ხუთშაბათი, 28.03.2024, 21:56
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » საქართველოს საარჩევნო კოდექსი
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:16 | შეტყობინება # 46
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ამ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ ამავე კანონის 371 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა. 928.12.2009. N2525)

მუხლი 391. ამოღებულია (22.04.2005 N 1427)

თავი V
საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია
და მხარდამჭერთა სიები

მუხლი 40. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია
1. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად საარჩევნო სუბიექტებს ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო სუბიექტები რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით მიმართავენ შესაბამის საარჩევნო კომისიას და ამ კანონით დადგენილი წესით წარადგენენ სათანადო დოკუმენტაციას.
3. (14.08. 2003წ. N 2965-რს) საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური ამ კანონით დადგენილ ვადაში ამოწმებს წარდგენილ საბუთებს და დასკვნას წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს რეგისტრაციის საკითხს. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე 2 დღის ვადაში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი) აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც ეძლევა 3 დღე (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი) საბუთების სრულყოფისთვის. შესწორებული საბუთების შემოწმება და რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან 2 დღეში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი). რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ აცნობებს თავის გადაწყვეტილებას პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც უფლება აქვს მოთხოვნისთანავე მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

მუხლი 41. მხარდამჭერთა სიები
1. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივა ამომრჩევლებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.
2. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ნიმუშს განკარგულებით ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
3. მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის:
ა) სახელი და გვარი;
ბ) დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი);
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:16 | შეტყობინება # 47
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დ) რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით);
ე) ხელმოწერის თარიღი;
ვ) ხელმოწერა.
4. ბლანკში მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.
5. ბლანკის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება (სახელი და გვარი), რომლის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივას მხარს უჭერს ამომრჩეველი.

მუხლი 42. მხარდამჭერთა სიების შემოწმება
1. პარტიისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ცესკო, ხოლო სხვა კანდიდატთა მხარდამჭერთა სიებს – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. (14.08. 2003წ. N 2965-რს)
2. საარჩევნო კომისია შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, არათანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის 20 პროცენტის ნამდვილობას. თუ გაბათილდა მისი არანაკლებ 10 პროცენტისა, კომისია იმავე წესით დამატებით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების იმავე რაოდენობას. მისი არანაკლებ 10 პროცენტის გაბათილების შემთხვევაში მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს დანარჩენ სიასთან ერთად კვლავ ამოწმებს საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნული წესით. თუ იმავე წესით შემოწმებული მხარდამჭერთა ხელმოწერების დადგენილ რაოდენობაზე მეტი კვლავ გაბათილდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კომისიის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე. (21.03.2008 N 6013)
3. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:
ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;
ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი);
გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);
დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას;
ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;
ვ) საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მხარდამჭერად შეყვანილია სხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:17 | შეტყობინება # 48
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ზ) (14.08. 2003წ. N 2965-რს) ხელმომწერი პირი შესაბამისი კომისიისთვის წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით და განცხადებაზე მისი ხელმოწერა დამოწმებული იყო სანოტარო წესით;
თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) მოწმობისა და პირადი ნომრები.
4. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. (14.08. 2003წ. N 2965-რს)
5. მხარდამჭერთა სიის შემოწმება ხდება ცესკოს მიერ დადგენილი წესით. პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში, ხოლო კანდიდატის მხარდამჭერთა სიისა – მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში. (22.11.2007 N 5500)
6. მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს.
7. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ცენტრალური და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ცესკოს სათანადო სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში – აგრეთვე სასამართლოს. მხარდამჭერთა სიები ნადგურდება საარჩევნო რეგისტრაციის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადის ამოწურვიდან 10 დღეში.

თავი VI
არჩევნების დაფინანსება

მუხლი 43. არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა
(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯი და მისი საქმიანობა უფლებამოსილების განხორციელების ვადაში ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. (22.11.2007 N 5500)
2. ცესკო კანონით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის ხარჯის პროექტს, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსება.
3. ამოღებულია (12.10.2004. N488)
4. თუ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრები ამ კანონით დადგენილ ვადაში არ ჩაირიცხება ცესკოს ანგარიშზე, იგი უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. (29.12.2006 N4219)
5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 921-ე მუხლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ვადები არ ვრცელდება ამ კანონის 77-ე მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ცესკოსთვის ფულადი სახსრების გამოყოფის თაობაზე იძულებითი

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:17 | შეტყობინება # 49
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
აღსრულება არ ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდიდან.
6. საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკოს სახით, უფლება აქვს მიიღოს გრანტი კანონით უფლებამოსილი პირისაგან. გრანტი გამოიყენება ცესკოსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. (12.10.2004. N488)

მუხლი 44. არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრები
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 55 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარდგენილი გეგმის შესაბამისად კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50 დღისა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე.
3. საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესს დადგენილებით ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
4. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 45 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე.

მუხლი 45. არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განკარგვა
1. საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს კომისიის სახელით განკარგავენ და მათ მართლზომიერად გამოყენებაზე პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი.
2. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არა უგვიანეს 30 დღისა წყვეტს ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და 10 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე ჩარიცხავს თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს. ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს საფინანსო ანგარიშს.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს განკარგულებით.
4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ნაერთ საფინანსო ანგარიშს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
5. საქართველოს კონტროლის პალატა უფლებამოსილია, შეამოწმოს არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების მართლზომიერება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (26.12.2008 N 883)

მუხლი 46. საარჩევნო კამპანიის ფონდი
1. საარჩევნო კამპანიის ფონდი არის საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიისათვის განკუთვნილი როგორც ფულადი სახსრების ერთობლიობა, ისე

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:17 | შეტყობინება # 50
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა. (21.03.2008 N 6013)
2. საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა სავალდებულოა საარჩევნო სუბიექტისათვის. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფონდს ხსნიან ნებაყოფლობით. 928.12.2009. N2525)
3. საარჩევნო სუბიექტის მიერ მოზიდული ფულადი სახსრები უნდა ჩაირიცხოს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე, რომელიც იხსნება საქართველოს ეროვნულ ან კომერციულ ბანკში ან მის სათანადო განყოფილებაში შესაბამის საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან (საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის შუალედური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს რეგისტრირებული პარტიის მიერ განცხადების წარდგენიდან) 5 დღის ვადაში. ანგარიში იხსნება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. (15.07.2008 N 231)
31. ამოღებულია (21.03.2008 N 6013)
4. საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნიდან 2 დღის ვადაში შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგენს ბანკის მიერ გაცემულ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნის დამადასტურებელ დოკუმენტსა და ანგარიშის ნომერს, აგრეთვე აცნობებს საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის ვინაობასა და კოორდინატებს.
5. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის, პარტიის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ან მაჟორიტარი კანდიდატის პირადი ანგარიში არ შეიძლება გამოყენებული იქნეს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად. დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდისათვის ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა. (12.10.2004. N488)
6. პარტიას საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნისას და ბანკთან ურთიერთობისას უფლება აქვს ისარგებლოს პარტიის ბეჭდით, ხოლო საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების შეთანხმებით – მასში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ბეჭდით, რაც განსაზღვრულია საარჩევნო ბლოკის წესდებით.
7. საარჩევნო კამპანიის ფონდში მოზიდულ სახსრებად ითვლება როგორც საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრები, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა საქონელი და მომსახურება (საბაზრო ფასებით).

მუხლი 47. საარჩევნო შემოწირულობები საარჩევნო კამპანიის ფონდში
1. საარჩევნო კამპანიის ფონდში საარჩევნო შემოწირულობებად ითვლება მის ანგარიშზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება.
2. საარჩევნო კამპანიის ფონდში საარჩევნო შემოწირულებების შემტანი იურიდიული პირი ვალდებულია მიუთითოს თავისი სახელწოდება და იურიდიული მისამართი, ხოლო ფიზიკურმა პირმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:17 | შეტყობინება # 51
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები. საარჩევნო კამპანიის ფონდში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ფინანსური შემოწირულებები მიიღება უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ერთი ფიზიკური პირის მიერ განხორციელებულ შენატანებზე, თუ მათი ოდენობა არ აღემატება 300 ლარს. ამასთანავე, დაუშვებელია სხვისი სახელით შემოწირულების განხორციელება. (8.06.2007 N4919 ძალაშია 2007 წლის 1 ოქტომბრიდან)
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების მითითების გარეშე შეტანილი ფულადი სახსრები ანონიმურად ითვლება. ანონიმური შემოწირულებები დაუყოვნებლივ უნდა გადაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. (8.06.2007 N4919 ძალაშია 2007 წლის 1 ოქტომბრიდან)
31. პარტიის/საარჩევნო ბლოკის და პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს: (21.03.2008 N 6013)
ა) თითოეული ფიზიკური პირისაგან, მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან – 30 000 ლარს;
ბ) თითოეული იურიდიული პირისაგან – 100 000 ლარს.
32. საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს: (8.06.2007 N4919 ძალაშია 2007 წლის 1 ოქტომბრიდან)
ა) თითოეული ფიზიკური პირისაგან – 10 000 ლარს;
ბ) თითოეული იურიდიული პირისაგან – 30 000 ლარს.
33. ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება პარტიების მიერ თავიანთი სახსრებიდან საკუთარი საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდისათვის გადაცემულ თანხებზე. (8.06.2007 N4919 ძალაშია 2007 წლის 1 ოქტომბრიდან)
4. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება.
5. დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულობების მიღება:
ა) სხვა სახელმწიფოსაგან;
ბ) სხვა სახელმწიფოს იურიდიული ან ფიზიკური პირისაგან;
გ) მოქალაქეობის არმქონე პირისაგან;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციისა და მოძრაობისაგან;
ე) არასამეწარმეო იურიდიული პირის და რელიგიური ორგანიზაციისაგან;
ვ) საქართველოს სამეწარმეო იურიდიული პირისაგან, რომელშიც არის სახელმწიფოს წილი.

მუხლი 48. საარჩევნო კამპანიის ფონდის განკარგვის წესი
1. საარჩევნო კამპანიის ფონდის ეფექტურად გამოყენებისა და განკარგვის მიზნით საარჩევნო სუბიექტი ნიშნავს (ირჩევს) საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველსა და ბუღალტერს.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:17 | შეტყობინება # 52
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
2. საარჩევნო კამპანიის ფონდს საარჩევნო სუბიექტის მითითებით განკარგავენ ფონდის მმართველი და ბუღალტერი. ისინი პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო კამპანიის ფონდის მიზნობრივ გამოყენებაზე.
3. საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის (არჩევის) წესი განისაზღვრება საარჩევნო ბლოკის წესდებით.
4. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი ვალდებულია უკანონოდ მიღებული შემოწირულებები 10 დღის ვადაში გადარიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ამასთანავე, საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნიდან თვეში ერთხელ შესაბამის საარჩევნო კომისიას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ფორმების მეშვეობით აცნობოს შემოწირულების წყარო, ოდენობა და მიღების თარიღი, ხოლო არჩევნების შემდეგ წარუდგინოს ფონდის ანგარიში კანონით დადგენილ ვადებში. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებისა და შემოწირულებათა დამალვისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. (8.06.2007 N4919 ძალაშია 2007 წლის 1 ოქტომბრიდან)
5. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი ყველა სახის ოპერაციას აფორმებს დოკუმენტურად. თუ რომელიმე ხარჯი ვერ ფორმდება, იგი უნდა გაფორმდეს ორმხრივი აქტით.
6. საარჩევნო სუბიექტები არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ხოლო საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც წინასწარი მონაცემებით მიიღებენ ამ კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას, კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს 8 დღისა შესაბამის საარჩევნო კომისიას აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს საარჩევნო კამპანიის ფონდში ჩარიცხული ფულადი სახსრების წყაროს მითითებით. აუდიტორული შემოწმების ჩატარების უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აუდიტორს (აუდიტორულ ფირმას). (16.12.2005 N 2263)
61. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის შემდგომ საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნის დღიდან ამ ბლოკში შემავალი სუბიექტები ვალდებული არიან შეაჩერონ თავიანთი საარჩევნო კამპანიის ფონდების საქმიანობა და ისარგებლონ მხოლოდ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო კამპანიის ფონდით. იმ საარჩევნო სუბიექტებმა, რომლებიც გაწევრიანებული არიან საარჩევნო ბლოკებში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას, თავიანთი საარჩევნო კამპანიის ფონდების ანგარიშების წარმოდგენასთან ერთად, საარჩევნო კომისიას ასევე წარუდგინონ ბანკის მიერ გაცემული ცნობა მათი ფონდების ანგარიშებზე საფინანსო ოპერაციების მოქმედების შეჩერების თაობაზე. ის საარჩევნო სუბიექტები, რომელთა მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში, მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ხოლო საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-8 დღისა საარჩევნო კომისიას დამატებით წარუდგენენ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. იმ საარჩევნო სუბიექტებისთვის, რომელთა მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:17 | შეტყობინება # 53
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო კამპანიის ფონდის დახურვის 20-დღიანი ვადა აითვლება საარჩევნო ოლქში გამართული მეორე ტურის შედეგების შეჯამებიდან. (15.07.2008 N 231)
7. საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეკრძალებათ შესაბამის მომავალ არჩევნებში მონაწილეობა. (21.03.2008 N 6013)
8. თუ საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც მიიღებენ ამ კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას, დადგენილ ვადაში არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, ან თუ დადასტურდება ამ კანონის 46-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტების, 47-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტების, ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა, ისინი შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიამ ან ცესკომ უნდა გააფრთხილოს წერილობით და უნდა მოსთხოვოს ხარვეზის შევსება და დეტალური წერილობითი ინფორმაციის მიწოდება სათანადო დარღვევასთან დაკავშირებით. თუ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ან ცესკო მიიჩნევს, რომ დარღვევა არსებითი ხასიათისაა და შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, იგი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების შედეგების შეჯამება ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად. საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის არასწორი მონაცემებით წარდგენისას მისი და საარჩევნო კამპანიის ფონდის განმკარგველი პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. (22.11.2007 N 5500)
9. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს 20 დღისა დახუროს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში. ანგარიშზე არსებული ნაშთი უბრუნდება შემტან პირებს შეტანილი ფულადი სახსრების პროპორციულად.
10. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს განკარგულებით.
101. საარჩევნო სუბიექტების მიერ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშების მონიტორინგის მიზნით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში, ცესკოს განკარგულებით იქმნება საზოგადოების წარმომადგენლებით, იურისტებითა და ლიცენზირებული აუდიტორებით დაკომპლექტებული ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის არჩევნების პერიოდში საარჩევნო კომისიებში წარდგენილ შესაბამის ინფორმაციას და მიღებულ დასკვნებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მისაღებად წარუდგენს შესაბამის საარჩევნო კომისიას. ფინანსური მონიტორინგის ჯგუფის დებულებას და მისი მუშაობის წესს ამავე ჯგუფის წევრების წარდგინებით, განკარგულებით ამტკიცებს ცესკო ჯგუფის შექმნიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა. (21.03.2008 N 6013)
11. ინფორმაცია საარჩევნო შემოწირულებების შესახებ არის ღია, საჯარო და ხელმისაწვდომი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია, საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს აღნიშნული
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:18 | შეტყობინება # 54
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ინფორმაციის შესაბამის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება მისი მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. (21.03.2008 N 6013)

თავი VII
კენჭისყრა (28.12.2009. N2525)

მუხლი 49. კენჭისყრის შენობის მოწყობა (28.12.2009. N2525)
1. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობებსა და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს გადასცემენ დროებით, უსასყიდლოდ.
2. საუბნო საარჩევნო კომისია არ უნდა განთავსდეს და კენჭისყრის ადგილი არ უნდა გამოიყოს იმავე შენობაში, რომელშიც განთავსებულია:
ა) პარტია (პარტიები);
ბ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ არის სხვა, შესაფერისი შენობა-ნაგებობა ამ კანონის შესაბამისად კენჭისყრის ჩასატარებლად. სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია;
გ) პოლიციის სამსახურები (გარდა გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიებისა).
3. კენჭისყრის ადგილი ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, უნდა გამოიყოს შენობის პირველ სართულზე.
4. საუბნო საარჩევნო კომისიის მოთხოვნით ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანოები ვალდებული არიან (თუ კომისიის სათანადო განკარგულება მათ გადაეცათ კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა), უზრუნველყონ კენჭისყრის ადგილის დროებითი, მარტივი ადაპტაცია, თუ საარჩევნო უბანში არიან ეტლით მოსარგებლე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები და მათ სათანადო განცხადებით მიმართეს საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.
5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. კენჭისყრის შენობაში:
ა) ფარული კენჭისყრისთვის უნდა მოეწყოს კაბინები. კაბინის ერთი მხარე ღია უნდა იყოს მისი სიმაღლის ნახევრამდე, ხოლო ზედა ნახევარი ფარდით უნდა იყოს დაფარული. ყოველი 500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი კაბინა. ყოველ კაბინაში უნდა იყოს ერთი კალმისტარი;
ბ) უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და სპეციალური კონვერტების განთავსებისათვის;
გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი;
დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა სიები, პარტიული სიები, კანდიდატთა სიები, ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, აგრეთვე ამ კანონიდან ამონარიდი, თუ რა შემთხვევაშია ბათილი ბიულეტენი და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (ოქმები) (სადემონსტრაციო ოქმი არის A2

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:18 | შეტყობინება # 55
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ფორმატის ფურცელი, რომელშიც შეიტანება იგივე მონაცემები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში);
ე) არჩევნების პროცესში დარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შეიძლება განთავსებულ იქნეს ვიდეოდაკვირვებისა და ჩაწერის საშუალებები – ე. წ. ვიდეოთვალი. ვიდეოთვალის ჩანაწერის მონაცემები არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია.
7. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას, როგორც საარჩევნო უბანში, ისე ფარული კენჭისყრის კაბინაში (ოთახში).
8. პასუხისმგებლობა კენჭისყრის მომზადების, ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და კენჭისყრის შენობის ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოწყობისათვის ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
9. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო- და ვიდეოგადაღება აკრძალულია.

მუხლი 50. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვა (28.12.2009. N2525)
1. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის.
3. დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.
4. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი გააძევოს საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსების შენობიდან, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. აქტში აღინიშნება დამრღვევის სახელი და გვარი, საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, დარღვევის არსი და მისი ჩადენის ზუსტი დრო.
5. თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.

მუხლი 51. კენჭისყრის დრო და ადგილი (28.12.2009. N2525)
1. კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების (კენჭისყრის) დღის 8 საათიდან 20 საათამდე.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:18 | შეტყობინება # 56
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
2. საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა უზრუნველყოს კენჭისყრის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამომრჩევლისათვის ყველა შესაძლო ფორმით, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, აგრეთვე საჯარო ადგილებში სათანადო ინფორმაციის განთავსებით, ამომრჩევლებისათვის ამომრჩევლის ბარათის გადაცემით კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა.
3. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა.
4. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეწყვეტის ან შეჩერების (ისევე, როგორც შემდგომ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების) შესახებ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის.
5. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის შემთხვევაში, კენჭისყრის შეწყვეტისთანავე ან შეჩერებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების დადასტურების ან მისი გაუქმების შესახებ. კომისია უფლებამოსილია კენჭისყრის შეჩერების შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება კენჭისყრის შეწყვეტისა და საარჩევნო უბნის დახურვის შესახებ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები მიიღება განკარგულებით, რომელშიც უნდა აღინიშნოს კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეწყვეტის ან შეჩერების მიზეზი და დრო. კენჭისყრის შენობის ჩაკეტვის ან კენჭისყრის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრისთანავე კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით კენჭისყრა განახლდება. თუ კენჭისყრა შეწყვეტილად გამოცხადდა, იგი აღარ განახლდება.
6. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.
7. კენჭისყრის დღეს სამხედრო ნაწილებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, ნაოსნობაში მყოფ გემებსა და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას დამთავრებულად აცხადებს 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეტანილმა ყველა ამომრჩეველმა.
8. აკრძალულია კენჭისყრის ჩატარება კენჭისყრის დღემდე ან კენჭისყრის დღის შემდეგ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 52. საარჩევნო უბნის გახსნა (28.12.2009. N2525)
1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ დროისთვის კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2. კენჭისყრა იწყება კენჭისყრის დღის 8 საათზე.
3. საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები ტარდება შემდეგი თანამიმდევრობით:

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:18 | შეტყობინება # 57
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ა) საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი. წიგნის პირველ და მე-2 გვერდებზე ხელს აწერს მისი გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი;
ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი, და ხსნის მას;
გ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ კომისიის სპეციალური ბეჭდით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრა ტარდება კომისიის თავმჯდომარის მიერ, კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით და მასში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე/მოადგილე/კომისიის მდივანი. ფურცლები იყრება მაგიდაზე, რომლებსაც წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ;
დ) პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთაგან კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში). ამასთანავე, ისინი არ შეიძლება იყვნენ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრები;
ე) კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება მორიგი წილისყრა, რომლითაც შეირჩევა:
ე.ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, რომელიც აგრეთვე ამოწმებს ამომრჩეველთა მარკირებას;
ე.ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები (სულ ცოტა ერთი წევრი ყოველი 300 ამომრჩევლისთვის), რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის და ბეჭდის დასმის შემდეგ;
ე.გ) საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი;
ვ) წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე ჩაწერს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს;
ზ) კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისთვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რასაც კომისიის მდივანი აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე დროის მითითებით.
4. თუ კენჭისყრის დღეს გასანაწილებელ ფუნქციებთან მიმართებით კომისიის წევრთა რაოდენობა:
ა) ერთით ნაკლები აღმოჩნდა, მცირდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობა;
ბ) ორით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას;
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:18 | შეტყობინება # 58
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გ) სამით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარე ასრულებს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას.
5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, რომელიც კომისიაში გამოცხადდება წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, შრომითი ანაზღაურების საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს – საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. (12.03.2010. N2786)
6. წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ერთიანი და სპეციალური სიების, აგრეთვე ამომრჩეველთა სიის დანართის (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის) მიხედვით;
ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას და აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობას;
გ) ამოწმებს და ცესკოს მიერ დადგენილი წესით – ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქით ლუქავს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს.
7. ამომრჩეველთა ყოველ რეგისტრატორს გადაეცემა ყველა სახის საარჩევნო ბიულეტენის თითო ბლოკნოტი, რაც დასტურდება მის თავფურცელზე კომისიის თავმჯდომარისა და რეგისტრატორის ხელმოწერებით. ბლოკნოტიდან ყველა ბიულეტენის გაცემის შემდეგ რეგისტრატორს გადაეცემა მეორე ბლოკნოტი და ა. შ..
8. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა თითოეულ რეგისტრატორს გადასცემს წილისყრით გამოვლენილი რეგისტრატორის ბეჭედს, რომლის ნომერიც შეიტანება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ მონაცემებს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში (გარდა სპეციალური კონვერტების რაოდენობისა) და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. (12.03.2010. N2786)
10. საკონტროლო ფურცლებს ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი; მათზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. კენჭისყრის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ავსებენ საკონტროლო ფურცლებს (გარდა პირველი ამომრჩევლის მონაცემებისა) სამ ეგზემპლარად. კომისიის თავმჯდომარე საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ, მეორე ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით.

მუხლი 53. კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი (28.12.2009. N2525)
1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი).

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:18 | შეტყობინება # 59
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
2. ჩანაწერთა წიგნი იწარმოება ქართულ ენაზე, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებისათვის, რომლებისთვისაც საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც, ჩანაწერთა წიგნი შეიძლება იწარმოებოდეს შესაბამის ენაზედაც.
3. ჩანაწერთა წიგნი გადაეცემა კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ჩანაწერთა წიგნში აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა საარჩევნო პროცედურა და მიუთითოს მათი განხორციელების დრო.
4. ჩანაწერთა წიგნის თითო ცალი საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს.
5. ჩანაწერთა წიგნი არის ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი. ზონარი ილუქება, დასალუქ ფურცელს ხელს აწერენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი და მას დაესმება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი. ჩანაწერთა წიგნის ყველა გვერდი დანომრილი უნდა იყოს და თითოეულ გვერდზე უნდა აღინიშნოს საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრები.
6. ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისათვის გატანებული, კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობას.
7. ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს ინფორმაცია კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის კომისიის სხვა წევრისთვის დროებით გადაცემის შესახებ.
8. ჩანაწერთა წიგნის მე-6–მე-9 გვერდებზე კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას შემაჯამებელ ოქმში შესატანი თითოეული მონაცემი.
9. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები ასახოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით.
10. არავის არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს, ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში.
11. ჩანაწერთა წიგნი კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ იხურება, მას ხელს აწერენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. ჩანაწერთა წიგნი შემოსულ განცხადებებთან/საჩივრებთან ერთად ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან (ოქმებთან) ერთად გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

მუხლი 54. საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი (28.12.2009. N2525)
1. საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 30.09.2010, 09:18 | შეტყობინება # 60
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
2. იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც არიან მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები, ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც ამ ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს.
3. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვასა და საარჩევნო ყუთების (ძირითადის და გადასატანის) დამზადებას უზრუნველყოფს ცესკო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს (გარდა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოსი) არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებელია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დაკვირვების უფლება აქვთ (მათი დამზადების თითოეულ ადგილზე) შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით დანიშნულ კომისიის 2 წევრსა და ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე წარადგენენ არა უმეტეს 3 დამკვირვებლისა.
4. სათანადო განკარგულების მიღებიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისია აქვეყნებს მონაცემებს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვისა და საარჩევნო ყუთების დამზადების ადგილის შესახებ, აგრეთვე საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვასა და საარჩევნო ყუთების დამზადებაზე პასუხისმგებელი პირების თაობაზე.
5. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული ბიულეტენების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილ რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ბიულეტენები.
6. საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბიულეტენების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პირადად აგებენ პასუხს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
7. საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენები თანამიმდევრობით ინომრება (ნომერი აღინიშნება ბიულეტენის ყუაზე; ბიულეტენი და მისი ყუა ერთმანეთისაგან პერფორირებული ხაზითაა გამოყოფილი) და 50-50 ცალად იკინძება ბლოკნოტების სახით. ბლოკნოტები, ცალ-ცალკე თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენისათვის, თანამიმდევრობით ინომრება. ყოველ ბლოკნოტს აქვს თავფურცელი, რომელზედაც მითითებულია საარჩევნო ბიულეტენის სახე, დაბეჭდილია გრაფები ბლოკნოტის ნომრის, ბლოკნოტში არსებული ბიულეტენების ნომრების, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრებისა და დასახელებებისათვის, გრაფები საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის იმ წევრის (ამომრჩეველთა რეგისტრატორის) ხელმოწერებისათვის, რომელსაც გადაეცემა ეს ბლოკნოტი, აგრეთვე გრაფა გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობის აღნიშვნისათვის.
8. თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული სპეციალური კონვერტების რაოდენობა ტოლია საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობისა, ხოლო საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა – საარჩევნო
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » საქართველოს საარჩევნო კოდექსი
ძებნა:

ჰოსტერი uCoz