დაწერეთ ყველა ბრძნული გამონათქვამი... ეს საინტერესოა :) დამატებულია (30.06.2010, 20:26)
---------------------------------------------
1. აპიქტეტე - ყველაზე სასიამოვნო ყველაზე უსამოვნოდ იქცევა, თუ ზომას გადასცილდება.
2. ტოლსტოი - მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, მეგობარს კი ენდობი.
3. ბერნე - დაავადება ათასგვარი არსებობს, ჯანმრთელობა კი -ერთი.
4. ფენელონი - კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას.
5. შექსპირი - სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.
6. დუსოლი - თუ არ ძალმიძს მთელი ქვეყნის მბრძანებლობა, ჩემი საკუთარი თავის მბრძანებელი მაინც ვიქნები.
7. შილერი - ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს.
8. ეგზიუპერი - გიყვარდეს-ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.
9. ბიუფონი(ჯან ლუიჯი არა) - არაფერი არ არის ისე გადამდები, როგორც შეცდომა, რომელსაც მხარს უჭერს ცნობილი სახელი.
10. პასკალი - რა ცარიელია ადამიანის გული! და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში.
11. ციცერონი - ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს, სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს.
12. ჰელვეციუსი - რომ გაგიკვირდეს ერთი წუთიც კმარა; საკვირველი საქმე რომ გააკეთო-მრავალი წელია საჭირო.
გაგრძელება იქნება >>>
დამატებულია (14.08.2010, 11:50)
---------------------------------------------
13. ოგარიოვი - უმჯობესია, ჭეშმარიტების სიყვარულით იტანჯებოდე, ვიდრე სიცრუით ნეტარებდე.
14. მონტენი - კარგად მოწყობილი ტვინი უფრო მეტის ღირსია, ვიდრე კარგად ავსებული.
15. ლაროშფუკო - მჭერმეტყველების ოსტატი ისაა,ვინც ყველაფერს ამბობს, რაც საჭიროა და სხვას არაფერს.
16. კონფუცი - ადამიანს გონებისკენ სამი გზა აქვს: აზროვნება - ყველაზე კეთილი, მიბაძვა - ყველაზე ადვილი, გამოცდილება - ყველაზე ძნელი.
17. უაილდი - მოვალეობა ის არის, რასაც სხვათაგან მოითხოვენ და არა ის, რასაც თვითონ აკეთებენ.
18. ფრანკლინი - ყველა წამალზე უმჯობესია დასვენება და თავშეკავება.
19. სენეკა - თუ გინდა ყველაფერი დაიქვემდებარო. თვით შენ უნდა დაექვემდებარო გონებას.
20. ებნერ-ეშენბახი - მთელი ცოდნა იწყება ეჭვით და მთავრდება რწმენით.
21. ბელინსკი - ვინც წინ არ მიდის, ის უკან მიჰყვება. ერთ ადგილზე დგომა არ არსებობს.
22. ჟან პოლი - სიყვარულის სამი/მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა.
23. ქეი-ქუასი - ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს - ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის.
24. გოეთე - შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.
25. შოუ - სათნოება ის კი არ არის, რომ უარი თქვა მანკიერებაზე, არამედ ის, რომ არ ელტვოდე მას.
გაგრძელება იქნება
დამატებულია (21.08.2010, 16:49)
---------------------------------------------
26. ბაირონი - ზოგჯერ სიმამაცე შიშისაგან წარმაოიშვება ხოლმე.
27. დრეიერი - დიპლომატი არის ადამიანი, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ რამეს იტყვის.
28. კლეობული - გიყვარდეს მეტის მოსმენა ვიდრე ლაპარაკი.
29. ფრანკლინი - სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ 2 მათგანი მკვდარია.
30. გიოარსი - ჭკუა ის შუამავალია, რომელიც სულსა და ხორცს ერთმანეთთან არიგებს.
31. მონტენი - კარგად მოწყობილი ტვინი უფრო მეტის ღირსია, ვიდრე კარგად ავსებული.
32. ვებერი - რაც ერთზე მეტად არ ღირს წასაკითხად, ის სრულიად არ ღირს წაკითხვად.
33. სენეკა - ცხოვრება ხანგძლივია, თუ ის აზრიანია. გავზომოთ ცხოვრება ქმედებებით და არა - დროით.
34. უაილდი - ჩვენ ყველანი ორმოებში ვსხედვართ, მაგრამ ზოგი ჩვენგანი იქიდან მაინც ჭვრეტს ვარსკვლავიან ცას.
35. გოეთე - ყველანი, ვინც იდეას შორდებიან, ბოლოს და ბოლოს შეგრძნების ანაბარა რჩებიან.
გაგრძელება იქნება