პარასკევი, 29.03.2024, 09:27
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » საინტერესო ფაქტები
საინტერესო ფაქტები
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 13:43 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ამ თემაში განთავსდება საინტერესო მასალები, იმედია მიიპყრობს ეგ ყველაფერი თქვენს ყურადღებას და თქვენც გამოიჩენთ თავს და განათავსებთ მასალას რომელიც არ გვექნება თემაში smile
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 13:46 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკი
იელოუსტოუნის ეროვნული პარკი (ინგლ. Yellowstone National Park) - მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკი, საერთაშორისო ბიოსფერული ნაკრძალი აშშ-ში. დაარსდა 1872 წლის 1 მარტს. მდებარეობს ვაიომინგის, მონტანისა და აიდაჰოს შტატების ტერიტორიაზე. პარკი ცნობილია მრავალრიცხოვანი გეიზერებით და სხვა გეოთერმული ობიექტებით, მდიდარია ცოცხალი ბუნების სახეობებით. პარკის ფართობია – 898,3 ათასი ჰა.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად მტკიცდება, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანს უცხოვრია 11 000 წლის წინ.

1978 წელს ეროვნული პარკი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

მიმაგრება: 8013294.jpg (25.4 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 13:50 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ზანზიბარი (Zanzibar, სპარს. "ზანგ" (زنگ) ნიშნავს იგივეს, რაც ქართულში [პოლიტიკურად კორექტული ეკვივალენტია "შავი"] და "ბარ" (بار) ნიშნავს "მიწას"), აღმოსავლეთ აფრიკაში ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის ნახევრადავტონომიური ნაწილი. მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში მატერიკიდან 25-30 კმ-ში და ზანზიბარის არქიპელაგისგან შედგება. არქიპელაგში ორი მოზრდილი (უნგუჯა და პემბა) და მრავალი მცირე ზომის კუნძულია.

ზანზიბარი ერთ დროს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო ხანგრძლივი სავაჭრო ისტორიით არაბულ სამყაროსთან. 1964 წელს ტანგანიკასთან გაერთიანებით ტანზანიის ნაწილი გახდა, თუმცა დღემდე ინარჩუნებს მნიშვნელოვან ავტონომიას. ზანზიბარის დედაქალაქი, ზანზიბარ-სიტი, მდებარეობს კუნძულ უნგუჯაზე, ხოლო მისი ისტორიული ცენტრი, "ქვის ქალაქი" (ინგლ. Stone Town), მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

ზანზიბარში 1957 წელს ჩატარებული არჩევნები პირველი იყო აღმოსავლეთ აფრიკის ისტორიაში...

მიმაგრება: 9669931.jpg (21.7 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 13:51 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა (აზერ. Azərbaycan Xalq Cümhuriyyəti; სპარს. آذربایجان دمکراتیک جمهوریتی) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო 28 მაისი 1918 — 28 აპრილი 1920 წწ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა ტფილისში 2 დღეში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, იმავე დარბაზში.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის დამოუკიდებლობა თბილისში გამოცხადდა, პირველი დემოკრატიული სახელმწიფო იყო ისლამურ სამყაროში...

მიმაგრება: 1762682.jpg (47.9 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 13:53 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

კოლუმბიის უნივერსიტეტი ქალაქ ნიუ-იორკში (ინგლ. Columbia University in the City of New York, საზოგადოდ ცნობილი, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტი ან მოკლედ კოლუმბია) კერძო უნივერსიტეტია აშშ-ში და აივი ლიგის წევრი. კოლუმბია უძველესი უმაღლესი სასწავლებელია ნიუ-იორკის შტატში, სიძველით მეხუთეა აშშ-ში და ერთ-ერთია ქვეყნის ცხრა კოლონიურ კოლეჯთაგან, რომლებიც ამერიკის რევოლუციამდე დაარსდა. კოლუმბიის მთავარი კამპუსი ნიუ-იორკის მორნინგსაიდ ჰაიტსის უბანში მდებარეობს ზემო მანჰეტენზე, ჰარლემთან. ის 1754 წელს დაფუძნდა, როგორც "King's College" (მეფის კოლეჯი), ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-ის ქარტიით და ერთ-ერთია სამ აშშ-ის უნივერსიტეტთაგან, რომლებიც ამგვარად დაარსდა. ამერიკის რევოლუციური ომის შემდეგ კოლუმბია 1784-87 წლებში საშტატო დაქვემდებარებაში იყო. ამჟამად უნივერსიტეტი 1787 წლის ქარტიით ფუნქციონირებს, რომლის მიხედვით მას კერძო რწმუნებულთა საბჭო განაგებს.

კოლუმბია ყოველწლიურად ადმინისტრირებს ამერიკის სალიტერატურო ჯილდოს, პულიცერის პრემიას, და ის ასევე ამერიკის უნივერსიტეტების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია. კოლუმბიასთან ასოცირდება ნობელის პრემიის ლაურეატთა მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი (კურსდამთავრებულთა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩათვლით). კოლუმბიის შემოწირულობათა ფონდი და წლიური კვლევის ხარჯები ერთ-ერთი უმსხვილესია ამერიკის უნივერსიტეტთა შორის. 2008 წელს უნივერსიტეტი რანგით მესამე იყო აშშ-ის უნივერსიტეტთა შორის ფონდების მოზიდვის მაჩვენებლით, რამაც დაახლოებით $495 მილიონი შეადგინა კერზო შემოწირულობათა სახით. უნივერსიტეტს ამჟამად ოთხი გლობალური ცენტრი აქვს: ამანი, იორდანია; პეკინი, ჩინეთი; პარიზი, საფრანგეთი; და მუმბაი, ინდოეთი.

კოლუმბიის გამოჩენილ კურსდამთავრებულთა და კათედრის წევრთა შორის არიან: ხუთი შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამა; ოთხი აშშ-ის პრეზიდენტი, მათ შორის მიმდინარე; ცხრა უზენაესი მოსამართლე; 94 ნობელის პრემიის ლაურეატი, რაც ნებისმიერი სხვა უნივერსიტეტისას აღემატება; 101 პულიცერის პრემიის ლაურეატი, ასევე ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტზე მეტი; სულ მცირე 25 აკადემიის ჯილდოს მფლობელი სულ 30 ოსკარით; 30-ზე მეტი ეროვნული სამეცნიერო მედლის მფლობელი; და სულ მცირე 50 მაკარტურის გენიოსის პრემიის ლაურეატი. კოლუმბიაში ამჟამად ცხრა ნობელის პრემიის ლაურეატი რეზიდენტია, 30 მაკარტურის გენიოსის პერმიის მფლობელი, ოთხი ეროვნული სამეცნირო მედლის ლაურეატი, 143 ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერების აკადემიის წევრი, 38 ეროვნულ აკადემიათა მედიცინის ინსტიტუტის წევრი; 20 ეროვნული საინჟინრო აკადემიის წევრი და 43 ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და პედაგოგთა შორის 94 ნობელის პრემიის ლაურეატია (მათ შორის აშშ-ის მიმდინარე პრეზიდენტი), რითაც ის ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტს უსწრებს...

მიმაგრება: 2249794.jpg (23.5 Kb)
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » საინტერესო ფაქტები
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz