პარასკევი, 29.03.2024, 09:30
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » ნიკო გომელაური
ნიკო გომელაური
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 22:09 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
როგორ მომწონდი, როგორ...
ღმერთმა გაძლება მომცეს!
შენ შემომხედე გოგოვ,
და შემეკითხე "ვონცეს"?

როგორ მინდოდი, როგორ...
შენით გამეხსნა მადა.
შენ გაიკვირვე გოგოვ,
მითხარი "так и надо".

როგორ მაღგზნებდი, როგორ...
ვკიოდი რა ხმით: აუ!!!
შენ, მომეფერე გოგოვ,
მითხარი: "fuck me now".

როგორ მართობდი, როგორ...
შენს გამო გული ვფლითე.
შენ გამიღიმე გოგოვ,
მითხარი: წავალ, "bitte".

როგორ მჯეროდა, როგორ...
მეგონა, მედექ გვერდში.
შენ, მიმატოვე გოგოვ,
და თქვი: "arive derci".

პატარა, ცელქო გოგოვ,
როგორ მიყვარდი, როგორ...
სიყვარულია ლოტო.
შე-ჩემის პოლიგლოტო...


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 22:10 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.

წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს
მერე რა, რომ კოცნი სხვას!

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს!

წელიწადის.. არც ერთ დროს..
დღე-ღამეში.. არც ერთ წამს..
არაფერზე მეტყვი ხოს..
შენი მაინც მუდამ მწამს!..


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 22:10 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.
თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 22:12 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია...
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი...
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ "ბებერი ალაზანში კიდია"...
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები...

ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 22:13 | შეტყობინება # 5
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გადის ცხოვრება, გადის...
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად...
უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა...
ცხოვრება გადიიიის...


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 22:14 | შეტყობინება # 6
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი...
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა...


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 22:14 | შეტყობინება # 7
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
შენ ლექსებს წერდი ლექსის ჯინაზე!
შენ ასრულებდი საოცარ როლებს!
და არა ჰგავდი ამ ქვეყანაზე,
არც დიდ-პატარებს და არცა ტოლებს.

შენში ბუდობდნენ ავი ლექსები
და ამ ლექსებით ცოცხლობდი მხოლოდ!
პოეტის თვალით ხედავდი ფერებს
და ამ ფერებში მოჩანდა ბოლო...

და ამ ფერებში ხედავდი თვალით,
როგორ მიქროდა ცხოვრება შენი...
და თუ ცხოვრება დამავიწყდება,
გამახსენდება ლექსები შენი!

გამახსენდება, რომ ლექსებს წერდა,
დიდი პოეტი, დიდი აურით...
გამახსენდება, რომ ამ კაცს ერქვა:
დიადი ნიკო გომელაური!


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 22:15 | შეტყობინება # 8
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მოიწყინა ქვეყანამ,
უკვე კარგა ხანია .
სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ,
ვეღარც კარგი ბანია .

ვეღარ გაგვირჩევია
უცნობი და ნაცნობი . . .
მომავალი ჩვენია
- მომავალი ღვარცოფი . . .

მომავალი მეხია ,
მომავალი გვალვაა !
მუმლი გადაგვეხვია
წინ ჩირგვებში მალვაა . . .

ჭკუა აღმართს ვერა ხნავს ,
ბრბოს მაგივრად მრცხვენია . . .
და ამ ჩემს კარგ ქვეყანას
მაზედ მოუწყენია . . ..


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 22:15 | შეტყობინება # 9
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მე რომ შემეძლოს ჩხუბის ატანა,
ქუჩა-ქუჩა კი აღარ ვივლიდი,
ჩვენ ვიქნებოდით ერთად პატარავ
და როგორც სულთანს შენ მომივლიდი...

მაგრამ სად არი ბაირამობა
-ბედი დაგდევდეს ფეხდაფეხ სულ თან.
ეს ალბათ უკვე აღარ გამოვა,
სულთანი არის შორი შენს სულთან


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 22:16 | შეტყობინება # 10
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რაღაც... უცებ... სადღაციდან
რომანტიზმი მეცა...
კი მოვწყვეტდი ვარსკვლავს ციდან
-მენანება ზეცა!

ზეციდან კი არ დავწყვიტავ
(ასე კი არ ვაფრენ)
-ვარსკვლავებად გადავწყვიტე,
ჩემს სტრიქონებს გავფენ...


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 22:16 | შეტყობინება # 11
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.

როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.

ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.

საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა..


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » ნიკო გომელაური
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz