პარასკევი, 29.03.2024, 05:38
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » დინამო თბილისი
დინამო თბილისი
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 11:19 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დინამო თბილისი — თბილისის საფეხბურთო კლუბი; ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში და საქართველოს რესპუბლიკაში. კლუბის მთავარი მიღწევა იყო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის "კარლ ცაისის" წინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფში გაიმარჯვა ანგარიშით 2-1.

კლუბის ისტორიაში ყველაზე განთქმული გამარჯვება იყო 3:0 ლივერპულთან 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში. არანაკლებ სასახელო იყო ინგლისის ვესტ ჰემისა და კარდიფ სიტის, ასევე ჰოლანდიის ფეიენოორდის, იტალიის ნაპოლისა და ინტერის დამარცხება.

გუნდი არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1964, 1978) და ამდენჯერვე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979). დინამო ხუთჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ცამეტჯერ ბრინჯაოს პრიზიორი.

დინამო არის საქართველოს ჩემპიონატის ცამეტგზის გამარჯვებული და ცხრაგზის საქართველოს თასის მფლობელი. გუნდს ხუთჯერ აქვს მოპოვეპული საქართველოს სუპერთასი.

თავის დროზე დინამოში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ბორის პაიჭაძე (ვის სახელსაც ამჟამად დინამოსა და ეროვნული ნაკრების ცენტრალური სტადიონი ატარებს.), ავთანდილ ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე და სხვანი. მათგან რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981), ერთხელ დავით ყიფიანი (1977) და ერთხელაც ალექსანდრე ჩივაძე (1980).

1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი საბჭოთა კავშირისას გამოეყო და დინამოც მას შემდეგ იქ გამოდის. ამ პერიოდისათვის დინამოს სახელი გადაერქვა და "იბერია" ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო მას ძველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით გამოდის.

მიმაგრება: 9982469.gif (11.4 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 11:19 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თბილისის "დინამოს" ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს, როცა თბილისში, სპორტსაზოგადოება "დინამოს" ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება განიზრახეს - ფეხბურთი იმ წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა.

თბილისის "დინამომ" ისტორიაში პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ჩაატარა ბაქოელ თანაკლუბელებთან. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ დიდ ასპარეზზე პირველად გასულ "დინამოს" მინიმალური ანგარიშით - 1:0 მოუგო. 3 დღის შემდეგ "დინამომ" ბაქოს მეორე კლუბს "პროგრესს" უმასპინძლა და ამჯერად იოლად სძლია მეტოქეს - 3:0.

ახალშექმნილი გუნდი თავიდან ქალაქის პირველობაზე მეორე ჯგუფში გამოდიოდა, სადაც წარმატებასაც მიაღწა - ფინალში დაამარცხა "არსრაიონის" ძლიერი გუნდი. ამ გამარჯვებით დინამოს ფეხბურთელებმა პირველ ჯგუფში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოების ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერება, მისი შევსება ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებით. გუნდში ჩარიცხეს ა. ფოჩხუა, ნ. ქოიავა, ა. გალპერინი, ა. ჟორდანია, ვ. ამკობაძე, ნ. ბლანკმანი, ა. გონელი, ვ. ცომაია, გ. თედეევი, დ. ქსენოფონტოვი, ვ. შებოლდაევი და სხვები. მათ მალე შეემატა რესპუბლიკაში უძლიერესი ბათუმელ მოთამაშეთა ჯგუფი. დინამოელთა პირველი კაპიტანი ანდრო ჟორდანია იყო.

ამ საზოგადოების მესვეურთა სერიოზულ მიდგომას ფეხბურთისადმი მოწმობდა ის, რომ 1927 წელს შეიქმნა დინამოს ჭაბუკთა გუნდი. სწორედ აქ დაიწყეს თავიანთი სახელოვანი სპორტული გზა გამოჩენილმა ფეხბურთელებმა დოროხოვმა, შავგულიძემ, მინაევმა, ბერძენიშვილმა და სხვებმა. დინამოელებმა ასევე პირველად იზრუნეს საკუთარი კეთილმოწყობილი სპორტული ბაზის შექმნისთვისაც. 1927 წელს დაიწყო სტადიონის მშენებლობა ქალაქის ცენტრში (მაშინდელ პლეხანოვის გამზირზე), ხოლო რვა წლის შემდეგ უკვე მზად იყო 30 000 ადგილიანი დინამოს სტადიონი. ინ დროისათვის იგი ერთერთი უდიდესი და ულამაზესი იყო საბჭოთა სივრცეში.

1926 წლის აგვისტოში დინამოელებმა ერთვიანი ტურნე მოაწყვეს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ქალაქებში, სადაც 18 შეხვედრა გამართეს. ტურნე წარმატებული გამოდგა.

 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 11:19 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
1936 წლის შემოდგომაზე თბილისელები საბჭოთა კავშირის რიგით მეორე, დინამოსთვის კი პირველ ჩემპიონატში ჩაებნენ. თბილისის დინამომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ასპარეზობის მანძილზე, საერთო ჯამში 1424 შეხვედრა ჩაატარა. ამ 1424 თამაშიდან დინამომ პირველი მატჩი 1936 წლის 7 სექტემბერს ჩაატარა კიევის დინამოსთან. ქართველ და უკრაინელ ფეხბურთელთა დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით - ფრედ 2:2 დასრულდა. თბილისელთაგან გოლები ნიკოლოზ სომოვმა და ბორის პაიჭაძემ გაიტანეს, გუნდის შემადგენლობა კი ასეთი გახლდათ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (ედუარდ ნიკოლაიშვილი), ბუკა ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ანიკინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, გრიგოლ გაგუა, ილია პანინი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლოზ სომოვი. პირველი გამარჯვება დინამომ თვრამეტი დღის შემდეგ, 25 სექტემბერს, მეორე ტურში თბილისში მოსკოვის სპარტაკთან მოიპოვა. მიხეილ ბერძენიშვილის ერთადრეთმა გოლმა თამაშის ბედი დინამოს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სადებიუტო სეზონში დინამომ საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა - ლენინგრადის "კრასნაია ზარიასთან" 2:3 მარცხმა თბილისელებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი მოუსპო.

იმავე 1936 წელს ქართველმა ფეხბურთელებმა საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების მეოთხედფინალში მოსკოვში ადგილობრივ სპარტაკს 6:3 მოუგეს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, 16 აგვისტოს, ფრედ 3:3 დასრულდა. გამარჯვებულის გასარკვევად 4 დღის შემდეგ, მეტოქეები მეორედ წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. კვლავ 3:3. დამატებით დროში თბილისელებს სამი უპასუხო ბურთი გააქვთ, საბოლოოდ კი 6:3.

1936 წელს დინამო თასის გათამაშების ფინალში გადის, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის ლოკომოტივთან 0:2 მარცხდება.

საერთოდ, 30-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისის დინამო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ჩამოყალიბდა, გუნდი ორჯერ ხდება ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ ბრინჯაოს მედალს ეუფლება, ორჯერ თასის ფინალში გადის...

1937 წელს თბილისის დინამომ ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა - საბჭოეთს ბასკ ფეხბურთელთა ნაკრები ესტუმრა. დინამო ესპანელ მოთამაშეებს თბილისში 24 ივლისს დაუხვდა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების წყურვილი საოცრად დიდი იყო, იმ დროისათვის უფრო თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარმა ბასკებმა 2:0 გაიმარჯვეს

 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 11:20 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ, ცხადია საკავშირო ჩემპიონატებზეც იმოქმედა - 1941 წლის ჩემპიონატი შუაში შეწყდა, არადა იმ წელს დინამო შესანიშნავად ასპარეზობდა.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების განახლებამდე, 1944 წელს თბილისის დინამო პირველ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა - ქართველ ფეხბურთელებს ირანმა უმასპინძლა.

1944 წლის ოქტომბერში თბილისის დინამომ ირანის დედაქალაქ თეირანში ორი შეხვედრა ჩაატარა - 20 ოქტომბერს ირანის ნაკრები დაამარცხა 5:1, ერთ კვირაში კი თეირანის ნაკრებსაც სძლია - 4:0.

1945 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ომის გამო დაკარგულმა წლებმა კლუბზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, დინამომ შეინარჩუნა ჩვეული სტილი და კვლავაც ლიდერთა შორის დარჩა.

თბილისელთა შორის ახალი ლიდერები გამოჩნდნენ: გაიოზ ჯეჯელავა, ნიაზ ძიაპშპა, ანდრო ზაზროევი, ვლადიმერ ელოშვილი, ავთანდილ ჭკუასელი, ვლადიმერ მარღანია, გიორგი ანთაძე და ა.შ.

სწორედ იმ წლებში გახდა დინამოელი ლეგენდარული ავთანდილ ღოღობერიძე, ფეხბურთელი, რომელიც დღემდე დინამოს მრავალგზის რეკორდსმენია.

ავთანდილ ღოღობერიძე თბილისის დინამოში 14 წელი თამაშობდა, საკავშირო ჩემპიონატებში 341 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 127 გოლი. 1953 წელს თბილისის დინამო საოცრად ახლოს იყო ჩემპიონის ტიტულთან, მაგრამ საქმეში "ზემდგომი ორგანოები" ჩაერივნენ, ქართველ ფეხბურთელებს მოგებული შეხვედრის გადათამაშება უბრძანეს და "ტენდენციური" მსაჯობის წყალობით დინამოს ოქროს მედლები დააკარგვინეს.

საბოლოოდ დინამო ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მომდევნო სეზონიდან კი კლუბის ისტორიაში პირველი კრიზისული პერიოდი იწყება - 1954 წლიდან 1958 წლის ჩათვლით დინამო მეშვიდე ადგილზე მაღლა ასვლას ვერ ახერხებს. იმ წლებში გუნდის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებმაც საბოლო ჯამში კლუბს 1964 წელს პირველი ჩემპიონის ტიტული მოუტანეს: შოთა იამანიძემ, ვლადიმერ ბარქაიამ, სერგო კოტრიკაძემ, მიხეილ მესხმა, ბორის სიჭინავამ, გურამ პეტრიაშვილმა, ზაურ კალოევმა, ჯემალ ზეინკლიშვილმა და სხვებმა ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის თეთრ-ლურჯი მაისური დინამოსათვის წარუმატებელ წლებში მოირგეს

 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 11:20 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

1964 წელს დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება - შესანიშნავი რუსი სპეციალისტის გავრილ კაჩალინის გაწვრთნილმა დინამომ ჩემპიონატში მოსკოვის ტორპედოსთან ერთად თანაბარი ქულები დააგროვა, რამაც გუნდს უფლება მისცა დამატებით შეხვედრაში ჩემპიონი ტიტულის მოსაპოვებლად ებრძოლა.

საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის გადაწვეტილებით, 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში გადამწვეტი შეხვედრა დაინიშნა. "ოქროს მატჩში" კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველ ფეხბურთელთა მაღალი ოსტატობა – დინამომ ტორპედო 4:1 დაამარცხა, არადა თავიდან აგებდა კიდეც. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (ორი), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. დინამომ საბჭოთა ფეხბურთის ოლიმპი პირველად დაიპყრო.

”ოქროს მატჩში” დინამოს ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი.

60-იანი წლების მეორე ნახევარსა და 70-იანი წლების პირველ ნახევარში დინამოს რიგებში ბრწყინავდნენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, გოჩა გავაშელი, გურამ პეტრიაშვილი, ფირუზ კანთელაძე, გივი და ლევან ნოდიები და ა.შ.

მიმაგრება: 8450367.jpg (24.5 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 11:21 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

სწორედ 70-იანი წლების დასაწყისში მოვიდა დინამოში ნიჭიერ ფეხბურთელთა ის თაობა, რომლებმაც კლუბი უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანეს - დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე და ა.შ.

1972 წლის 13 სექტემბერს დინამოელები ევროტურნირში ერთვებიან. სადებიუტო სეზონში დინამომ უეფას თასზე იასპარეზა - პირველი შეხვედრა ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეს კლუბ ტვენტესთან ქართველმა ფეხბურთელებმა 3:2 მოიგეს. ორი ბურთი გივი ნოდიამ გაიტანა, ერთიც ტრაგიკულად დაღუპულმა ლეგენდარულმა გამთამაშებელმა დავით ყიფიანმა. გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დავით გოგია, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მურთაზ ხურცილავა, შოთა ხინჩაგაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი, ვლადიმერ გუცაევი (ლევან ნოდია), გივი ნოდია, დავით ყიფიანი.

1973 წელს თბილისის დინამო პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირს იგებს - ესპანეთის ქალაქ უელვაში თბილისელები ჯერ მადრიდის ატლეტიკოს ამარცხებენ, მერე კი ლისაბონის ბენფიკას და მთავარ პრიზს - კოლუმბის კარაველას ეუფლებიან.

1976 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად აწ გარდაცვლილი ნოდარ ახალკაცი ინიშნება, კაცი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული დინამოს ყველაზე წარმატებული პერიოდი.

ახალკაცის გამოჩენის პირველსავე წელს დინამო ორჯერ ხდება ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1976 წელს ჩემპიონატი ორჯერ ჩატარდა) და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად სსრკ-ს თასს იგებს!

1976 წლის 3 სექტემბერს ფინალი მოსკოვში შედგა. თბილისელებმა საოცრად დაძაბულ ბრძოლაში 3:0 სძლიეს წინა გათამაშების გამარჯვებულ ერევნის არარატს - დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძის (პენალტი) და რევაზ ჩელებაძის გოლებმა დინამოს პირველად არგუნა ბროლის თასი.

1977 წელს თბილისის დინამო ჩემპიონატში ერთი საფეხურით მაღლა იწევს - გუნდი ვიცე-ჩემპიონია.

1978 წელს კი დინამო მეორედ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი - ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.

იმ დროს დინამოში ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობდნენ - დავით ყიფიანი, ძმები მაჩაიძეები, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, თამაზ კოსტავა, დავით გოგია, ვახტანგ ქორიძე, რამაზ შენგელია, ფირუზ კანთელაძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ჩელებაძე, ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი და ა.შ.

მიმაგრება: 4468922.jpg (19.8 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 11:21 | შეტყობინება # 7
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

1981 წლის 13 მაისს დინამო თასების მფლობელთა თასს დაეუფლა - მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველი ფეხბურთელები გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბს იენის კარლ ცაისს ამარცხებენ - 2:1.

ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლები ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, დინამო კი გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა.

1982 წელს გუნდი კვლავაც ახლოს იყო თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალთან, მაგრამ დინამო ნახევარფინალში გამოეთიშა ბრძოლას. იმავე წლის 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა ”საუკუნის გოლის” ავტორი ვიტალი დარასელია.

1983 წლიდან კი დინამოს ისტორიაში მეორე კრიზისული პერიოდი იწყება - ჩემპიონატში გუნდი მისთვის უჩვეულო ადგილებზე გადის, თასის გათამაშებას იშვიათი გამონაკლისის გარდა პირველ-მეორე ეტაპზე ეთიშება, ევროტურნირებზე თამაშს კი მხოლოდ ერთხელ ახერხებს...

1989 წლის 27 ოქტომბერს თბილისის ”დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ნათამაშევი 1424 მატჩიდან უკანასკნელს, 1424-ე შეხვედრას ატარებს. ალბათ სიმბოლურია, რომ თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველობას იმ გუნდთან თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთან პაექრობითაც დაიწყეს კიდეც დიდი და საინტერესო გზა - კიევის დინამოსთან უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა, ისევე როგორც 1936 წლის 7 სექტემბერს, ფრედ 2:2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (პენალტით) და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს...

მიმაგრება: 7572088.jpg (20.4 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 11:22 | შეტყობინება # 8
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
1990 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობდნენ. აქედან იწყება თბილისის ”დინამოს” უახლესი ისტორია, რომელიც მიუხედავად მოკლე პერიოდისა, საოცრად ბევრ, ხშირ შემთხვევაში კი არცთუ სასიამოვნო მოვლენას იტევს.

საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტს ჩაატარა ფოთის კოლხეთი 1913-თან. ყველასათვის მოულოდნელად, თბილისელები 0:1 დამარცხდნენ - ერთადერთი გოლი დინამოს კაპიტანმა გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა. მიუხედავად მარცხიანი სტარტისა, დინამომ დაამტკიცა, რომ მეტოქეებზე ძლიერი იყო და საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი. გუნდმა ტიტული მომდევნო ცხრა პირველობაშიც შეინარჩუნა, მერე კი პოზიციების დათმობა მოუწია.

1992 წელს თბილისის დინამო პირველად ეუფლება საქართველოს თასს - ფინალში თბილისელები სოხუმის ცხუმს ამარცხებენ.

1993 წელს თბილისის დინამომ პირველად შეასრულა დუბლი - ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დინამოელთათვის ის წელი სხვა მოვლენის გამოც იყო აღსანიშნავი - გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე პირველად გავიდა.

1993 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათზე დაიწყო მატჩი, რომლითაც ქართული საკლუბო ფეხბურთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა. ბელფასტის ლინფილდი ”დინამომ” 2:1 დაამარცხა - შოთა არველაძისა და გელა ინალიშვილის გოლებმა მთელი საქართველო გაახარა. საპასუხო შეხვედრა ბელფასტში 1:1 დასრულდა, დინამოც დანიურ კოპენჰაგენთან მატჩისთვის ემზადებოდა.

უეფამ საქართველოს ჩემპიონი მსაჯთა მოსყიდვის მცდელობისათვის გათამაშებიდან მოხსნა, ცოტა ხნის შემდეგ კი ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა. მოგვიანებით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სასჯელი შეამცირა, თუმცა ამით გულშემატკივართა გატეხილი გული ნამდვილად არ გამთელებულა.

გუნდი ჩემპიონის ტიტულს ერთიმეორის მიყოლებით იგებდა, თასსაც კარგა ხანი არავის უთმობდა, ევროტურნირებზე კი წარმატებას ვერ ახწევდა.

1996 წელს თბილისის დინამომ, რომელსაც დავით ყიფიანი თავკაცობდა, ევროტურნირებზე ერთბაშად სამი ეტაპი დაძლია - ლუქსემბურგის გრევენმახერის (4:0, 2:2), ნორვეგიული მიოლდეს (2:1, 0:0) და მოსკოვის ტორპედოს (1:0, 1:1) დამარცხების შემდეგ, დინამოელები პორტუგალიურ ბოავიშტასთან მარცხდებიან (1:0, 0:5).

იმავე 1996 წელს თბილისელებმა სუპერთასის პირველი გათამაშებაც მოიგეს. მოვგიანებით, ძლიერ ფეხბურთელთა უცხოეთში უწყვეტმა გადინებამ თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა – დინამოს სულ უფრო უჭირდა ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, საბოლოოდ კი, 2000 წელს ჩემპიონის ტიტულიც დათმო.

 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 11:22 | შეტყობინება # 9
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
2000-იანი წლების დასაწყისში დინამო ცნობილმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა. ამ დროიდან იწყება დინამოს ხელახალი აღმავლობა. კლუბმა 2003 წელს ჩემპიონის ტიტული მოიგო, ხოლო 2004 წელს საქართველოს თასი, და ბორისოვის ბატეს (1:0, 3:2), პრაღის სლავიისა (2:0, 1:3) და კრაკოვის ვისლას (2:1, 3:4) დამარცხების შემდეგ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, თუმცა დინამომ ჯგუფში ყველა შეხვედრა წააგო და ბოლო ადგილი დაიკავა.

2004 წელს დინამომ დიდ წარმატებას მიაღწია. მოსკოვში გამართული თანამეგობრობის თასი მოიგო. მან ფინალში ლატვიის სკონტო დაამარცხა (3:1).

2005 წელს დინამო თბილისმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, რაც 2008 წელსაც გაიმეორა. 2009 წელს კლუბმა მეტად დრამატულ ბრძოლაში პენალტებით დაამარცხა რუსთავის ოლიმპი და საქართველოს თასს დაეუფლა. ამავე წელს დინამო 2009-10 უეფა-ს ევროპის ლიგის გათამაშებაში, ლატვიის მეტალურგსის დამრცხების შემდეგ, სერბულ ცრვენა ზვეზდას გაეჯიბრა, თუმცა პირველი შეხვედრის მოგების მიუხედავად (2-0), ორი მატჩის ჯამში მაინც დამარცხდა (4-5).

 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 11:22 | შეტყობინება # 10
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

დინამოს სტადიონი (ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი) 1976 წელს გაიხსნა, იგი გახლავთ არქიტექტორთა მთელი ჯგუფის ნააზრევი, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი არქიტექტორი გია ქურდიანი.

მანამდე მის ადგილზე გაცილებით პატარა, 35-ათასიანი ტევადობის სარბიელი იყო. დინამოელთა წარმატებებმა და შეხვედრებზე დასწრების მსურველების გაზრდამ აუცილებელ მოთხოვნად აქცია ტევადობის გაზრდა.

პირველი თამაში "დინამოს" ახალ სტადიონზე საერთაშორისო გამოდგა, უეფას თასის 1/32 ფინალში დინამოელებმა უელსის "კარდიფ სიტის" უმასპინძლეს და 3:0 გაიმარჯვეს.

სტადიონის მაქსიმალური ტევადობა 78 ათასს მაყურებელს შეადგენდა, თუმცა მას დასწრების თავისებური რეკორდებიც ახსოვს, ასე მაგალითად 1979 წელს, დინამო ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ლივერპულს მასპინძლობდა. პირველი თამაში ქართველ ფეხბურთელებს 1:2 ჰქონდათ წაგებული. მაყურებერლის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ სტადიონზე 110 ათასი (!) გულშემატკივარი მოვიდა. მათმა მხარდაჭერამ სათანადო შედეგი გამოიღო და დინამოელებმა 3:0 გაიმარჯვეს. საერთოდ ყოფილი საბჭოეთის პერიოდში "დინამოს" სტადიონი დასწრების მხრივ პირველ ადგილზე იყო, თამაშზე საშუალოდ 45 ათასი მაყურებელი დადიოდა.

მოგვიანებით დასწრების რეკორდი, უკვე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდში განმეორდა, 1995 წელს, როდესაც საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების მატჩზე დასაწრებად ისევ 110 ათასმა მაყურებელმა მოიყარა თავი. 100 ათასი მაყურებელი დაესწრო ეროვნული ჩემპიოპნატის გახსნის მატჩს დინამოსა და ფოთის კოლხეთს შორის.

ამავე სტადიონზე საკმაოდ ხშირად თამაშობდა სსრკ-ს ნაკრებიც, ასევე მოსკოვის "სპარტაკი", მოსკოვისა და კიევის "დინამოებიც" ატარებდნენ საერთაშორისო მატჩებს. 1985 წელს დინამოს სტადიონზე ჩატარდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური მატჩები და ერთერთი მეოდხედფინალური მატჩი.

წლების განმავლობაში ამავე სტადიონზე თამაშობდა და თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც.

1995 წლიდან კი სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, "ფეხბურთის კარუზოდ" წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა.

მცირე პაუზის შემდეგ, რაც სტადიონის რეკონსტრუქციასთან გახლდათ დაკავშირებული, გუნდი კვლავ საქართველოს უმთავრეს არენას დაუბრუნდა, რომელიც ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს. მისი ამჟამინდელი გენერალური დირექტორია ირაკლი მეძმარიაშვილი.

მიმაგრება: 8051567.jpg (15.2 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 11:29 | შეტყობინება # 11
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ჯილდოები

საქართველო

უმაღლესი ლიგა

- გამარჯვებული (13): 1990, 1991, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 2002-03, 2004-05, 2007-08
- ვიცე-ჩემპიონი (4): 2003-04, 2006-07, 2008-09, 2009-10

საქართველოს თასი

- გამარჯვებული (9): 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 2002-03, 2003-04, 2008-09
- ფინალისტი (2): 1997-98, 2009-10

საქართველოს სუპერთასი

- გამარჯვებული (5): 1996, 1997, 1999, 2005, 2008
- ფინალისტი (2): 1998, 2009.

საბჭოთა კავშირი

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი

- გამარჯვებული (2): 1964, 1978
- ვიცე-ჩემპიონი (5): 1939, 1940, 1951, 1953, 1977
- ბრინჯაოს პრიზიორი (13): 1936 (შემოდგომა), 1946, 1947, 1950, 1959, 1962, 1967, 1969, 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981

საბჭოთა კავშირის თასი

- გამარჯვებული (2): 1976, 1979

ევროპა

უეფას თასების მფლობელთა თასი

- გამარჯვებული (1): 1980-81

თანამეგობრობის თასი

- გამარჯვებული (1): 2004
- ფინალისტი (1): 1995

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » დინამო თბილისი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz