პარასკევი, 29.03.2024, 16:33
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » მსოფლიოს შვიდი საოცრება
მსოფლიოს შვიდი საოცრება
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 16:13 | შეტყობინება # 31
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

დიდი ბარიერული რიფი წარმოადგენს მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარ ჯაჭვს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ავსტრალიის კონტინენტის, იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონის გაყოლებაზე, კორალის ზღვაში. იგი გადაჭიმულია 2000 კმ-ზე და მნიშნელოვნად აფერხებს ნაოსნობას ავსტრალიის ამ რეგიონში.

მიმაგრება: 2337590.jpg (13.2 Kb)
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 16:14 | შეტყობინება # 32
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ევერესტი, ჩომოლუგმა, ჯომოლუნგმა, უმაღლესი მთის მასივი დედამიწაზე, ჰიმალაის მთებში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე. სიმაღლე 8848 მ. საფუძველი აგებულია კამნრიულისწინა გნაისებითა და გრანატებით, 7000 მ ზევით - მეზოზოური კრისტალური ფიქლებითა კირვებით. მასივიდან ყველა მხარეს ეშვება მყინვარები, რომელთა ბოლოები 5000 მ სიმაღლეზე მდებარეობენ. ევერესტსს აქვს პირამიდის ფორმა, სამხრეთი კალთა უფრო ციცაბოა, თოვლი და ფირნი არ ჩერდება და გაშიშვლებულია. ევერესტი პირველად დაიპყრეს 1953 წლის 29 მაისს ჯ. ჰანტის ინგლისელი ექსპედიციის წევრებმა ნ. ტენცინგმა (ნეპალი შერპა) და ე. ჰილარიმ (ახალზელანდიელი ალპინისტი). 1982 წლის 4 მაისს ევერესტის დაულაშქრავი მარშრუტით მიარწიეს საბჭოთა ალპინინსტებმა ვ. ბალიბერდინმა და ე. მისლოვსკიმ, იმავე ღამით (რაც უნიკალური შემთხვევაა ჯომოლუნგმაზე ასვლის ისტორიაში) მწვერვალი დალაშქრეს ს. ბერშოვმა და მ. ტურკევიჩმა.

მიმაგრება: 9464384.jpg (16.1 Kb)
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 16:15 | შეტყობინება # 33
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ვიქტორია ან მოზი-ოა-ტუნია - ჩანჩქერი მდინარე ზამბეზიზე, სამხრეთ აფრიკაში. მდებარეობს ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე. ჩანჩქერის სიგანე 1,8 კმ-ია, სიმაღლე - 128 მეტრი. აღმოაცინა შოტლანდიელმა მოგზაურმა დევიდ ლივინგსტონმა 1855 წელს და სახელი უწოდა დიდი ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას პატივსაცემად. შემდეგ ჩანჩქერი ცნობილი გახდა ადგილობრივი სახელითაც "მოზი-ოა-ტუნია" ("მგრგვინავი კვამლი").

ჩანჩქერი აფრიკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, 1989 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის შეგლების სიაში.

მიმაგრება: 1531723.jpg (14.2 Kb)
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 16:16 | შეტყობინება # 34
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
წყალქვეშა საოცრებები

ამ სიის წარმოშობის წყარო გაურკვეველია, თუმცა ის საკმაოდ ხშირად ფიგურირებს მასმედიაში და აღნიშვნის ღირსია

პალაუ - კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, ფილიპინების ზღვაში. მდებარეობს ფილიპინებიდან აღმოსავლეთით 800 კილომეტრის დაშორებით და ინდონეზიიდან ჩრდილოეთით. შედგება 328 კუნძულისაგან. საერთო ფართობია 458 კმ².

2008 წლის მონაცემებით კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 20 900 ადამიანს.

ძირითადი რელიგიაა ქრისტიანობა (კათოლიკეები და პროტესტანტები).

მიმაგრება: 3978494.png (6.2 Kb)
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 16:17 | შეტყობინება # 35
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ბელიზი (ინგლ. Belize) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში, ძველად ცნობილი, როგორც ბრიტანული ჰონდურასი. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მექსიკას, დასავლეთიდან — გვატემალას. ბელიზის აღმოსავლეთით მდებარეობს კარიბის ზღვა და კარიბის კუნძულები. 1981 წლამდე ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. 1981 წლიდან, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ბელიზი ერთა თანამეგობრობის წევრია. ეროვნული დღესასწაულია დამოუკიდებლობის დღე – 21 სექტემბერი. ბელიზი ერთადერთი ინგლისურენოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ ამერიკაში. ასევე იგი ამავე რეგიონში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც წყნარ ოკეანეზე გასასვლელი არა აქვს.

მიმაგრება: 0271410.png (16.3 Kb)
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 16:18 | შეტყობინება # 36
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ბაიკალი (რუს. Байкал) — ტექტონური ტბა სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირში, მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა, მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარი. წელიწადის ნახევარზე მეტი ხნით (15 იანვარი — 1 მაისი), ტბა იყინება. 1956 წლიდან ტბა გახდა ირკუტსკის წყალსაცავის ნაწილი.

მიმაგრება: 7142393.png (134.7 Kb)
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 16:19 | შეტყობინება # 37
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

წითელი ზღვა (ვარაუდობენ, რომ სახელი ეწოდა ზღვაში მნიშვნელოვანი რაოდენობით წყალმცენარეების Frishodesmium erythraeum-ის არსებობის გამო, რომლებიც ზოგჯერ მოწითალო ფერს იღებენ), ინდოეთის ოკეანეს ხმელთაშუა ზღვა არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას შორის. სუეცის არხით უკავშირდება ხმელთაშუა ზღვას, ბაბ-ელ–მანდების სრუტით - ადენის ყურესა და არაბეთის ზღვას. ფართობი შეადგენს 438,000 კმ²-ს. სიგრძეში დაახლოებით 2250 კმ-ია, ხოლო სიგანეში 355 კმ. მისი მაქსიმალუირი სიღრმეა 2211 მეტრი, ხოლო საშუალო - 490 მეტრი.

მიმაგრება: 2911587.png (20.6 Kb)
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » მსოფლიოს შვიდი საოცრება
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:

ჰოსტერი uCoz