პარასკევი, 29.03.2024, 16:10
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » ქართული ოპერატორები
ქართული ოპერატორები
SEAMANთარიღი: პარასკევი, 13.08.2010, 10:24 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თქვენი ქსელი, ჯეოსელი
დაარსების თარიღი: 1996 წლის სექტემბერი.

1997 წლის 15 მარტს ჯეოსელის ქსელით საქართველოში პირველი მობილური ზარი განხორციელდა.
კომპანიის დაარსების პირველივე წელს, აბონენტების რიცხვმა რამდენჯერმე გადააჭარბა მოსლოდნელ რაოდენობას. დღეისათვის კი თქვენი ქსელის დიდი ოჯახი ორ მილიონამდე წევრს აერთიანებს.

ყველგან სადაც არ უნდა იყო...
ჯეოსელის დაფარვის ზონა დღეისათვის საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98% მოიცავს. ქვეყნის გარეთ ჯეოსელის აბონენტები როუმინგ სერვისით სარგებლობენ მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში.

წარმატებული კომპანია
ჯეოსელს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის აღმავლობის საქმეში. კომპანიამ დაარსებიდან დღემდე უკვე განახორციელა 356 მილიონი დოლარის ინვესტიცია.
შეიქმნა სამუშაო ადგილები. ჯეოსელის საფინანსო სისტემა ოპერირებს SAP და SOX საერთაშორისო სტანდარტებით.

ნოვატორი კომპანიაა...
ჯეოსელი მომხმარებელს საერთაშორისო GSM/UMTS სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა ინოვაციურ სერვისს აწვდის, რომელთა უმრავლესობაც კომპანიამ პირველმა დანერგა საქართველოს ბაზარზე.

სოციალური პასუხისმგებლობა
ჯეოსელის სტრატეგია კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს მოიცავს. ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა და საქველმოქმედო ინვესტიციების განხორციელება. ზრუნვა კულტურული მემკვიდრეობისთვის, განათლების სფეროს და სპორტის მხარდაჭერა, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების ინტეგრირების პროცესში აქტიური ჩართვა - ჯეოსელის მთავარი პრიორიტეტია. კომპანიამ უკვე ასობით პროექტი განახორციელა ამ მიმართულებით.

აღიარებული კომპანია
თავისი არსებობის მანძილზე, ჯეოსელმა მრავალი პრიზი და სიგელი მიიღო საქველმოქმედო აქციებისთვის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ეფექტური სარეკლამო კამპანიებისთვის.
ჯეოსელი სამჯერ ზედიზედ იქნა აღიარებული საუკეთესო ბიზნეს კომპანიად, რის დასტურადაც მას ნაციონალური ორდენი - ”ოქროს ჯვარი” და გრანპრი - ”ბოლონური ჯვარი” გადაეცა.

ჯეოსელი - თელიასონერას ძლიერი ჯგუფის წევრი
ფინურ-შვედური კომპანია თელიასონერა მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგია. ჯეოსელი კი თელიასონერა ევრაზიის ძლიერი ჯგუფის წევრია.
დღეისათვის თელიასონერა მსოფლიოს 20 ქვეყანაში, 135 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება. საქართველოში კი თავის წარმატებულ საქმიანობას ჯეოსელის მეშვეობით ახორციელებს. მისი ბიზნეს-სივრცე საქართველოს გარდა მოიცავს სკანდინავიასა და ბალტიისპირეთს, ესპანეთს, ევრაზიის ქვეყნებს.
თელიასონერას საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი კადრების პროფესიონალიზმი მას ლიდერის პოზიციებს უნარჩუნებს წარმატებას კი მსოფლიო დონის სერვისები და ქსელი განაპირობებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 13.08.2010, 10:26 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დაფარვის რუკა


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 13.08.2010, 10:29 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

შპს «მობიტელი» – ქართული GSM ოპერატორი კომპანიაა.

«მობიტელი» ფლობს ლიცენზიას საქართველოს ტერიტორიაზე GSM-1800 სტანდარტის ფიჭური მომსახურების განხორციელების უფლებით. კომპანია 2003 წლის ნოემბერში დაარსდა, მაგრამ კომერციულ საქმიანობას არ ახორციელებდა.

2005 წლის 16 დეკემბერს «მობიტელმა», როგორც სს «ვიმპელკომის» შვილობილმა კომპანიამ, შეისყიდა GSM-1800 სტანდარტით არსებული რადიოსიხშირის სპექტრის გამოყენების უფლების ლიცენზია.

სს «ვიმპელკომს» შპს «მობიტელის» აქციათა 51% ეკუთვნის. კომპანიის ჯგუფში გაერთიანებულია: რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, სომხეთის და საქართველოს GSM ოპერატორი კომპანიები. კომპანია «ვილპელკომის» მომსახურება ვრცელდება ტერიტორიაზე სადაც 240 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
სს «ვიმპელკომი» გახდა პირველი რუსული კომპანია რომლის აქციებიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) VIP ინდექსით იყიდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 13.08.2010, 10:31 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბალი
სერვისი #1. ბალი - საქართველო

ამ სერვისის გააქტიურებით საშუალება გაქვს დარეკო საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ანუ მობილური ოპერატორების და ქალაქის ნომრებზე.
გააქტიურება:
მობილურზე აკრიფე # 901, დამცავი საფარის ქვეშ მოთავსებული ბალი-ბარათის ათნიშნა კოდი და OK.

სერვისი #2. ბალი - ბალი/მაგთი/ბანი/მაგთი ფიქსი

ააქტიურებ ბალი-ბარათს და შეგიძლია დარეკო ბალის, მაგთის, ბანისა და მაგთი ფიქსის აბონენტებთან.
სერვისს გააქტიურება::
მობილურზე აკრიფე # 902, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.

სერვისი #3. "საყვარელი ნომერი"

მესამე სერვისის გააქტიურებით შეგიძლიათ დარეკოთ თქვენ მიერ არჩეულ "საყვარელ ნომრებზე".
სერვისის გააქტიურება:
აკრიფე # 903, ბალი-ბარათის ათნიშნა კოდი და OK.

შემდეგ ირჩევ და ააქტიურებ "საყვარელ ნომერს":

#9031# საყვარელი რვანიშნა ნომერი (98XXXXXX, 99XXXXXX, 95XXXXXX, 91XXXXXX ან 90XXXXXX) და OK.
(თითოეული საყვარელი ნომრის შერჩევა ხდება ამ პრინციპით)

საყვარელი ნომრის შეცვლა: #9031# ძველი საყვარელი რვანიშნა ნომერი, ახალი საყვარელი რვანიშნა ნომერი და OK.

- შეგიძლია აირჩიო 5 საყვარელი ნომერი და ელაპარაკო მათ წუთში 5 თეთრად!
- "საყვარელი ნომერი" აუცილებლად უნდა იყოს ბალის, მაგთის, ბანის ან მაგთი ფიქსის აბონენტი.
- "საყვარელი ნომრის" შეცვლა შეგიძლია უფასოდ, მისი არჩევიდან 10 დღის შემდეგ.

გჭირდება შეხსენება, რომელია შენი "საყვარელი ნომრები"?
აკრიფე # 9031, OK.

სერვისი #4. SMS

ამ სერვისის გააქტიურებით შეგიძლია აგზავნო SMS-ები!
სერვისის გააქტიურება:
აკრიფე # 904, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.

სერვისი #5. MMS

ააქტიურებ ბალი-ბარათს და ანგარიშზე გიჯდება MMS-ები.
გააქტიურება:
აკრიფე # 905, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.

სერვისი #6. ინტერნეტი

ააქტიურებ ბალი-ბარათს და შეგიძლია ისარგებლო WAP-სერვისით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით (3G).
სერვისის გააქტიურება:
აკრიფე # 906, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.

სერვისი #7 ბალი-ბალი

ამ სერვისის გააქტიურებით ბალის ნებისმიერ აბონენტთან საუბრობ 5 თეთრად.
სერვისის გააქტიურება:
აკრიფე # 907, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.

მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი

მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობისთვის საჭიროა
მესამე თაობის ტელეფონი
ჩართული შესაბამისი სერვისი და
გააქტიურებული ინტერნეტ 06 ანგარიშით.

მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის სერვისის ჩართვა
აკრიფე 44300231, OK.
სერვისით სარგებლობისთვის საჭირო პარამეტრებს SMS-ის სახით მიიღებ სერვისის ჩართვიდან რამდენიმე წუთში, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახო ტელეფონის მეხსიერებაში!
/ თუ პარამეტრების მიღება დაგვიანდა, ან წაგეშალა, მათი განმეორებით მისაღებად დარეკე ნომერზე 4430003 /

სერვისის ჩართვის შემდეგ საჭიროა ტელეფონის გამორთვა, ჩართვა და მესამე თაობის ქსელის ხელით მოძებნა*.

! გაითვალისწინე, რომ MMS და ინტერნეტ სერვისებით სარგებლობისთვის შენს მობილურში უნდა დაინსტალირდეს შესაბამისი პარამეტრები: დარეკე ნომერზე 4430003, და SMS-შეტყობინების სახით მიღებული პარამეტრები ტელეფონის მეხსიერებაში შენახვით ავტომატურად დაინსტალირდება.

ლარის ანგარიში

ლარის ანგარიშზე ბალი-ბარათის გააქტიურებისას დაგერიცხება თანხა, რომელიც შეგიძლია გამოიყენო საზღვარგარეთ და მომსახურების სპეცნომრებზე* დასარეკად, ჯავა-თამაშების მისაღებად, ზუმერის ჩასართავდ, ასევე შეგიძლია ისარგებლო SMS-ზე და MMS-ზე დაფუძნებული სერვისებით ** და მობილური ტელევიზიით (3G).

* სხვა ორგანიზაციის მიერ ჩვენი აბონენტებისთვის შეთავაზებული მომსახურების მისაღებად გამოყოფილი ნომერი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ტარიფი.
** SMS-ზე დაფუძნებული სერვისები: SMS-ინკოგნიტო, SMS-ჰოროსკოპი, მობილური ლექსიკონი, სატელეფონო ცნობარი, ინფორმაცია ფეხბურთის სამყაროდან, გრაფიკული ნახატი და ლოგო, ქართული ლოგო და ქართული SMS-ი, მონოფონიური მელოდიები.
MMS-ზე დაფუძნებული სერვისები: პოლიფონიური მელოდიები, ფერადი ნახატები, ანიმაციები და თამაშები.

ლარის ანგარიშზე ბალი-ბარათის გასააქტიურებლად აკრიფე #999, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 13.08.2010, 10:33 | შეტყობინება # 5
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ინფორმაცია და კომპანიის მოკლე ისტორია
მაგთიკომის მიზანია თავის აბონენტებს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი, მათთვის უზრუნველყოს საუკეთესო ხარისხის სატელეკომუნიკაციო კავშირი, შესთავაზოს მრავალფეროვანი სერვისები.

მობილური კავშირგაბმულობის კომპანია შპს "მაგთიკომი" დაარსდა 1996 წლის თებერვალში, კომერციული საქმიანობა კი 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

დღეისათვის მაგთიკომის მფლობელები არიან ამერიკული კომპანიები International Telcell Celular LLC და Telcell Wireless LLC.

მაგთიკომის გენერალური დირექტორია დევიდ ლი.

მაგთიკომმა ფუნქციონირება დაიწყო 900 მეგაჰერც სიხშირეზე, 1999 წლის ნოემბერიდან კი იგი საქართველოს GSM ოპერატორებიდან პირველი გადავიდა ორმაგ სიხშირეზე - GSM 900/1800 მეგაჰერცზე. 2005 წლიდან მაგთიკომმა პირველმა საქართველოში დაიწყო მესამე თაობის ქსელის მშენებლობა, რათა მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა 3G სერვისები.

2005 წლის ივლისში მაგთიკომმა მაგთის შემდეგ მეორე ბრენდი, ახალგაზრდული ბალი გაუშვა.

2006 წლის ზაფხულში კომპანია, GSM-მომსახურების სრულ სპექტრთან ერთად, პირველად საქართველოში უზრუნველყოფს მესამე თაობის სერვისების მომსახურებას: მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, ვიდეოზარი, მობილური ტელევიზია.

2008 წელს მაგთიკომი გასცდა მობილური კავშირის ფარგლებს, CDMA-450 სტანდარტის ქსელი გამართა და ახალი ბრენდის - მაგთი ფიქსის საშუალებით, საქართველოს მოსახლეობას ფიქსირებული, უსადენო სატელეფონო კავშირი და ინტერნეტ მომსახურება შესთავაზა.

2009 წლის იანვარში კომპანიამ გამოაცხადა 3.5 თაობის HSDPA ტექნოლოგიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაშვება.

2009 წლის ოქტომბერში კომპანიამ გამოაცხადა BlackBerry® სერვისების გაშვება.

2010 წლის 7 ივნისს გაეშვა მაგთიკომის ახალი, ბრენდი "ბანი".

მაგთიკომი საქართველოში მოქმედი უდიდესი კომპანიაა, უდიდესია როგორც ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილით, ისე აბონენტთა რაოდენობით:
დღეისათვის მაგთიკომი ოთხი ბრენდით - მაგთი, ბანი, ბალი და მაგთი ფიქსი - ორ მილიონ აბონენტზე მეტს ემსახურება.
მაგთიკომი უცვლელი ლიდერია საქართველოს ტელეკომუნიკაციების ბაზარზე და აბონენტთა მომსახურების სფეროში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.

მაგთიკომის ქსელით დაფარულია საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98%-ზე მეტი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 13.08.2010, 10:35 | შეტყობინება # 6
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

სერვისები

ზარის გადატანა

ზარის უპირობო გადატანა: * * 21 * წინასწარ შერჩეული ნომერი (822 და ქალაქის ქსელის ნომერი ან 899 და მობილური ქსელის ნომერი) # OK.
ზარის გადატანა, როცა ტელეფონი დაკავებულია: * * 67 * მეორე ნომერი # OK.
ზარის გადატანა, როცა ზარს არ პასუხობთ: * * 61 * მეორე ნომერი # OK.
ზარის გადატანა, თუ ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან: * * 62 * მეორე ნომერი # OK.
ზარის გადატანის ყველა ფუნქციის გამორთვა: # # 002 # OK.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ზარის გადატანისას ყველა შემომავალი ზარი ფასიანია.

ზარის ლოდინი

ტელეფონზე საუბრისას თუ შემოგივიდათ მეორე ზარი, შეგიძლიათ მიიღოთ და დააყოვნოთ იგი ხაზის განთავისუფლებამდე ან ხაზის გადართვის გზით, მორიგეობით ესაუბროთ ორივე აბონენტს.
ფუნქციის ჩართვა: *43 # OK.
გამორთვა: # 43 # OK.

ზარის შეზღუდვა

ზარის შეზღუდვა შეუძლებელია, თუ სარგებლობთ ზარის გადატანის ფუნქციით (ეს ვრცელდება SMS- მდივნის ფუნქციაზეც).
გამავალი ზარის შეზღუდვა: * 33 * კოდი (0000) # OK.
შემავალი ზარის შეზღუდვა: * 35 * კოდი # OK.
ზარის შეზღუდვის ყველა ფუნქციის გამორთვა: # 330 * კოდი # OK.
ზარის შეზღუდვის საწყისი კოდია (0000), ის იცვლება ნებისმიერი ოთხნიშნა
რიცხვით: **03*330* საწყისი კოდი (0000) * ახალი კოდი * ახალი კოდი # da OK.

SMS

მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
თუ წაგეშალათ SMS-სერვისით სარგებლობისათვის აუცილებელი სერვის-ცენტრის ნომერი, ჩაწერეთ ხელახლა:
ტელეფონის მენიუში აირჩიეთ Messages > Message Settings > Message Service Center Number და შეიყვანეთ სერვის-ცენტრის ნომერი: +99599599997, OK.

SMS-ის გაგზავნის წესი:

ბანი - მობილური, მაგთი ფიქსი: ცხრანიშნა ნომერი (მაგ: 891XXXXXX), OK.
მობილური, მაგთი ფიქსი – ბანი: ცხრანიშნა ნომერი (851XXXXXX), OK.
უცხოეთი - ბანი: +995, რვანიშნა ნომერი (51XXXXXX), OK.

ტარიფი:
SMS- ის გაგზავნის სტანდარტული ღირებულებაა 5 თეთრი.

SMS-მდივანი

SMS-მდივანი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ინფორმაცია, თუ ვინ ცდილობდა თქვენთან დაკავშირებას მაშინ, როცა ტელეფონი გამორთული გქონდათ ან დაკავშირება შეუძლებელი იყო.
SMS-მდივნის ჩართვა
აკრიფეთ 44363937, OK. მოუსმინეთ ავტომოპასუხეს.

SMS-მდივნის გამორთვა
აკრიფეთ 4436366, OK. მოუსმინეთ ავტომოპასუხეს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

- SMS-მდივანი ინფორმაციას მოგაწვდით იმ შემთხვევაშიც, თუ ტელეფონი ცალმხრივად არის ჩართული;
- თუ რაიმე პრობლემა შეგექმნათ სერვისთან დაკავშირებით აკრიფეთ ჯერ ##002# და OK, შემდეგ კი **62*5238# და OK.

მომსახურება უფასოა

SMS-ინკოგნიტო

გააგზავნეთ SMS ისე, რომ ადრესატის ტელეფონის ეკრანზე არ დაფიქსირდეს თქვენი ნომერი. გასაგზავნად ტექსტის აკრეფის რეჟიმში შეიყვანეთ ადრესატის რვანიშნა ნომერი (99XXXXXX), ინტერვალის გარეშე *, ტექსტი (არაუმეტეს 151 სიმბოლოსი) და გააგზავნეთ ნომერზე 5244.

ტარიფი:
ერთი SMS-ინკოგნიტო შეტყობინების გაგზავნის ღირებულებაა 24 თეთრი

SMS-ჰოროსკოპი

დღის ასტროლოგიური პროგნოზის გამოსაწერად აკრიფეთ ნომერი 5233, ინტერვალის გარეშე მიუთითეთ თქვენი დაბადების თვე და რიცხვი (მაგ: 5 იანვარი უნდა ჩაიწეროს, როგორც 0105) და OK.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი შეგიძლიათ სხვა აბონენტსაც გაუგზავნოთ.
აკრიფეთ ნომერი 5233, ინტერვალის გარეშე მიუთითეთ ადრესატის დაბადების თარიღი, მისი მობილურის რვანიშნა ნომერი (99XXXXXX და სხვ.) და OK.

ტარიფი:
დღის ასტროლოგიური პროგნოზის გამოწერის ღირებულებაა 12 თეთრი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 13.08.2010, 10:36 | შეტყობინება # 7
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ტარიფები
მიმართულება წუთობრივი ღირებულება
ბანი - ბანი 4 თეთრი
ბანი - მაგთი/ბალი/მაგთი ფიქსი 12 თეთრი
ბანი - საქართველოს სხვა ნებისმიერი ქსელი 16 თეთრი

დამატებითი მომსახურება ღირებულება
SIM-ბარათის გამოცვლა 2 ლარი
ნომრის შეცვლა 2 ლარი
ნომრის გადაფორმება 2 ლარი
დეტალური ანგარიში უფასო, 1 ან 3 ლარი
SMS - ერთი მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა საქართველოში 5 თეთრი
SMS-ინკოგნიტო - ერთი შეტყობინების გაგზავნა 24 თეთრი
SMS-ჰოროსკოპი - ერთი დღე 12 თეთრი
SMS-ჰოროსკოპი - ერთი თვე 1 ლარი
SMS-ჰოროსკოპი - ერთი წელი 10 ლარი
SMS-მდივანი უფასო

მომსახურების ღირებულება მითითებულია დღგ-ს ჩათვლით.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » ქართული ოპერატორები
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz