კვირა, 17.12.2017, 03:24
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » პროკრედიტ ბანკი
პროკრედიტ ბანკი
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 23:57 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბანკის მისია

“პროკრედიტ ბანკი, საქართველო” განვითარებაზე ორიენტირებული უნივერსალური ტიპის ბანკია, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო მომსახურებას და საბანკო პროდუქტების ფართო არჩევანს. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ძალიან მცირე, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ეს საწარმოები ქმნიან ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

სხვა ბანკებისაგან განსხვავებით ჩვენ არ ვართ ორიენტირებული სამომხმარებლო სესხებზე. ჩვენი უმთავრესი მიზანია შევქმნათ საიმედო საკრედიტო მომსახურება კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის დამყარებით.

ჩვენი აქციონერები საკუთარი ინვესტიციებისაგან სტაბილურ შემოსავლებს ელიან, მაგრამ მათი ძირითადი ინტერესი მოკლევადიანი მოგების მიღების მაქსიმიზაცია არ არის. ბანკი მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს კადრების მომზადებაში, რათა შექმნას სასიამოვნო და ეფექტიანი სამუშაო გარემო, ხოლო კლიენტებს შესთავაზოს მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და კონკურენტუნარიანი მომსახურება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 23:58 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პროკრედიტ ბანკი - ქცევის კოდექსი

ბიზნეს ეთიკა და გარემოს დაცვის სტანდარტები

პროკრედიტ ჯგუფის საერთო მისიის ნაწილია გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება იმ ფინანსურ სექტორებში, რომლებშიც ჩვენ ვსაქმიანობთ. ჩვენ გვსურს განსხვავებული ვიყოთ არა მარტო სამიზნე ჯგუფისა და ფინანსური მომსახურების ხარისხის თვალსაზრისით, არამედ ასევე ბიზნეს ეთიკითაც. ამ მხრივ, ჩვენი მტკიცე კორპორატიული ღირებულებები გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენ შევიმუშავეთ ექვსი წამყვანი პრინციპი, რომლებიც წარმართავს პროკრედიტ ბანკების საქმიანობას:
გამჭვირვალობა: ჩვენ ვიცავთ როგორც ჩვენი კლიენტებისა და ფართო საზოგადოებისათვის, ისე ჩვენი თანამშრომლებისათვის გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდების პრინციპს და ჩვენი საქმიანობა არის უშუალო და ღია;
ღია კომუნიკაციის კულტურა: ერთმანეთთან ურთიერთობაში ვართ ღია, სამართლიანი და კონსტრუქციული, სამსახურში კონფლიქტებს ვუდგებით პროფესიონალურად და ვთანამშრომლობთ მათ გადასაჭრელად;
სოციალური პასუხისმგებლობა და შემწყნარებლობა: კლიენტებს ვაძლევთ ჯანსაღ რჩევას; ვაფასებთ მათ ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას, მათი ბიზნესის პოტენციალსა და კრედიტუნარიანობას, რათა ისარგებლონ მათთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი სასესხო პროდუქტებით. ჩვენი მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია დაზოგვის კულტურის დანერგვა. კლიენტებსა და თანამშრომლებს ვეპყრობით პატივისცემით და სამართლიანად მათი წარმომავლობის, კანის ფერის, ენის, სქესის ან რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად;
მომსახურებაზე ორიენტაცია: თითოეულ კლიენტს ვემსახურებით კეთილგანწყობით, კომპეტენტურად და თავაზიანად; ჩვენი თანამშრომლები ყველა კლიენტს სანიმუშოდ ემსახურებიან მათი წარმომავლობისა თუ ბიზნესის მოცულობის მიუხედავად;
მაღალი პროფესიონალური სტანდარტები: ყოველი თანამშრომელი იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ გაწეული საქმიანობის ხარისხზე და გამუდმებით ცდილობს, აიმაღლოს პროფესიონალიზმი;
პირადი ძალისხმევის მაღალი ხარისხი: პირადი ღირსება და პატიოსნება მოეთხოვება პროკრედიტ ჯგუფის ყველა თანამშრომელს.

პროკრედიტ ბანკის ღირებულებები ჩვენი კორპორაციული კულტურის ქვაკუთხედია და განიხილება და აქტიურად გამოიყენება ყოველდღიურ საქმიანობაში. უფრო მეტიც, ისინი აისახება ქცევის კოდექსში, რომელიც პროკრედიტ ჯგუფის ეთიკურ პრინციპებს გარდაქმნის პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ პროკრედიტ ბანკის ყველა თანამშრომლისათვის. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ახალ თანამშრომლებს სრულად ესმით ყველა ზემოთ განმარტებული პრინციპი, ახალი თანამშრომლებისთვის გაცნობითი ხასიათის ტრენინგში შედის ქცევის კოდექსისა და მისი მნიშვნელობისადმი მიძღვნილი საგანგებო სემინარები. ასევე, იმისათვის, რომ თანამშრომლები ჩვენი ეთიკური სტანდარტებისადმი ერთგულნი დარჩნენ და მუდმივად მიიღონ ინფორმაცია ისეთი ახალი საკითხებისა და მოვლენების შესახებ, რომელთაც მორალური დატვირთვა აქვს ჩვენს ორგანიზაციაში, ძველ თანამშრომლებს მუდმივად უტარდებათ მოსამზადებელი სემინარები, რომლებზეც წარმოადგენენ სიტუაციურ თამაშებს და განიხილავენ საკითხებს, რომლებიც ბევრ კითხვას ბადებს.

ჩვენი ინსტიტუტის უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის მეორე ასპექტია საუკეთესო პრაქტიკის მქონე საერთაშორისო მეთოდებითა და პროცედურებით მუდმივი სარგებლობა, რათა არ დავუშვათ ჩვენი გამოყენება ფულის “გათეთრების” ან ისეთი სხვა არალეგალური საქმიანობის საშუალებად, როგორიცაა ტერორიზმის დაფინანსება. ასეთ შემთხვევაში მთავარია, “იცნობდე შენს კლიენტს” და ამ პრინციპის თანახმად, ჩაატარო ჯანსაღი ანალიზი და აკმაყოფილებდე მიღებულ დებულებებს.

ასევე ვადგენთ სტანდარტებს ჩვენი საკრედიტო ოპერაციების გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. “პროკრედიტ ბანკი, საქართველომ“ განახორციელა გარემოსდაცვითი მართვის სისტემა, რომლის ფარგლებშიც ის მუდმივად ამოწმებს საკრედიტო პორტფელის შესაბამისობას ეკოლოგიურ კრიტერიუმებთან, ყველა იმ ეკონომიკური საქმიანობის სიღრმისეულ ანალიზს ახდენს, რომლებიც პოტენციურად მოიცავს ეკოლოგიურ რისკს, აგრეთვე, უარს ამბობს ყველა იმ საწარმოს საკრედიტო განაცხადზე, რომელთა საქმიანობაც ეკოლოგიურად სახიფათოდ ითვლება და ჩვენი ბანკის აკრძალულ საქმიანობათა სიაში შედის. კრედიტის დამტკიცების პროცესში გარემოს დაცვის საკითხების შეტანით “პროკრედიტ ბანკი, საქართველო” ასევე ხელს უწყობს თავის კლიენტებში გარემოს დაცვის საკითხების შესახებ ცოდნის საერთო დონის ამაღლებას. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ საკრედიტო განაცხადების შეფასებისას საგანგებო ყურადღება მიექცეს ეთიკურ ბიზნეს პრაქტიკასთან შესაბამისობას. კრედიტები არ გაიცემა საწარმოებისა და ფიზიკური პირებისათვის, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვი, რომ ისინი სახიფათო ან მორალურად საზიანო საქმიანობით, განსაკუთრებით, ბავშვთა ექსპლუატაციით არიან დაკავებული.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » პროკრედიტ ბანკი
გვერდი 1 დან1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz