სამშაბათი, 23.04.2024, 13:22
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » საქართველოს საარჩევნო კოდექსი
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:39 | შეტყობინება # 91
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ. ისინი, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოებას.
3. დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის აკრძალვა და შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს მოწოდებებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და დარღვევისაკენ, ეროვნული, ეთნიკური, კუთხური, რელიგიური და სოციალური შუღლის გაღვივებისაკენ, კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ძალადობით შეცვლისაკენ, აგრეთვე ომისა და ძალადობის პროპაგანდას.
4. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგა¬ნო¬ები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიქტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დის¬კუ¬¬სი¬ების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.
5. მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების ჩასატარებლად¬ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საარჩევნო კომისიებს.
6. საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტებისთვის, მათთან შეთანხმებით, ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგს (თუ მოხდა ღონისძიებათა გადაფარვა და სუბიექტთა შეთანხმება ვერ მოხერხდა, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება). (14.08. 2003წ. N 2965-რს)
7. ამოღებულია (14.08. 2003წ. N 2965-რს)
8. ამოღებულია (14.08. 2003წ. N 2965-რს)
9. ამოღებულია (14.08. 2003წ. N 2965-რს)
10. საარჩევნო სუბიექტთა რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე იკრძალება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა. (28.09.2001 N 1074)

მუხლი 75. სააგიტაციო მასალა
1. საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა, ხოლო განმეორებითი კენჭისყრისას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა უზრუნველყოფენ საარჩევნო კომისიების საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გავრცელებას. პარტიული სიებისა და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა სიების გავრცელება სავალდებულოა. (14.08. 2003წ. N 2965-რს)
2. საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:40 | შეტყობინება # 92
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დარღვევის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მოწოდებას.
3. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობ¬იე¬¬¬¬¬ქტე¬ბზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვე¬ვაში.
4. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე. სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის საკრებულოებმა შეიძლება აკრძალონ საარჩევნო პლაკატების გაკვრა ცალკეულ შენობებზე მხოლოდ არქიტექტურისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეთ შენობათა ჩამონათვალი ქვეყნდება არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 5 დღისა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან გამოყონ ადგილები ან/და დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული. (22.11.2007 N 5500)
5. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. იკრძალება ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე. ბეჭდვით სარეგისტრაციო მასალაზე რიგითი ნომრის აღნიშვნა საარჩევნო სუბიექტს ევალება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მიენიჭება აღნიშნული ნომერი. (16.12.2005 N 2263)
6. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ეგზემპლარები უნდა წარედგინოს იმ საარჩევნო კომისიას, რო¬¬¬¬¬მ¬¬ელ¬შიც საარჩევნო სუბიექტმა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია.
7. შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. (28.12.2009. ნ2525)

მუხლი 76. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა (21.03.2008 N 6013)
1. ამ კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ან კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში შემდეგი სახის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება:
ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:40 | შეტყობინება # 93
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთა დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;
გ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ მათი იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა.
2. საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც სარგებლობენ სამსახურებრივი ავტომანქანებით, მათი გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ საწვავის ანაზღაურების პირობით.
3. საარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდვითი მასალის დამზადება, რომელშიც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო მასალას. (28.12.2009. N2525)

მუხლი 761. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას
თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენების აკრძალვა (21.03.2008 N 6013)
1. ამ კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ან კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს:
ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;
ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას;
გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს ამ კანონის მე-3 მუხლის „წ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როცა ხდება ტელე-რადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენება.

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:40 | შეტყობინება # 94
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მუხლი 762. წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების
მოთხოვნების დარღვევა (21.03.2008 N 6013)
1. ამოღებულია (28.12.2009. N2525)

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ ცესკოს განკარგულების საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გამოცემული დაჯარიმების ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მისი გამოცემიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
4. რეგისტრირებული კანდიდატის მიერ ამ კანონის 76-ე და 761 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კანდიდატის მიმართ ამავე კანონის 12627 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა) მისი საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის ღონისძიება სასამართლოში შესაბამისი სარჩელის კენჭისყრამდე წარდგენისას;
ბ) იმავე სახის მომდევნო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის აკრძალვის ღონისძიება სასამართლოში შესაბამისი სარჩელის არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში წარდგენისას. (28.12.2009. N2525)

თავი IX (21.03.2008 N 6013)
საარჩევნო დავის განხილვა

მუხლი 77. გასაჩივრების ვადა და წესი
1. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მხოლოდ ამის შემდგომ – სასამართლოში, ამ მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. რაიონული/საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. (28.12.2009. N2525)
3. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება. (28.12.2009. N2525)

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:40 | შეტყობინება # 95
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
4. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. (28.12.2009. N2525)
5. ცესკოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. (28.12.2009. N2525)
6. სასამართლოში სარჩელის/საჩივრის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საოლქო/ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სარჩელის/საჩივრის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მხარეებს.
7. სასამართლოში დავის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას საქმეში არსებული მასალების გამოკვლევის საფუძველზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.
8. საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში განცხადება/სარჩელი/საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. 9. საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში განცხადების/ სარჩელის/საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.
10. აკრძალულია ამ მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
11. ამ კანონის 771 მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში შეტანილი განცხადება/ სარჩელი/საჩივარი განუხილველი რჩება.
12. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, განცხადების/სარჩელის/საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
13. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული არჩევნების ჩატარებისას საარჩევნო კანონმდებლობის
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:41 | შეტყობინება # 96
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით. (15.07.2008 N 231)
14. არჩევნების დანიშვნის დღიდან მის დასრულებამდე საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში საარჩევნო დავებზე განცხადების/საჩივრის წარდგენა შესაძლებელია კალენდარული დღის დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე. (28.12.2009. N2525)

მუხლი 771. საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე
1. არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისა და განხილვის ვადა და წესი განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით. (22.10.2009. N1889)
2. ამომრჩეველთა სიების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, აგრეთვე მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ.
3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ცესკოს წევრს.
4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.
5. საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის/არჩევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.
6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.
7. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:41 | შეტყობინება # 97
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
პარტიას/საარჩევნო ბლოკს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.
8. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს ცესკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, იმ კომისიის წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება.
9. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ამ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს ანგარიშზე ჩაურიცხველობის გამო, ამ ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს ცესკოს.
10. პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციისა და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს:
ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;
ბ) ამოღებულია (28.12.2009. N2525)
გ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;
დ) ამოღებულია (28.12.2009. N2525)
11. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატისა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:
ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ან ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:41 | შეტყობინება # 98
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები ანდა ამ კომისიებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია;
ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკომ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათ მიერ ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოხდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით;
გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათ მიერ ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოხდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით. (28.12.2009. N2525)
12. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ ცესკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
13. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:41 | შეტყობინება # 99
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
14. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის განცხადება აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
15. ამ კანონის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წესის დარღვევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ საქმე ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის ან ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას; N28.12.2009. ნ2525)
ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება ერთ- ან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას.
16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა მიერ ამ კანონის 73-ე მუხლის მე-11 და მე-14–მე-17 პუნქტების დებულებათა დარღვევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.
17. ამ კანონის 76-ე და 981 მუხლების დებულებათა დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: კანდიდატის წარმდგენ პარტიას და თვით კანდიდატს, რომლის შესახებაც გამოიცა განკარგულება; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სხვა პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება მაჟორიტარ კანდიდატს), თუ კომისიამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული დარღვევა.
18. კენჭისყრის დღის განმავლობაში და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს საუბნო საარჩევნო კომისიისა და მის ცალკეულ წევრთა მოქმედებებისა და გადაწყვეტილებათა (გარდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის) გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში.
19. ამ მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებზე სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში არა უგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 12:41 | შეტყობინება # 100
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.
20. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
21. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
22. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს), მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. (28.12.2009. N2525)
23. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
24. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. (28.12.2009. ნ2525)

განსაკუთრებული ნაწილი
კარი II

თავი X
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები

მუხლი 78. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
საქართველოს პრეზიდენტს ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 15:08 | შეტყობინება # 101
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მუხლი 79. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარება
1. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების პირველი ტური ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა. (22.11.2007 N 5500)
2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები არ ტარდება.

მუხლი 80. პასიური საარჩევნო უფლება
1. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში. 2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.
3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატზე არ ვრცელდება თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები. (22.11.2007 N 5500)

მუხლი 81. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას) ან ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერით. (21.03.2008 N 6013)

მუხლი 82. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი
1. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვთ წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატი.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვთ შეაგროვონ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატის:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პროფესია;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი;
ვ) რეგისტრაციის ადგილი;
ზ) პარტიულობა;
თ) საქართველოში ცხოვრების ვადა;
ი) წარმდგენი პარტიის დასახელება, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 15:12 | შეტყობინება # 102
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, მისი დაბადების მოწმობის ასლი და სამი ფოტოსურათი.
5. განცხადებას ხელს აწერს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი.

მუხლი 83. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიები
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 40 დღისა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.
2. მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში უნდა იყოს არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერა. (21.03.2008 N 6013)

მუხლი 84. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა. (22.11.2007 N 5500)
2. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას. (14.08. 2003წ. N 2965-რს)
21. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, თუ: (14.08. 2003წ. N 2965-რს)
ა) არასრული ან არასწორია ამ კანონის 82-ე მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები;
ბ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერაზე ნაკლები; (21.03.2008 N 6013)
გ) დარღვეულია ამ კანონის 83-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადები.
3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს მე-6 დღისა პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ სახელის, გვარის, დაბადების წლის, დაკავებული თანამდებობის (საქმიანობის), საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მითითებით.
4. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს შეუძლია კენჭისყრის წინა დღის 12 საათამდე მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენზე მისი დასახელების გასწვრივ დაისმება შტამპი „არჩევნებიდან მოხსნილია“. (14.08. 2003წ. N 2965-რს)

მუხლი 841. პოლიტიკური პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება (22.11.2007 N 5500)
1. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით:

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 15:13 | შეტყობინება # 103
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;
გ) თუ მან არ წარადგინა ან რეგისტრაციაში არ გატარდა მის მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა მის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.
2. საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ რეგისტრაციაში არ გატარდა მის მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა მის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის 2/3 მაინც.

მუხლი 842. პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომრის განსაზღვრა (22.11.2007 N 5500)
1. პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით არჩევნებამდე 25 დღით ადრე. რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი პროცედურები ტარდება ცესკოს შენობაში ცესკოს სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.
2. პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატი ირჩევს წინა საპარლამენტო არჩევნებში მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის კუთვნილ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ იმ კანდიდატებს, რომელთა წარმდგენმა პოლიტიკურმა პარტიებმა წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით დაიკავეს მეორე და მესამე ადგილები, რომლებსაც აქვთ უფლება, აირჩიონ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მათთვის მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან აირჩიონ შესაბამისად მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომერი, რომელიც მათ ჰქონდათ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, უკვე მიეკუთვნა მათზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატს.
3. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ხოლო თუ იგი წერილობით უარს განაცხადებს, აღნიშნული ნომრის გამოყენების უფლება გადადის ბლოკის წევრთა ჩამონათვალში მომდევნოზე და ა. შ.
4. გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით.
5. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს პრეზიდენტობის კანდიდატების

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 15:13 | შეტყობინება # 104
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რაოდენობის შესაბამის ნომრებს. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ამის შემდეგ ცალკე გადადებენ იმ ნომრებს, რომლებიც არჩეული იქნა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით; ყველა დარჩენილი ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მასზე არსებული ნომრის წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი.
6. პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი კანდიდატები ინარჩუნებენ მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.
7. რეგისტრირებულ პრეზიდენტობის კანდიდატების სიებს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 24 დღისა.

მუხლი 85. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი
წარმომადგენლების საქმიანობის გარანტიები
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის მომენტიდან თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში, აქვთ პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით სარგებლობის თანაბარი უფლებები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამ კანონით დადგენილი წესით. (22.11.2007 N 5500)
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიის დროს არ შეიძლება დაითხოვონ სამსახურიდან ანდა გადაიყვანონ სხვა სამუშაოზე ან სხვა თანამდებობაზე მათი თანხმობის გარეშე.
3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. (1.11.2008 N479)
4. ცესკოს განკარგულებას ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. (1.11.2008 N479)

მუხლი 86. არჩევნების შედეგების შეჯამება
1. ამოღებულია (23.06.2006 N3400)
2. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა. (ამოქმედდეს 2008 წლის 1 მარტიდან 22.11.2007 N 5500)
3. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. (22.11.2007 N 5500)
4. ამოღებულია (22.11.2007 N 5500)

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 15:14 | შეტყობინება # 105
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
5. ცესკო კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-8 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს, რომელიც მტკიცდება ცესკოს განკარგულებით. (22.11.2007 N 5500)
51. ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს საოლქო შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, ხოლო საჩივრის/განცხადების ან კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ცალკეული ოლქის შედეგებს აჯამებს საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე.
52. საუბნო, ხოლო შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებთან ერთად ცესკოს გადასცენ ამომრჩეველთა სიების დალუქული პაკეტები. (28.11.2003 N 3124)
6. შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.

თავი XI
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური.
საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.
საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები

მუხლი 87. არჩევნების მეორე ტური (22.11.2007 N 5500)
1. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.
2. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური ტარდება პირველი ტურიდან ორი კვირის თავზე.
3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. თუ პირველ ტურში პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, მეორე ტურში მონაწილის ვინაობა ვლინდება წილისყრით.
4. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
5. მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.

მუხლი 88. ხელახალი არჩევნები
1. ხელახალი არჩევნები ტარდება, თუ არჩევნების პირველი და მეორე ტურების შედეგად არ აირჩა პრეზიდენტი. (22.11.2007 N 5500)
2. ხელახალი არჩევნები იმართება საერთო არჩევნებიდან (პირველი ტურიდან) 2 თვის ვადაში.
3. ხელახალ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.
4. ცნობა ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » საქართველოს საარჩევნო კოდექსი
  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz