პარასკევი, 29.03.2024, 16:35
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეზღვაური, გემი და საზღვაო თემატიკა ☜♡☞ » ბათუმის საზღვაო ნავსადგური
ბათუმის საზღვაო ნავსადგური
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 22:59 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის ისტორია თავის სათავეებს ჯერ კიდევ რომის იმპერიიდან იღებს, როცა ადრიან მე-3 მმართველობის პერიოდში ბათუმის ნავსადგური იყო რომაელების სავაჭრო ქსელის ერთერთი მნიშვნელოვანი პუნქტი.

ბათუმის ნავსადგური გამოირჩეოდა და ახლაც გამოირჩევა თავისი გეოსტრატეგიული და ბუნებრივი უპირატესობებით. კერძოდ:

- ნავსადგური მდებარეობს ბუნებრივ ღრმაწყლიან უბეში, რაც იძლევა დიდტონაჟიანი გემების მიღების საშუალებას;
- კარგადაა დაცული სანაპიროდან;
- ნავსადგურში შემოსასვლელად არ არის საჭირო არხის გავლა, რაც ათავისუფლებს გემფლობელს არხის მოსაკრებლის გადასახადისაგან.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მიმდინარე გლობალური ეკონომიკური ქსელის ფორმირებისას, ზემოთ ჩამოთვლილმა უპირატესობებმა განაპირობა ის, რომ ბათუმის ნავსადგურმა მიიღო "პორტო-ფრანკო"-ს (თავისუფალი პორტი) სტატუსი 1878-1885 წლების განმავლობაში. ქალაქ ბათუმისა და ნავსადგურის განვითარების მთავარი ფაქტორი გახდა ბაქოდან ბათუმში რკინიგზით ტრანსპორტირებული ნავთობი.

ნავთობის გადამუშავებასთან ერთად გაიზარდა სხვადასხვა მოთხოვნებიც, რამაც გამოიწვია ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ეს გამოვლინდა იმით, რომ 1900 წელს აშენდა ბაქო-ბათუმის მილსადენი. ეს იყო ერთერთი პირველი ნავთობმილსადენი მსოფლიოში.

კემბრიჯის ენერგომაძიებელი ასოციაციის პრეზიდენტი დანიელ ერგინი, თავის წიგნში "The Prize" აღნიშნავს, რომ ნავსადგურის გეოსტრატეგიული მდებარეობისა და ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობების გამო, მსოფლიოში პირველად სწორედ ბათუმის ნავსადგურიდან მოხდა ნავთობის ტრანსპორტირება 1892 წლის აგვისტოში ტანკერის "მიურექსი" მეშვეობით და ის იყო აგრეთვე პირველი ტანკერი, რომელმაც გაიარა სუეცის არხი იმავე წლის 22 აგვისტოს.

ამ პროექტის ავტორები იყვნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან ნობელი, როტშილდი, სამუელი (ფირმის "შელი" დამაარსებელი), მანთაშევი და სხვები. ასე, რომ ბათუმის ნავსადგური ოდითგანვე ცნობილი იყო, როგორც ევროაზიური და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

დღეისათვის ბათუმის ნავსადგური წარმოადგენს შემაერთებელ სატრანსპორტო ხაზს, რომელიც აერთებს ევროპას აზიასთან და პირიქით. ნავსადგური უკავშირდება კავკასიის, ცენტრალური აზიის, რუსეთის და თურქეთის ქვეყნებს საავტომობილო და სარკინიგზო გზებით.
ნავსადგური გამოიყენება აგრეთვე, როგორც მთავარი სატრანზიტო ნავსადგური ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ნავთობის გადასამუშავებლად.

ბათუმის ნავსადგურს გააჩნია შესაძლებლობა დააკმაყოფილოს კლიენტების მოთხოვნები სხვადასხვა ტვირთებთან, გემებთან და მგზავრებთან მიმართებაში. ნავსადგურს გააჩნია 5 ტერმინალი: ნავთობტერმინალი, მშრალი ტვირთის ტერმინალი, საკონტეინერო ტერმინალი, სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელი და სამგზავრო ტერმინალი. აღნიშნული ტერმინალები აღჭურვილია სათანადო ამწე-მოწყობილობებით, რაც ხელს უწყობს ტვირთების დროულ და ხარისხიან გადამუშავებასა და ნავსადგურის კლიენტთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

2002 წლის მარტში ბათუმის ნავსადგურმა, შავი ზღვის ნავსადგურებს შორის, პირველმა მიიღო ბიურო ვერიტასის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9002-1994 შესაბამისობის ხარისხის სერტიფიკატი. 2003 წლის აპრილში ბათუმის ნავსადგურს გადაეცა ბიურო ვერიტასის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-2000 შესაბამისობის ხარისხის ახალი სერტიფიკატი. ხოლო 2005 წლის მაისში ბათუმის ნავსადგურს გადაეცა ბიურო ვერიტასის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-2000 შესაბამისობის ხარისხის ახალი სერტიფიკატი 3 წლით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:00 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ინფორმაცია - http://www.batumiport.com wink

http://seaman.ge
 
ნინთარიღი: ოთხშაბათი, 30.06.2010, 19:16 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბათუმის ნავსადგური - მდებარეობს 10 საზღვაო მილში საქართველო-თურქეთის საზღვრიდან ჩრდილოეთით. მას გააჩნია 11 ნავმისადგომი, რომელთაგანაც 1,2,3 განკუთვნილია ტანკერებისათვის, ერთი სარეიდო ნავმისადგომი, მე-4 და მე-5- კონტეინერმზიდისთვის, ერთი - სარკინიგზო ბორანისთვის, 6,7,8,9, გემებისათვის გენერალური ტვირთებით, მე-10 და მე-11 ნავმისადგომები სამგზავრო გემებისთვის, სიღრმე - 11-15 მ. ტვირთბრუნვა შეადგენს დაახლოებით 12-14 მილიონ/ტონას წელიწადში, რომლისგანაც 10-11 არის ნავთობი და ნავთობპროდუქტები. ასევე არის ტერმინალი თხევადი ნავთობგაზისთვის; ბათუმის ნავსადგურის გენერალური დირექტორია ფრიდონ სურმანიძე.

happy


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___

შეტყობინება შეასწორა ნინ - ოთხშაბათი, 30.06.2010, 19:17
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 04.08.2010, 21:38 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ნავსადგური დღეს

დღეისათვის ბათუმის ნავსადგური საზღვაო გზებით დაკავშირებულია მსოფლიოს ყველა საზღვაო ქვეყანასთან. იგი არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც აერთიანებს საზღვაო, სამდინარო, სარკინიგზო, საავტომობილო, საჰაერო და სამილსადენო სახის ტრანსპორტს. ნავსადგურში ხორციელდება სატვირთო სამუშაოები, გემების ბუქსირება, წყლით მომარაგება და გემის უსაფრთხოების დაცვა. თავისი დანიშნულების შესასრულებლად ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურს გააჩნია შესაბამისი ტერიტორია და აკვატორია სპეციალური მოწყობილობებით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია დამცავი მოწყობილობები, ნავმისადგომები, გადასატვირთი მოწყობილობები, საწყობები, სასამსახურო-დამხმარე გემები, სარკინიგზო და საავტომობილო გზები, ავტოტრანსპორტი, წყალსადენის სისტემა, კავშირგაბმულობა, საზღვაო სადგური.

დღესდღეობით ნავსადგურში არის ნავთობტერმინალი (ნავმისადგომები №1, №2, №3 და უნავმისადგომო ჩამოსასხმელი, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად მიიღონ 4 გემი), მრავალმიზნობრივი საკონტეინერო ტერმინალი (ნავმისადგომი №4), ნავმისადგომი სარკინიგზო ბორანისათვის (ნავმისადგომი №5), მშრალი ტვირთის ტერმინალი (ნავმისადგომები №6, №7, №8, №9) და სამგზავრო ტერმინალი (ნავმისადგომი №10, №11). ნავთობტერმინალის მაქსიმალური გამტარუნარიანობა არის 18 მლნ. ტონა, მშრალი ტვირთის ტერმინალისა - 2,3 მლნ. ტონა, საბორნე გადასავლელისა-700 ათასი ტონა. საკონტეინერო ტერმინალის მოსალოდნელი გამტარუნარიანობაა 50 ათასი TEU წელიწადში.

სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელი აიგო "გეროი შიპკის" ტიპის გემების გათვალისწინებით, რომლებიც მოძრაობენ ვარნა (ბულგარეთი), ფოთი (საქართველო), ილიჩევსკი (უკრაინა) და ბათუმის (საქართველოს) ნავსადგურებს შორის.

ზემოთხსენებული ბორანი არის სამგემბანიანი, მისი ტვირთამწეობა არის 12600 ტონა. მაქსიმალური სიჩქარე 19.4 კვანძი, ხოლო ექსპლუატაციური სიჩქარე 12 კვანძი.

სამგემბანიან ბორანს შეუძლია მიიღოს 108 ოთხღერძიანი სარკინიგზო ვაგონი. ვაგონების დატვირთვა მიმდინარეობს 3 კმ/სთ, გადმოტვირთვა-4 კმ/სთ. საბორნე ხიდის სიგრძე არის 36.35 მეტრი. წინა ნაწილის სიფართე-17.53 მეტრი. უკანა ნაწილის სიფართე-9.44 მეტრი. ხიდის წონა არის 400 ტონა. საბორნე სისტემის მუშაობა მთლიანად ავტომატიზირებულია. უახლოეს მომავალში დაგეგმილია საბორნე გადასასვლელის რეკონსტრუქცია, რომლის შედეგადაც განხორციელდება ფართე და ვიწრო (ევროპული ტიპის) ლიანდაგების შეთავსება.

ნავსადგურს გააჩნია დიდი პორტალური ამწეები (ტვირთამწეობა 5-დან 20 ტონამდე), ავტომტვირთავების დიდი პარკი, 4 ფირმა "კომაცუს" ტრაქტორმტვირთავი და 1 ფირმა "დრესერის" ტრაქტორმტვირთავი.

სანავსადგურო ფლოტი შედგება 12 გემისაგან: სამი ბუქსირი, ერთი სალოცმანო და ორი სარეიდო კატერი, 2 ლეალური წყლების მიმღები კატერი, მტკნარი წყლის მიმწოდებელი ბარჟა, მისაბმელი და სამგზავრო კატერი.

ბოლო წლებში ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის ტვირთბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა. ტრადიცია გრძელდება და დღესაც ნავსადგურის მთლიანი ტვირთბრუნვის 80-90% მოდის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამუშავებაზე.

2005 წლის აპრილში, სერტიფიკაციის სფეროში მსოფლიო ლიდერის Bureau Veritas Quality International (ლონდონი) მიერ ნავსადგურს მესამეჯერ გადაეცა ISO 9002-2000 საეთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისობის სერტიფიკატი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 00:09 | შეტყობინება # 5
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კაპიტალდაბანდება
2008 წლის თებერვალში ყაზახეთის კომპანია სს "ყაზტრანსოილ"-მა, რომელიც შედის კომპანია სს ნკ "ყაზმუნაიგაზ"-ის ჯგუფში და წარმოადგენს ყაზახეთის ერთ-ერთ წამყვან საწარმოს, მიიღო შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგურის" მართვის ექსკლუზიური უფლება, რომელსაც აქვს სტრატეგიულად და გეოპოლიტიკურად ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, რაც იძლევა მსოფლიო ოკეანეში პირდაპირი გასვლის საშუალებას.
სს "ყაზტრანსოილი" წარმოადგენს ყაზახეთის რესპუბლიკის ნავთობის ტრანსპორტირების ძირითად ოპერატორს ექსპორტსა და ქვეყნის შიდა ბაზარზე.
კომპანიის გეგმებში შედის ბათუმის საზღვაო ნავსადგურის სრული მოდერნიზირება და ხელახლა აღჭურვა ნავსადგურის გეოპოლიტიკური განლაგებისა და სტრატეგიული პოტენციალის უფრო ეფექტური გამოყენებისა და თავისი მრავალრიცხოვანი კლიენტებისათვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით.
ხსენებული გეგმების შესრულების პროგრამის თანახმად კომპანია სს "ყაზტრანსოილ"-ის მიერ განხორციელებულ იქნა სოლიდური ინვესტიციები.
ამგვარად 2009 წელს შეძენილ იქნა პორტალური ამწე "აისტი" ტვირთამწეობით 18-32 ტონა. ამწე ახორციელებს გენერალური, ნაყარი და ყრილი ტვირთის ფართე ნომეკლატურის გადატვირთვას.

ბოლო 20 წლის მანძილზე ეს გახლავთ პირველი ასეთი მასშტაბის შენაძენი. ამასთანავე, უახლოეს პერსპექტივაში მოსალოდნელია საამწე მეურნეობის განახლება.

შესყიდულ იქნა მცირე მისაბმელი ბუქსირი "კაპიტანი ტ. ფაღავა". ბუქსირი ასრულებს გემის მობრუნების დამხმარე ფუნქციებსა და მისაბმელ ოპერაციებს. მსგავსი შეძენა ბოლოს განხორციელდა 2005 წელს. ბუქსირის შეძენა მოხდა მოძველებული ბუქსირი "გარეჯი"-ს სანაცვლოდ.

ნავსადგურის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელება (საამწე მეურნეობის, ნავსადგურის ფლოტის, ნავმისადგომების, შენობებისა და საინჟინრო ნაგებობების რემონტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ა. შ.)

2009 წლისათვის კომპანია სს "ყაზნტრანოილ"-ის მიერ ინვესტიციებში სულ დახარჯულ იქნა 8 მლნ დოლარზე მეტი.

ამის გარდა, კომპანია სს "ყაზნტრანოილი" ნავსადგურის თანამშრომლებსა და პენსიონერებს უწევს სოციალურ მხარდაჭერას, მათ შორის დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, ახორციელებს სპონსორულ და საქველმოქმედო საქმიანობას, ღებულობს მონაწილეობას რეგიონის სოციალურ-ეკნომიკურ განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული აქტივების შეძენა და სოციალური ღონისძიებები განხორციელებულ იქნა მსოფლიო გლობალური კრიზისის მიუხედავად. ნავსადგურში ინვესტიციების ჩადება გაგრძელდება 2010 წლისათვისაც, რაც ადასტურებს კომპანიის მტკიცე პოზიციას ნავსადგურის ტვირთნკადის ზრდისა და მკვეთრ მუშაობაში.

05.02.2008
გრიინოუქ ჯგუფმა თავისი ბიზნესი საქართველოში გაყიდა.

გრიინოუქ ჯგუფმა და მისმა პარტნიორებმა "ბათუმის ნავთობის ტერმინალი" და "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია "კაზმუნაიგაზს" მიჰყიდეს. ეს გამომდინარეობს სტრატეგიული ალიანსიდან, რომელიც 2006 წელს "ბათუმის ნავთობის ტერმინალსა" და "კაზმუნაიგაზს" შორის ჩამოყალიბდა.

გენერალურმა დირექტორმა მოგენს ჰანსენმა განაცხადა: "ბათუმის ნავთობის ტერმინალისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურის შექმნა, მათი განვითარება და გაყიდვა საქართველოში წარმატების მშვენიერი მაგალითია. 1999 წელს, როდესაც ჩვენ "ბათუმის ნავთობის ტერმინალი" შევიძინეთ, ის მოიცავდა განადგურებულ და დაბინძურებულ ტერიტორიას, სადაც არ არსებობდა ნორმალური ტექნიკური აღჭურვილობა. ჩვენ გავრისკეთ და განვახორციელეთ ინვესტიცია საქართველოში. 200 მილიონ აშშ დოლარის ინვესტირებით, თითოეული თანამშრომლის თანადგომითა და თავდადებით, ასევე მენეჯმენტის პროფესიონალიზმით ტერმინალი მოდერნიზებული იქნა მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოეწყო საუკეთესო ტექნიკური აღჭურვილობა. ტერმინალში გადატვირთვების წლიური მოცულობა უკვე 15 მილიონ ტონაზე მეტს შეადგენს. ასევე ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, რომელიც 2006 წელს შევიძინეთ, მიმდინარეობს განვითარების პროცესი და მალე მისი ისტორიის განმავლობაში მოხდება პირველი კონტეინერის გადატვირთვა. ორივე ბიზნესი გააგრძელებს განვითარებას და საქართველოს მოქალაქეებისათვის ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის.

ყაზახეთის მთავრობა, თავისი უზარმაზარი ნავთობის საბადოებით, წარმოადგენს შესანიშნავ სტრატეგიულ პარტნიორს კომპანიის სამომავლო განვითარებისა და ზრდის უზრუნველსაყოფად. ყაზახეთის მონაწილეობით შესაძლებელი იქნება სატრანზიტო კორიდორზე ნავთობის სტაბილური დინება და შესაბამისად, "ბათუმის ნავთობის ტერმინალსა" და "ბათუმის საზღვაო ნავსადგურში" 2 000 დასაქმებულზე დამატებით საქართველოს 20 000-ზე მეტი დასაქმებული მოქალაქის მხარდაჭერა.

ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში განვაგრძობთ ორივე კომპანიის მართვას "კაზმუნაიგაზის" სახელით.

ჩვენ ყველანი ვამაყობთ იმით, რაც ერთად შევქმენით და ასევე მოხარული ვართ, რომ "კაზმუნაიგაზი" ჩაუდგება სათავეში ამ პრესტიჟულ კომპანიებს ახალი მიზნების მისაღწევად".

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
მზია გეგენავა +995 222 31818
ბენტე რასმუსსენი +44 207 6291818


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 00:09 | შეტყობინება # 6
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
08.10.2007
საქართველოში, კერძოდ აჭარაში, სადაც განლაგებულია ბათუმის ნავსადგური, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე საერთაშორისო ასოციაცია MedСruise Association-ში ჩვენი გაწევრიანების გათვალისწინებით, შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა" გადაწყვიტა საკრუიზო გემებისათვის დაეწესა შემდეგი შეღავათები, რომლებიც ძალაში შევა 2008 წლის 1 იანვრიდან:

- გემები, რომელთა პირობითი მოცულობა არ აღემატება 40,000 მ3, მიიღებენ შეღავათს 50% ოდენობით;
- გემები, რომელთა პირობითი მოცულობა აღემატება 40,000 მ3 , მიიღებენ შეღავათს 60% ოდენობით;

ბრძანება №150/ა თარიღი 08/10/2007

20.09.2007
ბათუმის ნავსადგური კომპანია International Container Terminal Services Inc.-თან ერთად იწყებს კონტეინერების დამუშავების ოპერაციებს

ბათუმი, 2007 წლის 20 სექტემბერი

კომპანია "International Container Terminal Services Inc."-ის ვიცე პრეზიდენტმა ბატონმა ჰარს ხარემ და ბათუმის ნავსადგურის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ ბატონმა მოგენს ჰანსენმა დღეს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ბათუმის ნავსადგურის საკონტეინერო ტერმინალის განვითარებისა და ამოქმედების შესახებ.

კომპანია "Greenoak Group"-მა 2006 წელს შეისყიდა (მიიღო მმართველობაში) ბათუმის ნავსადგური იმ მიზნით, რომ მოახდინოს მისი მოდერნიზება იმავე გზით, როგორითაც მან მოახდინა ბათუმის ნავთობტერმინალის მოდერნიზება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოცემული ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად ბათუმის ნავსადგურს შემოუერთდა ესოდენ ცნობილი კომპანია. ეს გახლავთ კიდევ ერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ ბათუმის ნავსადგური, რომელიც არის საქართველოს სტრატეგიული ნავსადგური შეესაბამებოდეს მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს" - აღნიშნა ბატონმა მოგენს ჰანსენმა.

კომპანია "International Container Terminal Services Inc", რომელიც დაარსადა 1987 წელს, საყოველთაოდ ცნობილია როგორც საკონტეინერო ტერმინალების წამყვანი ოპერატორი, ინოვატორი და ერთ-ერთი პირველთაგანი თავის სფეროში.
"ჩვენი კომპანია მუდმივად ახალი შესაძლებლობების ძიებაშია. ჩვენ ვთვლით, რომ ბათუმის ნავსადგურს გააჩნია რა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა, აქვს დიდი შესაძლებლობები. ჩვენს ახალ პარტნიორთან, ბათუმის ნავსადგურთან ერთად ჩვენ ვაპირებთ საკონტეინერო ტერმინალის განვითარებას და მის გარდაქმნას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისს მსოფლიო კლასის საკონტეინერო ტერმინალად" - განაცხადა ბატონმა ჰარშ ხარემ ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ.

ბათუმის საზღვაო ნავსადგური კომპანია "Greenoak Group"-მა შეისყიდა (მიიღო მმართველობაში) 2006 წლის მაისში. ის შეიცავს ნავთობის რამოდენიმე ნავმისადგომს, საკონტეინერო და მშალი/გენერალური ნაყარი ტვირთის ნავმისადგომებს, საბორნე ხიდსა და სამგზავრო ნავმისადგომებს. კომპანია "Greenoak Group" საქართველოში 1999 წლიდან მოღვაწეობს და მოახდინა 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტირება, დასაქმებული ჰყავს 3 000 მეტი საქართველოს მოქალაქე.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ
შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" ნუგზარ ქათამაძე + 995 222 31818
International Container Terminal Service Inc - ჰარშ ხარე + 971 4 3938076

8-10.07.2007
2007 წლის 8-10 ივლისს შპს “ბათუმის საზღვაო ნავსადგურში” დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანია ”ბიურო ვერიტას”-მა (ქ. კიევი) ჩაატარა მენეჯმენტის ხარისხის სისტემის მორიგი ყოველწლიური ზედამხედველობითი აუდიტი.
აუდიტის შედეგად შპს “ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა” დაადასტურა საერთაშორისო ხარისხის სტანდარტის ISO 9001-2000 მოთხოვნების შესაბამისობა და მიიღო შესაბამისობის ახალი სერტიფიკატი.

19-20.05.2007
ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ საკრუიზო ხაზის "Seabourn" დირექტორი ბატონი პიტერ კოქსი და საკრუიზო ხაზის "Princess Cruises" ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ბრიუს კრუმრინი. ვიზიტის მიზანი იყო ბათუმის ტურისტული ინფრასტრუქტურის შესწავლა, რათა ბათუმი ჩართონ "Seabourn" და "Princess Cruises" საკრუიზო ხაზების მარშრუტში.

17-18.05.2007
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელობამ მონაწილეობა მიიღო მედკრუიზის 30-ე გენერალურ ასამბლეის სხდომაში, რომელიც ეხებოდა საკრუიზო ინდუსტრიის განვითარებას ხმელთაშუა და შავ ზღვებზე. შეხვედრას ესწრებოდა ხმელთაშუა და შავ ზღვების 35 ნავსადგურის 50 წარმომადგენელი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 00:16 | შეტყობინება # 7
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სააგენტოები

GEOINSPECT
მისამართი: 6010 ბათუმი
ფარნავაზ მეფის ქუჩა №59, ბ. 1.

ABI-TRANS SHIPPING AND FORWARDING AGENCY CO.
მისამართი: 6003 ბათუმი
ქუთაისის ქუჩა №9

Barwil Georgia
მისამართი: 6013 ბათუმი
ქუთაისის ქუჩა №5.

Batos-Shiping
მისამართი: 6010 ბათუმი
ახმეტელის ქუჩა №5. ბ.1.

IverTrans
მისამართი: 6017 ბათუმი
გოგებაშვილის ქუჩა №32 ბ.14 .

G*M Logistic Co. Ltd.
მისამართი: 6017 ბათუმი
გოგებაშვილის ქუჩა №32 ბ.13.

GEOMAR
მისამართი: 6017 ბათუმი
გოგებაშვილის ქუჩა №32 ბ.14 .

INSTRA
მისამართი: 6013 ბათუმი
ქუთაისის ქუჩა №34.

INFLOT Georgia
მისამართი: 6017 ბათუმი
გოგებაშვილის ქუჩა №32.

"MTS" Co. Ltd
მისამართი: ბათუმი
ნონეშვილის ქუჩა №63.

INTER Co. Ltd.
მისამართი: 6010 ბათუმი
ერას ქუჩა №2/9.

"Orion Shipping" Co. Ltd
მისამართი: 6017 ბათუმი
გოგებაშვილის ქუჩა №32 ბ.14.

Ponto Maria
მისამართი: 6010 ბათუმი
გოგებაშვილის ქუჩა №60

SCORPIO SUPPLY Ltd.
მისამართი: 6010 ბათუმი
ხულოს ქუჩა №4. .

SOLAR Georgia
მისამართი: 6010 ბათუმი
მაზნიაშვილის ქუჩა №15.

TeRo Co. Ltd.
მისამართი: 6017 ბათუმი
შავშეთის ქუჩა №4.

PALMALI
მისამართი: ფოთი
აღმაშენებლის ქუჩა №14. ბ. 3

“POYRAZ SHIPPING & CREWING LTD. CO. BATUMI”
მისამართი: 6000 ბათუმი
გოგებაშვილის ქუჩა №58

WESTWIND
მისამართი: 6010 ბათუმი
გორგასალის ქ. №97

SOFMAR SHIPPING AGENCY
მისამართი: 6017 ბათუმი
მელაშვილის ქ. №16

EISA
მისამართი: ფოთი
მელაშვილის ქ. №14 ბ2


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეზღვაური, გემი და საზღვაო თემატიკა ☜♡☞ » ბათუმის საზღვაო ნავსადგური
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz