ხუთშაბათი, 28.03.2024, 15:02
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » უეფა-ს თასი
უეფა-ს თასი
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 11:07 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

უეფა-ს თასი (UEFA Cup, ასევე C3), საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომლის ორგანიზატორია UEFA. ეს არის ყველაზე პოპულალური საფეხბურთო საკლუბო ჩემპიონატი მსოფლიოში ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. კლუბების კვალიფიკაცია უეფას თასისთვის დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგებისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში.

თასის გათამაშება 1971 წელს დაიწყო და მან შეცვალა საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც 1955 წლიდან თამაშდებოდა. 1999 წელს უეფას თასების მფლობელთა თასი გაუქმდა და გაერთიანდა უეფას თასთან. სკ სევილია უეფას თასის მიმდინარე მფლობელია, რომელმაც ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა ყოველწლიურ შეჯიბრში, მათი უდიდესი წარმატებით ჰამპდენის პარკში, გლაზგო, შოტლანდია, 2007 წლის 16 მაისს. მათ თანამოძმეები სამეფო საფეხბურთო კლუბიდან "ესპანიოლი" პენალტებით დაამარცხეს.

ამჟამად ევროპის პრესტიჟულობით მეორე საკლუბო ტურნირი ფაქტობრივად არაფრისგან შეიქმნა. ამ შეჯიბრის დაარსების იდეა სამ ადამიანს - შვეიცარიელ ერნსტ ტომენს, იტალიელ ოტორინო ბარაზის და ინგლისელ სერ სტენლი როუზს ეკუთვნის. 1955 წლის 18 აპრილს ეს სამი პატივცემული ჩინოსანი ბაზელის შორიახლოს მდებარე რაიფელდენში შეიკრიბა და ტურნირის დაარსება გადაწყვიტა. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის გაიმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა. ასეთი ქალაქები მალე შეირჩა. ეს პატივი 12 ქალაქს - ბარსელონას, ბაზელს, ბირმინგემს, ვენას, ზაგრებს, კიოლნს, კოპენჰაგენს, ლოზანას, ლაიფციგს, ლონდონს, მილანსა და მაინის ფრანკფურტს ხვდა წილად. ამ შეჯიბრის გამართვით ტურნირის ორგანიზატორებს ორი კურდღლის დაჭერა სურთად; ერთი მხრივ ისინი ფეხბურთს გაუწევდნენ პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი ბაზრობაზე ხალხს მიიზიდავდნენ, გააფართოვებდნენ ტურიზმის ინფრასტრუქტურას და დიდ ფინანსურ მოგებასაც ნახავდნენ.[1]

ბაზრობათა თასის პირველი გათამაშება მთელი სამი წელი გაგრძელდა და ბარსელონას ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ასეთი გაწელილი სეზონი იმით იყო განპირობებული, რომ ორგანიზატორებს, იმ დღეებში როცა ბაზრობა არ იმართებოდა, მატჩების ორგანიზაცია უჭირდათ. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირში მონაწილეობის უფლება 12 ქალაქის გუნდს ჰქონდა, 1955-1958 წლებში გათამაშებაში მხოლოდ 10 ნაკრები იღებდა მონაწილეობას და მათ ერთმანეთში სულ 23 მატჩი გამართეს. ფინალში კატალონიელებმა ლონდონის ნაკრები დაამარცხეს.

მომავალი სეზონი ერთი წლით ნაკლებ დროში ჩატარდა. 1958-1960 წლების ბაზრობათა თასის გათამაშებაში უკვე 16 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირისადმი ინტერესი დღითი დღე იზრდებოდა. შეჯიბრის ორგანიზატორებმა სულ მალე ახალი წესი შემოიღეს, რომლის თანახმადაც, ბაზრობათა თასზე ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ოთხი გუნდის დაშვება შეიძლებოდა. კიდევ ერთ წელიწადში გუნდების რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, ხუთი წლის შემდეგ ბაზრობათა თასისთვის უკვე 48 გუნდი იბრძოდა, ხოლო 1969-1970 წლების სეზონში მათი რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. დღესდღეისობით უეფას თასზე 100-ზე მეტი კლუბი გამოდის რაც რეკორდი გახლავთ ნებისმიერი საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო ტურნირისათვის.

გათამაშების პირველ წლებში ტურნირზე ესპანური და ინგლისური კლუბები დომინირებდნენ. ”რეალის” ევროტრიუმფით გამწარებული ბარსელონას ნაკრები სრული სერიოზულობით ეკიდებოდა აღნიშნულ შეჯიბრს და სამჯერ პირველობაც მოიპოვა. კატალონიელებს ოდნავ ჩამორჩნენ ვალენსიელები, რომლებმაც ტიტული ორჯერ მოიგეს. სამხრეთული კლუბების უპირატესობას ბოლო ”ლიდსმა” მოუღო, და პირველი ჩრდილოური გუნდი გახდა რომელმაც ოქროს მედლები მოიპოვა. ეს 1968 წელს მოხდა. სწორედ მაშინ დაიწყო ინგლისური კლუბების ექვსწლიანი ჰეგემონია.

მიმაგრება: 8424393.png (32.2 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 11:08 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ბაზრობათა თასი წარმოუდგენლად პოპულარული ხდებოდა. საჭირო იყო მისი ორგანიზაციულ ჩარჩოში მოქცევა. 1971 წელს ეს მისია უეფამ ითავა და სულ მალე ტურნირს სახელიც გადაერქვა. ახალმა უეფას თასმა, რომელსაც ძველი ფორმატი თითქმის არ შეუცვლია, უფრო მეტი პოპულარობა შეიძინა. ძველი ბაზრობათა თასი კი სამუდამო მფლობელობაში რომელიმე გუნდს უნდა გადასცემოდა. დიდი ბჭობის შემდეგ გადაწყდა, პრიზს ერთმანეთში ტურნირის პირველი და ბოლო გამარჯვებულები გაათამაშებდნენ. ”ლიდსისა” და ”ბარსელონას” შეხვედრაში უფრო ძლიერნი ესპანელები გამოდგნენ. უეფას თასის პირველი მფლობელი კი ინგლისური ”ტოტენჰემი" გახდა, რომელმაც თანამემამულე ”ვულვერჰემპტონი” ორმატჩიან დუელში დაამარცხა.[2]

1979 წელს უეფამ ტურნირის ჩატარება ახალი ფორმატით გადაწყვიტა. დადგინდა სპეციალური ცხრილი, რომელიც თითოეული ქვეყნის კლუბების კოეფიციენტებს შეიცავდა ევროტურნირებზე ბოლო 5 წლის მოღვაწეობის მიხედვით. სწორედ ამ მეთოდით ხდებოდა ერთი ქვეყნიდან უეფას თასზე გამსვლელი კლუბების რაოდენობის დადგენა.

რაც შეეხება 70-იანი წლების უეფას თასის გათამაშების ისტორიას, აქ უკვე დომინანტის როლი ჰოლანდიურმა, ბელგიურმა და გერმანულმა კლუბებმა იკისრეს. თითქმის ყველა ფინალი ამ ქვეყნების გუნდების მონაწილეობით თამაშდებოდა. ”ლიდსმა”, ”ლივერპულმა”, მოგვიანებით ”ტოტენჰემმა”, ასევე მიონხენგლადბახის ”ბორუსიამ”, ორ-ორჯერ შეძლეს აღნიშნულ ბრძოლაში გამარჯვების მოპივება. 1977 წელს ეს ტურინის ”იუვენტუსმა” მოახერხა.

80-იან წლებში პრესტიჟულობით მეორე საკლუბო ტურნირში გამარჯვება მადრიდის ”რეალმაც” დააჭაშნიკა, რომელმაც 1985 და 1986 წლებში ზედიზედ ორჯერ მოიგო უეფას თასი. იტალიური კლუბებიც საქმეს სერიოზულად მიუდგნენ. 1989 წლიდან მოყოლებული, უეფას თასთა აფსოლიტური უმრავლესობა აპენინურ კლუბებს დარჩათ. მარტო მილანის ”ინტერმა” 7 წელიწადში სამჯერ მოახეხა უეფას თასის მოპოვება.

მანამდე რამდენიმე წლით ადრე უეფამ კიდევ ერთი წესი მიიღო რომელიც ძლიერ გუნდებს ერთმანეთისგან აცალკევებდა. ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევები, როცა მეორე ან მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს ”ლივერპული და ”ვალენსია” ეჯახებოდნენ, ხოლო ანალოგიურ ეტაპზე ერთმანეთში ურთიერთობას მაკედონიის ”ჟელეზნიჩარი” და იაროსლავის ”შინიკი” არკვევდნენ. ამიტომაც აუცილებელი გახდა ამ წესის მიღება, რომლის მიხედვით შედარებით ძლიერი გუნდები ადრეულ ეტაპზე ერთმანეთს არ დაეჯახებოდნენ. უეფამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი, მეორე და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპებიდან გამოთიშული გუნდები ასევე მიიღებდნენ მონაწილეობას რანგით მეორე საკლუბო ტურნირში.

1999-2000 წლების სეზონიდან უეფას თასზე ავტომატურად ხვდებიან ეროვნული თასების მფლობელები. ადრე მათთვის სპეციალურად არსებობდა ცალკე ტურნირი, რომელსაც თასების მფლობელთა თასი ეწოდებოდა, მაგრამ ევროვული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა გადაწყვიტეს, რომ ტურნირი მომგებიანი არ იყო თანდათან უინტერესო ხდებოდა. საბოლოოდ 1999 წელს მისი გაუქმება გადაწყვიტეს.

მიმაგრება: 6227786.jpg (21.9 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 11:10 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ეს უბრალო მაგრამ მომხიბლავი ნაკეთობა 65 სმ სიმაღლისაა, სიგანეში 33 სმ, ხოლო სიღრმე - 23 სმ-ია. ფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ, ეს თასი შამპანურით ივსება და დაახლოებით 15 კგ-ს იწონის. აღნიშნული ქმნილება 1972 წელს მილანელმა ოსტატმა, ბერტონიმ დაამზადა და მაშინ ეს თასი დღევანდელი 30 ათასი ევროს ეკვივალენტი დაჯდა. მართალია, უეფას თასი ჩემპიონთა თასივით არ ბრწყინავს და სახელურებიც არ აქვს, მაგრამ მაინც ელეგანტურად გამოუყურება.

უეფას თასი გარდამავალია. ტურნირის გამარჯვებული თასს ერთ წელს ინახავს, შემდეგ კი უეფა ამ გუნდს ნამდვილის ასლს, 4/5 ზომის თასს აძლევს და ორიგინალი მორიგ ფინალურ შეხვედრაზე მიაქვს, სადაც მას ახალი გამარჯვებული ჩაიბარებს. სამუდამოდ უეფას თასი მხოლოდ იმ გუნდს ჩაბარდება, რომელიც ტურნირს ზედიზედ სამჯერ მოიგებს, ან ტიტულების რაოდენობას ხუთამდე გაზრდის.

მიმაგრება: 0461969.jpg (12.5 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 11:16 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 11-ჯერ მოახერხეს უეფას თასის აღება და 7-ჯერ ფინალში გასულები დამარცხდნენ. მეორე ადგილზე იტალიაა 10 გამარჯვებით, მესამეზე კი ინგლისი ასევე 10 გამარჯვებით. სულ 12 ქვეყნის გუნდმა მოახერხა უეფას თასის მოპოვება.

მიმაგრება: 7999772.jpg (81.5 Kb)
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » უეფა-ს თასი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz