სიახლეები შოუბიზნესიდან :):):)
|
|
ნინ | თარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 00:49 | შეტყობინება # 16 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
სტატუსი: Offline
| ნაომი კემპბელს მოსკოველი მანიაკი სიკვდილით ემუქრება 40 წლის მოდელ ნაომი კემპბელს, რომელიც უკვე თითქმის წელიწადია, რაც მოსკოვში თავის საქმროსთან ოლიგარქ ვლადისლავ დორონინთან ერთად ცხოვრობს, კვირაში რამდენჯერმე ინკოგნიტოდ წერილები და ამანათები მისდის. ხან სასიყვარულო და ხანაც მუქარით სავსე გზავნილებს მოდელს მარტის თვიდან უგზავნიან. თავიდან იგი მათ კითხულობდა კიდეც, თუმცა, მას შემდეგ რაც სიტუაციამ სისტემატიური ხასიათი მიიღო, მოდელმა წერილების მიღებაზე უარი განაცხადა. ერთ-ერთ ბოლო კონვერტში წერილი იდო: "შენ ბოლოს მაინც ჩემი ცოლი გახდები, თუ არადა, მოგკლავ". "მის კემპბელი მომიყვა, რომ ვიღაც შეშლილი მას წერილებს უგზავნის, თანაც არა მხოლოდ სახლში, არამედ ყველგან, სადაც მოდელი დადის, - განაცხადა კერძო დაცვის თანამშრომელმა სერგეი სვირიდოვმა, - საიდან იგებს, სად დადის ნაომი, გაურკვეველია, იმიტომ რომ ის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ ჩნდება. ნაომი ყოველთვის ან დაცვასთან ერთად არის, ან ისეთ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ შეაღწევს". თუ ნაომი მომაბეზრებელი თაყვანისმცემელის საკითხს კიდევ ერთხელ წამოწევს, დაცვის სააგენტო მზადაა მოდელის დაცვა გააძლიეროს და მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველყოს.
___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:13 | შეტყობინება # 17 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო კვალვ ერთად ითამაშებენ? კრიმინალურ დრამას ”მკვლელობის უფლება”, სადაც რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო ერთად თამაშობენ, კრიტიკოსების ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. ამ ყველაფრის მიუხედავად კინოსამყაროში დაიწყეს ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ამ ორმა დიდმა ვარსკვლავმა შესაძლოა ერთად მეოთხეჯერ მიიღონ მონაწილეობა მარტინ სკორსეზეს დრამაში ”ირლანდიელი”. ორი წლის წინ სკორსეზე და დე ნირო გეგმავდნენ ჩარლზ ბრენდტის რომანის ”ამბობენ, შენ სახლებს ღებავ” ეკრანიზაციას. ”სახლების შეღებვა” კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების სლენგია, რომლითაც მიმართავენ დაქირავებულ მკვლელს, რომელიც მკვლელობის შემგედ იატაკსა და კედლებზე ტოვებს სისხლის კვალს. ბრენდტმა თავის რომანში აღწერა ფრენკ შირანის, იგივე ”ირლანდიელის” ცხოვრება, რომელიც გაიცნო გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე. ”ირლანდიელი” გამოუტყდა ბრენდტს, რომ მუშაობდა ერთ-ერთი გავლენიანი მაფიის ბოსზე და რომ სწორედ მან მოკლა ჯიმი ჰოფი, პროფკავშირის ლიდერი, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. როლები ჯერ გადანაწილებული არ არის, მაგრამ თითქოს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ შირანის როლს შეასრულებს რობერტ დე ნირო. ამ პროექტში ალ პაჩინოსთან ერთად შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ჯო პეშმა, რომელიც მარტინ სკორსეზესთან და რობერტ დე ნიროსთან ერთად მუშაობდა ფილმებზე - ”სამორინე”, ”დიდებული ბიჭები”, ”გააფთრებული ხარი”. ამჟამად სკორზსეზე მუშაობს სამგანზომილებიან პროექტზე ”ჰიუგო კაბრე”. ამიტომ ჯერ უცნობია როდის დაიწყება ფილმ ”ირლანდიელი”-ს გადაღებები.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:14 | შეტყობინება # 18 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| რასელ ქროუ თავს ახალ ჟანრში გამოცდის რასელ ქროუ მონაწილეობას მიიღებს ფილმში კუნგ-ფუ-ზე. მუსიკოსმა, Wu-Tang Clan-ის დამაარსებელმა RZA-მ განაცხადა, რომ ფილმში ”ადამიანი რკინის მუშტით” მთავარ როლებს შეასრულებენ თვითონ და რასელ ქროუ. მათ უკვე ნათამაშები აქვთ ერთად რიდლი სკოტის ფილმში ”განგსტერი”. ფილმში მოქმედება ანტიკურ ჩინეთში ვითარდება. RZA-ს გმირი არის სოფელში მჭედელი, რომელიც საბრძოლო იარაღებს ამზადებს. რასელ ქროუს გმირზე კი რეჟისორი ბევრს არ საუბრობს. მან მხოლოდ განაცხადა, რომ რასელ ქროუ მშვენიერ საბრძოლო ფორმაშია და ამას მალე მაყურებელიც იხილავს. ფილმის გადაღებები იქნება ჩინეთში. RZA გადაღებების დაწყებას გეგმავს ამა წლის დეკემბერში. რეჟისორი ცოტას ნერვიულობს დაწყებამდე, რაგდან ეს მისი დებიუტია. ფილმს გადაიღებს სტუდია Universal. ფილმისთვის გამოყოფილია 20 მილიონი.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:21 | შეტყობინება # 19 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| ჯენიფერ გარნერი და ჯერემი რენერი ახალ ფილმში ერთად ითამაშებენ ჯერემი რენერს, რომელიც უკვე დამტკიცებულია მთავარ როლზე ტრილერში ''Better Living Through Chemistry'', შეუერთდება ჯენიფერ გარნერიც. ჯერემი რენერის გმირი აფთიაქში გამყიდველია. იგი უბედურია ქორწინებაში. ერთ მშვენიერ დღეს მას ხვდება დაოჯახებული ჯენიფერ გარნერის გმირი, რომელიც მას აცნობს იმ წამლების სამყაროს, რომლებიც მხოლოდ რეცეპტებით იყიდება. მათ შორის რომანტიული ურთიერთობა იწყება. ფილმის გადაღებებში მონაწილეობას მიიღებენ ჯოფ მური და დევიდ პოსამენტიერი. ჯერჯერობით ფილმის გადაღებების დაწყების თარიღი ცნობილი არ არის.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:22 | შეტყობინება # 20 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| სტივ ბუშემის ახალი როლი ოქტომბრის ბოლოს სტივ ბუშემი დრამა ”Rampart”-ის გადასაღებ მოედანზე შეუერთდება ცნობილ მსახიობებს, როგორებიც არიან - ვუდი ჰარელსონი, აის ქიუბი, სიგურნი უივერი, ენ ჰეჩი. ფილმის რეჟისორია ორენ მოვერმანი, რომელმაც ფილმ ”წარგზავნილი”-თ გაითქვა სახელი. მოვერმანმა ფილმს საფუძვლად დაუდო 90-იანი წლების სკანდალი ამერიკაში, რომელიც პოლიციას ეხებოდა. 70-მდე სპეცდანიშნულების ოფიცერს ბრალი დაედოთ მკვლელობებში, კორუფციაში, ძალის არაკანონიერად გამოყენებაში და სხვა დარღვევებში. ისტორიის მთავარი გმირი, რომელიც გამოგონილია, წესიერი პოლიციელი ჰარელსონია. იგი აღმოჩნდა ამ სკანდალის ცენტრში და იძულებული გახდა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გადაღებები დაიწყება 25 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:22 | შეტყობინება # 21 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| რონ პერლმანს მალე ახალ ფილმში ვიხილავთ ახლახან გადაწყდა, რომ რონ პერლმანი მონაწილეობას მიიღებს ტრილერში ''Drive'', სადაც მთავარ როლს შეასრულებს რაიან გოსლინგი. რაიანის გმირი ჰოლივუდელი კასკადიორია, რომელიც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს - ღამე იგი ეხმარება ლოს-ანჯელესელ ქურდებს დანაშაულის ადგილიდან სწრაფად მიმალვაში. ერთ დღესაც იგი ეხმარება თავისი მომხიბლველი მეზობლის (რომელსაც კერი მალაგინი განასახიერებს) ყოფილ მეგობარს, რის გამოც გადაიმტერებს ქალაქის სხვა ყაჩაღებს და იძულებულია გაიქცეს ლოს-ანჯელესიდან. პერლმანის როლზე დამტკიცებით ფილმის მსახიობების შემადგენლობა დაკომპლექტებულია. გადაღებები დაიწყება ახლო მომავალში. კინოეკრანებზე ''Drive'' ალბათ მომავალი წლიდან გამოჩნდება.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:24 | შეტყობინება # 22 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| ყველაზე გემოვნებიანი ცნობილი ქალბატონების სია ჟურნალმა ''People'' გამოაქვეყნა ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონების სია. პირველ ადგილზე მსახიობი ჯენიფერ ანისთონია, რომელიც უპირატესობას კლასიკურ სტილს ანიჭებს. მას მოსდევს ჯესიკა ალბა, რომელმაც იცის, თუ როგორ შეუხამოს სხვადასხვა სტილი და მიმდინარეობა ერთმანეთს. მესამე ადგილზეა ფილმ ''ავატარის'' ვარსკვლავი ზოი სალდანა, რომელიც თავისი ელეგანტური ჩაცმის სტილით გამოირჩევა. მეოთხე ადგილზეა მომღერალი გვენ სტეფანი - საუკეთესო როკერი დედა, ხოლო მეხუთე ადგილზეა მომღერალი რიჰანა.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:25 | შეტყობინება # 23 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| ტომ კრუზის რჩევა - აჩუქეთ მეუღლეს ყვავილები ტომ კრუზმა თავისი ოჯახური იდილიის საიდუმლო გაანდო თაყვანისმცემლებს. მსახიობი თვლის, რომ წარმატება ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში დამოკიდებულია რომანტიკაზე. იგი მისდევს ამ შეხედულებას და თავის მეუღლეს ყოველდღე ჩუქნის ყვავილების თაიგულს. მისი მეუღლე ცნობილი მსახიობი ქეთი ჰოლმსია, რომელიც ადასტურებს ტომის ნათქვამს: ''ჩემი ქმარი ყოველთვის წითელ ვარდებს მჩუქნის, სადაც არ უნდა ვიყო, სადაც არ უნდა ვმოგზაურობდე'' - ამბობს ჰოლმსი. ეს პატარა ჟესტი 5 წელია ეხმარება წყვილს შეინარჩუნოს სიყვარული და ვნება ერთმანეთის მიმართ.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:25 | შეტყობინება # 24 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| პერის ჰილთონმა დანაშაული აღიარა 27 აგვისტოს დააკავეს ჰილთონის სასტუმროების მფლობელის მემკვიდრე ცნობილი მსახიობი პერის ჰილთონი. მის მანქანაში მარიხუანას სუნი იდგა, ასევე პოლიციამ მსახიობს 0.8 გრამი კოკაინიც უპოვა. პერისმა დანაშაული აღიარა, რითაც მან თავიდან მკაცრი სასჯელი აიცილა. მსახიობს მხოლოდ ერთი წელი პირობითი მიუსაჯეს, ამ ხნის მანძილზე მან სარეაბილიტაციო ცენტრში უნდა გაიაროს მკურნალობა. ასევე პერისს 2000 დოლარიანი ჯარიმა დააკისრეს და 200 საათიანი სოციალური სამუშაო.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:26 | შეტყობინება # 25 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| ტორონტოს კინოფესტივალის სენსაციად ფილმი ’’Rabbit Hole'' აღიარეს ჯონ კამერონ მითჩელის ფილმში ’’Rabbit Hole'' მთავარ როლს ნიკოლ კიდმანი ასრულებს. ხალხის ოვაციები სწორედ ნიკოლის თამაშმა დაიმსახურა. მსახიობმა არამარტო ბრწყინვალედ შეასრულა თავისი როლი, არამედ ფილმის პროდიუსირებასაც თავად გაუძღვა. ფილმის სხვა მსახიობებმაც კარგად შეასრულეს თავიანთი როლები, მაგრამ ნიკოლ კიდმანმა ყველა დაჩრდილა. ყველა ვინც მოახერხა ’’Rabbit Hole''-ის ჩვენებაზე დასწრება, აღფრთოვანებული დარჩა.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:27 | შეტყობინება # 26 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| თამარ მეფის მართვის პერიოდზე ჰოლივუდში ფილმს გადაიღებენ ჰოლივუდში თამარ მეფის მართვის პერიოდზე ისტორიულ ფილმს გადაიღებენ, სადაც შესაძლებელია მამაკაცის მთავარი როლი ბრედ პიტმა შეასრულოს. როლებზე ჯერ სხვა მსახიობები არ წარუდგენიათ. ფილმი მოგვითხრობს თამარ მეფეზე და საქართველოს იმდროინდელ კავშირებზე მუსლიმანურ სამყაროსთან. თამარის მეორე ქმარი დავით სოსლანი, ხომ ოსი უფლისწული იყო. ამბობენ, რომ ფილმისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:27 | შეტყობინება # 27 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| აშშ-ს გასული კვირის Top ათეული გაქირავების ლიდერი გასულ კვირაში ბენ აფლეკის ფილმი ''ქურდების ქალაქი'' გახდა, რომელმაც 23.8 მილიონი დოლარი მოაგროვა. მეორე ადგილზე ფილმი ''თავქარიანი'', რომელმაც 18.2 მილიონი დოლარი მიიღო. მესამე ადგილი ფილმმა ''ეშმაკი'' დაიკავა. მეოთხე ადგილზეა ''ბოროტების სავანე 4'', რომელიც გასული კვირის ლიდერი იყო. მეხუთეზეა ანიმაციური ფილმი ''ალფა და ომეგა: ეშვიანი საძმო''. მეექვსე ადგილი - ''მძარცველები''. მეშვიდე ადგილი ფილმმა ''ამერიკელი'' დაიკავა. მერვე ადგილზეა ''დასაწყისი'', მეცხრეზე - ''სხვა ბიჭები'', ხოლო მეათე ადგილი კი დაიკავა ფილმმა ''ჭამე, ილოცე, შეიყვარე''.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:28 | შეტყობინება # 28 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| ლინდსი ლოჰანს კვლავ დაპატიმრება ემუქრება დაპატიმრებისა და ალკოჰოლიზმისგან მკურნალობის შემდეგ ლინდსი გაათავისუფლეს, მაგრამ არის საშიშროება, რომ იგი კვლავ დააპატიმრონ. სისხლის ანალიზში მსახიობს ალკოჰოლის, ან ნარკოტიკული ნივთიერების კვალი უპოვეს. ლინდსი გაფრთხილებულია, რომ რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში მას 30 დღიანი დაპატიმრება ემუქრება, მაგრამ ამის და მიუხედავად მსახიობი მაინც რისკავს. გათავისუფლების შემდეგ იგი იძულებული იქნება კვლავ მოუსმინოს ლექციებს, იმის შესახებ თუ რა ზიანი მოაქვს ალკოჰოლს და ნარკოტიკებს, კვირაში ერთხელ კი ჩააბაროს სისხლის ანალიზი. თუ იგი ამ ყველაფერს შეასრულებს, ლინდსის პირობით სასჯელს შეუმსუბუქებენ.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:29 | შეტყობინება # 29 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| თრილერების საუკეთესო მსახიობების რეიტინგი ევროპაში ჩატარდა გამოკითხვა, რის შედეგადაც შეიქმნა საუკეთესო მსახიობების რეიტინგი, რომლებიც თრილერებში თამაშობენ. პირველ ადგილზეა სილვესტერ სტალონე, თავისი შთამბეჭდავი როლებით ფილმებში - 'როკი', 'რემბო'. მეორე ადგილზე მსახიობი ბრიუს უილისია - ფილმი 'კერკეტი კაკალი'. მესამეზე - ფილმ 'ტერმინატორის' ვარსკვლავი არნოლდ შვარცნეგერია. მას მოსდევენ მსახიობები - ჟან-ქლოდ ვან დამი, სტივენ სიგალი და ჩაკ ნორისი.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:29 | შეტყობინება # 30 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| ამერიკაში საკმაოდ უცნაური კინოჩვენება ჩატარდა აშშ-ში ორიგინალური კინოჩვენება ჩატარდა ფილმისა 'ცოცხლად დამარხული'(2010), რომელსაც მხოლოდ ოთხი ადამიანი დაესწრო. ეს ადამიანები ერთ-ერთი რეკლამის აქციის გამარჯვებულები გახდნენ. მათ თვალები აუხვიეს, ტეხასის შტატში წაიყვანეს და კუბოებში მოათავსეს, სადაც თხევადკრისტალური ეკრანები იყო ჩამონტაჟებული. მთელი 94 წუთი ისინი ისეთივე პირობებში იყვნენ, როგორშიც მთავარი გმირი. ფილმის სიუჟეტი სატვირთო მანქანის მძღოლზეა, რომელიც გონის დაკარგვის შემდეგ იღვიძებს კუბოში. მას მხოლოდ გამორთული მობილური და სანთებელა აქვს. გმირი ცდილობს ამოვიდეს კუბოდან, სანამ ჟანგბადი გათავდება. მძღოლს ცნობილი მსახიობი რაიან რეინოლდსი თამაშობს.
|
|
| |