თუ იცნობთ სტენდალის (ანრი მარი ბეილი_ს) შემოქმედებას და რამდენად მოგწონთ? გამოთქვით საკუთარი აზრი, ვისაუბროთ მის რომანებზე, მოთხრობებზე...
ვისაუბროთ როგორც რეალიზმის და რომანტიზმის მიმდევარ ფრანგ მწერალზე..
მის შემოქმედებაში ტრაგედია და ლირიკა მეტყველებს ჩემი აზრით საინტერესო მწერალია და განსაკუთრებით მისი ერთ-ერთი შედევრი ”წითელი და შავი”
ნამდვილად ღირს ამ მწერლის შესახებ თემის გაშლა, როგორც საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანის, შეგახსენებთ რომ სტენდალი (ანრი მარი ბეილი) ნაპოლეონის ლაშქრობებში იღებდა მონაწილეობას ეს დიდი ფრანგი მწერალი გულმოდგინედ ნიღბავდა თავის პიროვნებას და დღემდე რაღაც იდუმალებით მოსილ პიროვნებად რჩება ლიტერატურის ისტორიაში. მე მიყვარს ეს მწერალი
დამატებულია (13.08.2010, 13:57)
---------------------------------------------
სტენდალის (ანრი მარი ბეილი) ციტატების მცირე კრებულს გაგაცნობთ...
სტენდალი – Stendhal (1783 – 1842)
1. გიყვარდეს - ნიშნავს განიცდიდე სიამოვნებას, როდესაც ხედავ, აღიქვამ და გრძნობ, რაც შეიძლება ახლო მანძილზე იმ არსებას, რომელიც გიყვარს და რომელსაც უყვარხარ…
2. სიყვარული მომაჯადოებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო, იგი უფსკრულის კიდეზეა…
3. დიახ, ცხოვრების ნახევარი და თანაც ულამაზესი ნახევარი ადამიანისთვის დაფარული რჩება, თუ მას ვნებიანი სიყვარულით არ ჰყვარებია.
4. სიყვარული ერთადერთი ვნებაა, რომელსაც იმავე მონეტით ანაზღაურებენ, რასაც თვითონვე სჭრის.
5. ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგნურს ემსგავსება, როცა უყვარს. ყველაზე უფრო ქარფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს.
6. “ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე, რომელმაც იცის, რომ უნდა მოკვდეს….”
7. განმარტოვებაში შეიძლება რაც გინდა ყველაფერი შეიძინო ხასიათის გარდა.
8. “ადამიანებს შორის კარგად რომ იცხოვრო,მარტო შენთვის არ უნდა ცხოვრობდე…”
9. „ისე უნდა წერო, როგორც გეწერება და არაფერი შეცვალო“.
10. მსოფლიოში მხოლოდ ერთი კანონი არსებობს – გააბედნიერო საყვარელი ადამიანი.
11. ყველაფრის შეცნობა შეიძლება საკუთარი თავის გარდა.
12. ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.
13. ქორწინება ბოროტებაა, მაგრამ აუცილებელი ბოროტება.
14. კაცისა და ქალის მეგობრობას საფრთხეს უქმნის დაღამება.
15. თუ გსურს მოიქცე ბრძნულად, მოუსმინე ცოლს და გააკეთე საწინააღმდეგო.
16. ქალი გულგრილია მის მიმართ, ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია.
17. სისხლიანი სისულელეები გამოუსწორებელია.
18. როცა პირველად ნებდება, ქალი ფიქრობს, რომ მამაკაცს მთელი სამყარო მისცა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო სათამაშო. ქალი ფიქრობს, რომ მისცა მარადისობა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო წუთი.
19. იმედი იქონიე ძაღლის ერთგულებისა ბოლომდე, ქალისა- შემთხვევითობამდე.
20. სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს.
როცა გაბედული და ამაყი ადამიანები საკუთარ თავს აუმხედრდებიან ხოლმე, ერთი პატარა ნაბიჯია საკმარისი, რომ გულისწყრომა სხვის წინააღმდეგ მომართონ, ამ შემთხვევაში გააფთრების გამომჟღავნება მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
21. უსაქმურობა – მოწყენილობის დედაა.
22. ”ჭეშმარიტად მაღალი ბუნების ქალია, აი გული, რომელშიც გამეფება სასახელოა”.
ესეც ციტატები თუ სხვაც იცით დაამატეთ ასევე დააფიქსირეთ აზრი რომელს ეთანხმებით და რომელს არა