საერთაშორისო სამართალი წარმოადგენს ნორმებისა და პრინციპების ერთობლიობას, რომლის თანახმად ხდება სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების რეგლამენტირება. იგი მიიღება სუვერენულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთშეთნხმებების საფუძველზე. საერთაშორისო სამართლის მიზანს წარმოადგენს ნაციონალურ კანონმდებლობათა შეხამება ერთიანი საერთაშორისო სამართლის ნორმების შესამუშავებლად. საერთაშორისო სამართლის ქვესახეობას წარმოადგენს [[საერთაშორისო საზღვაო სამართალი], საერთაშორისო საჰაერო სამართალი, საერთაშორისო სამართალი კოსმოსური სივრცის გამოყენების თაობაზე, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო ეკნომიკური სამართალი, საერთაშორისო გარემოს დაცვის სამართალი. საერთაშორისო სამართლის ცნება პირველად ჯერემი ბენტჰემმა 1780 წელს წიგნში "შესავალი მორალისა და წარმომადგენლობის პრინციპებში" გამოიყენა. დაახლოებით 1840 წლიდან ამ ცნებამ ინგლისურ და რომანულ ნებეში ძველი ტერმინი "ხალხთა სამართალი" ჩაანაცვლა (ფრანგულად: droit de gens ) ცნება "ხალხთა სამართალი" ძალიან ძველია და რომაულ ეპოქას უკავშირდება. რომაელები საერთაშორისო ურთიერთობებში ius gentium-ის პრინციპით ხელმძღვანელობდნენ (შემონახულია ციცერონის ნაწერებში). გერმანულ, დანიურ, სკანდინავიურ და ზოგიერთ სლავურ ენებში ისევ ძველი ცნება "ხალხთა სამართალი" გამოიყენება (მაგალითად: Völkerrecht, Volkenrecht...)
პირველსა და მეორე მსოფლიო ომს შუა მოღვაწე მკვლევარებს საერთაშორისო სამართლის დეფინიციასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმიათ. აზრთა სხვადასხაობის მიუხედავად ისინი თანხმდებობნენ, რომ საერთაშორისო სამართალი სახელწიფოთა შორის ურთიერთობის დარეგულირების საშუალებაა. პოზიტივისტთა დომინანტური დოქტრინის თანახმად საერთაშორისო სამართლის ერთადერთი სუბიექტი სახელმწიფო იყო.
თუმცა ეს მოსაზრება მაშინაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. უკვე მაშინაც არსებობდა მცირე რაოდენობის საერთაშორისო სამართლებრივი წარმონაქმნები, რომელთაც სახელმწიფოს სტატუსი არ ჰქონდათ. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო არენაზე გამოჩნდა უმარავი სახელმწიფოთაშორისო ორგანიძაცია, კერძო პირების მიერ დაარსებული რამდენიმე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, ბევრი მრავალეროვნული კონცერნი, ეთნიკური უნცირესობები, რომელთაც საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტის სტატუსი მიიღეს.
საერთაშორისო სამართლის ცნების მუდმივ განვითარებაზე ამერიკის სამართლის ინსტიტუტის "საერთაშორისო სამართლის" დეფინიციაც (მესამე შესწორება) მიუთითებს, რომელშიც საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად განიხილება, როგორც სუვერენული სახელმწიფოები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და (შეზღუდული უფლებებით) კერძო და იურიდიული პირები.
საერთაშორისო სამართის საფუძვლებზე საუბრისას ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ მნიშვნელოვან თეორიულ ასპექტებს:
საყოველთაო და რეგიონალური საერთაშორისო სამართალი
საერთაშორისო სამართლის თავისებურებები
საერთაშორისო სამართალი, როგორც "სამართალი"
საერთაშორისო სამართლის საზღვრები