231)
3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით.
4. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა ან წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 3 დღისა ცესკო გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.
5. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
6. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის, ამ მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა:
ა) უფლებამოსილების ვადის გასვლისას – კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღე;
ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას – კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე, ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები – კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე.
7. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს);

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:15 | შეტყობინება # 37
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობა; განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;
ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ საკონკურსო დოკუმენტაციას წარადგენენ ცესკოში.
9. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს. შესწორებული საბუთები ცესკოს 2 დღეში უნდა დაუბრუნდეს.
10. ცესკო საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს კანდიდატთა სიას.
11. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკო ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები; თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. თუ ყველა ვაკანსია კვლავ არ შეივსო, კონკურსი დარჩენილ ვაკანსიაზე თავიდან ცხადდება.
12. ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
13. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის განკარგულებაში უნდა მიეთითოს კომისიის წევრად არჩეული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება, რომლის თავმჯდომარედ/წევრადაც იგი აირჩა. გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტაცია და ზემოაღნიშნული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
14. ცესკო აქვეყნებს არჩეულ კომისიის წევრთა სიას.

მუხლი 34. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული წესით. (22.04.2005 N 1427)

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:15 | შეტყობინება # 38
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
11. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვაზე პასუხისმგებელი არიან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ხარჯვის უფლება საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან. (23.06.2006 N3400)
2. საოლქო საარჩევნო კომისია:
ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას; (22.04.2005 N 1427)
ბ) განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;
გ) თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ცესკოს წინაშე დასვას ამ კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;
დ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;
ე) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე ამოწმებს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით აუქმებს ან ცვლის მათ; (21.03.2008 N 6013)
ვ) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაშია შეტანილი), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვ.) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ; (21.03.2008 N 6013)
ზ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში საქართველოს
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:15 | შეტყობინება # 39
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
პარლამენტის არჩევნებისას (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისას, აგრეთვე რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი; (21.03.2008 N 6013)
თ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას, საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა), რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; (21.03.2008 N 6013)
თ1) ამოღებულია (28.12.2009. N2525)
თ2) რეგისტრაციაში ატარებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს; (21.03.2008 N 6013)\
ი) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს; (14.12.2006 N 3990)
კ) წარმართავს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშს;
ლ) უზრუნველყოფს რიგგარეშე, ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას; (23.12.2005 N 2414)
მ) აკონტროლებს საარჩევნო უბნების უზრუნველყოფას შენობებით, საკომუნიკაციო საშუალებებით, ტრანსპორტით; წყვეტს საარჩევნო ოლქში საარჩევნო ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს;
ნ) უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების მომარაგებას საარჩევნო ყუთებით, კენჭისყრისთვის განკუთვნილი კონვერტებით, საუბნო საარჩევნო კომისიების ბეჭდებითა და მათთვის აუცილებელი საარჩევნო საბუთებით;
ო) ისმენს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა, სახელმწიფო დაწესებულებათა და ორგანიზაციათა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში მყოფ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ინფორმაციას საარჩევნო კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ და ამოწმებს ამ ვალდებულებათა შესრულებას; აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიერ საარჩევნო პლაკატების გასაკრავი და გამოსაფენი ადგილების გამოყოფას;
პ) აკონტროლებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ „არჩევნებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის“ შესრულებას;
ჟ) უზრუნველყოფს არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გამოქვეყნებას;
რ) ხელს უწყობს ამომრჩევლებისა და არჩევნების მონაწილე პარტიების/საარჩევნო ბლოკების/კანდიდატების შეხვედრების გამართვას;
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:15 | შეტყობინება # 40
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ს) განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
ტ) ამოღებულია (23.12.2005 N 2414)
უ) ამ კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
უ1) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას; (23.06.2006 N3400)
ფ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომელიც ეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ე“–„ი“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, აგრეთვე მისი თავმჯდომარის განკარგულება, რომელიც ეხება ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, ქვეყნდება 5 დღის ვადაში.

მუხლი 35. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის
მოადგილისა და მდივნის უფლებამოსილება(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) ამოღებულია (22.04.2005 N 1427)
დ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს;
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს;
ვ) ამოღებულია (28.12.2009. N2525)
ზ) აძლევს სათანადო მოწმობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის წარდგენილ კანდიდატებს; (28.12.2009. N2525)
თ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა თბილისის საკრებულოსი), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის უფლებამონაცვლეს;
ი) ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს;
კ) თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, მეორე დღესვე აცნობებს ამის შესახებ ცესკოს;
ლ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:15 | შეტყობინება # 41
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
ბ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;(14.12.2006 N 3990)
დ) განკარგულებით ახორციელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს; (12.10.2004. N488)
ე) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, არჩევნებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
ვ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

მუხლი 36. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა (22.11.2007 N 5500)
1. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
2. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
3. 7 წევრს ამ კანონის 281 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.

მუხლი 37. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნა/არჩევა (22.11.2007 N 5500)
1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა; ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 38-ე და არა უგვიანეს 36-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო კომისიებში წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-10 და არა უგვიანეს მე-9 დღისა. (28.12.2009. ნ2525)
2. ცესკო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 24-ე და არა უგვიანეს მე-20 დღისა.
3. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა; ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს 39-ე და არა უგვიანეს 36-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო კომისიებში – არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-14 და არა უგვიანეს მე-9 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილ კომისიაში – ცესკოს,

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:16 | შეტყობინება # 42
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა. (28.12.2009. N2525)
4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას აქვეყნებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 29-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიებისა – არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისა – ცესკო, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა.
5. თუ არჩევნების დღემდე 30-ე დღისათვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიებისათვის – არჩევნების დღემდე მე-8 დღისათვის, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის – არჩევნების დღემდე მე-19 დღისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, 3 დღის ვადაში კომისიის წევრების არჩევის უფლება აქვს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას (პირველ ორ შემთხვევაში) და ცესკოს (მესამე შემთხვევაში) კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესს, პირობებსა და ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო.
6. უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიებისათვის – ცესკოს.
7. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება, აგრეთვე თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საოლქო ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრს და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, კომისიის წევრის არჩევის უფლება მისი შემადგენლობის შესავსებად ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში აქვს შესაბამისად საოლქო ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
8. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიები ირჩევენ სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრება კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, გადაწყვეტილებას იღებს ცესკო.
9. კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც იგი აირჩა/დაინიშნა. პარტიის გადაწყვეტილებას კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ უნდა დაერთოს:
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:16 | შეტყობინება # 43
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ა) ინფორმაცია, რომელშიც აღინიშნება: კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის განათლება (უმაღლესი, საშუალო), სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი, რომელშიც იგი რეგისტრირებულია ამომრჩევლად; სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს);
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
გ) ამ პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი თანახმაა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
10. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლში აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ანდა წარდგენილი საბუთები არასრული ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიის ან ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა/აირჩია კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.

მუხლი 371. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომები 928.12.2009. N2525)
1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;
გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;
დ) არასაპატიო მიზეზით საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;
ე) საარჩევნო კანონმდებლობისა და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა;
ვ) კომისიის წევრის მიერ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი.
2. დისციპლინური გადაცდომისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ ზემდგომმა საოლქო საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) ხელფასის/ხელფასის ნაწილის დაკავება;
დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.
3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:16 | შეტყობინება # 44
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

მუხლი 38. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, ცესკოსა და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან. (22.04.2005 N 1427)
2. საუბნო საარჩევნო კომისია:
ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვას, საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას; (22.04.2005 N 1427)
ბ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომებისა თუ უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არა უგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით;
გ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს ამომრჩეველთა სიის დანართს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას); (12.10.2004.N488)
დ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი; (21.03.2008 N 6013)
ე) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი;
ვ) ამომრჩევლებს ურიგებს ამომრჩევლის ბარათს;
ზ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საარჩევნო კანონმდებლობით განსა-ზღვრული ინფორმაციის გამოფენისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ბიულეტენების დათვლა; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას;
თ) აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიერ საარჩევნო პლაკატების გასაკრავი და გამოსაფენი ადგილების გამოყოფას;
ი) ხელს უწყობს ამომრჩევლებისა და არჩევნების მონაწილე პარტიების/საარჩევნო ბლოკების/კანდიდატების შეხვედრების გამართვას;
კ) განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:16 | შეტყობინება # 45
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ლ) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის;
მ) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდგომ შენობის გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ;
ნ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
3. საუბნო საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის ყველა განკარგულება მეორე დღესვე გამოიფინება საარჩევნო უბანში.

მუხლი 39. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის
მოადგილისა და მდივნის უფლებამოსილება (14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდების, შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის;
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს;
ვ) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას;
ზ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვისთვის;
ზ1) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე; (12.10.2004. N488)
თ) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს;
ი) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
3. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტებს;
ბ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის;
გ) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » საქართველოს საარჩევნო კოდექსი
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz