პარასკევი, 19.04.2024, 21:48
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეზღვაური, გემი და საზღვაო თემატიკა ☜♡☞ » ”საგამოცდო საკითხები მატროსებისთვის”
”საგამოცდო საკითხები მატროსებისთვის”
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 28.07.2010, 22:20 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
1. რა არის საჭის მოწყობილობის დანიშნულება?
- საჭის მოწყობილობის დანიშნულებაა დაიჭიროს გემი მოცემულ მიმართულებაზე.
2. რა არის საჭის მოწყობილობის ძირითადი შემადგენელი ნაწილები?
- საჭის მოწყობილობის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია: საჭის პერო,ელექტრო ჰიდრავლიკური ნასოსი და ასე შემდეგ.
3. რა ჰქვია ხელსაწყოს,რომელიც აჩვენებს საჭის მდგომარეობას(გადახრას)გემის დიამეტრული სიბრტყის მიმართ?
- ამ ხელსაწყოს ჰქვია - რეპიტერი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 28.07.2010, 22:21 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
4. რა ჰქვია სათავსოს გემზე,სადაც განთავსებულია საჭის მოწყობილობის მექანიზმები?
- РУМПЕЛЬНОЕ ОТДЕЛЕНИЕ
5. რამდენი სახის მართვის საშუალება გააჩნია საჭის მოწყობილობას?
- საჭის მოწყობილობას გააჩნია მართვის შემდეგი საშუალებები: ავტომატური,ხელით მართვადი და ავარიული.
6. როგორია საჭეზე დგომის,ვახტის მიღება - ჩაბარების წესები?
- ვახტის მიღება - ჩაბარების დროს ვახტაზე მყოფი ვახტის მიმღებს ამცნობს გემის არსებულ კურსს და ასევე ვახტის მიმღები შესაბამისად იმეორებს ანუ ადასტურებს მოცემულ კურსს.
7. რას ნიშნავს გემის მართვა შორს განთავსებული საგნის მიმართ?
8. რას ნიშნავს კვეთი? გემის მართვა კვეთის მიმართ?
9. რას ნიშნავს გემის მართვა კილვატერში სვლისას?
- ეს ნიშნავს იმას რომ უკანა გემი მიუყვება წინა გემის კვალს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 28.07.2010, 22:31 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ეს ნიშნავს იმას რომ უკანა გემი მიუყვება წინა გემის კვალს.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 28.07.2010, 22:31 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
10. ძირითადი ბრძანებები საჭეზე(ინგლისურ და რუსულ ენებზე)?
- საჭე მარჯვნივ, Право руля, starboard!
- საჭე მარცხნივ, Лево руля, port!
- საჭე მარჯვენა ბორტზე, Право на борт, hard a starboard!
- საჭე მარცხენა ბორტზე, лево на борт, hard a port!
- საჭე პირდაპირ, прямо руль, midship!
- ასე გეჭიროთ, так держать, steady so!
- მეტი მარჯვნივ, больше право, more starboard!
- მეტი მარცხნივ, больше лево, more port!
- ნელ-ნელა მარჯვნივ, помалу право, easy to starboard!
- ნელ-ნელა მარცხნივ, помалу лево, easy to port!
- დაიჭირეთ კურსი, на курс, steer the course!
- მარჯვნივ არ წახვიდე, право не ходить, nothing to starboard!
- მარცხნივ არ წახვიდე, лево не ходит, nothing to port!
- ყურადღება საჭეზე, внимание на руле, watch the helm!
- დაიჭირე შუქურაზე, держать на маяк, steer for the lighthouse!
- კურსი 182, курс 182, course one eight two!


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 28.07.2010, 22:33 | შეტყობინება # 5
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
11. განმარტეთ სურათზე ჩვენებით : ა) დედამიწის ეკვატორი; ბ) დედამიწის მერიდიანები,საწყისი ანუ გრინვიჩის მერიდიანი; გ) გემის ადგილის განედი,გრძედი ანუ გემის კოორდინატები.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 28.07.2010, 22:33 | შეტყობინება # 6
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
12. რა დანიშნულება აქვს ჰორიზონტის რუმბული სისტემით დაყოფას?



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 28.07.2010, 22:34 | შეტყობინება # 7
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
13. განმარტეთ რას წარმოადგენს გემის ჭეშმარიტი კურსი?
- ჭეშმარიტი კურსი არის კუთხე, ნამდვილ მერიდიანსა და გემის დიამეტრალურ სიბრტყეს შორის.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 28.07.2010, 22:35 | შეტყობინება # 8
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
14. განმარტეთ რას წარმოადგენს ჭეშმარიტი მიმართულება(პელენგი)?
- პელენგი არის კუთხე ნამდვილ მერიდიანსა და რაიმე საგანს შორის.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 28.07.2010, 22:36 | შეტყობინება # 9
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
15. განმარტეთ რას წარმოადგენს საკურსო კუთხე?
- კუთხე გემის დიამეტრალურ სიბრტყესა და რაიმე საგანს შორის.
იხ. ფოტო ზემოთ!
16. რა ჰქვია ნავიგაციაში სიგრძის ერთეულს?
- ნავიგაციაში სიგრძის ერთეულია : მილი
1 მილი = 1852 მეტრი, 1 მილი = 10 კაბელტი ანუ 1 კაბელტი = 185 მეტრი

17. რას წარმოადგენს კაბელტოვი?
- ეს არის სიგრძის ერთეული ნავიგაციაში, 1 მილი = 10 კაბელტი

18. რომელი ძირითადი ხელსაწყოები განსაზღვრავენ ზღვაზე მიმართულებას?
- ზღვაზე მიმართულების განსაზღვრისათვის გამოიყენება მაგნიტური ან ელექტრონული კომპასი.




http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 28.07.2010, 22:37 | შეტყობინება # 10
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
19. რას წარმოადგენს მაგნიტური კომპასი,მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები?
- მაგნიტური კომპასის დადებითი მხარე ის არის რომ ის არ არის დამოკიდებული ელექტრო ენერგიაზე,არამედ დედამიწის მაგნიტურ ველზე,ხოლო რადგან გემი არის რკინა და ასევე მოძრავი და ასევე რადგან დამოკიდებულია მაგნიტურ ველზე აქ შეიძლება ცოტაოდენი უზუსტობა რაც შეიძლება ჩაითვალოს მის უარყოფით მხარედ.

20. რას წარმოადგენს გიროსკოპული კომპასი,მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები?
- გიროსკოპული კომპასი ითვლება როგორც ზუსტ კომპასად რადგან ის არ არის დამოკიდებული დედამიწის მაგნიტურ ველზე,ხოლო უარყოფითად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ ის იკვებება ელექტრო ენერგიის ხარჯზე.

21. რა ჰქვია ხელსაწყოს გემზე,რომელიც აჩვენებს სიჩქარესა და გავლილ მანძილს?
- ამ ხელსაწყოს ჰქვია - ლაგი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 28.07.2010, 22:38 | შეტყობინება # 11
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
22. რა სახის ლაგებია გამოყენებული გემზე?
- გემზე გამოყენებულია დუპლერის ლაგი და ექო სიგნალის ლაგი.

23. რა არის სავახტო სამსახური გემზე? რა სახის ვახტებია? ვინ ნიშნავს ვახტას გემის სვლისას და გემის დგომისას?
- ვახტა შეიძლება იყოს გემის სვლის დროს და ასე მისი დგომის დროს, მას ძირითადად განსაზრვრავს კაპიტანი,ხოლო სამანქანო განყოფილებაში უფროსი მექანიკოსი კაპიტანთან შეთანხმებით.

24. ვინ არის გემზე ვახტის უშუალო ხელმძღვანელი?
- გემზე ვახტის უშუალო ხელმძღვანელია - ვახტის ოფიცერი.

25. რა არის ლოცმანის ტრაპის დანიშნულება?
- ლოცმანის ტრაპის დანიშნულებაა ლოცმანის გემზე ასვლის უზრუნველყოფა.

26. რაზეა დამოკიდებული ლოცმანის ტრაპის გამოყენება?
- წყლის ზედა ბორტის სიმაღლეზე.

27. რომელია ლოცმანის ტრაპის ძირითადი შემადგენელი ნაწილები და მათი დანიშნულება?
- ბალიარინა და მენროუპი.

28. რა გამოიყენება ლოცმანის მისაღებად გემზე, რომლის წყლის ზედა ბორტის სიმაღლე 9 მეტრზე მეტია?
- გამოიყენება კომბინირებული მეთოდი.

29. რა აღჭურვილობაა საჭირო ლოცმანის ტრაპის მიმაგრების ახლოს როცა ბნელა?
- საჭიროა განათება,პროჟექტორი,მანათობელი ბუი და მაშველი წრე.

30. რა არის მევახტე მატროსის მოვალეობა საჭესთან დგომისას?
- მართოს გემი კაპიტნის მიერ მითითებულ კურსზე,იყოს ყურადღებით და გაუმეოროს კაპიტანს ან ოფიცერს ახლად მითითებული კურსი.

31. რა არის მევახტე მატროსის მოვალეობა ტრაპთან დგომისას?
- ძირითადი მოვალეობა ეს არის გემზე ამომსვლელისა და ჩამსვლელის გაკონტროლება(ვისთან მიდის,რა მიაქვს,ვინ არის).

32. რა არის გემის მისაბმელი მოწყობილობის დანიშნულება?
- გემის მისაბმელი მოწყობილობა გამოიყენება იმისათვის რომ მოხდეს გემის უსაფრთხო მიბმა გემმისადგომზე.

33. რა არის გემის მისაბმელი მოწყობილობის შემადგენელი ნაწილები?
- ბრაშპილი,კნეხტი,კრანტი...

34. რა დანიშნულება აქვს ბრაშპილს? კნეხტებს? კიპის პლანკებს? კრანტებს?
-

35. გემის მისაბმელი ბაგირების დასახელება(ქართულ,ინგლისურ და რუსულ ენებზე)?



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 28.07.2010, 22:39 | შეტყობინება # 12
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
1 – HEAD LINE
2 – FORWARD BREAST LINE
3 – FORWARD SPRING
4 – STERN LINE
5 – AFT BREAST LINE
6 – AFT SPRING


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 28.07.2010, 22:40 | შეტყობინება # 13
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
36. რა უსაფრთხოების წესებია გემის მისაბმელი ოპერაციისას?
- აუცილებელია კასკა, უსაფრთხო ფეხსაცმელები, რობა, ხელთათმანები და ზუსტად უნდა შევასრულოთ ოფიცრის ბრძანება.

37. რა ძირითადი ბრძანებებია გემის მისაბმელი ოპერაციისას?
- ავრალი,მოემზადეთ საგემსაბმელოდ, stand by for mooring!
- მოამზადეთ მისაცემად სასროლი თოკი, get ready the heaving line!
- მოამზადეთ მისაცემად მოსაჭიმი თოკი, get ready the breast line!
- მოამზადეთ მისაცემად შპრინგი, get ready the spring!
- მიაწოდეთ ცხვირის გრძივი თოკი, give the head line!
- ცხვირის გრძივი ბაგირი მიცემულია, the head line is passed!
- შეაკავეთ ცხვირის შპრინგი, hold on the bow spring!
- ამოიღეთ მჭიდროთ, hand fast!
- ამოიღეთ კიჩოს გემსაბმელი, heavy in aft!
- ამოუშვით ნელ-ნელა, veer out handsomely!
- ასე დაამაგრეთ ბაგირები, make all fast!
- კიჩოს უკან სუფთაა?, is it clear astern?
- კიჩოს უკან სუფთაა!, clear astern!
- არ არის სუფთა, not clear!
- მოხსენით ყველა ბაგირი, let go for and aft!
- ყველა ბაგირი მოხსნილია, all gone for and aft!

38. რა დანიშნულება აქვს ღუზის მოწყობილობას?- უზრუნველყოს გემის ღუზაზე დგომა.

39. რა არის ღუზის მოწყობილობის ძირითადი შემადგენელი ნაწილები?
- შემაერთებელი ზვენი,ლოპასტი...

40. განმარტეთ როგორია ღუზის ჯაჭვის მარკირება?
- გემს ღუზა გააჩნია როგორც მარცხენა ასევე მარჯვენა მხარეს და მისი მარკირება ხდება დანაყოფების მიხედვით,რომლის ერთი ნაწილის ანუ დანაყოფის სიგრძე შეადგენს 27 მეტრს.

41. რა უსაფრთხოების წესებია ღუზის წყალში ჩაშვებისას და ამოღებისას?
- კაპიტნის ბრძანებით ხდება ღუზის ჩაშვება ნელი ტემპით 1-2 მეტრის მოცილებით საბოლოო წერტილამდე,შენდეგ პაუზა და ისევ ჩაშვება ბოლომდე.

42. რა ჰქვია სათავსოს გემზე,სადაც ინახავენ ღუზის ჯაჭვს?
- ჯაჭვის შემნახველი ყუთი.

43. რა სახის ტვირთამწე საშუალებები გამოიყენება მშრალტვირთმზიდ გემებზე?
- გამოიყენება ამწეები და სტრელები.

44. რა ჰქვია ტრიუმის სახურავებს?
- ტრიუმის სახურავს ჰქვია ლუქი.

45. რას ნიშნავს მასიური ნაყარი ტვირთები?
- მასიური ნაყარი ტვირთებია: ხორბალი,სხვა მარცვლეული,შაქარი...

46. რა ტვირთები განეკუთვნება გენერალურ ტვირთებს?
- გენერალურ ტვირთებს განეკუთვნება ყუთებით და სხვა ამდაგვარად გადასაზიდი ტვირთები.

47. რა დანიშნულება აქვს გემის სამაშველო საშუალებებს?
- გემის სამაშველო საშუალებებს მიმართავენ ავარიული სიტუაციებისა და გადამრჩენელი ოპერაციების დროს.

48. რომელია გემის სამაშველო საშუალებების სახეები?
- სასროლი წრე,პლოტი,სამაშველო ნავი...

49. რომელია გემის ინდივიდუალური და კოლექტიური სამაშველო საშუალებები?
- ინდივიდუალურია: სამაშველო ჟილეტი და წრე
- კოლექტიურია: შლიუპკა და სამაშველო ნავი

50. რას წარმოადგენს მორიგე ნავი და მისი დანიშნულება?
- ეს არის ნავი რომელიც გამოიყენება ადამიანის წყლიდან ამოსაყვანად ასეთი სიტუაციის არსებობის შემთხვევაში.

51. რა მარაგია სამაშველო კანჯოში ანუ ნავში?
- საჭმელი,წყალი,სათევზაო ანკესები,მაშხალები,პირველადი დახმარების ყუთი,თერმო კოსტუმები და ფარნები.

52. რა პიროტექნიკური საშუალებებია სამაშველო კანჯოში?
- საკვამლე ბუი,რომელიც გამოყოფს ყვითელ კვამლს და მაშხალები.

53. რა არის თოკსასროლი მოწყობილობა?
- ეს არის მოწყობილობა,რომლის საშუალებითაც შეიძლება მოხდეს თოკის გასროლა ძალიან დიდ მანძილზე.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეზღვაური, გემი და საზღვაო თემატიკა ☜♡☞ » ”საგამოცდო საკითხები მატროსებისთვის”
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz