პარასკევი, 29.03.2024, 00:46
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » რომანტიზმი
რომანტიზმი
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:08 | შეტყობინება # 31
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ჯაკომო ანტონიო დომენიკო მიქელე სეკონდო მარია პუჩინი (Giacomo Antonio Domenico Michele Secondo Maria Puccini; *21 დეკემბერი, 1858 - 29 ნოემბერი, 1924) — იტალიელი კომპოზიტორი, რომლის ოპერები, მათ შორის ბოჰემა, ტოსკა, მადამა ბატერფლაი და ტურანდოტი, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებული ნაწარმოებებია ამ ჟანრის ისტორიაში. ერთ-ერთი იმ მცირეთაგან, რომელმაც წარმატებით გამოიყენა ოპერის შესრულების გერმანული და იტალიური ტექნიკა, პუჩინი იტალურ ოპერაში ჯუზეპე ვერდის ერთადერთი ნამდვილი მემკვიდრე იყო.

მიმაგრება: 9581366.jpg (9.8 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:09 | შეტყობინება # 32
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ჯუზეპე ფორტუნინო ფრანჩესკო ვერდი (Giuseppe Fortunino Francesco Verdi) (10 ოქტომბერი, 1813 – 27 იანვარი, 1901) — იტალიელი კომპოზიტორი; მე-19 საუკუნის იტალიური ოპერის ყველაზე გავლენიანი ხელოვანი. მისი ნამუშევრები ხშირად იდგმება მსოფლიოს ყველა საოპერო თეატრში.

პირველი ცდები კომპოზიციაში 1828 განეკუთვნება (უვერტიურები, მარშები სასულე ორკესტრისთვის, საფორტეპიანო პიესები). 1833 ვერდი ქალაქის სასულე ორკესტრის დირიჟორია, 1836 წელს ხელმძღვანელობს ფილარმონიულ საზ-ბას ბუსეტოში. 1839 მილანში დაიდგა ვერდის პირველი ოპერა "ობერტო, გრაფი ბონიფაჩო", რომელიც საზოგადოებამ თბილად მიიღო. 1840 ოპერა "მეფე ერთი საათით ანუ ცრუსტანისლავის" წარუმატებელი დადგმის შემდეგ ვერდიმ ზედიზედ დაწერა ორი ოპერა - "ნაბუკო" ("ნაბუქუდონოსორი", 1841, დაიდგა 1842) და "ლომბარდიელები ჯვაროსნულ ლაშქრობაში" (1842, დაიდგა 1843, ფრანგ. რედაქცია "იერუსალიმი", 1847). ჰეროიკულ-რევ. პათოსით გამსჭვალულ ოპერებს იტალიაში აღტაცებით შეხვდნენ, ხშირად ოპერის შემდეგ იმართებოდა პოლიტიკური მანიფესტაციები. 1842-49 ვერდიმ ცამეტი ოპერა დაწერა, მ.შ. "ერნანი" (1844), "ატილა" (1846), "მაკბეთი" (1847), "ლუიზა მილერი" (1849). ვერდის პატრიოტულმა განწყობილებებმა გამოხატულება ჰპოვა 1848 დაწერილ ჰიმნში "იჟღერე საყვირო" (გ. მამელის ტექსტზე). ვერდის სახელი მოუხვეჭა 50-იან წლებში შექმნილმა ოპერებმა "რიგოლეტომ" (1851, ვ. ჰიუგოს დრამის "ხელმწიფე ერთობა" - მიხედვით), "ტრუბადურმა" (1852, დაიდგა 1853), "ტრავიატამ" (1853, დიუმა შვილის დრამის -"ქალი კამელიებით" - მიხედვით). ამ ოპერებში რომანტიული ტენდენციები ადგილს უთმობს მკაფიო რეალიზმს, ღრმა ფსიქოლოგიზმს. კომპოზიტორის ყურადღების ცენტრშია უბრალო ადამიანების ბედი (ვიოლეტა, რიგოლეტო, აზუჩენა), სოციალური უთანასწორობა, წოდებრივი გადმონაშთები. ვერდის რეალისტური ხელოვნება ხშირად მახვილ, კრიტიკულ ხასიათს იძენს. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდასთან დაკავშირებით, 50-60-იან წლებში შქმნილ ოპერებში ვ. კვლავ ჰეროიკულ სიუჟეტებს მიმართავს, რომლებშიც გმირების პირადი ბედი მჭიდროდაა გადახლართული პოლიტიკურ მოვლენებთან ("სიცილიური მწუხრი", 1854, დაიდგა 1855) "სიმონ ბოკანერგა" (1857, მე-2 რედაქცია 1881); "ბალ-მასკარადი" (1859). 1862 პეტერბურგის მარინინის თეატრის დაკვეთით დაწერა ოპერა "ბედისწერის ძალა" (მე-2 რედაქცია 1869). ოპერის დაწერასთან დაკავშირებით ვ. ორჯერ ეწვია რუსეთს (1861, 1862). 1866 პარიზის თეატრ "გრანდ ოპერასთვის" დაწერა ოპერა "დონ კარლოსი" (დაიდგა 1867, მე-2 რედაქცია იტალ. ლიბრეტოთი 1884). 1870 ვერდიმ დაწერა საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი მშვენიერი ოპერა "აიდა" (დაიდგა 1871, კაირო). ოპერაში აღმოსავლური ეგზოტიკა, თეატრალური ბრწყინვალება და პომპეზურობა შერწყმულია ღრმა ფსიქოლოგიზმთან და დრამატიზმთან. შემდგომ 15 წელიწადში ვერდის არ დაუწერია არც ერთი ოპერა. იტალიელი მწერლის ა. მანძონის ხსოვნის აღსანიშნავად შექმნა "რეკვიემი" (1874), რამდენიმე ვოკალური ნაწარმოები. რეალისტური ხელოვნების შედევრს და ფსიქოლოგიურ-მუსიკალური დრამის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს ოპერა "ოტელო" (1886, დაიდგა 1887). ვერდის უკანასკნელი ოპერა "ფალსტაფი" გონებამახვილური, კომიკური, იტალიური ოპერა-ბუფის ჟანრის ნაწარმოებია განახლებულ მუსიკალურ-დრამატულ საფუძველზე (უილიამ შექსპირის კომედიის "უინძირელი მხიარული ქალების" მიხედვით, 1892, დაიდგა 1893). მუსიკის ისტორიაში ვერდი შევიდა როგორც საოპერო ხელოვნების რეფორმატორი, უდიდესი კომპოზიტორ-რეალისტი. იდეურ-მხატვრულმა სიმდიდრემ, ჰუმანურობამ, იტალიურ ეროვნულ-დემოკრატიულ კულტურასთან კავშირმა განაპირობა ვერდის ოპერების პოპულარობა მთელს მსოფლიოში. იტალიურ ბელკანტოს პრინციპებზე დაყრდნობით, ვერდიმ თავისი ოპერების ვოკალური მელოდიკა გაამდიდრა დრამატიზმითა და ჰეროიკული ინტონაციებით. კომპოზიტორმა მნიშვნელოვნად შეცვალა ტრადიციული იტალიური ოპერის ხასიათი და სტრუქტურა. სასიმღერო არიისა და დეკლამაციური პრინციპების შერწყმით მან შექმნა თავისი "შერეული" ვოკალური სტილი, რომელიც საფუძვლად დაედო მონოლოგისა და დიალოგის თავისუფალ ფორმას ოპერაში. დრამატული განვითარების მნიშვნელოვან რგოლს ვერდისთან წარმოადგენს დიდი ვოკალური სცენები. ვერდის საუკეთესო ოპერებში მნიშვნელოვანი დრამატურგიული დატვირთვა ორკესტრს აწევს, თუმცა კომპოზიტორისთვის მთავარი მაინც ვოკალური საწყისის პრიორიტეტია. "ხმა და მელოდია ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი იქნება" , ამბობდა ვერდი. მან დაწერა 26 ოპერა (აქედან 6 ორი რედაქციით), კანტატები, მ.შ. "ერის ჰიმნი" (1862), სას. ნაწარმოებები "რეკვიემი" (1862), Te Deum (1869), Stabat Mater (1897), სიმებიანი კვარტეტი (1873), ვოკალური ანსამბლები, რომანსები, სიმღერები და სხვა.

მიმაგრება: 8915051.jpg (11.2 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:09 | შეტყობინება # 33
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ჟაკ ოფენბახი (დ. 20 ივნისი, 1819 - გ. 5 ოქტომბერი, 1880) — ფრანგი კომპოზიტორი და დირიჟორი. კლასიკური ოპერეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1855 წელს დააარსა თეატრი 'პარიზენი'. ოფენბახს დიდი პოპულარობა მოუტანა ოპერეტამ 'ორფევსი ქვესკნელში' (1858). ავტორია ოპერების 'მადამ ფავარი' (1878), 'ჰოფმანის ზღაპრები' (1880) და სხვა. დაწერილი აქვს 100-ზე მეტი ოპერეტა. წარმოშობით ებრაელი იყო, ნამდვილი გვარი - ებერშტი

მიმაგრება: 1510231.jpg (19.2 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:10 | შეტყობინება # 34
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ანტონ ბრუკნერი (გერმ. Anton Bruckner; 4 სექტემბერი, 1824 ანსფელდენი — 11 ოქტომბერი 1896, ვენა) - ავსტრიელი კომპოზიტორი, პედაგოგი და ორგანისტი.

დაიბადა პედაგოგის ოჯახში. პირველი განათლება მიიღო მამისგან და ორგანისტ ი.ბ.ბაისისგან. კომპოზიტორზე ორგანმა , რომელსაც ავსტრიის ეკლესიაში უსმენდა დიდი გავლენა იქონია .

მიმაგრება: 4801114.jpg (9.4 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:10 | შეტყობინება # 35
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ნიკოლო პაგანინი (იტალ. Niccolò Paganini) (დ. 27 ოქტომბერი, 1782, გენუა, იტალია — გ. 27 მაისი, 1840, ნიცა, საფრანგეთი), იტალიელი მევიოლინე, გიტარისტი და კომპოზიტორი განთქმული ვიოლინოს ერთ სიმზე დაკვრით. მისმა 24 კაპრიზმა გავლენა იქონია ბრამსის, რახმანინოვის და ლისტის მუსიკაზე.

ნიკოლო პაგანინი დაიბადა იტალიის ქალაქ გენუაში,ღარიბ ოჯახში. ის იყო ანტონიო და ტერეზა პაგანინის მესამე შვილი. მამამისი ანტონიო კაზინოში თამაშობდა და ოჯახის ბოლო ფულს ხარჯავდა. ფულს ის მანდოლინაზე დაკვრით იღებდა. 5 წლის ასაკში ნიკოლო პაგანინიმაც დაიწყო მანდოლინაზე დაკვრა. მისი მასწავლებელი მამამისი იყო, ხოლო შვიდი წლიდან ვიოლინოზე დაკვრის სწავლას შეუდგა. ნიკოლო მალე დაეუფლა ამ ინსტრუმენტს. ბავშვობიდანვე გადიოდა კონცერტებზე რის შედეგადაც მამამისმა ბევრი ფული იშოვა. ახალგაზრდა ნიკოლოს პირველი მასწავლებლები იყვნენ ჯოვანი სერვეტო და ჯიაკომო კოსტა,მაგრამ მისმა ტექნიკამ მალე გაუსწრო მასწავლებლების ტექნიკას. მამამისმა ნიკოლო პარმაში წაიყვანა რათა განთქმულ მევიოლინე ალესანდრო როლასთან ესწავლებინა, მაგრამ როდესაც მევიოლინემ ნიკოლოს დაკრული მოისმინა,ურჩია ფერდინანდო პაერთან წასულიყო სასწავლებლად.

მიმაგრება: 6511556.jpeg (16.7 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:11 | შეტყობინება # 36
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

სერგეი ვასილის ძე რახმანინოვი (რუს. Сергей Васильевич Рахманинов) (დ. 20 მარტი/ 1 აპრილი, 1873, ონეგი, ახლანდელი ნოვგოროდის რაიონი — გ. 28 მარტი, 1943, ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, დასაფლავებულია კენსიკოში, ნიუ-იორკის მახლობლად), რუსი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. განთქმულია ნაწარმოებით "რაფსოდია პაგანინის თემაზე "

სერგეი რახმანინოვი დაიბადა 1873 წლის 1 აპრილს თავად ვასილი რახმანინოვის ოჯახში. 4 წლის სერგეის ფორტეპიანოზე დაკვრას ჯერ დედა, შემდეგ კი პიანისტი ქალი ორნატსკაია ასწავლიდა. 1882 წელს რახმანინოვი პეტერბურგის კონსერვატორიაში შედის. ხოლო 1885 წელს, ბიძაშვილის — ა. ზილოტის რჩევით მოსკოვის კონსერვატორიაში გადადის. აქ მისი პედაგოგები იყვნენ: ზილოტი (ფორტეპიანო), არენსკი (ჰარმონია), ტანეევი (კონტრაპუქტი). რახმანინოვმა კონსერვატორია დიდი ოქროს მედლით დაამთავრა, სწავლობდა საფორტეპიანო და საკომპოზიტორო განყოფილებებზე. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ერთმოქმედებიანი ოპერა „ალეკო“ (პუშკინის პოემის „ბოშების“ მიხედვით). ამ დროისათვის რახმანინოვს უკვე დაწერილი ჰქონდა საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, რომასები. 90-იანი წლები რახმანინოვის შემოქმედებითი ძიებების პერიოდია. ამ წლებში შექმნილ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია საორკესტრო ფანტაზია „ქარაფი“, „ელეგიური ტრიო“, რომანსების სამი და სიმფონიური პოემების ერთი ციკლი. 1897 წელს მან შექმნა I სიმფონია, რომელმაც უარყოფითი შეფასება მიიღო. რახმანინოვმა მძიმედ განიცადა ეს წარუმატებლობა და კარგა ხანი არაფერი დაუწერია. სამაგიეროდ დაიწყო აქტიური საშემსრულებლო მოღვაწეობა. კონცერტები გამართა როგორც პიანისტმა თევდორე შალიაპინთან ერთად. შემოქმედებითი აღმაფრენის პერიოდი რახმანინოვისათვის II საფორტეპიანო კონცერთის შექმნით (1901 წ.) აღინიშნა. ეს კონცერტი გამოირჩევა არაჩვეულებრივი ლირიზმით, მელოდიურობით, თემატური მასალის გამომსახველობით. ამავე პერიოდში შეიქმნა რახმანინოვის სხვა მნიშვნელოვანი ნაწარმოებებიც: კანტატა „გაზაფხული“, ოპერები „ძუნწი რაინდი“, „ფრანჩესკა და რიმინი“, II სიმფონია, სიმფონიური პოემა „მიცვალებულთა კუნძული“, III საფორტეპიანო კონცერტი , I სონატა, პრელუდიები, 30 რომანსი. საკონცერტო გამოსვლებმა მას უდიდესი პიანისტისა და დირიჟორის სახელი მოუტანა. 1911—1915 წლები რახმანინოვი საქართველოში ჩამოვიდა კონცერტებით. კომპოზიტორის მომდევნო შემოქმედებითი წლები ახალი მუსიკალური სახეებითა და გამომსახველი საშუალებების ძიებით აღინიშნა, რაც აისახა მის საფორტეპიანო პიესებში „ეტიუდი-სურათები“, ვოკალურ-სიმფონიურ პოემაში „ზარები“, რომანსების ციკლში. 1917 წელს, რევოლუციის შემდეგ, რახმანინოვი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ა. შ. შ.-ში გადადის. ამ პერიოდში იგი ძირითადად საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა. 1926 წელს მან დაასრულა IV საფორტეპიანო კონცერტი „სამი რუსული სიმღერა“ გუნდისა და ორკესტრისათვის. 30-იან წლებში რახმანინოვმა შექმნა „ვარიაციები კორელის თემაზე“ ფორტეპიანოსათვის, „რაფსოდია პაგანინის თემაზე“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, III სიმფონია, „სიმფონიური ცეკვები“. ეს უკანასკნელი მისი ბოლო ნაწარმოები აღმოჩნდა. სიცოცხლის ბოლომდე რახმანინოვი ინტენსიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. გარდაიცვალა 1943 წელს კალიფორნიაში.

მიმაგრება: 8694073.jpg (14.9 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:12 | შეტყობინება # 37
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

იოჰან შტრაუს I (უფროსი) (დ. 14 მარტი, 1804 – გ. 25 სექტემბერი, 1849); (გერმ.: Johann Baptist Strauß; Johann Baptist Strauss ან Johann Strauss, Sr.,) ავსტრიელი კომპოზიტორი, განთქმული ვალსებით. მისი ყველაზე განთქმული ნაწარმოები არის "რადეცკის მარში"

იოჰან შტრაუს I იყო იოჰან შტრაუს II-ის, იოსეფ შტრაუსის და ედუარდ შტრაუსის მამა. მას ასევე ყავდა ორი ქალიშვილი: ანა, რომელიც დაიბადა 1829 წელს და ტერეზა, დაბადებული 1831 წელს. მათი ყველაზე ახალგაზრდა შვილი, ფერდინანდი დაიბადა 1834 წელს და იცოცხლა მხოლოდ 10 თვე.

მიმაგრება: 7138016.jpg (15.8 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:15 | შეტყობინება # 38
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

იოჰან შტრაუს II (შვილი) (დ.25 ოქტომბერი, 1825 - გ. 3 ივნისი, 1899; გერმანულად: Johann Sebastian Strauß; ასევე ცნობილი როგორც იოჰან შტრაუს უმცროსი) ავსტრიელი კომპოზიტორი განთქმული როგორც "ვალსების მეფე". მან შექმნა ხუთასამდე ვალსი, პოლკები, მარშები ოპერეტები და სხვა ნაწარმოებები. ის იყო შტრაუსების ოჯახის ყველაზე განთქმული წარმომადგენელი. მამამისი იოჰან შტრაუსი (მამა) ასევე კომპოზიტორი იყო.

მიმაგრება: 1056500.jpg (19.1 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:15 | შეტყობინება # 39
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ლუი ჰექტორ ბერლიოზი (დ. 11 დეკემბერი, 1803 — გ. 8 მარტი, 1869) იყო ფრანგი კომპოზიტორი და დირიჟორი. ცნობილია, როგორც „ფანტასტიკური სიმფონიის“ და „რექვიემის“ ავტორი. ბერლიოზმა დიდი წვლილი შეიტანა ორკესტრის ჩამოყალიბებაში იმ სახით, როგორითაც ის დღესაა ცნობილი, როდესაც დაწერა „სახელმძღვანელო ორკესტრისათვის“. მისი მუსიკალური ნაწარმოებების შესასრულებლად ზოგჯერ 1000 მუსიკოსსაც კი იწვევდნენ. ამავდროულად, ბერლიოზმა დაახლოებით 50 საფორტეპიანო ნაწარმოები შექმნა სოლო მომღერლისთვის.

9 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ კოტ-სენტ-ანდრეაში დაიბადა ჰექტორ ლუი ბერლიოზი. დაიბადა ექიმი ფიზიკოსის ოჯახში. მამა ათეისტი ჰყავდა, ხოლო დედა - კათოლიკი. 6 წლის ჰექტორი წაიყვანეს ამავე ქალაქის სახელობის სკოლაში, მაგრამ მომავალ კომპოზიტორს აქ დიდხანს დარჩენა არ მოუწია, რადგან 1811 წელს, იმპერატორის ბრძანებით დაიხურა სასწავლებელი. მამამ არ იცოდა, ვისთან წაეყვანა შვილი სასწავლებლად, რადგან იმ დროს კოტ-სენტ-ანდრეაში აღარ დარჩა არც ერთი მასწავლებელი. ექიმ ბერლიოზს უყვარდა ლიტერატურა. მან ბავშვის აღზრდა თავის თავზე აიღო. მამამ გააცნო პატარა ჰექტორს ძველი ლიტერატურა და ენები, პოეზია, ისტორია და გეოგრაფია. ჰექტორში ჩამალულმა რომანტიზმმა გაღვიძება დაიწყო. 12 წლის ასაკი. მისი პირველი სიყვარული - დიუბორფი იყო მასზე ხუთი წლის უფროსი. ის ცხოვრობდა ახლოს - სოფელ მეიალანში, გრენობლთან ახლოს. პირველმა სიყვარულმა ძლიერად იმოქმედა კომპოზიტორზე, ასევე იმოქმედა იმან, რომ მისი შეყვარებული ერთი წლის შემდეგ გათხოვდა. ჰექტორი მუსიკამ გაიტაცა. ექიმი ბერლიოზი განათლებული ადამიანი იყო. მას სურდა მიეცა შვილისთვის ძლიერი განათლება და ამიტომ ჰექტორმა მუსიკის სწავლა დაიწყო. ექიმმა ბერლიოზმა აირჩია ლიონელი ემბერი - ლიონის ორკესტრის მეორე ვიოლინო. კონტრაქტის მიხედვით, რომელსაც 1817 წლის 20 მაისს ხელი მოაწერეს მუსიკოსმა და ექიმმა, რვა ფრანკით თვეში უნდა ესწავლებინა 12 მოსწავლისთვის ვიოლინოსა და კლარნეტზე დაკვრა და ამავდროულად ედირიჟორია ნაციონალური გვარდიის ორკესტრი. 15 წლის ჰექტორი სთავაზობს ორ პარიზის გამომცემლებს თავის ადრეულ ნაწარმოებს - სექსტეტს: ოთხი სიმებიანი ინსტრუმენტის, ფლეიტისა და ვალტორნასთვის. ერთმა გამომცემელმა არ გასცა პასუხი, მეორემ - პლეიელმა - ცივი უარი.

მიმაგრება: 1240222.jpg (17.0 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:16 | შეტყობინება # 40
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ალექსანდრე ცეზარ ლეოპოლდ ბიზე (ფრანგ. Alexandre-César-Léopold Bizet, ნათლობისას მიიღო სახელი ჟორჟ) (დ. 25 ოქტომბერი, 1838 – გ. 3 ივნისი, 1875) - ფრანგი კომპოზიტორი და პიანისტი. განთქმული ოპერით კარმენი.

ჟორჟ ბიზე დაიბადა 1838 წლის 25 ოქტომბერს პარიზში, მუსიკოსის ოჯახში. მამა სიმღერის მასწავლებელი იყო, დედა კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და ჟორჟის პირველი მასწავლებელიც დედა იყო. ჟორჟ ბიზეს ნამდვილი სახელი ალექსანდრ ცეზრ ლეოპოლდ ბიზეა, მაგრამ მოგვიანებით მოინათლა როგორც ჟორჟ ბიზე.

ოთხი წლის ასაკში ბიზემ კარგად იცოდა ნოტები, ხოლო ათი წლის ასაკში პარიზის კონსერვატორიაში შევიდა ორ ფაკულტეტზე: ფორტეპიანოსა და კომპოზიციის განხრით, შ.გუნუს ხელმძღვანელობით, სადაც ცხრა წელი დაჰყო. მას იტაცებდა ლიტერატურაც. ბიზე კონსერვატორიაში წარმატებულად მეცადინეობდა, ახალგაზრდა მუსიკოსმა არაერთხელ მიიღო პრემიები კონსერვატორიის შიდა კონკურსებზე: ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრით, პოლიფონისა და კომპოზიციაში. მან კონსერვატორია დაამთავრა 1857 წელს მიღებული დიდი რიმსკის პრემიით და საშუალება მიეცა სწავლა გაეგრძელებინა იტალიაში.

რომში ყოფნის დროს ბიზე ქმნის კომიკურ ოპერას „დონ პროკოპიოს და სიმფონია კანტატას „ვასკო და გამას“, სადაც გამოვლინდა კომპოზიტორის სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნები – ინტერესი ფერადოვან, ნათელ, ხალხურ სცენისადმი.

იტალიიდან დაბრუნების შემდეგ იმედი აქვს, რომ წარმატებას მიაღწევს, დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში, მაგრამ კომპოზიტორის მთელი ხანმოკლე სიცოცხლე მძიმე და გამუდმებული შრომის მაგალითია. ბიზე იძულებულია გააორკესტროს სხვისი ნაწარმოებები, უკეთოს მას კორექტურა, წეროს მსუბუქი მუსიკა, ირბინოს კერძო გაკვეთილებზე.

საკუთარი ნაწარმოების მიმართ ბიზე სიმკაცრით გამოირჩეოდა. მან თეტრიდანაც კი წამოიღო დასრულებული და დადგმისთვის გამზადებული პარტიტურა ოპერა „ივანე მრისხანე“.

ჟორჟ ბიზე უეცრად გარდაიცვალა გულის დამბლით, პარიზის მახლობლად, 1875 წლის 3 ივნისს.

მიმაგრება: 7469682.jpg (9.8 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:17 | შეტყობინება # 41
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ალექსანდრე პორფირეს ძე ბოროდინი (გედევანიშვილი) (რუს.: Александр Порфирьевич Бородин) (დ.12 ნოემბერი (სხვა წყაროებით 31 ოქტომბერი), 1833 – გ. 27 თებერვალი (სხვა წყაროებით 15 თებერვალი), 1887) ქართული წარმოშობის რუსი ქიმიკოსი და კომპოზიტორი. თავადი ლ. გედევანიშვილის შვილი (ჩაწერილი იყო, როგორც თავადის მსახურის - პორფირი ბოროდინის შვილი). იყო "მძლავრი ჯგუფის" წევრი. განთქმულია სიმფონიებით, ორი კვარტეტით სიმებიანი საკრავებისათვის და ოპერით თავადი იგორი.

დაიბადა სანქტ-პეტერბურგში თავადის ოჯახში. მამა ქართველი ჰყავდა: ლუკა სიმონის ძე გედევანიშვილი, ხოლო დედა - რუსი: ევდოკია კონსტანტინეს ასული ანტონოვა (Евдокии Константиновны Антоновa). 1856 წელს დაამთავრა სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. 1874-იდან სამედიცინო აკადემიური ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ქალთა უმაღლესი სასწავლებლის, ქალთა საექიმო კურსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და პედაგოგი (1872-1887). XIX ს-ის 50-იან წლებში დაიწყო რომანსების, საფორტეპიანო პიესების კამერულ-საკრავიერი ანსამბლების შექმნა. 1862 წელს გაეცნო მ. ბალაკირევის, ვ. სტასოვის და ამ წრის სხვა წევრთა გავლენით საბოლოოდ ჩამოაყალიბა მისი, როგორც მიხეილ გლინკას მიმდევრის მუსიკალურ-ესთეტიური შეხედულებანი.

ბოროდინის შემოქმედებითი მემკვიდრეობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს კლასიკური მუსიკის საგანძურში.

ბოროდინის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ოპერა "თავადი იგორი". სამეცნ. და პედ. საქმიანობით გადატვირთული კომპოზიტორი ვერ მუშაობდა ინტენსიურად. ოპერა იწერებოდა 18 წელი და მაინც დაუმთავრებელი დარჩა. (ბოროდინის სიკვდილის შემდეგ იგი დაამთავრეს ნ. რიმსკი-კორსაკოვმა და ალექსანდრე გლაზუნოვმა; დაიდგა 1890, მარიამის თეატრში, სანქტ-პეტერბურგში). ოპერა გამოირჩევა სახეების მონუმ. მთლიანობით, ძლიერი ხალხ. საგუნდო სცენებით და ეროვნული კოლორიტით. "თავადი იგორი" აგრძელებს გლინკას ეპიკური ოპერის "რუსლანი და ლუდმილას" ტრადიციებზე. ბოროდინი რუსული კლასიკური სიმფონიისა და კვარტეტის ერთ-ერთი შემქმნელია. მისი I სიმფონია (1867) ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვისა და პეტრე ჩაიკოვსკის ამავე ჟანრის ნაწარმოებებთან ერთად წარმოადგენს რუსული სიმფონიზმის ეპიკურ-ჰეროიკული მიმართულების საწყისს. მსოფლიო ეპიკური სიმფონიზმის მწვერვალია ბოროდინის II სიმფონია (1876). კამერულ-საკრავიერი ჟანრის საუკეთესო ქმნილებებია კვარტეტები (I - 1879, II - 1881). ბოროდინი კამერულ-ვოკალური მუსიკის დიდი ოსტატია. მისი ვოკალური ლირიკის ნიმუშია ელეგია "შორეული სამშობლოს ნაპირებისთვის" (პუშკინის სიტყვებზე). მან პირველმა შემოიტანა რომანსებში 60-იანელთა განმანათ. იდეები ("უღრანი ტყის სიმღერა" და სხვა). შექმნა აგრეთვე სატირულ-იუმორისტული ხასიათის სიმღერები ("ყოყლოჩინა" და სხვა). ბოროდინის შემოქმედებას ამჩნევია რუსული ხალხური და აღმოსავლეთის ხალხთა მუსიკის კვალი ("თავადი იგორი", სიმფონიები, სიმფონიური სურათი "შუა აზიაში")

ბოროდინის თვითმყოფადმა შემოქმედებამ გავლენა მოახდინა რუს და საზღვარგარეთულ კომპოზიტორებზე. მისი შემოქმედებით ტრადიციებს აგრძელებდნენ საბჭოთა კომპოზიტორები (ს. პროკოფიევი, ი. შაპორინი, გ. სვირიდოვი, ა. ხაჩატურიანი და სხვა). ამ ტრადიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამიერკავკასიისა და შუა აზიის ხალხთა ეროვნ. მუს. კულტურის განვითარებაში.

მიმაგრება: 7720128.jpg (18.4 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:17 | შეტყობინება # 42
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

იოჰანეს ბრამსი (* 7 მაისი, 1833, ჰამბურგი, გერმანია ― † 3 აპრილი, 1897, ვენა, ავსტრია), გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი.

დაიბადა მუსიკოსის ოჯახში. მუსიკას სწავლობდა ჯერ მამასთან, შემდეგ ე. მარქსენთან (ფორტეპიანო). 50-იანი წლების დამლევს ბრამსი გამოდიოდა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში როგორც პიანისტი, მონაწილეობდა ლაიფციგის "გევანდჰაუზის" სახელგანთქმულ კონცერტებში. მასთან ერთად გამოდიოდნენ რ. შუმანი და ი. იოახიმი. 1858-1859 წლებში იყო საგუნდო კაპელის დირიჟორი. 1862 წლიდან დამკვიდრდა ვენაში. აქ იგი გამოდიოდა როგორც პიანისტი და საგუნდო დირჟორი. 70-იანი წლებიდან დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი მოღვაწეობა, უკრავდა და დირიჟორობდა საკუთარ ნაწარმოებებს, ბევრს მოგზაურობდა. იგი აირჩიეს ბერლინის ხელოვანთა აკადემიის წევრად, ჰამბურგის "საპატიო მოქალაქედ". ბრამსს მიენიჭა კემბრიჯისა და ბრესლავლის უნივერსიტეტების მუსიკის დოქტორის ხარისხი.

მიმაგრება: 5573855.jpg (18.4 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:18 | შეტყობინება # 43
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ფრიდერიკ ფრანციშეკ შოპენი (პოლ. Fryderyk Franciszek Chopin (Szopen)) (22 თებერვალი (სხვა წყაროებით — 1 მარტი) 1810, სოფელი ჟელიაზოვა–ვოლია, ვარშავის მახლობლად, პოლონეთი — 5 (17 ოქტომბერი) 1849, პარიზი, საფრანგეთი), პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი, დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა საფრანგეთში (ფრანგ. Frédéric François Chopin). ავტორი მრავალრიცხოვანი ნაწარმოებებისა ფორტეპიანოსთვის.

პოლონური მუსიკალური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენელი. 1831 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. შოპენის მუსისკისთვის დამახასიათებელია ლირიზმი, სხვადასხვა ხასიათის დახვეწილად გადმოცემა; მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ფართო ეროვნულ–ფოლკლორული და ჟანრული კავშირებით. მან ახლებურად განმარტა სხვადასხვა ჟანრი: ააღორძინა რომანტიზმზე დაფუძნებული პრელუდია, შექმნა საფორტეპიანო ბალადა, პოეტიზმი და დრამატიზმი შეიტანა ცეკვებში – მაზურკა, პოლონეზი, ვალსი; სკერცო გარდასახა დამოუკიდებელ ნაწარმოებად; გაამდიდრა ჰარმონია და საფორტეპიანო ფაქტურა.

მის შემოქმედებაში აღსანიშნავია: 2 კონცერტი (1829, 1830), 3 სონატა (1828-1844), ფანტაზია (1841), 4 ბალადა (1835-1842), 4 სკერცო (1832–1842), ექსპრომტები, ნოკტიურნები, ეტიუდები და სხვა ნაწარმოებები ფორტეპიანოსთვის.

1927 წლიდან ვარშავაში ტარდება შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი.

საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიტორი დასაფლავებულია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე, შოპენის ანდერძით მისი გული სხეულიდან ამოკვეთეს და ჩაატანეს ვარშავის წმინდა ჯვრის ეკლესიის სვეტში.

შოპენი დაიბადა პოლონეთში, ჟელიაზოვა ვოლიაში, ვარშავიდან 50 კილომეტრი დაშორებით.ეკლესიის მიხედვით ფრედერიკ შოპენი დაიბადა 22 თებერვალს, ხოლო მშობლების მიხედვით 1 მარტს. მამამისი - მიკოლა შოპენი დაიბადა საფრანგეთში. ის ჩავიდა პოლონეთში 1787 წელს - 16 წლის ასაკში. 1810 წელს, როდესაც ფრედერიკი იყო 7 თვის, ოჯახი საცხოვრებლად ვარშავაში გადავიდა. ფრეკერიკის მამამ ფრანგული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1817 წელს, როდესაც ფრედერიკი 7 წლის იყო მამამისმა ამავდროულად ვარშავის ლიცეუმში მუშაობა დაიწყო. თვით ფრედერიკი ლიცეუმში 1823-1826 წლებში სწავლობდა. თუმცა მამამისი ფრანგი იყო, ფრედერიკმა ფრანგული კარგათ არასოდეს არ იცოდა, პარიჟში ყოფნის დროსაც კი. შოპენის მთელ ოჯახს არტისტული განათლება ჰქონდა:მამამისი უკრავდა ვიოლინოსა და ფლეიტაზე, დედამისი - ფორტეპიანოზე და შვილებსც ასწავლიდა დაკვრას. იოსეფ სიკორსკი - შოპენის თანამედროვე თავის წიგნში მემუარები შოპენზე (Wspomnienie Chopina) წერდა: პატარა ფრედერიკი აღტაცებული იყო, როდესაც დედამისი ფორტეპიანოზე უკრავდა. 6 წლის ასაკში ცდილობდა სმენით აეწყო დედამისის დაკრული. პირველ საფოტეპიანო გაკვეთილებს სწორედ დედამისისგან და უფროსი დის - ლუიზასგან იღებდა. ის პატარობიდან გადიოდა კონცერტებზე, მას "მეორე მოცარტი" უწოდეს. 1816-1821 წლებში მან დაწერა ორი პოლონეზი. პირველად ის ფიოდრ ციბულსკიმ გამოაქვეყნა. 11 წლის ასაკში მან დაუკრა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-თან, რომელიც ამ დროს ვარშავაში იმყოფებოდა. შოპენი პატარობიდანვე გამოირჩეოდა თავისი ნიჭით, არა მარტო მუსიკაში არამედ ლექსების კითხვაში და კარიკატურების ხატვაში. გადმოცემის მიხედვით შოპენი ძალიან ნიჭიერი იყო ხატვაში. სკოლაში ერთ-ერთი ნახატით მან გააოცა მასწავლებელი. ახალგაზრდობაში იგი პოლონურმა ხალხურმა მუსიკამ გაიტაცა და თავის მუსიკაშიც კი იხმარა.

მიმაგრება: 3755935.jpg (19.7 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:18 | შეტყობინება # 44
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შოპენი სწავლობდა სახლში 13 წლამდე, შემდეგ 1823 წელს შევიდა ვარშავის ლიცეუმში , თუმცა აგრძელებდა სწავლას ჟივნისთან. 1825 წელს იგნაზ მოშელეს ნაწარმოების დაკვრის დროს მან გააოცა აუდიტორია თავისუფალი იმპროვიზაციით, და იგი დაასახელეს ”ვარშავის საუკეთესო პიანისტად”

1826 წლის შემოდგომაზე შოპენმა დაიწყო კომპოზიტორ იოზეფ ელსნერის 3 წლიანი კურსი ვარშავის კონსერვატორიაში, რომელიც მაშინ უნივერსიტეტის ფილიალი იყო(ამიტომაც შოპენი ჩაწერილია უნივერსიტეტის სტუდენტთა ნუსხაში).სავარაუდოდ 1822 წელს შოპენს ჰქონდა პირველი კონტაქთი პოლონელ კომპოზიტორებთან. სწორედ ელსნერი იყო შოპენის მასწავლებელი 1823 წელს, ხოლო 1826 წლიდან შოპენი ოფიციალურად სწავლობდა მუსიკის თეორიას, ფიგურულ ბასებს და კომპოზიციას ელსნერთან ერთად. ზუსტად ამ წლებში ელსნერმა აღმოჩინა შოპენის ”განუმეორებელი ნიჭი” და ”მუსიკალური გენია”. ისევე როგორც ჟივნიმ,ელსნერმაც კი არ იმოქმედა , არამედ გახსნა შოპენის ტალანტი. ელსნერის ცდილობდა შეესწავლა შოპენისადმი აკადემიური წესები, და ”შოპენმა უნდა შეძლოს შექმნას კლასიკურ წესებზე დაფუძნებული საკუთარი, განუმეორებელი მუსიკა ”

პოლონეთს არასოდეს არ ყოლია ისეთი მუსიკალური გენიოსი, როგორიც იყო ფრედერიკ შოპენი. მისი შემოქმედების უმეტესობა ფორტეპიანოსთვისაა დაწერილი. ის არ წერდა მუსიკას სიმფონიური ორკესტრისტვის (გამონაკლისია 2 საფორტეპიანო კონცერტი). წერდა პოლონეზებს, ნოქტურნებს, ვალსებს, ბალადებს და სხვ.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:19 | შეტყობინება # 45
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ფერენც (ფრანც) ლისტი (უნგ. Liszt Ferenc, გერმ. Franz Liszt) (დ. 22 ოქტომბერი, 1811 — გ. 31 ივლისი, 1886) — უნგრელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

9 წლისამ უკვე პირველი კონცერტები გამართა. 1825 წელს პარიზში დადგა პირველი ოპერა „დონ სანჩო“. 1830 წლის ივლისში, დაწერა „რევოლუციური სიმფონია“. 1838—47 ევროპულ ქვეყნებში ტრიუმფალური გასტროლების შემდეგ ლისტი აღიარებული იქნა გენიალურ პიანისტად, რომელმაც გადატრიალება მოახდინა საფორტეპიანო ხელოვნებაში. 1848 წლიდან ცხოვრობდა ვაიმარში. 11 წლის განმავლობაში დადგა 43 ოპერა (მათ შორის მოცარტის, ბეთჰოვენის, ვაგნერის ოპერები). ვაიმარში შექმნა მისი საუკეთესო ნაწარმოებები: „ფაუსტ სიმფონია“ (1857), „ღვთაებრივი კომედია“ (1856), „რა ისმის მთაზე“ (1857), „ტასო“ (1856), „ორფევსი“ (1854), „პრომეთე“ (1855) და მრავალი სხვა. ლისტს დიდი ღვაწლი მიუძღვის უნგრეთის საკომპოზიტორო და საშემსრულებლო სკოლების დაარსებასა და განვითარებაში.

მიმაგრება: 4072692.jpg (20.0 Kb)
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » რომანტიზმი
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz