პარასკევი, 29.03.2024, 02:21
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 22:02 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ლიტერატურის გვარები
Lit.
ლიტერატურის გვარები პირველად აღინიშნა ძველი ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ტრაქტატში «პოეზიის ხელოვნების შესახებ» (IV ს. ძვ. წ-ით). დღესაც ლიტერატურულ ნაწარმოებებს აჯგუფებენ ამ პრინციპით: ეპოსი, ლირიკა, დრამა. თითოეულ მათგანში გამოყოფენ ლიტერატურულ სახეობებს, რომლებსაც ჟანრებს უწოდებენ. მაგ., ეპოსს მიაკუთვნებენ რომანს, მოთხრობას, ეპოპეას, ზღაპარს, იგავს და სხვ., ლირიკას - ოდას, ელეგიას, ჰიმნს, მიძღვნას, სიმღერას, რომანსს და სხვ. ლირიკის ჟანრულ ფორმად XIX-XX სს-ში აღიქმება ლექსი. დრამას მიაკუთვნებენ - ტრაგედიას, დრამას (ვიწრო გაგებით), კომედიას; ზოგიერთი ჟანრი შეიძლება უკავშირდებოდეს ერთდროულად ორ გვარს, როგორც, მაგ., პოემა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ეპიკური, ისე ლირიკული, ანუ ლირიკულ-ეპიკური.
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 22:03 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ლაიტმოტივი
G. Leitmotiv
გერმ. Leitmotiv ნათლად ჩამოყალიბებული, გამომსახველი მელოდია, თემა, რომელიც გამოიყენება რომელიმე პერსონაჟის, იდეის, მოვლენის, თუნდაც გრძნობის დასახასიათებლად და არაერთგზის მეორდება მუსიკალურ ნაწარმოებში. გამოიყენება ოპერაში, ბალეტში, პროგრამულ მუსიკაში. რომელიმე პერსონაჟის ლაიტმოტივი ყოველთვის ახლავს მის გამოჩენას სცენაზე ან მის ხსენებას. ლაიტმოტივები ჟღერს ჩაიკოვსკის ოპერაში «პიკის ქალი», ბალეტში «გედის ტბა» და სხვ.
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 22:03 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ლა-სკალა
საოპერო თეატრი მილანში, იტალიური და მსოფლიო საოპერო კულტურის ცენტრი. თეატრის შენობა აგებულია 1778 წელს (არქ. პიერმარინი). თეატრთან ფუნქციონირებს ვოკალური და საბალეტო სკოლები.
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 22:03 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კორდებალეტი
მოცეკვავეთა კოლექტივი, რომელიც ასრულებს ჯგუფურ ცეკვებს, ერთგვარი საბალეტო გუნდი.
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 22:03 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კონცერტმეისტერი
Mus.
1. მუსიკოსი, რომელიც ხელმძღვანელობს სიმფონიური ორკესტრის ხემიან საკრავთა ჯგუფს; 2. პიანისტი, რომელიც აკომპანემენტს უკეთებს სოლო შემსრულებელს (მომღერალს, მევიოლინეს, ბალერინას, ბალერონს).
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 22:03 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კონფლიქტი
L. conflictus
მწვავე დაპირისპირება, რაც გამოსავალს, გადაწყვეტას პოვებს მოქმედებაში, ბრძოლაში, რადგან ნებისმიერ დაპირისპირებაში მონაწილეობს და იბრძვის ორი მხარე, რომლებიც გამოხატავენ განსხვავებულსა და ურთიერთგამომრიცხავ ინტერესებს, მოქმედებებს. მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტის აგების საფუძველი სწორედ კონფლიქტია. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იგი დრამატურგიაში და წარმოადგენს დრამატული მოქმედების განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას .
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 22:03 | შეტყობინება # 7
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კონტური
Fr. contour
საგნის მოხაზულობა, აბრისი, ფორმის შემომხაზველი ხაზი.
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 22:04 | შეტყობინება # 8
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კონტრაბასი
სიმებიან ხემიან საკრავთა ჯგუფის ყველაზე დიდი ზომის (2 მ-მდე) და ყველაზე დაბალი ჟღერადობის საკრავი. აქვს ოთხი სიმი. კონტრაბასზე დამკვრელი დგას ფეხზე ან ზის ხის მაღალ სკამზე. ძირითადად, საანსამბლო და საორკესტრო საკრავია. სიმფონიურ ორკესტრში ასრულებს ბანის ფუნქციას. მასზე უკრავენ ხემით ან თითების გამოკვრით (განსაკუთრებით, ჯაზურ და საესტრადო ანსამბლებში).
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 22:04 | შეტყობინება # 9
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კონსერვატორია
L. conservatorio
უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულება. XVII ს. იტალიაში შეიქმნა უპატრონო ბავშვთა თავშესაფრები, სადაც ისწავლებოდა მუსიკა. მას კონსერვატორიას უწოდებდნენ. როგორც უმაღლესი სასწავლებელი, კონსერვატორია პირველად შეიქმნა პარიზში, XVIII ს. ბოლოს. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია გაიხსნა 1917 წელს და ატარებს დიდი ქართველი მომღერლის, ვანო სარაჯიშვილის სახელს.
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 01.02.2011, 22:04 | შეტყობინება # 10
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კოლორიტი
L. color
"ფერი" მხატვრული გამომსახველობის ერთ-ერთი ხერხი ფერწერაში, ფერად გრაფიკაში, დეკორატიული ხელოვნების ბევრ ნაწარმოებში. იგი ეხმარება მხატვარს მხატვრული სახის გახსნაში, განსაზღვრული განწყობილების (მხიარული, სევდიანი, წყნარი, მშვიდი და ა. შ.) შექმნაში. კოლორიტი შეიძლება იყოს თბილი და ცივი, ნათელი და მუქი. კოლორიტის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია მხატვრისათვის.
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz