პარასკევი, 29.03.2024, 03:26
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » საქართველოს საარჩევნო კოდექსი
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 15:14 | შეტყობინება # 106
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
5. ხელახალი არჩევნები ტარდება ამ კანონით საერთო არჩევნებისთვის დადგენილი წესით და ცესკოს მიერ განსაზღვრულ ვადებში, მაგრამ საერთო არჩევნებიდან არა უგვიანეს 2 თვისა. (14.08. 2003წ. N 2965-რს)

მუხლი 89. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები
1. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 45-ე დღისა.
2. თუ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დაემთხვა საპარლამენტო არდადეგებს ან არასასესიო კვირას, საქართველოს პარლამენტი იკრიბება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 48 საათისა.
3. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 72 საათისა ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.
4. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეშვეობით.
5. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-40 დღისა;
6. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერი არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის სია. (21.03.2008 N 6013)
7. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.
8. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დროს არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში ამ კანონით საერთო არჩევნებისთვის დადგენილი წესით. (14.08. 2003წ. N 2965-რს)

კარი III
თავი XII
საქართველოს პარლამენტის არჩევნები

მუხლი 90. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნა
1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 15 დღისა.
2. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
3. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 15:14 | შეტყობინება # 107
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მუხლი 91. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადა. პარლამენტის შემადგენლობა
1. საქართველოს პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით.
2. საქართველოს პარლამენტის 75 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხოლო 75 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. (21.03.2008 N 6013)

მუხლი 92. პასიური საარჩევნო უფლება
1. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა და იცის ქართული ენა. (14.08. 2003წ. N 2965-რს)
2. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.
3. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკის მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ არჩეულად გამოაცხადა, საქართველოს პარლამენტს უფლება არა აქვს ცნოს მისი უფლებამოსილება. (14.08. 2003წ. N 2965-რს)

მუხლი 93. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება
საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას, საარჩევნო ბლოკს და მაჟორიტარ კანდიდატს.

მუხლი 94. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის
სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ
მდგომარეობასთან (21.03.2008 N 6013)
1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრები (გარდა პარლამენტის წევრებისა);
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები;
ე) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;
ვ) სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და მათი მოადგილეები;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; (27.04.2010 N 2996)
ი) მოსამართლეები;

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » საქართველოს საარჩევნო კოდექსი
  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
ძებნა:

ჰოსტერი uCoz