ოთხშაბათი, 12.12.2018, 06:06
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » საქართველოს საარჩევნო კოდექსი
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:00 | შეტყობინება # 76
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ტურში გასული პირის (პირების) გამოვლენაზე, საოლქო საარჩევნო კომისია არჩეულ ან მეორე ტურში გასულ პირს (პირებს) დაადგენს ამ უბნის (უბნების) გაუთვალისწინებლად.
5. საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
6. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.
7. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს ამ მუხლში აღნიშნული მონაცემები მათი დადგენისთანავე შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ სადემონსტრაციო ოქმში.
8. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.
9. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს.
10. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 644. არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში (28.12.2009. N2525)
1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-18 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
2. ცესკო აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც აღინიშნება:
ა) ამომრჩეველთა რაოდენობა;
ბ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;
გ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
დ) საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა.

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:01 | შეტყობინება # 77
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
3. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს მდივანი. ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება ცესკოში, მე-2 ეგზემპლარი კი გადაეცემა ამ კანონით გათვალისწინებულ ორგანოებს. ოქმის ასლები გადაეცემა ყველა დაინტერესებულ პირს.
4. ცესკო საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შემოსვლის პარალელურად უზრუნველყოფს ამ ოქმების მონაცემთა ცესკოს ვებგვერდზე განთავსებას. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ცესკოს ვებგვერდზე.
5. აკრძალულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოებში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე და ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულად გათვალისწინების გარეშე. 6. განცხადების/საჩივრის ან/და ცესკოს წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ცესკოს შეუძლია არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე შეაჯამოს.
7. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით და არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს მას პრესას და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს.
8. ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის 63-ე მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული ოქმის საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებით; ამასთანავე, თუ საარჩევნო უბნის შედეგები გასაჩივრებულია სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცესკო ვალდებულია ოფიციალური შეტყობინებისთანავე გააკეთოს სათანადო აღნიშვნა ვებგვერდზე განთავსებულ შესაბამის ოქმზე.

თავი VIII
საჯაროობა არჩევნების მომზადებისას
და ჩატარებისას

მუხლი 65. არჩევნების საჯაროობა
1. საქართველოში არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესი საჯაროა.
2. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, საარჩევნო კომისიების, საარჩევნო სუბიექტების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ. (14.12.2006 N 3990)
3. საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ კენჭისყრის დღეს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობებში და დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესს.

მუხლი 66. საჯაროობა არჩევნების მომზადებისას და ჩატარებისას

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:02 | შეტყობინება # 78
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
1. არჩევნების მომზადებისას და ჩატარებისას საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიები აქვეყნებენ ინფორმაციას:
ა) თავისი საქმიანობის შესახებ;
ბ) საარჩევნო ოლქებისა და უბნების შექმნის შესახებ;
გ) საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, ადგილსამყოფლისა და სამუშაო საათების შესახებ;
დ) საარჩევნო სუბიექტების შესახებ.
2. საარჩევნო კომისიები მათთვის განკუთვნილ შენობებში თვალსაჩინო ადგილას აკრავენ:
ა) ამომრჩეველთა სიებს და ამ სიებში უზუსტობების გასაჩივრების წესსა და ვადებს;
ბ) საარჩევნო სუბიექტების სიებს;
გ) საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პროგრამებს (ასეთის წარდგენის შემთხვევაში), რომლებიც ჩამოიხსნება კენჭისყრის დღის წინა დღის 24 საათამდე;
დ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება მოცემული კომისიის საქმიანობას.
3. შესაბამისი საარჩევნო კომისიები პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებენ:
ა) არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიულ სიებს;
ბ) ამოღებულია(14.08. 2003წ. N 2965-რს)
გ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს;
დ) არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
4. საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისათვის. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს, ხოლო ასლების მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შეიძლება დაწესდეს საფასური ასლების გადაღებისათვის საჭირო თანხის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. საზოგადოებრივი მაუწყებლის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მეშვეობით ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისას სმენის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთათვის ბგერითი ინფორმაციის გადასაცემად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გამოიყენოს ჟესტების ენა ან/და სათანადო სპეციალური ტექნოლოგიები. (23.06.2006 N3400)

მუხლი 67. საარჩევნო კომისიის სხდომის საჯაროობა. კენჭისყრის
შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები
1. საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს, შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების აპარატის თანამშრომლებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის კომისიაში, აგრეთვე შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის და ცესკოში

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:02 | შეტყობინება # 79
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად, თუ შენობის ფართობი არ იძლევა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მეტი რაოდენობის დასწრების შესაძლებლობას. წესრიგის დარღვევისა და საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს წესრიგის დამრღვევი სხდომიდან გააძევოს, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. (23.06.2006 N3400)
2. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს;
ბ) საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს;
გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს;
დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს;
ე) დამკვირვებლებს.
3. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უნდა ატარებდეს მისი ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს (მოწმობას), რომელზედაც აღნიშნული უნდა იყოს გვარი, სახელი და სტატუსი: ცესკოს, N...საოლქო საარჩევნო კომისიის ან N ...საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/მდივანი/წევრი, ან ცესკოს/ N...საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, ან პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და სიტყვა „წარმომადგენელი“, ან კანდიდატის გვარი, სახელი და სიტყვა „წარმომადგენელი“, ან ორგანიზაციის სახელწოდება და სიტყვა „დამკვირვებელი“, ან მასობრივი ინფორმაციის საშუალების სახელწოდება და სიტყვა „წარმომადგენელი“. (14.08. 2003წ. N 2965-რს)
4. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება. (21.03.2008 N 6013)
5. საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს საარჩევნო კომისიაში განთავსებული ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობა. ამ კანონით გათვალისწინებულ განცხადებაში/საჩივარში უნდა მიეთითოს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნისა და დარღვევის დაფიქსირების ზუსტი დროის შესახებ. აღნიშნული განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 15-წუთიანი ინტერვალის ჩანაწერის გაცნობა კონკრეტული დროისა და დარღვევის მითითებით. განცხადება/საჩივარი ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ განუხილველი დარჩება, თუ განცხადება/საჩივარი არ იქნება წარდგენილი ამ კანონით დადგენილი წესით. განცხადების/საჩივრის წარმდგენს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის განხილვისას, აგრეთვე სასამართლოში დავის განხილვის შემთხვევაში. (15.07.2008 N 231)

მუხლი 68. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები
1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:02 | შეტყობინება # 80
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან საქართველოს ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. (14.08. 2003წ. N 2965-რს)
2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან დებულება რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. (14.12.2006 N 3990)
3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა. (14.08. 2003წ. N 2965-რს)
4. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრისა;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;
დ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;
ე) მოსამართლისა;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა; (27.04.2010 N 2996)
ზ) პროკურატურის თანამდებობის პირისა;
თ) საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;
ი) საარჩევნო კომისიის წევრისა.
5. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტი ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
6. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის 2 წარმომადგენლის – საერთაშორისო დამკვირვებლის მეშვეობით. (23.06.2006 N3400)
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად გადის რეგისტრაციას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. (23.06.2006 N3400)

მუხლი 69. დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:03 | შეტყობინება # 81
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
1. საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას, აგრეთვე იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს ცესკო. (14.08. 2003წ. N 2965-რს)
2. ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. (14.08. 2003წ. N 2965-რს)
3. რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა და უნდა წარუდგინოს თავისი წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლი. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს. (21.03.2008 N 6013)
4. რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა და წარუდგინოს დამფუძნებელი დოკუმენტის ასლი. თუ დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან უნდა წარადგინოს მხოლოდ განცხადება და რწმუნების დამადასტურებელი საბუთი. ცესკო განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში წყვეტს ამ პუნქტში აღნიშნული ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს. (14.08. 2003წ. N 2965-რს)
5. საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში. (23.06.2006 N3400)
6. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებელთა სია მათი ვინაობის (გვარი, სახელი) მითითებით. (21.03.2008 N 6013)
7. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. სიას უნდა დაერთოს ადგილობრივი დამკვირვებლების საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლები. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო ან/და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. სიაში უნდა აღინიშნოს დამკვირვებლის ვინაობა (გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი) და ის საარჩევნო ოლქი (ოლქები) და საარჩევნო უბანი (უბნები), სადაც იგი დააკვირდება არჩევნებს. (28.12.2009. N2525)
71. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს განახორციელოს დაკვირვება ყველა დონის ნებისმიერ
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:04 | შეტყობინება # 82
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საარჩევნო კომისიაში, ამ კანონის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით. (21.03.2008 N 6013)
8. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია, დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს. (14.08. 2003წ. N 2965-რს)
81. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიაში და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილი არიან კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელონ შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში, ამ კანონის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით.(21.03.2008 N 6013)
9. დამკვირვებლის მოწმობაში მითითებული უნდა იყოს:
ა) დამკვირვებლის გვარი, სახელი;
ბ) წარმდგენი ადგილობრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციის სახელწოდება;
გ) იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების)/უბნის (უბნების) ნომერი (ნომრები) და დასახელება (დასახელებები), სადაც უნდა განახორციელოს დაკვირვება. (12.10.2004. N488)
10. საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლის მოწმობაში ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა მითითებული უნდა იყოს, რომ მას დაკვირვების უფლება აქვს ნებისმიერი საარჩევნო ოლქის ნებისმიერ უბანში. (22.11.2007 N 5500)
11. დამკვირვებლის მოწმობა ძალაში შედის შესაბამისი მოწმობის გაცემის მომენტიდან და ძალას კარგავს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის შემდეგ. (28.12.2009. N2525)

მუხლი 70. დამკვირვებლის უფლებები
1. დამკვირვებელს უფლება აქვს:
ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;
ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; (12.10.2004. N488)
გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს თავისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;
ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემასა და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად;
ვ) დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;
ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის პროცესს;

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:04 | შეტყობინება # 83
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;
ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;
კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცე¬მისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;
ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში; (14.08. 2003წ. N 2965-რს)
მ) გაასაჩივროს საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში;
ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახ¬სნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;
ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.
2. დამკვირვებელს არა აქვს უფლება:
ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;
დ1) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე; (12.10.2004. N488)
ე) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.
3. ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების ამ კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევისათვის ან მათ საქმიანობაში ჩარევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო, ადმინისტრაციული ან/და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით. (28.12.2009. N2525)
4. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით. (28.12.2009. N2525)

მუხლი 71. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება
(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს შესაბამის საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას),

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:04 | შეტყობინება # 84
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, დანიშნოს ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში. (28.12.2009. N2525)
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულმა საარჩევნო სუბიექტმა წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საარჩევნო კომისია 24 საათის განმავლობაში განკარგულებით ცნობად იღებს ინფორმაციას წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი. (28.12.2009. N2525)
4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მასში უნდა აღინიშნოს წარმომადგენლის გვარი, სახელი, დაბადების წელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).
5. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ 1 წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით. წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით. (12.10.2004. N488)
6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზეც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

მუხლი 72. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების
წარმომადგენლები
1. საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.
2. რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი. (14.08. 2003წ. N 2965-რს)
3. განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა. (12.10.2004. N488)
4. განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს). (12.10.2004. N488)

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:38 | შეტყობინება # 85
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
5. კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.

მუხლი 73. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაცია იწყება არჩევნების დანიშვნის მომენტიდან. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები ამ დღიდან სარგებლობენ თანასწორი უფლებებით ამ კანონით დადგენილი წესით. (21.03.2008 N 6013)
2. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. (23.06.2006 N3400)
3. კენჭისყრის დღის წინა დღის 24 საათის შემდეგ აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიის და რადიოს ეთერის მეშვეობით. (22.11.2007 N 5500)
4. არჩევნების მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის ან ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) განახლდება მისი (მათი) დანიშვნის დღიდან. (23.12.2005 N 2414)
5. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ:
ა) საარჩევნო კომისიების წევრებს;
ბ) ამოღებულია (23.06.2006 N3400)
გ) მოსამართლეს;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებს; (27.04.2010 N 2996)
ე) ამოღებულია (23.06.2006 N3400)
ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს;
ზ) საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს;
თ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს. (21.03.2008 N 6013)
6. წინასაარჩევნო აგიტაცია შეიძლება განხორციელდეს ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები მოქალაქეებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები, შეკრებები და მანიფესტაციები) ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, ხმის გამაძლიერებელ საშუალებათა გამოყენებით ან სხვა ფორმით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
7. არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს უფლება აქვს დაამზადოს წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილ სხვა საშუალებათა ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისთვის ხელის შეშლა.
8. ამოღებულია (22.11.2007 N 5500)

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:38 | შეტყობინება # 86
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
9. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნები¬¬-დან არჩევნ¬ების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: (23.06.2006 N3400)
ა) საარჩევნო სუბიექტების/სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუ¬ქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვა¬ლი¬-სწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის და¬პი¬¬რებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა); (28.12.2009. N2525)
ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.
91. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში. (23.06.2006 N3400)
10. აკრძალულია საარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში:
ა) ამოღებულია (23.06.2006 N3400)
ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები; (1.11.2008 N479)
გ) სასამართლოები; (1.11.2008 N479)
დ) სამხედრო ნაწილებში. (22.11.2007 N 5500)
101. არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში, ასევე იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული იყო ბიუჯეტით, არაგეგმური ტრანსფერების ინიციირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში. (28.12.2009. N2525)
11. აკრძალულია ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. (14.08. 2003წ. N 2965-რს)
12. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან ერთი თვის განმავლობაში, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას სავალდებულოა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:38 | შეტყობინება # 87
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით, იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები. არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა, არ შეიძლება კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე. (23.06.2006 N3400)
13. ამოღებულია (22.11.2007 N 5500)
14. არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცებამდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელნი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი პირობები: (16.12.2005 N 2263)
ა) მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (რეგიონალურმა ტელერადიომაუწყებლობებმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას) ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება;
ბ) ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი;
გ) პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;
დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვან პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.
141. ამოღებულია (28.12.2009. N2525)
15. არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ვალდებული არიან დაიცვან შემდეგი პირობები:
ა) გაზეთის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გაზეთის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში იმავე გაზეთში გამოაქვეყნონ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (რეგიონულმა გაზეთებმა – შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას) ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან, რა პერიოდულობით და რა დრომდეა გამოყოფილი გაზეთის ფართობი, გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე, უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში – მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე, ფართობის ტარიფი, გაწეული მომსახურება;
ბ) არც ერთ საარჩევნო სუბიექტს გაზეთის ერთ ნომერში ან ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა დაეთმოს გამოყოფილი ფართობის ერთ მესამედზე მეტი;
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:38 | შეტყობინება # 88
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გ) ფართობის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს;
დ) სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა: „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;
ე) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ გამოაქვეყნონ პოლიტიკური რეკლამა ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. (28.12.2009. ნ2525)
151. ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების „ა“ ქვეპუნქტებით საარჩევნო კომისიაში წარსადგენი ინფორმაციის ფორმებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს განკარგულებით. (16.12.2005 N 2263)
16. გაზეთს, გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გაზეთებისა, უფლება აქვს, წინასაარჩევნო რეკლამა ნებისმიერი პირობით გამოუყოს ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს. (28.12.2009. ნ2525)
17. თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა მისი წილი საეთერო დრო ან გაზეთის ფართობი, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელს, აგრეთვე საზოგადოებრივ მაუწყებელს და გაზეთს უფლება აქვთ ეს დრო ან ფართობი თანაბრად გადაუნაწილონ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს. (24.12.2004 N 789)
18. ამოღებულაი (21.03.2008 N 6013)
19. ამ მუხლის მე-3, მე-5, მე-7, მე-9 და მე-15 პუნქტების დამრღვევ პირს ეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა. (21.03.2008 N 6013)

მუხლი 731. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო
უზრუნველყოფა (23.06.2006 N3400)
1. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით და მხოლოდ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მაუწყებლებზე.
11. კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს ამ მუხლის მიზნებისთვის წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტი, რომელში გაერთიანებული პარტიაც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნას:
ა) დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტი;
ბ) დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით;
გ) გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტი, და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი;
დ) გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით, და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი. (28.12.2009. N2525)

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:38 | შეტყობინება # 89
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
2. საერთო მაუწყებელი, აგრეთვე მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულია უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყოს დრო ყოველ 3 საათში 90 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის. გამოუყენებელი დროის შემდგომში დამატება სხვა კუთვნილი დროისათვის დაუშვებელია. (22.11.2007 N 5500)
3. საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულია საკუთარ ეთერში განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა ყოველ საათში 60 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის. გამოუყენებელი დროის შემდგომში დამატება სხვა კუთვნილი დროისათვის დაუშვებელია. (22.11.2007 N 5500)
4. ამოღებულია (28.12.2009. N2525)
41. ამ მუხლის მიზნებისათვის საპრეზიდენტო არჩევნებზე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად მიიჩნევა იმ პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წარდგენილი კანდიდატები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. (22.11.2007 N 5500)
5. მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება.
6. ადგილობრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია/ბლოკი:
ა) რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) რომლის კანიდატმა (კანდიდატებმა) მისი მომსახურების ზონაში შემავალ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მეორე ტურში გავიდა ან მიიღო ხმების არანაკლებ 25%-ისა;
გ) რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 25%-ისა.
7. ადგილობრივი მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც მისი მომსახურების ზონაში შემავალ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ კანონით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 4 კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25%-ის მხარდაჭერით.
8. ამ კანონის მიზნებისათვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95%-იან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3%-ს არ აღემატება;
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:39 | შეტყობინება # 90
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;
გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;
დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა იქნეს ჩატარებული ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით;
ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას;
ვ) შედეგების გამოქვეყნებისას სავალდებულოა მიეთითოს:
ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;
ვ.ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;
ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და მიმდევრობა;
ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;
ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;
ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;
ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;
ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;
ვ.ი) შერჩევის ზომა;
ვ.კ) ცდომილების ფარგლები;
ვ.ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.
9. ამოღებულია (28.12.2009. N2525)
10. საზოგადოებრივი მაუწყებელი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებულია, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყოს დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის.
11. საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო საეთერო დროის თანაბრად განაწილებისა და ამ კანონით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიზნით მედიამონიტორინგის განხორციელებას უზრუნველყოფს ცესკო უშუალოდ ან მომსახურების შესყიდვით. (22.11.2007 N 5500)

მუხლი 74. წინასაარჩევნო შეკრებები და მანიფესტაციები
1. წინასაარჩევნო პერიოდში შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარება რეგულირდება ამ კანონით.
2. წინასაარჩევნო პერიოდში შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებისას, თუ ისინი ხელს შეუშლიან ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობას, ორგანიზატორები ვალდებულნი არიან შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობისა ორგანოებს წინასწარ, ორი დღით ადრე წერილობით აცნობონ აღნიშნული ღონისძიებების

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » საქართველოს საარჩევნო კოდექსი
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz