ნიუ იორკის რაიონი ბრონქსი ითვლება ჰიპ-ჰოპ-ის (ისეთი სახით როგორიც ის ეხლაა) ჩასახვის ადგილი, ემიგრანტებს იამაიკიდან ჩამოქონდათ ჩანაწერები, და ჰიპ ჰოპი მთლიანობაში განიცდიდა სწრაფ ევოლუციას, მას ბევრი მოყვარულ ყავდა მისი დაარსების პირველივე წლებიდან. როგორც ზემოთ იყო ნახსენები არსებობს ბევრი თეორია რა იყო პირველი, მაგრამ ერთი ცხადია რომ ჰიპ-ჰოპის ყველა კომპონენტი პოულობდა თავისათვის განვითარების გზას. 1967 წელს ბრონქსში მოხვდა კლაივ კემპბელი (Clive Campbell), ის ემიგრანტი იყო იგივე იამაიკიდან, კლაივი (რომელიც შემდგომ მიიღებს ფსევდონიმს Kool Herc) ითვლება ჰიპ-ჰოპ DJ-ინგის დამაარსებლად.
ყველაფერი მარტივად მოხდა: პატარა კლაივს უყვარდა საცეკვაოდ სიარული, მას ასევე მუსიკის ჩართვა უყვარდა, ბრონქსში ბევრი ადგილი იყო ასეთი და ქულ ჰერქმა ხალხის მოზიდვის მარტივ მეთოდს მიმართა, ის რთავდა იმ ფირფიტებს რომლებიც სხვას არავის არ ქონდა, მამამისმა მას ჯეიმს ბრაუნის :"Sex Machine" -ს ჩანაწერი აჩუქა, ფანკი მაგ დროს ახალი და პოპულარული მოვლენა იყო, ასე რომ ჰერქმა ბევრი მსმენელი შეკრიბა თავის გარშემო, ის ნამდვილი DJ გახდა.
DJ-ის ფუნქცია არ იყო მხოლოდ ფირფიტების ჩართვა, ის სიმღერების ანონსირებასაც აკეთებდა და ინსტრუმენტალზე ცოტას „წაულაპარაკებდა“ ხოლმე, ასეთ ვითარებაში გამოჩნდნენ პირველი ამერიკელი MC ები, თავისი იამაიკელი კოლეგების მსგავსად ისინი რთავდნენ მუსიკას, მიკროფონში აცხადებდნენ სიმღერას და თავის რითმულ ვოკალსაც ადებდნენ ხოლმე. ახალ მიმდინარეობას რეპი (rap) ეწოდა, ამ სიტყვას ზოგი Rhythmical American Poetry (რითმული ამერიკულ პოეზია)-თ თარგმნის, თუმცა სიტყვა rap ის ნამდვილი მნიშვნენლობა ზუსტად არავინ არ იცის (ბევრი ბევრი წლის შემდეგ ამ სიტყვის თავისებურ ახსნას Stickey Fingaz (onyx) მოუფიქრებს: Rape All Punkmathafuckaz).MC-ები უკვე აღარ რთავდნენ მუსიკას, ისინი „რითმულ ამერიკულ პოეზიას“ ასრულებდნენ.
მაგრამ ქულ ჰერკის ამბავი ამით არ მთავრდება, ერთხელ ის მაიკლ ვინერის სიმღერას Bongo Rock-ს უკრავდა, შუა სიმღერაში მან ჯემის ბრაუნის Give It Up Or Turn It Loose ჩასვა, და ეს იყო აღმოჩენა! სხვა დანარჩენმა DJ ებმაც დაიწყეს ასეთ სტილში ჩანაწერების დაკვრა, ისინი რთავდნენ ნელ მუსიკას და მის შუაში უცებ სწრაფ და საცეკვაო რითმებს უშვებდნენ, ამ მოვლენას გატეხვა (Breaking) დაერქვა, და სწორედ ამ ფირფიტების ცვლამ წარმოქმნა ცეკვის ახალი მიმდინარეობა: ბრეიკ დენსი (Break Dance), მთელი აზრი იყო უცებ მუსიკის ტემპის და ცეკვის სტილის შეცვლა, ამან მასიური ხასიათი მიიღო, ბრონქსი ბრეიქ დენსის ტალღამ მოიცვა, მას ყველგან ცეკვავდნენ, ასე გავიდა პირველად ჰიპ-ჰოპი ქუჩებში.
ქულ ჰერკს ჰიპ-ჰოპში კიდევ ერთი დამსახურება აქვს, მან მოიფიქრა ტერმინები Break Dancer და მისი შემოკლება B-Boy (Break boy).
ბრეიკ დენსთან ერთად რეპი ბრონქსის ქუჩებში გავიდა, მისი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ცეკვის და ტექსტის კითხვის ოსტატობა სერიოზულ ცოდნად ითვლებოდა, კრიმინალური ბანდები ერთმანეთში ურთიერთობას იარაღის და დანების გარდა ახლა უკვე ცეკვით არკვევდნენ, ამან თავდაპირველად მთავრობის მოწონება დაიმსახურა, თანაც ბრეიკ დენსში ჩათრეული ხალხი აღარ იყენებდა ნარკოტიკებს დიდი რაოდენობით, რადგან ცხოვრების ახალი სტილი მათგან ჯანმრთელობას მოითხოვდა.
თანდათან ჰიპ-ჰოპი ბრონქსიდან გადიოდა, და ნელ-ნელა ნიუ იორკის სხვადასხვა ადგილებში ჩნდებოდა. მიმდინარეობის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა, ქულ ჰერკი-ს გავლენა ძალიან დიდი იყო, და ამ მომენტში მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გააკეთა: ის აღარ უკრავდა პოპულარულ მელოდიებს, მეინსტრიმიდან ასეთმა გადახვევამ ანდერგრაუნდს ჩაუყარა საფუძველი, და ჰიპ-ჰოპი პირველად ორად მაშინ გაიყო.