პარასკევი, 26.04.2024, 07:03
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » მე პატარა ქართველი ვარ...
მე პატარა ქართველი ვარ...
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:40 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ეს თემა შექმნილია ბავშვებისთვის, განთავსდება საბავშვო ლექსები, ზღაპრები, ასევე აუდიო ზღაპრები და ბევრი საინტერესო რამ რაც ძალიან დააინტერესებს ბავშვებს :)
მიმაგრება: 1655740.jpg (26.1 Kb)


შეტყობინება შეასწორა RAPER - ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:46
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:42 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საბავშვო ლექსები

უსაქმურმა ბაბაჭუამ

ქსოვა იცის აჩა–ბაჩა,

ერთი ძაფი ალთას მიდის,

ერთი ძაფი მიდის ბალთას.

ბუტერბროდებს ბებო აჭმევს,

თმას უვარცხნის, ტანზე აცმევს,

ბოდიში და ღამღამობით

ქოთანზეც კი ბებო აჯენს.

ან ძინავს და კოტრიალობს,

ან უაზროდ ბორიალობს.

ერთხელ ბებოს აწყენინა,

ღამით თავი აძებნინა,

თვითონ კარის მეზობელთან

ჭორაობდა არხეინად.

ბებო ძლიერ გაუჯავრდა,

ხან ახტა და ხანაც დახტა,

მერე აბგა მოიკიდა,

მეგობართან გადაბარგდა.

დარჩა მარტო ბაბაჭუა,

მშიერია, რა თქმა უნდა.

აბლაბუდა ჩამოქსოვა,

აჩა–ბაჩა, აბდა–უბდა.

ბევრს ეცადა, როგორ არა,

ასეც ხლართა, ისეც ხლართა,

მაგრამ მაინც ბუზის ნაცვლად

ქსელში თვითონ გაიხლართა.

...ახლაც იქ ზის, ბებოს ელის,

ის თუ არა, ვინ უშველის?!

მიმაგრება: 7885488.jpg (134.1 Kb)


შეტყობინება შეასწორა RAPER - ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:44
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:46 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

სუფრასშლიან კაჭკაჭები,

დაუცხვიათ მაჭკატები,

მგონი, გოგოს ათხოვებენ,

გამოუჩნდათ მაჭანკლები.

- რა ნისკარტი, რა თვალები,

რა ფრთები და რა ტან-ფეხი! -

კაჭკაჭელას სილამაზით

აღფრთოვანდნენ მაჭანკლები.

გაშლილ სუფრას შემოუსხდნენ,

სადღა არის მაჭკატები?!

საპატარძლოს შეუსანსლავს,

მყისვე მიხვდნენ კაჭკაჭები.

- ვის რად უნდა ღორმუცელა?

აბობოქრდნენ მაჭანკლები,

სულ არ დარდობს კაჭკაჭელა,

ხომ მიირთვა მაჭკატები?!

მიმაგრება: 3182406.jpg (75.8 Kb)


შეტყობინება შეასწორა RAPER - ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:46
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:48 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

სანსლი-სუნსლი, სანსლი-სუნსლი,

გადასანსლა ცუგამ ბუშტი,

ბუშტი იყო გაბერილი!

თქვენ გეგონათ დაჩუტული?

სულ ერთ წამში, ჩვენი ცუგა

კარუსელს და ეზოს აცდა,

და წითელი ბუშტის ნაცვლად

მაღლა-მაღლა აფარფატდა!

ჯერ აივანს წამოედო,

ანას ბებო ფენდა სარეცხს,

წაუვიდა ლამის გული

საწყალს ცუგას დანახვაზე.

მერე ღია ფანჯარაში
შეფრინდა და გაიჭედა,

დაინახა ლუკას დედამ,

მაგრამ არც კი დაიჯერა!

მერე ხისკენ გადაფრინდა

ყვავის ბუდეს გადახედა,

შიშისაგან შავი ყვავი

სულ თოვლივით გადათეთრდა!

მერე მოხვდა სახურავზე,

ესღა აკლდათ ახლა კატებს!

ცუგა ფრენსო და ელდისგან

ქათმებივით აკაკანდნენ!

მერე ცისკენ აიწია

ჩიტებს გვერდი აუარა,

ჩიტს ეგონა დიდი კოღო

და ნისკარტი მარდად ჩაჰკრა.

ჩაიფუშა ჩვენი ცუგა

და ეზოში ჩამოვარდა,

იმედია, ამის მერე

ბუშტებს აღარ გადაყლაპავს!

მიმაგრება: 5924672.jpg (76.4 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:50 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ბაწკი-ბუწკი,

ბაწკი-ბუწკი,

იჩხვლიტება წაბლის ბუძგი,

სულ ბუზღუნებს:

- ნეტავ რით მჯობს
ის ჩხვლეტია ზღარბი-ზღურბი.

ეკლები მაქვს უფრო კარგი,

თანაც მუცლით დამაქვს წაბლი!

იბერება,

იბრიქება

და ამდენი ბაქი-ბუქით,

ბაწკი-ბუწკი,

ბაწკი-ბუწკი,

დაბლა გაადინა ბუთქი!

წაბლი ცალკე გადაგორდა,
ცალკე დარჩა წაბლის ბუძგი.

ბაწკი-ბუწკი,

ბაწკი-ბუწკი,

მოკუსკუსებს ზღარბი-ზღურბი,

დაინახა, გზაზე გდია

აქეთ წაბლი, იქით ბუძგი,

წაბლი ჩადო ზურგჩანთაში,

ბუძგი დარჩა გაბუსხული.

მიმაგრება: 0062759.jpg (65.3 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:51 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ერთი ბეწო წვეთი

ცხრათვალა მზეს დაბადების დღე აქვს,

ხუმრობაა? გახდა დიდი გოგო,

გამოუცხო ცამ ნისლების ტორტი

და ღრუბლების ბეზეებით მორთო.

მოშხაპუნდა ქალბატონი წვიმა,

მოიყვანა ერთი ბეწო წვეთი,

შემოუსხდნენ მეგობრები სუფრას,

მზე ხალისობს, მზე იცინის, მღერის.

ვერ ისვენებს ერთი ბეწო წვეთი,

ტკბილეულსაც ვერ აშორებს თვალებს,

სულ შესანსლა ღრუბლის ბეზეები

სანამ ტორტზე დაანთებდნენ სანთლებს.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:51 | შეტყობინება # 7
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ღრუბლები

თამაშობენ ღრუბლები,

ონავარი ტყუპები,

გორაობენ ცაში,

ცაა მათი სახლი.

ქუხქუხებენ, ჭექენ,

და ქვეყანა შეძრეს!

ამ დროს დედაც მოვიდა,

ბრაზისაგან იკივლა,

ონავარი ტყუპები

ელვის ჯოხით მიტყიპა.

წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ,

წვეთები ეცემიან გუბეში,

თქვენ გგონიათ, გაწვიმდა?

ღრიალებენ ღრუბლები!

იღრიალეს, იტირეს,

მერე დედამ იდარდა,

მიეფერა ღრუბლებს და

უცებ გა-მო-ი-და-რა!

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:52 | შეტყობინება # 8
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კრუხ-ქინდერი

- კრუხ-კრუხ,

კრუხ-კრუხ, -

კრუხუნებს

ბებოს ჟღალი დედალი,

- კაკ-კუკ,

კაკ-კუკ, -

ვიღაცა

აკაკუნებს კვერცხიდან.

თვალი დაუჭყეტია

პაწაწინა გიორგის,

ფიქრობს: "ეს რა ხმებია,

ნეტავ გამაგებინა"!

უცებ კვერცხი გატყდა და

ერთმა ქულა წიწილამ

თეთრი ნაჭუჭებიდან

- ჭი-ტა! - ამოიჭიტა.

მორბის გიო ყვირილით:

- ბებო, ბებო, იცი, რა?

მე "ქინდერი"'მეგონა,

მაგრამ, ნახე, იქიდან

ასაწყობი კი არა,

დასაკრავი კი არა,

ამოვიდა ცოცხალი

სათამაშო წიწილა!

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:53 | შეტყობინება # 9
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კლასობანა

ზარი, ზარი, ზანზალაკი,

დაირეკა სკოლის ზარი!

უკვე სკოლის მოსწავლე ვარ,

დღეს მივდივარ პირველ კლასში.

ახალთ-ახალ ჩანთაში

ჩავდე მარტო ცარცები,

არ წავიღე რვეულები,

არც წიგნი და ფანქრები.

თურმე უნდა ვისწავლო

დედა-ენა, ანბანი,

კიდევ მათემატიკა -

თავსატეხი საგანი.

მე კი ფერად-ფერადი

ცარცი ჩავდე ჩანთაში,

კლასში შესვლა მეგონა

კლასობანას თამაში!

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:54 | შეტყობინება # 10
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქურდბაცაცა მუხლუხო

ვერვინ ტოვებს გარეთ:

ბოტასებს და სანდლებს,

შტიბლეტებს და შუზებს,

კალოშებს და ჩუსტებს,

ბოტფორდებს და ბოტებს,

მოკასინებს, ჩექმებს,

ესპადრელებს, ტუფლებს

კეტასებს და კეტებს...

ჩამოივლის მუხლუხო,

ღიღინით და ცეკვით,

ორის ნაცვლად, ხომ იცით,

ათასი აქვს ფეხი!

ჰოდა, სულ არ დაგიდევთ,

წამოიცვამს ყველას,

ფეხშიშველას ტოვებს:

ბაჭიას და მელას,

ჭრიჭინას და მახრას,

კალიას და ბატკანს,

ხოჭოჭინას ოჯახს,

კოდალას და ღალღას,

ეგ რა არის, მგელსაც

და ბაჯბაჯა დათვსაც!

მოიპარა ერთხელ

მაღალქუსლა ქოში,

ჩამოგორდა კიბეზე

თავზე აზის კოპი!

კოპს ვინ ჩივის,

მუხლუხომ მოიტეხა ხელიც,

ხელთან ერთად, მიხვდით, ხომ?

ა-თა-სი-ვე ფე-ხი!

...ახლა წევს და კრუსუნებს,

ბოდიშს უხდის ყველას,

პირობას დებს, ასე ცუდად

აღარ მოიქცევა.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:55 | შეტყობინება # 11
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ხალისით და ჟრიამულით

შემობრძანდა გაზაფხული.

ეს რა ხდება ჭრელ მინდორში,

რა გნიასი, რა ხმაური?

ხოჭო ბერავს ფერად ბუშტებს,

კუ ამზადებს ბამბის ნაყინს

და სიცილის ოთახს აწყობს
ლოკოკინა ნიჟარაში.
მუხლუხოზე შემომსხდარან
ჭია-ჭიამარიები,

ბალახების სასრიალოს

აკეთებენ კალიები.

ჭრიჭინებმა სახლთან ჩადგეს

აიწონა-დაიწონა,

ერთი ბეწო ჭიანჭველამ

ხარაბუზა გადაწონა.

ხვლიკი უკრავს ტუჩის გარმონს,

პეპელა კი ცეკვავს ბალეტს,

წრუწუნები იკერავენ

ყვავილების ფერად კაბებს.

საქანელით ერთობიან

ღიპიანი ზაზუნები,

დატრიალდა ჭრელ მინდორში

გაზაფხულის კარუსელი.

მიმაგრება: 8372149.jpg (107.0 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:56 | შეტყობინება # 12
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
აი ია
_ აი ია, აი თითი, _
კითხვას ვსწავლობ, დღეებს ვითვლი,
მინდა, მალე წავიკითხო
ჩემი საყვარელი წიგნი.
დედიკომ თქვა: _ დავიღალე
ზღაპრების და ლექსის კითხვით,
მე კი ისე ვერ ვიძინებ,
თუ არ წავიკითხე წიგნი.
აი ია, აი თითი,
უკვე ცოტა წერაც ვიცი,
თეთრ ფურცელზე დავასკუპე
სიტყვა _ ონავარი ჩიტი.
აი ია, აი თითა,
ლექსს დავუწერ, ვინც კი მიყვარს,
და ძილის წინ ჩემს თოჯინას
ზღაპრის ნაცვლად წავუკითხავ.
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:56 | შეტყობინება # 13
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ჩემო თოვლის ბაბუა,

მენატრები ძალიან,

გავიგე, რომ ბავშვებთან

გულით მოგიხარია.

ისიც ვიცი, ხურჯინი

საჩუქრებით სავსე გაქვს,

ალბათ როგორ დაგღალა

მძიმე ტვირთის ტარებამ!

ჰოდა, თოვლის ბაბუა,

იცი, მე რას ვნატრულობ?

საახალწლოდ ეგ სავსე

ხურჯინი რომ მაჩუქო!

მიმაგრება: 4965867.jpg (76.5 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:57 | შეტყობინება # 14
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გუნდა-გუნდა

გუნდა-გუნდა, თოვლის გუნდა,

გაგორდება, სადაც უნდა,

გაეპარა დედა თოვლს და

კარუსელზე შემოსკუპდა.

დედა თოვლი ფიფქებს აფრქვევს:

- ჩემი გუნდა სად არის?

მის ძებნაში გადათოვლა

თოვლმა მთელი ქალაქი.

გაიხარეს პატარებმა:

- ფანტელები ცვივა ციდან,

ეს რა კარგად მოგვილოცა

თოვლმა ახალი წლის დილა.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:57 | შეტყობინება # 15
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მეტიჩარა ნაძვის ხე

მობრძანდება თოვლის ბაბუ,

მოდის წელი ახალი,

მიწას ფიფქით ეწერება

საახალწლო ზღაპარი.

იცინიან ფანტელები,

რა ამბავი გაიგეს?

თოვლის ბაბუ შეუყვარდა

მეტიჩარა ნაძვის ხეს.

აფახულებს თეთრი ზეცა

თეთრი ფიფქის წამწამებს,

მალე თოვლი აივნებზე

თეთრ ხალიჩებს გადაფენს.

ეს ნაძვის ხე მეტიჩარა

ბრჭყვიალებით მორთულა,

ხუმრობაა? თოვლის ბაბუ

საჩუქრებით მოსულა.

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » მე პატარა ქართველი ვარ...
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz