პარასკევი, 26.04.2024, 11:02
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
საზოგადოება [0]
საქართველო [2]
ხელოვნება [1]
მეცნიერება [0]
გეოგრაფია [5]
ეკონომიკა [0]
რელიგია [1]
ისტორია [5]
ტექნიკა [1]
სპორტი [1]
პოპულარული თემები
  • კითხვა - პასუხი (11)
  • გარდა უცხოენისა რის ცოდნაა აუცილებელი (10)
  • კომპანია "NAVIGATOR"-ის შავი სია (11)
  • ვაკანსიები (24)
  • Job for seaman from Turkish shipowners (1)
  • ვეძებ სამუშაოს... (13)
  • საკრუინგო კომპანიები (14)
  • დასაქმების პრობლემა (9)
  • ამერიკის ვიზა მეზღვაურთათვის (37)
  • მოტყუებული მეზღვაურები (5)
  •  სტატიების კატალოგი
    მთავარი » სტატიები » გეოგრაფია

    აფრიკა

    აფრიკა — დედამიწის ერთ-ერთი კონტინენტი. ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 30,22 მლნ. კმ²–ს, ხოლო მოსახლეობა — 900 მილიონ ადამიანს (დედამიწის მოსახლეობის 14%). კონტინენტებს შორის ამ მაჩვენებლებით იგი ჩამორჩება მხოლოდ ევრაზიას. უჭირავს დედამიწის მთელი ზედაპირის 6%, ხოლო ხმელეთის 20,4%.

    აფრიკა, განსაკუთრებით ცენტრალური აღმოსავლეთ აფრიკა, მეცნიერების მიერ ადამიანის წარმოშობის ადგილად ითვლება, რასაც ადასტურებს ადრეულ ჰომინიდთა აღმოჩენა და ასევე გვიანდელი (დათარიღებული 7 მილიონი წლით) ადამიანის წინაპართა დასახლებები, მათ შორის Sahelanthropus tchadensis, Africanus, Homo Erectus, რომელთა შორის ყველაზე ადრეული ადამიანები დაახ. 200 000 წლის წინ გამოჩნდნენ.

    აფრიკა ეკვატორის ორივე მხარეს იჭიმება და მრავალ კლიმატურ სარტყელს მოიცავს. ეს ერთადერთი კონტინენტია, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის ზომიერ სარტყლებს სწვდება.


    აფრი იყო ჩრდილოეთ აფრიკაში კართაგენთან მცხოვრები რამდენიმე ხალხის სახელი. რომაული ბოლოსართი "-კა" მიუთითებს "ქვეყანას ან მიწას". სხვა წყაროებით ამ სიტყვის გაშიფრვრა ამგვარად შეიძლება:
    ლათინური სიტყვა aprica, ნიშნავს "მზიანს";
    ბერძნული სიტყვა "aphrike", ნიშნავს "სიცივის გარეშე". ეს თეორია წამოაყენა ისტორიკოსმა ლეო აფრიკანუს (1488-1554), რომლის მოსაზრებით ბერძნულ სიტყვაზე ფრიკე (φρίκη ნიშნავს "ცივს და საზარელს"), მიკუთვნების თავსართის "ა-" დამატებით ის მიუთითებს მიწაზე, რომელიც თავისუფალია სიცივისა და სისაზარლისგან.


    აფრიკას გარს ეკვრის ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები, ხმელთაშუა და წითელი ზღვები. ევროპიდან გამოიყოფა გიბლარტარის ვიწრო სრუტით, ხოლო სუეცის ყელით, რომელზეც სუეცის არხია გაყვანილი უკავშირდება აზიას. აფრიკის უდიდესი ნაწილი ტროპიკულ სარტყელშია მოქცეული. უკიდურესი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილები მდებარეობენ სუბტროპიკებში. უკიდურეს ჩრდილოეთ და სამხრეთ წერტილებს შორის მანძილი 8000 კმ–ია., ხოლო უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის მანძილი 7500 კმ. სანაპირო ხაზი სხვა კონტინენტებთან შედარებით სუსტადაა დანაწევრებული, მისი სიგრძე შეადგენს 26000 კმ–ს. (შედარებისთვის ევროპის სანაპირო ხაზის სიგრძეა 32000 კმ, მაშინ როცა ის ფართობით სამჯერ ნაკლებია აფრიკაზე).

    აფრიკას ეკუთვნის კუნძულები: მადაგასკარი, პემბა, ზანზიბარი, მაფია, სოკორტა, მასკარენის, ამირანტის, სეიშელის, კომორის, მადეირა, მწვანე კონცხის, კანარის, პრინსიპი, სან–ტომე, ანობონი, ფერნანდო–პო, ამაღლების, წმ. ელენეს, ტრისტან–და–კუნია.

    ნახევარკუნძულებს შორის უდიდესია სომალის ნახევარკუნძული.

    დიდი ტბებია: ვიქტორია, ალბერტი, ედუარდი, კივუ, ტანგანიკა.

    უდიდესი მდინარეებია: კონგო, ნილოსი, ნიგერი, ზამბეზი, ორანჟი.

    მნიშვნელოვანი მთათა სისტემებია: ჩრდილოეთით ატლასის მთები, აღმოსავლეთში ეთიოპიის მთიანეთი, სამხრეთში დრაკონის მთები.

    უმაღლესი მწვერვალია კილიმანჯარო (5895 მ.).

    აფრიკის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი უდაბნო საჰარა.

    ჩვეულებრივ აფრიკას ყოფენ შემდეგ გეოგრაფიულ ნაწილებად:
    ჩრდილოეთი აფრიკა
    დასავლეთი აფრიკა
    ცენტრალური აფრიკა
    აღმოსავლეთი აფრიკა
    სამხრეთი აფრიკა


    აფრიკის რელიეფი დედამიწის ქერქის განვითარებას და გარეგანი პროცესების მოქმედებაზეა დამოკიდებული. აფრიკის კონტინენტზე 200-დან 1000 მ-მდე სიმაღლის ვაკე რელიეფი ჭარბობს, კონტინენტზე არ არის მაღალი და დიდ მანძილზე გადაჭიმული მთიანი სისტემები. აფრიკას საფუძვლად უდევს უძველესი ბაქანი, რომელიც შორეულ წარსულში ერთ-ერთი დიდი კონტინენტის - გონდვანას შემადგენლობაში შედიოდა. ოდესღაც აქ აღმართული მთიანი სისტემები გარეგანი ძალების მოქმედებით დაიშალა და მოსწორდა. მთების ადგილზე უზარმაზარი ტალღისებური ვაკეები გაჩნდა, რომლებზეც აქა-იქ აღმართულია კრისტალური მასივები.

    შინაგანი ძალების გავლენით ზოგან ბაქანის საძირკველმა აიწია, რის შედეგადაც მაღალი ზეგნები გაჩნდა (ეთიოპიის, აღმოსავლეთ აფრიკის და სხვ.), ზოგან კი დაიწია და გაჩნდა დიდი ქვაბულები (ჩადის, კონგოს, კალაჰარის და სხვ.). ამ მოძრაობას თან ახლდა დედამიწის ქერქის რღვევა, ჰორსტებისა და გარაბენების წარმოქმნა, მიწისძვრები და ვულკანები. აღმოსავლეთ აფრიკაზე გადის დედამიწის ყველაზე დიდი რღვევის ხაზი, რომელმაც არაბეთის ბაქანი დააშობა აფრიკის ბაქანს. იგი ეთიოპიის მთიანეთის გავლით მდინარე ზამბეზამდე გრძელდება. აქ ხდება ლითოსფერული ფილების გადაადგილება, ამიტომ ხშირია მიწისძვრები და ვულკანების ამოფრქვევები.

    ზედაპირის სიმაღლის მიხედვით, აფრიკას ორ ნაწილად ყოფენ: დაბალი აფრიკა (ჩრდილოეთი და დასავლეთი), სადაც სიმაღლე მცირე გამონაკლისის გარდა, 1000 მ-ზე ნაკლებია და, მაღალი აფრიკა (აღმოსავლეთი და სამხრეთი), სადაც სიმაღლე 1000 მეტრს აღემატება. ჩრდილოეთი და დასავლეთი აფრიკის ზედაპირი უმეტეს წილად კონტინენტური და ზღვიური დანალექი ქანებითაა აგებული. ეს ტერიტორიები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზღვას ეკავა. საჰარის ცენტრში აღმართულია კრისტალური და ვულკანური ქანებით აგებული მთიანი მასივები.

    კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ პერიფერიაზე ატლასის მთები მდებარეობს. მთების ჩრდილოეთი ქედები ახალგაზრდაა და ის ალპების და კავკასიონის მთებთან ერთად წარმოიშვა, სამხრეთ-დასავლეთ პერიფერიაზე კი კაპის ძველი მთები მდებარეობს. აფრიკის აღმოსავლეთი მხარე მაღალ, დედამიწის ქერქის მოძრაობით გაახალგაზრდავებულ აღმოსავლეთ აფრიკის მთიანეთს უკავია. აქ მდებარეობს კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი, ვულკანები - კილიმანჯარო, კენია და სხვ. კილიმანჯარო სიტყვა სიტყვით "მბრწყინავს მთას" ნიშნავს. ვულკანს სამი წვერი აქვს და მიუხედავად ეკვატორულ სატყელში მდებარეობისა ეს მწვერვალები მარად თოვლიანია.

    აფრიკა სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრით და სიმრავლით გამოირჩევა. ზოგიერთი საბადო უდიდესია მსოფლიოში, ან ერთ-ერთი უდიდესია. მათი განლაგება განპირობებულია დედამიწის ქერქის აგებულებითა და მისი განვითარების ისტორიით. იმის გამო რომ აფრიკაში ჭარბობს მაგმური ქანები, იგი განსაკუთრებულად მდიდარია მადნეული სასარგებლო წიაღისეულით. სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში ისინი ღრმად არაა განლაგებული, რადგან ძველი კრისტალური ქანები დედამიწის ზედაპირთან ახლოს მდებარეობს. აფრიკა მდიდარია ბოქსიტებით, ურანით, გარგანეცით, ოქროთი პლატინით, შავი ლითონებით და სხვ.

    კონტინენტის შედარებით დაბალ ადგილებში, სადაც დანალექი ქანები ჭარბობს, დანალექი წარმოშობის სასარგებლო წიაღისეული გვხვდება: ქვანახშირი, სხვადასხვა სახის მარილი და სხვ. ჩრდილოეთ ნაწილსა და გვინეის ყურის სანაპიროებზე აღმოჩენილია ნავთობის დიდი მარაგი. აფრიკა მდიდარია ფოსფორიტებით, რომლებისგანაც სასუქს ამზადებენ. მისი საბადოები ძირითადად კონტინენტის ჩრდილოეთში მდებარებს.

    კატეგორია: გეოგრაფია | დაამატა: SEAMAN (13.07.2010) | ავტორი: აფრიკა
    ნანახია: 1191 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 1
    1 elene  
    0
    ari ra didi araperi rac mindoda is ar iko

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    SEAMAN.GE © 2024
    აქტიური საკითხები
  • სამედიცინო ენციკლოპედია (444)
  • ახალი ამბები (392)
  • ___შავ-თეთრი კადრები___ (120)
  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი (106)
  • ვისწავლოთ PHP (86)
  • новости (61)
  • რომანტიზმი (54)
  • News (47)
  • სიახლეები შოუბიზნესიდან :):):) (43)
  • მე პატარა ქართველი ვარ... (39)
  • სტატისტიკა
    ჰოსტერი uCoz