პარასკევი, 15.12.2017, 22:44
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
საზოგადოება [0]
საქართველო [2]
ხელოვნება [1]
მეცნიერება [0]
გეოგრაფია [5]
ეკონომიკა [0]
რელიგია [1]
ისტორია [5]
ტექნიკა [1]
სპორტი [1]
პოპულარული თემები
  • Job for seaman from Turkish shipowners (0)
  • მოტყუებული მეზღვაურები (5)
  • ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი (6)
  • დასაქმების პრობლემა (8)
  • ვაკანსიები (23)
  • იცინოდა ბევრი :) (0)
  • ვეძებ სამუშაოს... (12)
  • გარდა უცხოენისა რის ცოდნაა აუცილებელი (9)
  • კომპანია "NAVIGATOR"-ის შავი სია (10)
  • ამერიკის ვიზა მეზღვაურთათვის (36)
  •  სტატიების კატალოგი
    მთავარი » სტატიები » სპორტი

    ფეხბურთის ისტორია
    საინტერესო იქნება გავიგოთ იმ სპორტის ისტორია, რომელსაც მთელი მსოფლიო მოაჯადოვა, ვფიქრობს საინტერესო იქნება.

    ძელია ისეთივე პოპულარული თამაშის მოძებნა, როგორიცაა ფეხბურთი. ტყუილად არ უწოდებენ მას ”მილიონების სპორტს”. თანამედროვე ფეხბურთის სამშობლოდ ინგლისი მიიჩნევა.

    თუ უძველეს წარსულსაც გადავხედავთ, სათავეებს, უფრო შორსაც აღმოვაჩენთ. ეგვიპტელი ფარაონების სამარხებში, რომლებიც მეორე-მესამე ათასწლეულებით თარიღდება, ბურთებია ნაპოვნი. უძველეს ჩინეთში, ამავე პერიოდში ფეხბურთის მსგავს სამ თამაშს თამაშობდნენ, ესენი იყო: ძუ-ნიუ, ჩჟუ-ჩუ და ცუ-ძუ. ძველ საბერძნეთში მას – ეპისკიროსი, რომში – გარპას-ტუპი, ხოლო იაპონიაში – კემარი ერქვა და ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა თუ ქალაქების, სადაც ფეხბურთს თამაშობდნენ.



    მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალური ვერსიით, ფეხბურთი ინგლისში მეცხრამეტე საუკუნეში დაიბადა. თუმცა, მაშინ ეს თამაში ქაოტური და მოუწესრიგებელი იყო. ყოველი შეხვედრა ჩხუბითა და აყალ-მაყალით მთავრდებოდა და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ არ არსებობდა თამაშის მარტივი წესები. საზოგადოება მიხვდა, რომ საჭირო იყო ამ გასართობი საშუალების რაღაც ჩარჩოებში მოთავსება. თავდაპირველად, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ჩამოყალიბდა. 1863 წელს, ვინმე ფრანგმა ფეხბურთის თამაშის წესები ჩამოაყალიბა. 1871 წელს ინგლისის ტურნირი ჩატარდა, ერთი წლის შემდე კი პირველი შეხვედრა ინგლისისა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის.

    მეოცე საუკუნის დასაწყისში ფეხბურთმა მთელი მსოფლიო დაიპყრო. სპორტსმენები სხვადასხვა ქვეყნებიდან მუდმივად იმის ცდაში იყვნენ, ძალები მოესინჯათ და ერთმანეთს გაჯიბრებოდნენ. 1904 წლის 21 მაისს ფრანგების ინიციატივით, პარიზში გადაწყდა დაეარსებინათ საფეხბურთო ასოციაციის საერთაშორისო ფედერაცია, დღეს უკვე ფიფა, რომლის პირველი პრეზიდენტი, ფრანგი რობერ გერენი გახდა.

    მალე ემანსიპირებული ქალბატონებმიც დაინტერესდნენ ამ სპორტით და ქალთა გუნდების შექმნა დაიწყეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ 1921 წელს ინგლისში ქალთა ფეხბურთი აიკრძალა. ამან ვერ შეაჩერა ჯიუტი ქალბატონები და დედოფლის მხარდაჭერით, ეს აკრძალვა მალევე მოხსნეს. დღეს უკვე ქალთა ფეხბურთი ოლიმპიურ პროგრამაშიც არის შეტანილი… თუმცა რა არის გასაკვირი, ახლა მწვანე მინდორზე ყველა დარბის, ყველა მისდევს მრგვალ ბურთს და საერთოდ, რორგორც უკვე გითხარით, ფეხბურთი ”მილიონების თამაშია”.
    კატეგორია: სპორტი | დაამატა: SEAMAN (05.08.2010)
    ნანახია: 490 | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    SEAMAN.GE © 2017
    აქტიური საკითხები
  • სამედიცინო ენციკლოპედია (444)
  • ახალი ამბები (392)
  • ___შავ-თეთრი კადრები___ (120)
  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი (106)
  • ვისწავლოთ PHP (86)
  • новости (61)
  • რომანტიზმი (54)
  • News (47)
  • სიახლეები შოუბიზნესიდან :):):) (43)
  • მე პატარა ქართველი ვარ... (39)
  • სტატისტიკა
    ჰოსტერი uCoz