ხუთშაბათი, 28.03.2024, 21:24
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 21:58 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქალკოზინი
ქალკოზინ-ი [< ბერძ. chalkos სპილენძი] - სპილენძის კრიალა, სპილენძის ნაერთი გოგირდთან; სპილენძის მისაღები მადანია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქალკოლითი
ქალკოლით-ი [ბერძ. chalkos სპილენძი და lithos ქვა] - სპილენძ-ქვის ხანა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქალკოპირიტი
ქალკოპირიტ-ი [ბერძ. chalkos სპილენძი და pyritē გოგირდის ალმადანი] - მინერალი, სპილენძის ალმადანი, სპილენძის ნაერთი რკინასა და გოგირდთან; სპილენძის მისაღები მადანია. =უცხო სიტყვათა More…
ქალცედონი
ქალცედონ-ი [ბერძ. chalkēdōn] - მინერალი, კვარცის ნაირსახეობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქამელეონი
ქამელეონ-ი [ბერძ. chamaileōn] – 1. ხვლიკის მსგავსი ცხოველი, რომელიც ფერს იცვლის გარემო პირობების (მაგ., განათების, სითბოს) შეცვლის შედეგად. 2. იტყვიან უპრინციპო ადამიანზე, რომელიც More…
ქამიტური ენები
ქამიტურ-ი ენები - აფრიკაში გავრცელებული ერთი ჯგუფის ენები: ბერბერული, ძველი ეგვიპტური, კოპტური და სხვ.: ენათესავებიან სემიტურ ენებს [ბიბლიური ნოეს მეორე შვილის - ქამის - სახელის მიხედვით]. More…
ქანდაკება, სკულპტურა
სახვითი ხელოვნების სახე, რომელიც მოიცავს მრგვალ და რელიეფურ გამოსახულებებს, შექმნილს გამოკვეთით, გამოთლით, ჩამოსხმით ან ძერწვით. თვითონ ეს ნაწარმოებებიც (სტატუები, ბიუსტები, რელიეფები და More…
ქაოსი
ქაოს-ი [ბერძ. chaos] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: უსასრულო სივრცე, ბნელით მოცული უფსკრული, სამყაროს მატერიალური ელემენტების უწესრიგო გროვა, რომლისგანაც წარმოიშვა ყველაფერი არსებული. 2. სრული More…
ქარაქტეროლოგია
ქარაქტეროლოგია [ბერძ. charaktēr ხასიათი და logos მოძღვრება] - ფსიქოლოგიაში: მოძღვრება ხასიათის შესახებ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქართულ სასულიერო გალობა
ქართულ სასულიერო გალობას IX-XII სს-ში დიდი ღვაწლი დასდეს გრიგოლ ხანძთელმა, იოანე ზოსიმემ, იოანე მინჩხმა, მიქაელ მოდრეკილმა, გრიგოლ მთაწმინდელმა, არსენ იყალთოელმა, იოანე პეტრიწმა. More…
ქართული თეატრი
ძველ ქართულ სანახაობებს შორის მკაფიო თეატრალობით გამოირჩევა ნიღბოსანთა იმპროვიზებული თეატრი - ბერიკაობა, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში გაზაფხულის დღესასწაულის - ყველიერის დროს More…
ქართული კინო
XX ს-ის დასაწყისიდან იღებს სათავეს, მსოფლიო კინემატოგრაფიის აღმოცენებიდან სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ, 1896 წლის 16 ნოემბერს, თბილისშიც უჩვენეს «ლუმიერის სინემატოგრაფი», გაჩნდა პირველი More…
ქართული მუსიკალური ფოლკლორი
ჟანრობრივად მდიდარი და მრავალფეროვანია, გამოიყოფა სამი ძირითადი ჟანრი: შრომის (ინდივიდუალურ და კოლექტიურ შრომასთან დაკავშირებული სიმღერები: «გუთნური», «კევრული», «ურმული», «ჰერიო», ღერები: More…
ქართული პროფესიული მუსიკა
ქართული პროფესიული მუსიკა ეფუძნება უმდიდრეს და უძველეს ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს. მანვე შემოქმედებითად შეისისხლხორცა მსოფლიოს პროფესიული მუსიკალური ხელოვნების საუკეთესო მიღწევები. ქართული More…
ქართული ხალხური საკრავები
უძველესი დროიდანაა ცნობილი, უმრავლეს შემთხვევაში, სიმღერის ან ცეკვის თანხლების ფუნქციით. უძველესი არქეოლოგიური ცნობა ქართული საკრავის შესახებ, მიეკუთვნება ძვ.წ.-ით XV ს. (მცხეთაში ნაპოვნი More…
ქართული ხალხური სიმღერა
ქართული ხალხური სიმღერა უძველესი დროიდან მრავალხმიანი იყო, რის შესახებაც გვამცნობს იოანე პეტრიწი (XI ს.), აგრეთვე რუსთაველის, ჩახრუხაძის, შავთელის, ორბელიანის, გურამიშვილის, ბესიკისა და More…
ქარიბდა
ქარიბდა - იხ. სცილა და ქარიბდა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქარიტები
ქარიტებ-ი [ბერძ. Charites] - ბერძნულ მითოლოგიაში: სილამაზისა და მხიარულების სამი ქალღმერთი (რომაულ მითოლოგიაში მათ შეესაბამებიან გრაციები). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქარონი
ქარონ-ი [ბერძ. Charōn] - ბერძნულ მითოლოგიაში: მენავე, რომელსაც მიწისქვეშა სამეფოს მდინარეზე საფასურით გადაჰყავდა გარდაცვლილთა სულები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქარტია
ქარტია [< ბერძ. chartēs (ლათ. charta) ქაღალდი] – 1. ძველ საბერძნეთსა და რომში: პაპირუსის ან პერგამენტის გრაგნილი (ხელნაწერი). 2. სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ზოგი More…
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 21:59 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქენდირი
ქენდირ-ი [თურქ.] - მრავალწლოვანი მცენარე; აქვს მაღალი ღირსების ბოჭკო, რომლისგანაც ამზადებენ თოკებს, სათევზაო ბადეებს და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქვაზი
ქვაზი- - (უმართებ.). იხ. კვაზი-. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქვალიტატიური, ქვანტიტატიური
ქვალიტატიურ-ი, ქვანტიტატიურ-ი - (უმართებ.). იხ. კვალიტატიური, კვანტიტატიური. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქვორუმი
ქვორუმ-ი - (უმართებ.). იხ. კვორუმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქილიაზმი
ქილიაზმ-ი [ბერძ. chiliasmos < chilias ათასი] - რელიგიური მოძღვრება, რომლის თანახმადაც ქვეყნის დასასრულის წინ დედამიწაზე იქნება ათასწლიანი „ღვთის სუფევა“; დამახასიათებელია ადრეული More…
ქილიასტები
ქილიასტებ-ი - ქილიაზმის მიმდევრები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქილუსი
ქილუს-ი [გვიანდ. ლათ. chylus < ბერძ. chylos წვენი] - რძისფერი სითხე (რძეწვენი), რომელიც მოიპოვება ნაწლავების ლიმფის სადინარებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმერა
ქიმერა [ბერძ. Chimaira] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული, რომელსაც აქვს ლომის თავი, თხის ტანი და გველის თავით დასრულებული კუდი; მოკლა ბელეროფონტმა. 2. შუა საუკუნეების More…
ქიმერული
ქიმერულ-ი - განუხორციელებელი, ფანტასტიკური (იხ. ქიმერა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმია
ქიმია [ბერძ. chēmeia] - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ნივთიერებათა ატომურ აგებულებას და ერთი ნივთიერების გარდაქმნას სხვა ნივთიერებად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიათერაპია
ქიმიათერაპია [ქიმია და ბერძ. therapeia მკურნალობა] - ინფექციურ დაავადებათა მკურნალობა ქიმიური ნივთიერებებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიზაცია
ქიმიზაცია - ქიმიის მიღწევათა ყოველმხრივი გამოყენება, ქიმიური პროცესებისა და უახლესი ქიმიური მასალების დანერგვა სახალხო მეურნეობის ყველა დარგში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიკალიები
ქიმიკალიებ-ი [გერმ. Chemikalien] - ქიმიური წარმოების პროდუქტები, ქიმიური პრეპარატები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიკატები
ქიმიკატებ-ი - იგივეა, რაც ქიმიკალიები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიკოსი
ქიმიკოს-ი - ქიმიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიური
ქიმიურ-ი - ქიმიასთან დაკავშირებული; რასაც ქიმია სწავლობს. ქიმიური ელემენტი - მარტივი ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივი ქიმიური მეთოდებით არ იშლება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმუსი
ქიმუს-ი [ბერძ. chymos წვენი] - თხელი ფაფისებური მასა ნაწლავებში; წარმოიქმნება საჭმლის მომნელებელი წვენების მოქმედების შედეგად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქინოლინი
ქინოლინ-ი - ორგანული ნაერთი; მოიპოვება ქვანახშირის ფისში; გამოიყენება როგორც გოგირდის, ფოსფორის გამხსნელი და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქინონი
ქინონ-ი - ორგანული ნაერთი არომატული რიგისა, მოოქროსფრო-ყვითელი კრისტალური ნივთიერება; მიიღება ჩვეულებრივ ანილინის დაჟანგვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქირომანტი
ქირომანტ-ი - პირი, რომელიც ქირომანტიას მისდევს, მკითხაობს ხელისგულის ხაზების მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 21:59 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქირომანტია
ქირომანტია [ბერძ. cheir ხელი და manteia მკითხაობა, წინასწარმეტყველება] - მკითხაობა ხელისგულის ხაზების მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქირურგი
ქირურგ-ი - ქირურგიის სპეციალისტი ექიმი; დასტაქარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქირურგია
ქირურგია [ბერძ. cheirurgia < cheir ხელი და ergon მუშაობა] - მედიცინის ნაწილი, რომელიც სწავლობს დაავადებათა (უპირატესად) ოპერაციული გზით მკურნალობის მეთოდებს; მკურნალობა უპირატესად More…
ქიტინი
ქიტინ-ი [ფრანგ. chitine < ბერძ. chitōn ტანსაცმელი; კანი, გარსი] – (ბიოლ.). ორგანული ნივთიერება, რომლისგანაც შედგება ფეხსახსრიანთა (კიბოსნაირების, მწერების და სხვ.) გარეთა, მაგარი More…
ქიტონები
ქიტონებ-ი - (ზოოლ.). ზღვის მოლუსკების კლასი; მათთვის დამახასიათებელია რვა ნაწილისაგან შემდგარი ნიჟარა; ჯავშნოსნები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიტონი
ქიტონ-ი [ბერძ. chitōn] – 1. ძველ საბერძნეთში: მიტკლის ან სელის გრძელი პერანგი (იცვამდნენ მონები, გლეხები და ახალგაზრდა ქალები). 2. საბალეტო უსახელო ტანსაცმელი, რომაული ტუნიკის მსგავსი. More…
ქლამიდი და ქლამინდი
ქლამიდ-ი და ქლამინდ-ი [ბერძ. clamus (chlamydos)] - ძველი ბერძნებისა და რომაელების სამოსი (მამაკაცისა) - ერთგვარი ლაბადა, რომელსაც შესაკრავი ჰქონდა მარჯვენა მხარზე ან გულზე. =უცხო More…
ქლამიდომონადები
ქლამიდომონადებ-ი - მოძრავი ერთუჯრედიანი მწვანე წყალმცენარეები; გავრცელებულია პატარ-პატარა მტკნარ წყალსატევებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქლორატორი
ქლორატორ-ი - აპარატი წყლის ქლორირებისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქლორაცეტოფენონი
ქლორაცეტოფენონ-ი - ძლიერი ცრემლსადენი მომწამვლელი ნივთიერება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქლორელა
ქლორელა [< ბერძ. chlōros მწვანე] - ერთუჯრედიანი მიკროსკოპული მწვანე წყალმცენარე; უხვად შეიცავს ცილას, ცხიმებს; მრავლდება სწრაფად (კულტურაშიც). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქლორი
ქლორ-ი [ბერძ. chlōros მწვანე] - ქიმიური ელემენტი, მომწვანო-მოყვითალო ფერის მახრჩობელა გაზი; იყენებენ ტექნიკაში, სანიტარიაში და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქლორიდები
ქლორიდებ-ი - ქლოროვანი მარილმჟავას მარილები (მაგ., ნატრიუმის ქლორიდია სუფრის მარილი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქლორინი
ქლორინ-ი - ერთგვარი ხელოვნური ბოჭკო; ამ ბოჭკოს ქსოვილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქლორირება
ქლორირება - ქლორის საშუალებით გაწმენდა; ქლორით დამუშავება; დაქლორვა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქლორიტები
ქლორიტებ-ი - ქლოროვანი მჟავას მარილები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქლოროზი
ქლოროზ-ი [< ბერძ. chlōros მწვანე] – 1. (მედიც.). სისხლნაკლებობა - ჰემოგლობინის მნიშვნელოვანი დაქვეითება სისხლის წითელ ბურთულებში; სიმწვანის სენი. 2. (ბოტან.). მცენარის დაავადება, More…
ქლოროპლასტი
ქლოროპლასტ-ი [ბერძ. chlōros მწვანე და plastos გამოძერწილი, წარმოქმნილი] – (ბოტან.). ქლოროფილის შემცველი მწვანე სხეულაკი მცენარეთა უჯრედების პროტოპლაზმაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქლოროფილი
ქლოროფილ-ი [ბერძ. chlōros მწვანე და phyllon ფოთოლი] - საღებავი ნივთიერება (პიგმენტი), რომელიც მწვანე ფერს აძლევს მცენარის ფოთლებსა და სხვა ნაწილებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქლოროფორმი
ქლოროფორმ-ი [ქლორი და ლათ. (acidum) form (icum) ჭიანჭველმჟავა] - ქლორის შემცველი თავისებური სუნის მქონე ამქროლადი სითხე; მედიცინაში იყენებენ დასაძინებელ საშუალებად.
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 22:00 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქლორპიკრინი
ქლორპიკრინ-ი [ქლორი და ბერძ. pikros მწარე] - მომწამვლელი ნივთიერება - მწვავე სუნის მქონე უფერო სითხე, რომელიც აღიზიანებს ლორწოვან გარსს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქნესეთი
ქნესეთ-ი (და არა: კნესეტი) [ებრ. kneset] - ისრაელის სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქოლერა
ქოლერა [ბერძ. cholera] - მწვავე გადამდები დაავადება; იცის პირღებინება, კუჭის აშლა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქოლერიკი
ქოლერიკ-ი [ლათ. cholericus < ბერძ. cholē ნაღველი] - ქოლერიკული ტემპერამენტის მქონე, ფიცხი ადამიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქოლერიკული
ქოლერიკულ-ი - ფიცხი, ენერგიული (ითქმის ტემპერამენტზე). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქოლერინა
ქოლერინა - კუჭ-ნაწლავის მწვავე აშლილობა; პირველ დღეებში ქოლერას მოგვაგონებს (სხვანაირად: ევროპული ქოლერა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქოლესტერინი
ქოლესტერინ-ი [ბერძ. cholē ნაღველი და (იხ. სტერინი)] - ორგანული ნივთიერება, ერთატომიანი სპირტი სტერინების ჯგუფისა; მოიპოვება ცხოველურ ორგანიზმებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქოლეცისტიტი
ქოლეცისტიტ-ი [ბერძ. cholē ნაღველი და kystis ბუშტი] – (მედიც.). ნაღვლის ბუშტის ანთება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქოლინი
ქოლინ-ი [< ბერძ. cholē ნაღველი] B ჯგუფის ვიტამინი, რომელიც პირველად ნაღვლიდან გამოყვეს; ხელს უშლის ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარების შედეგად გაჩენილ ღვიძლის მძიმე დაავადებებს. More…
ქონდრიომი
ქონდრიომ-ი - (ბიოლ.). ქონდრიოსომების ერთობლიობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქონდრიოსომები
ქონდრიოსომებ-ი [ბერძ. chondros მარცვალი, კვნიტი და sōma სხეული] – (ბიოლ.). უჯრედის ორგანოიდების ერთ-ერთი სახეობა; აქვთ მარცვლის ან ძაფის ფორმა; მათ შემადგენლობაში შედის სხვადასხვა ფერმენტი More…
ქონდრიტი
ქონდრიტ-ი [< ბერძ. chondros ხრტილი] – (მედიც.). ხრტილის ანთება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქონდროლოგია
ქონდროლოგია [ბერძ. chondros ხრტილი და logos მოძღვრება] - ანატომიის ნაწილი, რომელიც ხრტილებს სწავლობს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქონდრომა
ქონდრომა [ბერძ. chondros ხრტილი და (onk)ōma სიმსივნე] – (მედიც.). კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შედგება ხრტილოვანი ქსოვილისაგან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორალი
ქორალ-ი [< ლათ. (cantus) choralis გუნდური (საგალობელი)] - კათოლიკეთა და პროტესტანტთა რელიგიური საგალობელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორდა
ქორდა [ბერძ. chordē სიმი] – 1. (მათემ.). სწორი ხაზი, რომელიც აერთებს რომელიმე მრუდი ხაზის ან მრუდი ზედაპირის ორ წერტილს. 2. ზოგი ცხოველის (აგრეთვე ადამიანის ჩანასახის) ხერხემლის დრეკადი, More…
ქორდომეტრი
ქორდომეტრ-ი [ბერძ. chordē სიმი და metreō ვზომავ] - სიმის სისქის გასაზომი ხელსაწყო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორე
ქორე [< ბერძ. choreios] - ლექსის ორმარცვლიანი მუხლი, რომლის ერთი მარცვალი გრძელია (ან მახვილიანი). მეორე კი - მოკლე (ან უმახვილო). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორეა
ქორეა [ბერძ. choreia ცეკვა] - ნერვული დაავადება; დამახასიათებელია კიდურებისა და სახის კუნთების უნებლიე და უწესრიგო მოძრაობა, რომელიც მხოლოდ ძილში წყდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორეოგრაფი
ქორეოგრაფ-ი - ქორეოგრაფიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 22:00 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქორეოგრაფია
ქორეოგრაფია [ბერძ. choreia ცეკვა და graphō ვწერ] – 1. ცეკვის ხელოვნება; ცეკვებისა და საბალეტო სპექტაკლების დადგმის ხელოვნება. 2. (მოძვ.). ცეკვის ჩაწერა საგანგებო პირობითი ნიშნების More…
ქორეოლოგია
ქორეოლოგია [ბერძ. choreia ცეკვა და logos მოძღვრება] - მოძღვრება ცეკვების შესახებ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორეპისკოპოსი
ქორეპისკოპოს-ი [ბერძ. chōra ქვეყანა და (იხ. ეპისკოპოსი)] – 1. მთავარი ეპისკოპოსის თანაშემწე. 2. უმრევლო ეპისკოპოსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორმაისტერი
ქორმაისტერ-ი [ბერძ. choros გუნდი და გერმ. Meister ოსტატი, ხელმძღვანელი] - მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი; ლოტბარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორო
ქორო [ბერძ. choros] – (მოძვ.). მომღერალთა გუნდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქოქოსი
ქოქოს-ი [ესპ. cocos (მრ.)] – 1. იგივეა, რაც ქოქოსის პალმა. ქოქოსის პალმა - მაღალი პალმა, რომელსაც აქვს რგოლებიანი ტანი და ფრთისებრი ფოთლები; ისხამს მსხვილ გემრიელ ყუათიან ნაყოფს. 2. ქოქოსის More…
ქოქსაღიზი
ქოქსაღიზ-ი [თურქ.] - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე; მისი ფესვები შეიცავენ კაუჩუკს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრესტომათია
ქრესტომათია [ბერძ. chrēstomatheia] - სახელმძღვანელო, რომელშიც შერჩევით არის შეტანილი ლიტერატურული ან მეცნიერული თხზულებანი ან ასეთ თხზულებათა ნაწყვეტები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრიზანთემა
ქრიზანთემა [ბერძ. chrysanthemon] - დეკორატიული მცენარე, რომელიც იკეთებს კალათებად შეკრებილ სხვადასხვა შეფერილობის ყვავილებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრიზო-
ქრიზო- [< ბერძ. chrysos ოქრო] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი: ნიშნავს ოქროსფერის ქონას. მაგ., ქრიზობერილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრიზობერილი და ქრიზობივრილი
ქრიზობერილ-ი და ქრიზობივრილ-ი [ბერძ. chrysos ოქრო და beryllos ბერილი, ბივრილი] - გამჭვირვალე ძვირფასი ქვა, ოქროსფერი ან მწვანე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრიზოკოლა
ქრიზოკოლა [ბერძ. chrysos ოქრო და kolla წებო] – მწვანე ან ლურჯი მინერალი; წარმოიქმნება სპილენძის სხვადასხვა მადნის დაშლის შედეგად; სპილენძის მისაღები მადანია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრიზოლითი
ქრიზოლით-ი [ბერძ. chrysolithos < chrysos ოქრო და lithos ქვა] - მინერალი. გამჭვირვალე სახეობა ოლივინისა; გადაჰკრავს დამახასიათებელი ოქროსფერი: იყენებენ საიუველირო საქმეში. More…
ქრიზოპრაზი
ქრიზოპრაზ-ი [ბერძ. chrysos ოქრო და prasios მწვანე] - ქალცედონის ნაირსახეობა: ნიკლის მარილების მიერ შეფერადებულია მწვანედ; წარმოადგენს ნახევრად ძვირფას ქვას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრიზოტილი
ქრიზოტილ-ი [ბერძ. chrysos ოქრო და tilos ბოჭკო] - აზბესტის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაირსახეობა (თავისი ტექნიკური თვისებებით). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრომალი
ქრომალ-ი [ქრომ(ი) და ალ(უმინი)] - საერთო სახელწოდება რკინის საფუძვლის მქონე მხურვალმედეგი შენადნობებისა, რომლებიც შეიცავს 17-30% ქრომსა და 4-5% ალუმინს: მავთულებისა და ლენტების სახით More…
ქრომატი
ქრომატ-ი - ქრომის მჟავას მარილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრომატიზმი
ქრომატიზმ-ი [ბერძ. chrōmatismos შეღებვა, შეფერილობა] – 1. (ფიზ.). თეთრი სხივის თვისება - დაიშალოს სხვადასხვა ფერის სხივებად. 2. (მუს.). ხმის, მელოდიის ამაღლება ან დადაბლება ნახევარტონებით. More…
ქრომატინი
ქრომატინ-ი [< ბერძ. chrōma (chrōmatos) ფერი, საღებავი] – (ბიოლ.). ქრომოსომების ნივთიერება, რომელიც მოიპოვება მცენარეული და ცხოველური უჯრედის ბირთვებში; კარგად იღებება ბირთვული More…
ქრომატული
ქრომატულ-ი [ბერძ. chrōmatikos] - ფერადი, შეღებილი ქრომატული ფერები - წითელი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 22:00 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქრომელი
ქრომელ-ი [< ქრომი და (ნიკ)ელი] - ნიკლისა და ქრომის შენადნობი; უძლებს დიდ ტემპერატურას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრომი
ქრომ-ი [ბერძ. chrōma ფერი] – 1. ქიმიური ელემენტი, მყარი მოვერცხლისფრო ლითონი: იყენებენ მყარ შენადნობთა მისაღებად და ლითონის ნაკეთობათა ზედაპირის დასაფარავად. 2. ერთგვარი რბილი ტყავი, More…
ქრომირება
ქრომირება - 1. ქრომის (მნიშვ. 1) ფენით დაფარვა (ლითონის ნაკეთობისა); მოქრომვა. 2. ქრომის მარილებით დამუშავება (ტყავისა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრომიტი
ქრომიტ-ი - ქრომისა და რკინის შემცველი მინერალი; ქრომოვანი რკინაქვა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრომოლითოგრაფია
ქრომოლითოგრაფია - 1. სხვადასხვა ფერის გამოსახულებათა ლითოგრაფიულად ბეჭდვის ხერხი. 2. ამ ხერხით მიღებული გამოსახულება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრომოსომა
ქრომოსომა [ბერძ. chrōma ფერი, საღებავი და sōma სხეული] – (ბიოლ.). უჯრედის ბირთვის ის ნაწილი, რომელიც იღებება და ყველაზე უფრო მკაფიოდ ჩანს უჯრედის გაყოფის დროს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრომოსფერო
ქრომოსფერო [ბერძ. chrōma ფერი, საღებავი და sphaira სფერო, ბურთი] – (ასტრ.). მზის ატმოსფეროს ერთ-ერთი ფენა წითელი ფერისა, რომელიც შედგება უამრავი პროტუბერანცისაგან. =უცხო სიტყვათა More…
ქრომოფოტოგრაფია
ქრომოფოტოგრაფია [ბერძ. chrōma ფერი და ფოტოგრაფია] - ფერადი ფოტოგრაფია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრონიკა
ქრონიკა [ბერძ. chronikos დროსთან დაკავშირებული] – 1. მიმდინარე ცხოვრების ამსახველი ცნობების, ახალი ამბების განყოფილება (გაზეთში, ჟურნალში...). 2. დოკუმენტური კინოფილმი (ჩვეულებრივ, More…
ქრონიკალური
ქრონიკალურ-ი - ქრონიკასთან დაკავშირებული. ქრონიკალური (კინო)ფილმი - იგივეა, რაც ქრონიკა (მნიშვ. 2). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრონიკიორი
ქრონიკიორ-ი [ფრანგ. chroniqueur] - გაზეთის, ჟურნალის, რადიოს, ტელევიზიის თანამშრომელი, რომელიც აგროვებს მასალას ქრონიკისათვის (იხ. ქრონიკა, მნიშვ. 1). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრონიკული
ქრონიკულ-ი - 1. რაც დიდხანს გრძელდება, მიმდინარეობს; ხანგრძლივი, მუდმივი. მაგ., ქრონიკული დაავადება. 2. ისეთი (ავადმყოფი), რომელსაც მოურჩენელი სენი სჭირს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრონისტი
ქრონისტ-ი - ქრონიკების (იხ. ქრონიკა, მნიშვ. 3) შემდგენელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრონოგრაფი
ქრონოგრაფ-ი [ბერძ. chronos დრო და graphō ვწერ] – 1. დროის უმცირესი მონაკვეთების გასაზომი ან ამა თუ იმ მოვლენის დროის ცალკეული მომენტების სარეგისტრაციო ხელსაწყო; დრომწერი. 2. ძველი More…
ქრონოლოგია
ქრონოლოგია [ბერძ. chronos დრო და logos მოძღვრება] – 1. ისტორიული მოვლენების თანამიმდევრობა დროის მიხედვით. 2. დამხმარე ისტორიული დისციპლინა, რომელიც ადგენს ისტორიული ამბებისა და საბუთების More…
ქრონოლოგიური
ქრონოლოგიურ-ი - 1. ქრონოლოგიასთან დაკავშირებული. 2. დროის მიხედვით თანამიმდევრული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრონომეტრაჟი
ქრონომეტრაჟ-ი [ფრანგ. chronometrage] - განმეორებადი შრომითი ოპერაციების შესრულებაზე სამუშაო დროის ხარჯვის შესწავლის მეთოდი; მდგომარეობს ამ ოპერაციების ხანგრძლივობის გაზომვაში და მათი More…
ქრონომეტრაჟისტი
ქრონომეტრაჟისტ-ი - პირი, რომელიც რისამე ქრონომეტრაჟს აწარმოებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრონომეტრი
ქრონომეტრ-ი [ბერძ. chronos დრო და metreō ვზომავ] – 1. გადასატანი ზუსტი საათი; იყენებენ ასტრონომიაში, ნავიგაციაში, გეოდეზიაში და სხვ. 2. (მოძვ.). ზუსტი ჯიბის საათი. =უცხო სიტყვათა More…
ქრონოსკოპი
ქრონოსკოპ-ი [ბერძ. chronos დრო და skopeō ვუყურებ] - ხელსაწყო დროის უმცირესი მონაკვეთების გასაზომად (წამის ერთ მეათასედამდე სიზუსტით). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 22:00 | შეტყობინება # 7
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქსანთიპე
ქსანთიპე [ბერძ. Xanthippē] - ბერძენი ფილოსოფოსის სოკრატეს (469-399 ძვ. წელთაღრ.) ცოლი, რომლის სახელი დარჩა საზოგადოდ ავი, კაპასი დედაკაცის აღმნიშვნელად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსანთოფილი
ქსანთოფილ-ი [ბერძ. xanthos ყვითელი და phyllon ფოთოლი] - უმაღლესი მცენარეების ფოთლებში, ყვავილებში, ნაყოფსა და კვირტებში არსებული ყვითელი პიგმენტების მთავარი შემადგენელი ნაწილი. =უცხო More…
ქსანთოფსია
ქსანთოფსია [ბერძ. xanthops ყვითელი და ops მხედველობა] - საგნების დანახვა ყვითლად; შეინიშნება პიკრინმჟავათი, ზოგი სამკურნალო პრეპარატით მოწამვლის, სიყვითლის (ზაფრის) და ზოგი სხვა დაავადების More…
ქსენიები1
ქსენიებ-ი1 [ბერძ. xenia სტუმართმოყვარეობა < xenos სტუმარი, უცხო] – (ბოტან.). თესლი ან ნაყოფი, რომელიც განსხვავდება იმავე მცენარის სხვა თესლისა ან ნაყოფისაგან ფერით, ფორმით, სიდიდით More…
ქსენიები2
ქსენიებ-ი2 [ბერძ. xenia] – 1. ძველ ბერძნებსა და რომაელებში: საჩუქრები, რომლებსაც მასპინძელი მიართმევდა ხოლმე სტუმრებს ნიშნად სტუმართმოყვარეობისა. 2. მოკლე ლექსები ეპიგრამებისა და More…
ქსენოგამია
ქსენოგამია [ბერძ. xenos უცხო და gamos ქორწინება] – (ბოტან.). ჯვარედინი დამტვერვა, რომლის დროსაც ერთი მცენარის ყვავილი იმტვერება სხვა მცენარის ყვავილის მტვრით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსენოლითი
ქსენოლით-ი [ბერძ. xenos უცხო და lithos ქვა] - უცხო ქანის ნატეხი, რომელიც მოქცეულია სხვა რომელიმე ამოფრქვეული ქანის შიგნით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსენონი1
ქსენონ-ი1 [< ბერძ. xenos უცხო] - ქიმიური ელემენტი, ჰელიუმის ჯგუფის გაზი; იყენებენ ელექტროტექნიკაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსენონი2
ქსენონ-ი2 [ბერძ. xenon] – 1. საავადმყოფოებში: (ავადმყოფთა) მისაღები განყოფილების მოძველებული სახელწოდება. 2. ძველ საქართველოში: საავადმყოფო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსენოფილი
ქსენოფილ-ი - უცხოელებისა და ყოველივე უცხოურის მოყვარული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსენოფილია
ქსენოფილია [ბერძ. xenos უცხო, უცხოელი და philia სიყვარული] - უცხოელებისა და ყოველივე უცხოურის სიყვარული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსენოფობი
ქსენოფობ-ი - ქსენოფობიით შეპყრობილი ადამიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსენოფობია
ქსენოფობია [ბერძ. xenos უცხო, უცხოელი და phobos შიში] - უცხოელებისა და ყოველივე უცხოურის სიძულვილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსენძი
ქსენძ-ი [პოლონ.] - პოლონეთში: კათოლიკეთა მღვდელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსეროგრაფი
ქსეროგრაფ-ი - იგივეა, რაც ქსეროქსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსეროგრაფია
ქსეროგრაფია [ინგლ. xerography < ბერძ. xēros მშრალი და graphō ვწერ] - ნაწერის, ნახაზის, ნაბეჭდის ფოტოგრაფიული წესით მშრალად გამრავლების პროცესი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსეროდერმა
ქსეროდერმა [ბერძ. xēros მშრალი და derma კანი]: პიგმენტური ქსეროდერმა - კანის თანდაყოლილი ქრონიკული დაავადება ერთგვარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსეროზი
ქსეროზ-ი [< ბერძ. xēros მშრალი] - კანის სიმშრალე, რომელიც გამოწვეულია კანის ქონის სეკრეციის შემცირებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსერომორფიზმი
ქსერომორფიზმ-ი [ბერძ. xēros მშრალი და morphē ფორმა] – (ბოტან.). მცენარის აგებულების თავისებურებანი, რომლებიც მას ხდის გვალვაგამძლედ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსეროსტომია
ქსეროსტომია [ბერძ. xēros მშრალი და stoma პირი] - პირის სიმშრალე; შეინიშნება სანერწყვე ჯირკვლების დაზიანების დროს შაქრიანი დიაბეტის, ფილტვების ტუპერკულოზის და ზოგი სხვა დაავადების შედეგად.
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 22:01 | შეტყობინება # 8
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქსეროფილები
ქსეროფილებ-ი [ბერძ. xēros მშრალი და phileō მიყვარს] – (ბიოლ.). მშრალი ადგილსამყოფლის მცენარეები და ცხოველები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსეროფიტები
ქსეროფიტებ-ი [ბერძ. xēros მშრალი და phyton მცენარე] – (ბოტან.). ისეთი მცენარეები, რომლებიც უწყლო ადგილებში, უდაბნოებში ხარობენ (შდრ. მეზოფიტები, ჰიგროფიტები, ჰიდროფიტები). =უცხო More…
ქსეროფორმი
ქსეროფორმ-ი [ბერძ. xēros მშრალი და ლათ. forma სახე] - ყვითელი ფხვნილი, ანტისეპტიკური საშუალება; იყენებენ მალამოებში ან საფრქვევად (წყლულების, სიდამწვრის და სხვ. სამკურნალოდ). =უცხო More…
ქსეროქსი
ქსეროქს-ი [ინგლ. xerox < ბერძ.] - აპარატი, რომლის საშუალებითაც ხდება ქსეროგრაფიული გადაღება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსილემა
ქსილემა [< ბერძ. xylon ხე] – (ბოტან.). მიწისზედა მცენარეების ქსოვილი, რომელიც ატარებს წყალს და მინერალურ მარილებს ფესვებიდან ფოთლებისაკენ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსილიტი
ქსილიტ-ი - შაქარზე ტკბილი, უფერო, ჰიგროსკოპიული კრისტალები; იყენებენ შაქრის მაგივრად საკონდიტრო ნაწარმის დასამზადებლად დიაბეტითა და სიმსუქნით დაავადებულთათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსილო-
ქსილო- [< ბერძ. xylon (მოჭრილი) ხე] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ხესთან (მერქანთან), როგორც მასალასთან, დაკავშირებულს. მაგ., ქსილოგრაფია. ქსილოლითი. ქსილოფონი. More…
ქსილოგრაფი
ქსილოგრაფ-ი - ქსილოგრაფიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსილოგრაფია
ქსილოგრაფია [ბერძ. xylon ხე და graphō ვწერ] – 1. ხის მასალაზე ამოჭრა, გრავირება. 2. ხეზე გაკეთებული გრავიურა; ასეთი გრავიურის ანაბეჭდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქსილოლი
ქსილოლ-ი [ბერძ. xylon ხე და ლათ. ol(eum) ზეთი] - ორგანული ნაერთი, ნახშირწყალბადი, რომელიც მიიღება კოქსვის დროს გამოყოფილი აირისებრი პროდუქტების დაჭერით (მოპოვებით); იყენებენ როგორც More…
ქსილოლითი
ქსილოლით-ი [ბერძ. xylon ხე და lithos ქვა] - ხელოვნური საშენი მასალა, რომლის შემადგენლობაშიც შედის ნახერხი, აზბესტი და სხვ.; იყენებენ იატაკების, ტიხრების და მისთ. გასაკეთებლად. =უცხო More…
ქსილომეტრი
ქსილომეტრ-ი [ბერძ. xylon ხე და metreō ვზომავ] - ხელსაწყო არასწორი ფორმის საგნების მოცულობის გასაზომად; მისი მოქმედება დაფუძნებულია ჩაყურსული სხეულის მიერ გამოდევნილი სითხის მოცულობის More…
ქსილოფონი
ქსილოფონ-ი [ბერძ. xylon ხე და phōnē ბგერა] - სარტყამი მუსიკალური საკრავი; შედგება გარკვეული წესით შერჩეული ხის ფირფიტებისაგან, რომლებიც ხმას გამოსცემენ კოვზის მოყვანილობის ხის პატარა More…
ქსიფოპაგები
ქსიფოპაგებ-ი [ბერძ. xiphos ხმალი, მახვილი და pagos დამაგრებული, შებოჭილი] - განვითარების ერთ-ერთი მანკი, რომლის დროსაც ორმაგი ნაყოფი (ტყუპები) შეხორცებულია ერთმანეთთან გულმკერდის ან მისი More…
ქტიტორი
ქტიტორ-ი [ბერძ. ktitōr] – (ეკლ.). მნათე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქუნჯუთი
ქუნჯუთ-ი [სპარს.] - ბალახოვანი მცენარე, რომლის თესლისაგანაც იღებენ ზეთს; ხარობს ცხელ ქვეყნებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქშატრიები
ქშატრიებ-ი [სანსკრ.] - ძველ ინდოეთში: სამხედრო არისტოკრატია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz