სიტყვა "ჰომოსექსუალი" ჰიბრიდია ბერძნული პრეფიქსის "ჰომო" (მსგავსი, რომელსაც ხშირად შეცდომით "მამაკაცი"-ს გვიანდელ ლათინურ მნიშვნელობას მიაწერენ, როგორც მაგ. homo sapiens-ში) და ლათინური ფუძის "sex-", რითაც მიუთითებს სექსუალურ კავშირზე და ლტოლვაზე ერთი სქესის წარმომადგენლეთა შორის. ტერმინი "გეი" უმთავრესად გამოიყენება მამაკაცი ჰომოსექსუალისტებისთვის. ლესბოსელი გენდერულად სპეციფიური ტერმინია, რომელიც მხოლოდ ჰომოსექსუალ ქალთათვის გამოიყენება. ენის სტილის მრავალი თანამედროვე სახელმძღვანელო წინააღმდეგია "ჰომოსექსუალის" როგორც არსებითი სახელის გამოყენების, რომლის მაგივრად უპირატესობას ტერმინებს "გეი" და "ლესბოსელი" ანიჭებს. ასევე, ზოგიერთი ამ სიტყვის გამოყენებიდან სრულიად ამოღებას არჩევს, ვინაიდან მან დროთა განმავლობაში უარყოფითი მნიშვნელობა შეიძინა და ვინაიდან ასევე ის მხოლოდ სექსუალურ ქცევაზე მიუთითებს და არა რომანტიული გრძნობებზე.
კონცეფციის გავრცელებას ხელი შეუწყო გერმანელი ფსიქიატრის რიხარდ ფრაჰერ ფონ კრაფტ-ებინგის 1886 წელს გამოქვეყნებულმა ნაშრომმა "Psychopathia Sexualis". მიუხედავად იმისა, რომ ადრეული მწერლები ამ ტერმინს როგორც ზედსართავს ხშირად იყენებნენ ნებისმიერი ერთი სქესის კონტექსტისთვის (მაგ. ვაჟთა გიმნაზია, ქალთა სემინარია), ამჟამად ტერმინი მხოლოდ სექსუალურ ორიენტაციას გამოხატავს. თუმცა არსებობს ასევე სიტყვა რომელიც ერთი სქესის სიყვარულს აღნიშნავს - ჰომოფილია.