პარასკევი, 29.03.2024, 09:51
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » ___საკუთარი ბიზნესი___
___საკუთარი ბიზნესი___
ნინთარიღი: ოთხშაბათი, 30.06.2010, 20:07 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
როგორ ავაწყოთ საკუთარი ბიზნესი და გავხდეთ წარმატებული ამ სფეროში biggrin biggrin

დამატებულია (30.06.2010, 20:07)
---------------------------------------------
1. მცირე ბიზნესი როგორც ეკონომიკური საქმიანობის პირველი საფეხური

მეცნიერულად დასაბუთებულია და პრაქტიკულად დადასტურებული, რომ
ადამიანთა საზოგადოების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს პირადი ინტერესების,
პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის დაუოკებელი სწრაფვა.
იკმაყოფილებს რა ადამიანი, თავის პირად ინტერესებს, ამით იგი სულაც არ
უგულვებელყოფს საზოგადოების ინტერესებს. პირიქით, ყოველი ინდივიდის
ინტერესების დაკმაყოფილება აუცილებლად ითვალისწინებს საზოგადოების
ინტერესებსაც (ა. სმითი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველი ადამიანის ბუნებრივი თვისებაა იშრომოს
და იცხოვროს თავისი და საზოგადოების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად,
უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისათვის.
ამ თვისების განსახორციელებლად კი საჭიროა, რომ მან აწარმოოს (შექმნას)
საჭმელი, სასმელი, ჩასაცმელი, საცხოვრებელი და სხვა მატერიალური დოვლათი.
ასევე მას სურს დაიკმაყოფილოს თავისი სულიერი მოთხოვნილებები: მოუსმინოს
მუსიკას, წავიდეს კინოში, თეატრში, იაროს ეკლესიაში, დაესწროს კრებებს, მიტინგებს,
ურთიერთობა ჰქონდეს მეგობრებთან და სხვ.
სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანებს თავიანთი სიცოცხლისათვის, მისი
შენარჩუნებისა და კვლავწარმოებისათვის ესაჭიროებათ მატერიალური დოვლათი და
სულიერი სიკეთე.

ამ ღირებულებების წარმოების (შექმნის) რეალური პირდაპირი გზაა საკუთარ
შრომაზე დამყარებული, სხვისი დიქტატის გარეშე განვითარებული თავისუფალი
ბიზნესი. იგი საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი
ფენომენია. ქართველი ხალხისთვის ეს გზა მხოლოდ XX საუკუნის ბოლო
ათწლეულიდან გაიხსნა.
განვლილი პერიოდი გვიჩვენებს, რომ საქართველოში საბაზრო ურთიერთობის
დამკვიდრებამ და განვითარებამ, მრავალი შეფერხებების მიუხედავად, შეუქცევადი
ხასიათი მიიღო და თანდათან სულ მეტ სიღრმისეულ თვისებებს იძენს.
ბიზნესის შექმნა, რაც უნდა მოკრძალებული სახით იყოს წარმოდგენილი,
ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შრომით, საკუთარი რისკის ფასად
გამოავლინოს თავისი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები, გახდეს
საზოგადოების სრულყოფილი და საზოგადოების მიერვე აღიარებული, ღირსეული
წევრი, აღარ ტანჯავდეს ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიოს ცხოვრების
კეთილდღეობას ხელისუფლების წყალობით.
საკუთარი ბიზნესი მყარი გარანტიაა იმისი, რომ მისი მფლობელისათვის, მისი
შთამომავლობისათვის, და ბოლოს, მთელი საზოგადოების არსებობისათვის, შექმნას
ღირსეული ცხოვრების პირობები.
მსოფლიოში წარსული ეპოქების თუ დღევანდელი პერიოდის მრავალი მეწარმე-
ადამიანისა (ბიზნესმენის) სახელია ცნობილი, რომელთაც სულ მცირედით დაიწყეს
თავიანთი საქმიანობა, დააგროვეს მილიონები და მილიარდები. საკუთარი,
თავისუფალი შრომით, თავისი ძალებისა და ხვალინდელი დღის რწმენით
შეპყრობილნი, ისინი გახდნენ მსხვილი და უმსხვილესი ფირმების, ნავსადგურების,
აეროპორტების, რკინიგზების, საგამომცემლო სახლების, რადიო-სატელევიზიო და სხვა
კომპანიების წარმატებული მფლობელები.

თუმცა, როგორც გამოკვლევები გვიჩვენებს, მათ გვერდით არის წარუმატებელი,
ბანკროტი ფირმებისა და კომპანიების არც თუ მცირე რაოდენობა, რომლებიც ბაზარმა
არ მიღო, საკუთარმა ბიზნესმა მათი იმედები არ გაამართლა.
მცირე ბიზნესი საბაზრო ეკონომიკური სისტემის არსებით და განუყოფელ ნაწილს
წარმოადგენს. იგი ინგლისური სიტყვა «business»-იდან მოდის და საქმიანობას ნიშნავს1.
სწორედ ამ ნიშნის გამო, პრაქტიკაში ხშირად აიგივებენ ბიზნესსა და მეწარმეობას.
მეწარმეობაც ხომ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ განხორციელებული
საქმიანობაა.
მაგრამ მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმა ყოველთვის არ შეიძლება. თუმცა,
უკანასკნელ პერიოდში გამოცემულ ლექსიკონებში ბიზნესი და მეწარმეობა
გაიგივებულია. მაგალითად, დიდი ეკონომიკური ენციკლოპედია ბიზნესს განმარტავს,
როგორც საქმეს, მეწარმეობას, ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც ხორციელდება
საკუთარი ან ნასესხები საშუალებების ხარჯზე, თავისი რისკით და თავისივე
პასუხისმგებლობის ქვეშ. მისი მთავარი მიზანია მოგების მიღება და საკუთარი საქმის
განვითარება2. მეწარმეობა, მართალია, ადამიანების საქმიანობაა, მაგრამ რამდენადმე
შეზღუდული ფორმით, რომელიც მატერიალური დოვლათის წარმოების, გაცვლის,
განაწილებისა და მოხმარების პროცესს გულისხმობს.
ბიზნესი კი ადამიანის საქმიანობის ფართო სფეროს მოიცავს.

გაგრძელება იქნება >>>


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » ___საკუთარი ბიზნესი___
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz