პარასკევი, 19.04.2024, 19:41
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » ალფრედ ჰიჩკოკი
ალფრედ ჰიჩკოკი
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:53 | შეტყობინება # 16
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჰიჩკოკის მუშაობისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი უმინშვნელოვანესი გარემოება ის იყო, რომ ის საკუთარი ფილმების წარმოებას აკონტროლებდა მასალის შერჩევიდან მონტაჟამდე და არაფერს აკეთებდა შემთხვევითობის ხარჯზე. როცა ჰიჩკოკს არსებული მოდელები, მაგალითად პიესები ან რომანები სჭირდებოდა, ის იღებდა მხოლოდ მოქმედების ძირითად მოტივებს და ქმნიდა ახალ ისტორიას. ის თავად მონაწილეობდა სცენარის დამუშავებაში, მაგამ 1932 წლის შემდეგ ტიტრებში არ მოიხსენიებოდა, როგორც ავტორი. შესაძლებლობის შემტხვევაში ჰიჩკოკი ცვლიდა დიალოგებს სცენებში დაძაბულობის მისაღწევად (”სამაშველო ნავი”) ან ავტობიოგრაფიული შინაარსის მისანიჭებლად (”მე მოვინანიებ”). ყველაზე დახვეწილ დიალოგებშიც კი, როცა ეს მნიშვნელოვანი იყო, ჰიჩკოკი ყურადღებას ამახვილებდა კადრის გამომსახველობაზე.

ჰიჩკოკის თანახმად ის პროექტის დაგეგმვას მეტი ხალისით უდგეოდა, ვიდრე საკუთრივ სცენარზე მუშობას. შემოქმედებით მუშაობას კი დასრულებულად თვლიდა სცენარზე მუშაობის დასრულებასთან ერთად. საკუთარი სარეჟისორიო საქმიანობის დაწყების დღიდან ჰიჩკოკი ცდილობდა შესაძლებლობისამებრ თავიდან აეცილებინა ნებისმიერი იმპროვიზაცია. ის პროდიუსერების, მსახიობების, ტექნიკის, ცაიტნოტის გავლენას აღიქვამდა, როგორც საფრთხეს ფილმზე სასურველი კონტროლის დამყარებაში. ის გაურბოდა თავისუფალ, ასევე დროის მოკლე მონაკვეთში შექმნილ სცენარებს. საკუთარი ჩვეულების საპირისპიროდ ის ხანდახან უშვებდა მსახიობთა იმპროვიზაციას, ოღონდ მეორეხარისხოვან სცენებში. ჰიჩკოკის პრინციპები უმეტესწილად იდეალისტურ შეხედულებებს წარმოადგენდა. 1948 წლის შემდეგ შეეჩვია გადაღებების განსხავაებულად წარმართვას. თუმცა ის მაინც ცდილობდა პედანტურად ზუსტად დაგეგვმას. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ბილ კრონმა, რომელიც 1999 წელს დოკუმენტურ ფილმს იღებდა ჰიჩკოკზე, აღმოაჩინა ბევრი ფილმი, რომელთა დასასრული ჰიჩკოკს სხვადასხვა ვერსიად ჰქონდა გადაღებული და მხოლოდ სამონტაჟოში ჰქონდა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება საბოლოო სცენის შესახებ.

წლების განმავლობაში ჰიჩკოკს ჩამუყალიბდა მჭიდრო შემოქმედებითი კავშირები რამდენიმე ავტორთან: ჩარლზ ბენეტი, სემუელ ტეილორი, ერნესტ ლემანი. ის მუშაობდა პიესებისა და რომანების ავტორებთანაც: კარგად უგებდა ტორტონ უაილდერს, ჯორჯ თაბორს, ხოლო კამათობდა ჯონ სტაინბეკთან, ლეონ ურისთან, რეიმონდ ჩენდლერთან. კონფლიქტებს იწვვევდა ჰიჩკოკის მიერ საკუთარი პერსონის მუდმივი წარმოჩენა და მუშაობის ავტორიტარული სტილი. თუ ჰიჩკოკი ავტორის მუშაობით უკმაყოფილო იყო, ან საკუთარი ავტორიტეტის ეჭვქვეშ დაყენებას იგრძნობდა, ის უყოყმანოდ ცვლიდა ავტორს.

კერი გრანტი და ჯეიმს სტიუარტი ჰიჩკოკის ფილმებში მის ალტერ ეგოს განასახიერებენ. გრანტის გმირები ჰგავდნენ ჰიჩკოკს, ხოლო სტიუარტისა კი ჰიჩკოკის წარმოდგენებს საკუთარ თავზე. მსახიობთაგან მრავალწლიანი პირადი ურთიერთობა ჰიჩკოკმა დაამყარა გრეის კელისთან. გარდა ამისა, ცნობილია ჰიჩკოკის დაძაბული ურთიერთობები მისი ქერა პერსონაჟების შემსრულებლებთან, განსაკუთრებით ტოპი ჰედრენთან. ის პატივს არ სცემდა თეატრის მსახიობებს, რომლებიც კინოში საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ ანაზღაურების მიღების გამო თამაშობდნენ. შედარებით მეტ თავისუფლებას აძლევდა მსახიობებს, რომლებიც იზიარებდნენ მის შეხედულებებს კინემატოგრაფზე, მაგალითად ჯოზეფ კოტენი და მარლენ დიტრიხი.

ჰიჩკოკის დიდხნიანი თანამშრომლები იყვნენ ასევე ოპერატორი რობერტ ბარკსი და კომპოზიტორი ბერნარდ ჰერმანი, ასევე მემონტაჟე ჯორჯ ტომასინი. ჰიჩკოკის ადრეული ფილმების მონტაჟს მისი ცოლი, ალმა, აკეთებდა. ალმა სიცოცხლის ბოლომდე ჰიჩკოკის ყველაზე გავლენიანი მრჩეველი და თანამშრომელი იყო.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:53 | შეტყობინება # 17
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საკუთარი კარიერის დასაწყისიდანვე ხვდებოდა ჰიჩკოკი საკუთარი თავის რეკლამირების მნიშვნელობას. მისი მოქმედებები იყო ნაწილი სტრატეგიისა, რომელიც მიზნად ისახავდა ჰიჩკოკის სახელის, როგორც საფირმო ნიშნის დამკვიდრებას. 1927 წელს ჰიჩკოკმა სტილისტური ავტოპორტრეტი გამოიყენა ლოგოდ, რომელიც დღემდეა ცნობილი. 1930-იანი წლების დასაწყისში, როცა მისი ფილმები ინგლისში პოპულარული გახდა, ჰიჩკოკმა დააარსა საწარმო Hitchcock Baker Productions, რომელიც ემსახურებოდა ჰიჩკოკის პერსონის პოპულარიზაციისა და საჯაროობის უზრუნველყოფას. ამერიკაში გადასვლის შემდეგ ამ ფუნქციას ჰიჩკოკის პირადი აგენტი, ლევ წასერმანი ასრულებდა. 1962 წელს ჰერმან სიტრონმა ახალი საზოგადოება დააარსა, რომელიც ჰიჩკოკის ინტერესებს წარმოადგენდა და მისი სახელის რეკლამირებაზე მუშაობდა. თვითრეკლამის ერთ-ერთი მიზანი ფილმის გადაღების პროცესში ჰიჩკოკის დომინანტური როლის გამყარება იყო და ამ მხრივ, მისი შემოქმედებითი თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილს შეადგენდა.

სტატისტების სიმცირის გამო თავის პირველ ბრიტანულ ფილმებში ჰიჩკოკი თავად ჩნდებოდა უკანა პლანზე. აქედან დაიბადა მისი საფირმო ნიშანი: ჰიჩკოკის სავალდებულო კამეო-გამოსვლა. დროთა განმავლობაში მაყურებელი ფილმის მსვლელობას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა და და ჰიჩკოკის გამოჩენას ელოდა. ამიტომაც რეჟისორი ცდილობდა, კამეო არ მოხვედრილიყო ფილმის დასაწყისში. ჰიჩკოკი საკუთრივ არ გამოჩენილა სამ ფილმში. ამათგან ორ ფილმში ის ფოტოზე ჩანს. ”სამაშველო ნავი”ს მოქმედება მიმდინარეობს პატარა ნავზე შუაგულ ოკეანშეი, სადაც შეუძლებელი იყო ჰიჩკოკის გამოჩენა. ამიტომაც გაზეთზე, რომელიც ნავში დევს, ჩანს ჰიჩკოკის ფოტო, როგორც დიეტის რეკლამა. ჰიჩკოკის მონაწილეობა შეუძლებელი იყო ასევე ფილმში ”მკვლელობის შემთხვევაში აკრიფეთ ”მ””. ოთახში, სადაც კოლეჯის სტუდენტები გამოსამშვიდობებელ საღამოს აწყობენ, ჩანს ჰიჩკოკის ფოტო კედელზე. ერთადერთი ფილმია ”ეს ის კაცი არ არის”, სადაც ჰიჩკოკი დასაწყისში გამოდის და პროლოგს კითხულობს. ეს მისი ერთადერთი ხმოვანი როლია.

ჰიჩკოკის თვითრეკლამის ნაწილი იყო სატელევიზიო პროექტი, რომელიც მას აგენტმა ლევ ვასერმანმა ურჩია. 1955-დან 1965 წლამდე ჰიჩკოკი იყო ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემის პროდიუსერი. ბევრი სერიის დასაწყისში ჰიჩკოკის ესალმებოდა მაყურებელს, ხოლო შემდეგ გულგრილი სახით ყვებოდა საშინელ ტექსტებს. ამ გადაცემის წაყვანებმა მას ნაციონალურ დონეზე მოუტანა პოპულარობა. გადაცემებში გამოყენებული მუსიკა კი ჰიჩკოკის საიდენტიფიკაციო საფირმო მელოდიად იქცა.

1956 წელს ჰიჩკოკმა სახელის გამოყენების უფლება დაუთმო კრიმინალურ ჟურნალს Alfred Hitchcock’s Mystery Magazine. ჟურნალში, რომელიც დღემდე გამოდის, იბეჭდება კრიმინალური და მისტერიული ისტორიები, რეცენზიები და გამოცანები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:54 | შეტყობინება # 18
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჰიჩკოკის ფილმების ბევრი ელემენტი შევიდა კინოხელოვნების სტანდარტულ რეპერტუარში. ეს, უპირეველს ყოვლისა, ეხება სასპენზს, როგორც დაძაბულობის შექმნის საშუალებასა და მაკგაფინის გამოყენებას მოქმედების პროვოცირებისთვის. გარდა ამისა, 40-იანი წლებიდან მოყოლებული უამრავ ფილმში, მათ შორის სახელოვანი რეჟისორების ნამუშევრებში, გამოყენებულია ჰიჩკოკის ტიპური მოტივები ან სტილური ელემენტები. მისმა წარმატებლმა ფილმებმა ყველაზე მეტად ინსპირირება გაუკეთეს ჰოლივუდის პროდუქციას, რომელიც შინაარსობრივად და სტილისტურადაც ჰიჩკოკის შემოქმედებასთან ახლოს იდგნენ. უსამართლოდ დევნილისა და უნუგეში, საფრთხის ქვეშ მყოფი ქალის თემები ჰოლივუდური ფილმების ცენტრალური თემა გახდა.

იმ რეჟისორებს შორის, რომლებზეც ჰიჩკოკმა მეტ-ნაკლებად პირდაპირი გავლენა მოახდინა აღსანიშნავია ბრაიან დე პალმა. ის სარგებლობდა ბევრი წყაროთა და ციტატით ჰიჩკოკის ნამუშევრებიდან. ასევე ისესხა ზოგიერთი ფილმის ძირიტადი სტრუქტურა. მის მიერ ჰიჩკოკის გავლენით შექმნილი ფილმებია ”სამართებელი” და ”ორეული”. სტივენ სპილბერგი ჰიჩკოკის მოტივებს პირდაპირ არ იყენებდა, მაგრამ თემატური პარალელები და მოტივების ადაპტაცია ჩანს ფილმებში ”ყბები”, ”შინდლერის სია” და ფილმების სერიაში ინდიანა ჯონსის შესახებ. სხვა თანამედროვე ამერიკელი რეჟისორები, რომელთაც ჰიჩკოკის გავლენა განიცადეს, არიან ჯონ კარპენტერი, დევიდ ფინჩერი, დევიდ მამეტი, დევიდ ლინჩი, კვენტინ ტარანტინო, მარტინ სკორსეზე.

საფრანგეთში ჰიჩკოკი 50-იან წლებში აღიარეს საავტორო ფილმის იდეის მიმდევრებმა. 1957 წელს მაშინდელმა კრიტიკოსებმა და რეჟისორებმა ერიკ რომერმა და კლოდ შაბროლმა მასზე წიგნი გამოაქვეყნეს. 1960 წელს კინოფესტივალში ”ფრანგული კინემატოგრაფი” მონაწილეობის შემდეგ გაზეთი ”ჰერალდ ტრიბუნი” წერდა, რომ ჰიჩკოკი ერთ კვირაში გახდა ფრანგული ავანგარდის კუმირი. 1962 წლის აგვისტოში ჰიჩკოკმა მისცა 50-საათიანი ინტერვიუ 30 წლის ფრანგ კრიტიკოსსა და რეჟისორს, ფრანსუა ტრიუფოს. ტრიუფომ ის ქრონოლოგიურად გამოკითხა მანამდე გადაღებული 48 ფილმის შესახებ. წიგნი, რომელიც ინტერვიუების შედეგად გამოქვეყნდა, სტანდარტულ კინოლიტერატურად მიჩნევა. ტრიუფოს ფილმები ”451° ფარენჰეიტით”, ”ნაზი კანი”, ”ნეტა მალე დადგეს კვირა” ჰიჩკოკის გავლენას განიცდიან. ტრიუფოს გარდა ჰიჩკოკმა გავლენა მოახდინა კლოდ შაბროლის, რენე კლემანისა და ანრი-ჟორჟ კლუზოს ფილმებზე. სხვა ევროპელ რეჟისორებზე ჰიჩკოკის გავლენა უმნიშვნელო იყო.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:54 | შეტყობინება # 19
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ფილმოგრაფია

ბრიტანული პერიოდი, მუნჯი ფილმები (1925-1929)
1925 - სიამოვნების ბაღი (The Pleasure Garden)
1926 - მთის არწივი (The Mountain Eagle)
1927 - მდგმური (The Lodger)
1927 - მცდარ გზაზე (Downhill)
1927 - მსუბუქი ყოფაქცევა (Easy Virtue)
1927 - რინგი (The Ring)
1928 - ფერმერის ცოლი (The Farmer’s Wife)
1928 - შამპანური (Champagne)
1929 - ადამიანი კუნძულ მენიდან (The Manxman)

ბრიტანული პერიოდი, ხმოვანი ფილმები (1929-1939)
1929 - შანტაჟი (Blackmail)
1930 - იუნონა და ფარშევანგი (Juno and the Paycock)
1930 - მკვლელობა! (Murder!)
1930 - უსამართლო თამაში (The Skin Game)
1931 - ნომერი 17 (Number Seventeen)
1931 - მდიდრები და უცნაურები (Rich and Strange)
1933 - ვენის ვალსები (Waltzes from Vienna)
1934 - ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა (The Man Who Knew Too Much)
1935 - 39 საფეხური (The 39 Steps)
1936 - საიდუმლო აგენტი (Secret Agent)
1936 - საბოტაჟი (Sabotage)
1937 - ახალგაზრდა და უმანკო (Young and Innocent)
1938 - ქალბატონი იკარგება (The Lady Vanishes)
1939 - ტავერნა ”იამაიკა” (Jamaica Inn)

პირველი ჰოლივუდური პეროდი, შავ-თეთრი ფილმები (1940-1947)
1940 - რებეკა (Rebecca)
1940 - უცხოელი კორესპონდენტი! (Foreign Correspondent)
1941 - მისტერ და მისის სმიტები (Mr. & Mrs. Smith)
1941 - ეჭვი (Suspicion)
1942 - დივერსანტი (Saboteur)
1943 - ეჭვის ჭია (Shadow of a Doubt)
1944 - სამაშველო ნავი (Lifeboat)
1945 - მოჯადოებული (Spellbound)
1946 - უაზრო დიდება (Notorious)
1947 - პარადინის საქმე (The Paradine Case)

მეორე ჰოლივუდური პერიოდი, ფერადი ფილმები (1948-1963)
1948 - თოკი (Rope)
1949 - თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ (Under Capricorn)
1950 - სცენის შიში (Stage Fright)
1951 - უცნობი მატარებელში (Strangers on a Train)
1953 - მე მოვინანიებ (I Confess)
1954 - მკვლელობის შემთხვევაში აკრიფეთ ”მ” (Dial M for Murder)
1954 - ფანჯარა ეზოს მხარეს (Rear Window)
1955 - ქურდის დაჭერა (To Catch a Thief)
1955 - უთანხმოება გარისთან (The Trouble with Harry)
1956 - ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა (The Man Who Knew Too Much)
1956 - ეს ის კაცი არ არის (The Wrong Man)
1958 - თავბრუსხვევა (Vertigo)
1959 - ჩრდილოეთისაკენ, ჩრდილო-დასავლეთის გავლით (North by Northwest)
1960 - ფსიქო (Psycho)
1963 - ჩიტები (The Birds)

ბოლო ნამუშევრები (1964-1979)
1964 - მარნი (Marnie)
1966 - ჩამოხეული ფარდა (Torn Curtain)
1969 - ტოპაზი (Topaz)
1972 - სიგიჟე (Frenzy)
1976 - ოჯახური შეთქმულება (Family Plot)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:55 | შეტყობინება # 20
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჯილდოები

ჰიჩკოკი ექვსჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე: ხუთჯერ საუკეთესო რეჟისურისთვის, ხოლო ერთხელ საუკეთესო ფილმისთვის, როგორც პროდიუსერი. მან ეს პრიზი ვერასდროს მოიგო, რის შესახებაც ხუმრობდა, რომ მუდამ პატარძლის მგობარი იყო, მაგრამ პატარძალი ვერ გახდა.
1941: ოსკარის ნომინაცია საუკეთესო რეჟისურა - რებეკა
1942: ოსკარის ნომინაცია საუკეთესო ფილმი - ეჭვი
1944: ოსკარის ნომინაცია საუკეთესო რეჟისურა - სამაშველო ნავი
1945: ოსკარის ნომინაცია საუკეთესო რეჟისურა - მოჯადოებული
1954: ოსკარის ნომინაცია საუკეთესო რეჟისურა - ფანჯარა ეზოს მხარეს
1958: ოქროს გლობუსი საუკეთესო ტელე-შოუსთვის: ”ალფრედ ჰიჩკოკი წარმოგიდგენთ“
1960: ოსკარის ნომინაცია საუკეთესო რეჟისურა - ფსიქო
1968: კალიფორნიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება
1971: BAFTA-ს პრიზი შემოქმედებისათვის
1972: ოქროს გლობუსი შემოქმედებისათვის
1972: კოლუმბიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება
1973: ედგარ ალან პოს სახელობის ჯილდო - ამერიკელი მისტიკოსი მწერალი
1979: ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდება

ჰიჩკოკს ჰოლივუდში ორი ვარსკვლავი მიუძღვნეს: ფილმებისა და ტელევიზიის კატეგორიებში.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » ალფრედ ჰიჩკოკი
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:

ჰოსტერი uCoz