პარასკევი, 19.04.2024, 17:37
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:59 | შეტყობინება # 361
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 19 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრ "თანადგომას" ესტუმრება.

დავით კერესელიძე სმენადაქვეითებულ ახალგაზრდებს ტკბილეულსა და თექაზე სამუშაო მასალას გადასცემს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:59 | შეტყობინება # 362
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოში მიმდინარე სეზონზე H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 27 შემთხვევაა დაფიქსირებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თებერვლიდან დაავადებათა რიცხვის კიდევ უფრო მატებას ვარაუდობს, რის კონტექსტშიც ის რისკის ჯგუფებში შემავალ პაციენტებს (მოხუცები, ფეხმძიმეები, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მატარებლები, 2 წლამდე ბავშვები) განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში A ტიპის ვირუსით სამი ადამიანი დაიღუპა. ყველა შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:59 | შეტყობინება # 363
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მოპარული უნიკალური წიგნები საქართველოში ბრუნდება. უკრაინელმა სამართალდამცავებმა კიევში საქართველოს საელჩოს მე-18 საუკუნის შუა რიცხვებისა და მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოცემული 56 ისტორიული წიგნი უნდა გადასცეს.

წიგნები, რომლებიც უკრაინაში უკანონო გზით შეჰქონდათ, 2008 წლის მარტში ბორისპოლის სასაზღვრო-გამშვებ პუნქზე დააკავეს. ისტორიული წიგნები უკრაინის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. სპეციალური კომისიის დასკვნის გადაწყვეტილებით კი, ის ქართულ მხარეს უბრუნდება.

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გრიგოლ ქათამაძის თქმით, უკრაინულმა მხარემ საქართველოს საელჩოს გადასცა ეს უძველესი წიგნები.

"წიგნების მოძიების მიზნით, 4 თვის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დავალება მივიღეთ, საელჩომ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან იმუშავა და 18 იანვარს ყველაფერი დასრულდა", _ აღნიშნა ქათამაძემ.

მისი ინფორმაციით, წიგნები 19 იანვარს, დღის ბოლოს, საქართველოში დაბრუნდება. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:00 | შეტყობინება # 364
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები.

"საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის თანამშრომლობის აქტუალურ თემებს", - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარი დიპლომატი დღეს, 19 იანვარს, აზერბაიჯანელ კოლეგას ელმარ მამედიაროვსა და ტრანსპორტის მინისტრს ზია მამედოვს შეხვდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკას 17 იანვარს ეწვია. ის ვიზიტს დღეს დაასრულებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:00 | შეტყობინება # 365
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ევროკავშირმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის "ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივებისა" და "უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმებები დაამტკიცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროპულმა მხარემ ამ შეთანხმებების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდა პროცედურები დაასრულა, რომლის თაობაზეც ევროკავშირი უახლოეს დღეებში ოფიციალური ნოტით აცნობებს ქართულ მხარეს.

ოფიციალური თბილისი, რომელმაც, თავის მხრივ, შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები 2010 წლის დეკემბერში დაასრულა, ევროკავშირის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმება.

აღნიშნულის საფუძველზე, "ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივებისა" და "უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმებები ძალაში მიმდინარე წლის 1 მარტს შევა.

შეგახსენებთ, რომ "ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების" შესახებ შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისთვის რიგ მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს, მათ შორის სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებლის შემცირებას (60 ევროდან 35 ევრომდე), რიგი კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებისთვის (მაგ., პენსიონრები, 12 წლამდე ასაკის ბავშვები, უნარშეზღუდული პირები, ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ახლო ნათესავები, სტუდენტები, მეცნიერები, ჟურნალისტები და ა.შ.) სავიზო მოსაკრებელის გაუქმებას, ვიზის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას 10 კალენდარული დღის განმავლობაში და ა.შ.

რაც შეეხება "უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმებას, მის საფუძველზე მოხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:00 | შეტყობინება # 366
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
შავი ზღვის დაცვის ინსპექციამ ფილიპინების დროშის ქვეშ მცურავი ტვირთმზიდი დააკავა.

მიზეზი საზღვაო აკვატორიის დაბინძურებაა. დაკავებული ტვირთმზიდი ამჟამად ბათუმის საზღვაო ნავმისადგომზეა გადაყვანილი.

მას საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ 65 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. ტვირთმზიდს სწორედ აღნიშნული ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:00 | შეტყობინება # 367
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 19 იანვარს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლები ნათლისღების დღესასწაულზე, წყნეთის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლს ეწვევიან.

ცენტრის თანამშრომლები ბავშვებს ზღაპრის გმირებთან ერთად ეწვევიან და სპეციალურად მათთვის შეგროვილ საჩუქრებს გადასცემენ.

ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება. მისამართი: დაბა წყნეთი, სტალინის ქ, #40


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:00 | შეტყობინება # 368
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პაკისტანში 7.2 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, ირანისა და ავღანეთის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას ბოლო მონაცემებით მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დალბანდინიდან 55 კილომეტრის მოშორებით იყო.
როგორც პაკისტანური მედია იუწყება, ქვეყანას დიდი ზარალი არ მისდგომია.
პაკისტანში ამაზე დიდი ძალის მიწისძვრა აქამდე 2005 წელს დაფიქსირდა, რომლის დროსაც 73 000 ადამიანი დაიღუპა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:01 | შეტყობინება # 369
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იაღლუჯის პოლიგონზე ჩატარდება აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული ტრენინგი.

ამერიკელი ინსტრუქტორი, ყოფილი ექსპერტ-კრიმინალისტი, მაიკლ ნოქსი ქართველი კრიმინალისტებისათვის ერთკვირიან სწავლებას ატარებს.

სწავლების მიზანია გასროლის ტრაექტორიის მიხედვით დანაშაულის სურათის აღდგენა. ექსპერტიზის განვითარების პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიურო (INL) აგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხარდაჭერას.

დანაშაულის ადგილის დათვალიერება და ანალიზი საგამოძიებო პროცესის უმთავრესი ნაწილია. სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის მიღებასთან ერთად, საგამოძიებო ნაწილს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აშშ-ს საელჩო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან საექსპერტო-კრიმინალისტიკური კადრებისა და სამართალდამცავთა საგამოძიებო უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.

მიმდინარე პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობით, მოიცავს ტექნიკურ მხარდაჭერას, პროფესიულ გაცვლით პროგრამებს, ლაბორატორიების აღჭურვას თანამედროვე ტექნოლოგიებით და ექსპერტიზის ლაბორატორიების აკრედიტაციის პროგრამას.

დღევანდელი სწავლებისას ყურადღება გამახვილდება იმ შემთხვევებზე, რომლის დროსაც პოლიცია იყენებს ცეცხლსასროლ იარაღს. მონაწილეებს ეძლევათ პრაქტიკული დავალებები, რაშიც იგულისხმება ფიზიკური მტკიცებულებების საფუძველზე მსროლელის ადგილმდებარეობის დადგენა. სწავლებისას დამხმარე საშუალებად გამოყენებული იქნება კომპიუტერული პროგრამა. საცეცხლე სავარჯიშოები და პრაქტიკული მაგალითები ტრენინგის მონაწილეებს საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ სხვდასხვა ტიპის ზედაპირზე გასროლის კვალს და განსხვავებული შემთხვევების ანალიზის საფუძველზე აღადგინონ გასროლის სურათი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:01 | შეტყობინება # 370
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აზერბაიჯანში პირველი სოციალური ქსელი შეიქმნა. კომპანია "დელტა ტელეკომის" ხელმძღვანელის რაიდ ალეკპერლის განმარტებით, ახალი სოციალური ქსელის მისამართია www.park.az .
"აზერბაიჯანში რამოდენიმე საერთაშორისო სოციალური ქსელი ფუნქციონირებს, რამოდენიმე აზერბაიჯანულენოვანიც არის, თუმცა www.park.az ეს არის ეროვნული სოციალური ქსელი"აცხადებს "დელტა ტელეკომის" ხელმძღვანელი.
სოციალური ქსელი სამერივანია: აზერბაიჯანული, რუსული და ინგლისური.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:01 | შეტყობინება # 371
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ახლად შექმნილმა დავების განხილვის საბჭომ უკვე 3 საჩივარი განიხილა.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განუმარტეს,
2010 წლის 10 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ახალი ინსტიტუტი - დავების განხილვის საბჭო შეიქმნა. აღნიშნული ორგანო განიხილავს შესყიდვებთან დაკავშირებულ საჩივრებს. საჩივრების წარდგენის უფლებით სარგებლობენ როგორც პრეტენდენტები, ასევე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები. მათ შეუძლიათ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებამდე გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება. საბჭო საჩივარზე გადაწყვეტილებას იღებს 10 დღის ვადაში.

დავების განხილვის საბჭო დაკომპლექტებულია ერთის მხრივ, სააგენტოსა და მეორეს მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების 3-3 წარმომადგენლით. საბჭოს შემადგენლობაშია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის წარმომადგენელიც. აღნიშნული მანდატი საშუალებას გვაძლევს მონაწილეობა მივიღოთ შესიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვაში, საქმის გარემოებათა გამკვლევაში და გადაწყვეტილების მიღებაში. საბჭოს შემადგენლობა, რომელსაც საფუძვლად უდევს პარიტეტული პრინციპის დაცვა სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შორის, საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების პრაქტიკაში უნიკალურია. ასეთი ფორმატი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და მასზე გავლენის მოხდენის კარგ შესაძლებლობას აძლევს.

ამ დროისათვის საბჭოს მიერ 3 საჩივარია განხილული. მიღებული გადაწყვეტილებებით 2 საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო 1 - ნაწილობრივ.

მოცემულ გადაწყვეტილებებში საბჭოს მიერ შემდეგი მნიშვნელოვანი განმარტებები იქნა გაკეთებული:

საბჭო შებოჭილი არ არის საჩივარში ჩამოყალიბებული მოთხოვნებით;

შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეცია გამოყენებული უნდა იქნეს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვით;

შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენისათვის გონივრული ვადის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული შესყიდვის თავისებურებები, პრეტენდენტისა და თავად შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესები;

პრეტენდენტი ვალდებული არ არის დაიწყოს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების შეგროვება, სანამ შემსყიდველი ორგანიზაცია არ მიმართავს მას აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნით;

სატელეფონო მომსახურების შესყიდვისას ინდექსის მითითება ზღუდავს კონკურენციას, თუ ამ ინდექსით სარგებლობის ლიცენზიას მხოლოდ ერთი პირი ფლობს.

საია პერიოდულად წარმოგიდგენთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. იმედს გამოვთქვამთ, რომ საბჭო წარმატებულად იმუშავებს, მოახერხებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროს განვითარებასა და მისი ფუძემდებლური პრინციპების (რაციონალური ხარჯვა, ჯანსაღი კონკურენცია, სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა, საჯაროობა, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება) იმპლემენტაციაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:01 | შეტყობინება # 372
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან "კონსერვატორების" და "ხალხის პარტიის" აქცია გაიმართება.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა აცნობა, აქციაში მონაწილეობას "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლებიც მიიღებენ და ხელისუფლებისგან კიდევ ერთხელ მოითხოვენ შეწყდეს თბილისში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების რეგიონებში დაუსახლებელ ტერიტორებზე განსახლება.

აქციის ფარგლებში "კონსერვატორების" წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი და "ხალხის პარტიის" წევრი ალეკო შალამბერიძე ბრიფინგს გამართავენ.

აქცია-ბრიფინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:01 | შეტყობინება # 373
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
"რუსეთი - მსოფლიოს უმსხვილესი მომაკვდავი სახელმწიფო" ამ სათაურით აქვეყნებს რუსული მედია სტატიას, რომელშიც რუსეთში არსებულ მდგომარეობასა და იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლებმაც შეიძლება ეს ქვეყანა დაღუპვამდე მიიყვანოს.
"დასრულდა 2010 წელი და უნდა ითქვას, რომ ამ წლის ძირითადი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ტენდენციები სერიოზულ ეჭვს იწვევს იმისა, რომ რუსეთი მომავალში შეძლებს სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩენას. ალბათ ყოველივე ეს ყველაზე კარგად ასახეს ჩინელმა ანალიტიკოსებმა, რომლებიც რუსეთს უკვე კარგა ხანია აკვირდებიან - რუსეთი ეს მსოფლიოში უმსხვილესი მომაკვდავი ზესახელმწიფოა - ამბობენ ისინი", _ ნათქვამია სტატიაში და იქვე აღნიშნულია, რომ თუკი რუსეთი გააგრძელებს იგივე გზით სიარულს რა გზითაც მიდის ახლა - ავტოკრატიის, მონოპოლიზაციის, კორუფციისა და საყოველთაო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული დეგრადაციის გზით - მაშინ ჩინელები რომლებმაც რუსეთს ეს საბოლოო დიაგნოზი დაუსვეს მართალი აღმოჩნდებიან.
"ქვეყნის დეგრადაცია ჯერ კიდევ ხელისუფლებაში პუტინის მოსვლამდე დაიწყო, თუმცა მიზეზები და არსი იმ დეგრადაციისა მნიშვნელოვანწილად განსხვავდებოდა პუტინის დროს დაწყებული დეგრადაციიდან.
2010 წელი რუსეთის დეგრადაციის საკითხში სარეკორდო წლად შეიძლება ჩაითვალოს და ყოველივე ეს ოთხ სფეროში ხდება:
1. გაეროს ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსში ქვეყანა 57-ე ადგილიდან 67-ე ადგილზე ჩამოვარდა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ გაიზარდა სხვაობა მოსახლეობის მდიდარ და ღარიბ ფენას შორის, ხოლო საშუალო კლასის წილი ათლეულის მთელი პერიოდის განმავლობაში 10-12%-ზე დარჩა.
ამას გარდა, აღნიშნულ ინდექსში რუსეთში განათლების მაჩვენებლები ცხრა პუნქტით შემცირდა და მას ამჟამად 60 ქვეყანას შორის 41-ე ადგილი უჭირავს და ეს ხდება იმასთან ერთად, რომ რუსეთი აპირებს შეამციროს შეტანები განათლებასა და ადამიანურ კაპიტალში. მშპ-ს წილი კი რომელიც მეცნიერებაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე იხარჯება შემცირებას აგრძელებს. ჯარზე, პოლიციაზე, სადაზვერვო სამსახურებსა და სხვა ძალოვან სტრუქტურებზე ხარჯები კი ზრდას აგრძელებს.
2. სახელმწიფო კიდევ უფრო კორუმპირებული და კრიმინალიზებული გახდა. სულაც არ არის გასაკვირი, რომ რუსეთმა დაკარგა 12 პოზიცია მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ "გლობალური კონკურენტუნარიანობის" ბოლო ანგარიშში და 134 ქვეყნიდან 51 -ე ადგილიდან 63 -ე ადგილზე ჩამოინაცვლა.
რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებები მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე უარესად შეფასდნენ და 118 -ე ადგილი დაიკავეს. მანამ ვიდრე კრემლი ფუჭად საუბრობს "მოდერნიზაციაზე" და "ნანოტექნოლოგიებზე" რუსეთი ინოვაციურობაში მე-80 ადგილზე ჩამოვიდა, საკუთრების უფლების დაცვაში 126-ე ადგილზე, ფინანსური ბაზრის განვითარებაში 125-ე ადგილზე და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის დაცვის არარსებობის თვალსაზრისით 128-ე ადგილზე. მოკლედ რუსეთს ძალიან ცუდი ეკონომიკური მაჩვენებელი აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ 11 თვის განმავლობაში ქვეყნიდან კაპიტალის გადინებამ 29 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
3. ეკონომიკა სახელმწიფოს კიდევ უფრო დიდი კონტროლის ქვეშ მოექცა და კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტური გახდა. სახელმწიფოს წილი ეკონომიკაში, სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით 50 % შეადგენს და იგ კიდევ უფრო დიდია, თუკი ჩავთვლით კომპანიებს რომლებიც სახელმწიფო ჩინოვნიკებს ეკუთვნით ან მათ მიერ კონტროლდება. ის ფაქტი, რომ ყოველი მეორე მომუშავე ამჟამად საბიუჯეტო დაფინანსებაზე იმყოფება კონკურენციის დაბალ დონეს განაპირობებს და ეს ერთის მხრივ ფასების ზრდასა და ინფლაციის საერთო დონეს და მეორეს მხრივ საქონლის ხარისხისა და წარმოების დაცემას განაპირობებს.
4. რუსეთის მრავალი მოქალაქე ცინიზმითა და რისხვითაა სავსე ცხოვრების დონის დაბლა დაწევის გამო და იმის გამოც, რომ მმართველი ელიტა ბოროტად იყენებს თავის ძალაუფლებას და აგრძელებს მოქალაქეთა და კომპანიების აქტივებისა და ფულის დაუსჯელად მითვისებას", - ნათქვამია სტატიაში, რომლის ბოლოსაც აღნიშნულია, რომ პუტინის სურვილი დარჩეს ხელისუფლების სათავეში კიდევ 12 წლის განმავლობაში 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რუსეთს არეულობას უქადის. საუკეთესო შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ ხანგრძლივვადიან ეკონომიკურ უძრაობას და ვარდნას სოციალურ სფეროში. ყოველივეს კი თან ახლავს კორუფციის დონის ზრდა, უცხოური ინვესტიციების გადინება რუსეთიდან, როგორც კაპიტალის ისე მილიონობით ყველაზე საუკეთესო მოქალაქეების.
უარეს შემთხვევაში გაგრძელდება დეგრადაცია, რაც შეიძლება ქვეყნის სრულ დაშლამდე მივიდეს და თუ ხელისუფლება არ შეიცვლება ეს მომავალ ათწლეულში შეიძლება მოხდეს".


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:02 | შეტყობინება # 374
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სამხრეთ აფრიკაში ძლიერი წყალდიდობაა. წყალდიდობის შედეგად ბოლო მონაცემებით 40 ადამიანია დაღუპული.

როგორც "სი-ენ-ენი" იუწყება, 6 000 ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი.

როგორც სამხრეთ აფრიკის მთავრობა განმარტავს, ზარალმა უკვე რამდენიმე მილიონ ამერიკულ დოლარს გადაჭარბა.

შეგანხსენებთ, რომ რამდენიმე კვირაა ძლიერი წყალდიდობებია ბრაზილიასა და ავსტრალიაში. ბრაზილიაში ბოლო მონაცემებითY700 ადამიანია დაღუპული, ხოლო ავსტრალიაში 21.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:02 | შეტყობინება # 375
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ნაძალადევის რაიონში მდებარე წმინდა ბარბარეს ეკლესია გაძარცვეს.

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ორი შესაწირი ყუთი გატეხეს და თანხა წაიღეს. ეკლესიის სტიქაროსნის აკაკი ტატიშვილის განმარტებით, ყუთებში მხოლოდ 15-ლარის ოდენობის შემოწირულობა იყო შეგროვებული.

გაძარცვული ყუთები დღეს დილით სწორედ სტიქაროსანმა აღმოაჩინა.
ბოროტმოქმედები ტაძარში, სავარაუდოდ, საკურთხევლის მხარეს მდებარე სარკმლიდან შევიდნენ.

ადგილზე სამართალდამცველები უკვე მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში წმინდა ბარბარეს ეკლესია 6-ჯერ გაძარცეს.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz