სამშაბათი, 16.04.2024, 19:26
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » TBC ბანკი
TBC ბანკი
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 23:51 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თიბისი ბანკის ხედვა
თიბისი ბანკი ლიდერი კომპანიაა რეგიონში. იგი გამოირჩევა კლიენტებზე განსაკუთრებული ზრუნვით, მუდმივი ნოვატორობითა და განვითარებისაკენ სწრაფვით
ბანკის წარმატებას განაპირობებს კარგად განვითარებული და მრავალფეროვანი მომსახურების არხები, ეფექტური გაყიდვების სისტემები, მომსახურების ხარისხი
ბანკი ცნობილია, როგორც ყველაზე სასურველი დამქირავებელი ქვეყანაში. უქმნის საუკეთესო გარემოს შედეგზე ორიენტირებულ და ინიციატივიან პროფესიონალებს. განსაკუთრებით აფასებს გუნდური მოღვაწეობის პრინციპებს
ბანკი ზრუნავს ეროვნული კულტურული ფასეულობების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე, რითაც დამატებითი წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში
თიბისი ბანკის მენეჯმენტის მისია
იმისათვის, რომ თიბისი ბანკის მენეჯმენტმა და თანამშრომლებმა შეძლონ ხედვით განსაზღვრული ბანკის შექმნა, ყოველდღიური საქმიანობის პროცესში მენეჯმენტის მისიაა:

უზრუნველყოს კლიენტების კმაყოფილების მაღალი დონე და კომპანიის ღირებულების სტაბილური ზრდა


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 23:51 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
16 თებერვალს თიბისი ბანკმა ანაბრების უპრეცედენტო და ყველაზე მასშტაბური აქცია დაიწყო. აქციის პერიოდში თიბისი ბანკის 9 მეანაბრემ ავტომობილები მოიგო, ხოლო 31 დეკემბერს გათამაშდა მთავარი პრიზი - 1 მილიონი ლარი.

2008 წელს თიბისი ბანკმა მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნა 23 ახალი ფილიალი, 3 ახალი სერვის-ცენტრი და დადგა 80 ახალი ბანკომატი.

წლის განმავლობაში უცხოური ბაზრებიდან თიბისი ბანკმა მოიზიდა 206 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის რესურსი, შემდეგი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან: DEG, FMO, Merrill Lynch, RoseMount, OTP, Banco Internacional, EBRD, OPIC, CITI Bank.

13 აგვისტოს, საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით, თიბისი ბანკმა საქველმოქმედო ორგანიზაცია - “თიბისი ფონდი” დააფუძნა და პირველი შენატანი, 5 მილიონი ლარი თავად განახორციელა. ეს იყო ყველაზე დიდი მოცულობის სოციალური ინვესტიცია ქართული კომპანიების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს შორის.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 23:52 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თიბისი ბანკმა მაღალი ხარისხის რეიტინგი მიიღო

2009 წელს დოიჩე ბანკმა (Deutsche Bank) თიბისი ბანკი, სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით, საუკეთესო ბანკად დაასახელა და ,,2008 USD STP Excellence Award” სერტიფიკატი გადასცა.

ხარისხის სერტიფიკატის მინიჭება ხდება წინა წლის მონაცემებზე დაყრდნობით და ითვალისწინებს, როგორც სავალუტო დავალებების ეფექტურ განხორციელებას, ასევე შესრულებული გადარიცხვების რაოდენობას.

უკვე მესამე წელია თიბისი ბანკი ჯილდოვდება სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის სერტიფიკატით, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ბანკი სტაბილურად ინარჩუნებს მომსახურების მაღალ დონეს.

2008 წლის მონაცემების შეფასების მიხედვით, თიბისი ბანკს ხარისხის უმაღლესი ინდექსი - 99.94% მიენიჭა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბანკი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მოთხოვნებს და მომავალშიც განაპირობებს ორ ბანკს შორის წარმატებულ ურთიერთთანამშრომლობას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 23:52 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თიბისი ბანკს ხარისხის საერთაშორისო ოქროს ვარსკვლავი მიენიჭა

2006 წლის დეკემბერში დამოუკიდებელი ორგანიზაციამ Business Initiative Directions თიბისი ბანკი ხარისხის ოქროს ვარსკვლავით დააჯილდოვა. ხარისხის ეს საერთაშორისო ჯილდო გადაეცემათ კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ Business Initiatives Directions ხარისხის მოდელს QC100 TQM, რომელიც მსოფლიოს 173 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ხელს უწყობს ხარისხის სრულყოფის სისტემის დანერგვას.

ხარისხის საერთაშორისო ჯილდოს ნორმატივებსა და კრიტერიუმების მიხედვით, საერთაშორისო ხარისხის ვარსკვლავი კატეგორიით "GOLD" გადაეცა თიბისი ბანკს.

Business Initiatives Directions საერთაშორისო კონგრესში მონაწილე 93 ქვეყნის სხვა და სხვა წარმატებული ორგანიზაციიდან შერჩეულ საშუალო და მსხვილ კომპანიებს შორის არიან Global Fortune 500 საერთაშორისო რეიტინგის კომპანიებიც.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 23:52 | შეტყობინება # 5
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი ოთხჯერ დაასახელა საქართველოში საუკეთესო ბანკად

“Global Finance”-ის მიერ 2004, 2005, 2006 და 2007 წელს, ზედიზედ ოთხჯერ თიბისი ბანკი დასახელდა, როგორც საუკეთესო ქართული ბანკი სახაზინო და სავალუტო გაცვლითი ოპერაციების წარმოებაში. გარდა ამისა, 2005, 2006 და 2007 წელს თიბისი ბანკის წარმატების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა და იგი 3-ჯერ მოხვდა აზიის რეგიონის 19 საუკეთესო ბანკის რეიტინგში, როგორც “საუკეთესო ბანკი საქართველოში”.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 23:52 | შეტყობინება # 6
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საუკეთესო ბანკების რეიტინგში თიბისი ბანკი ოთხჯერ დასახელდა

"ფაინენშლ თაიმს გრუპი" (Financial Times Group) და მისი ჟურნალი "ბანკირი" (The Banker) ყოველწლიურად განიხილავს მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნების საბანკო სექტორს და საუკეთესო ბანკების რეიტინგს ადგენს. ამ კონკურსზე ქართული ბანკების განხილვა პირველად 2002 წელს მოხდა, როდესაც მსოფლიოს "წლის საუკეთესო ბანკებს" შორის თიბისი ბანკიც დასახელდა. ეს ფაქტი მთლიანად ქართული საბანკო სექტორის სერიოზულ საერთაშორისო წარმატებად შეფასდა.

2005 წლის 6 სექტემბერს ლონდონში ავტორიტეტული საბანკო კონკურსის, Financial Times Group-ის ყოველწლიური საბანკო რეიტინგის შედეგები გამოცხადდა, სადაც თიბისი ბანკი მსოფლიოს "წლის საუკეთესო ბანკებს" შორის ზედიზედ უკვე მეოთხედ დასახელდა.

ბოლო სიახლეები
27.07.2010
ცვლილებები ხელშეკრულებაში ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ
07.07.2010
მნიშვნელოვანი ინფორმაცია თიბისი ბანკის მომხმარებლებისთვის
05.07.2010
ლიტერატურული კონკურსი "საბა" - 2010 წარმატებით შედგა
11.06.2010
ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტები გამოცხადდა
03.06.2010
SMART CLUB - თიბისი ბანკის ერთგული კლიენტებისთვის!
მეტი>>


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 23:52 | შეტყობინება # 7
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თიბისი ბანკი - პირველი ქართული ბანკი, რომელსაც ISO-ს ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა

2007 წლის 27 მარტს თიბისი ბანკს მსოფლიოში ხარისხის ყველაზე ავტორიტეტული სტანდარტი მიენიჭა - ხარისხის მართვის სისტემებში მსოფლიო ლიდერებმა SAI GLOBAL და საერთაშორისო სერტიფიცირების ქსელმა IQNet თიბისი ბანკს ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001 : 2000 მოთხოვნებთან შესაბამისობის სერტიფიკატი მიანიჭეს.

თიბისი ბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც ISO–ს სტანდარტი მიიღო. ეს ნიშნავს, რომ თიბისი ბანკის მართვის სისტემების ხარისხი შეფასდა, როგორც მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 23:53 | შეტყობინება # 8
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თიბისი ბანკი “Euromarket-2002” ფორუმზე დაჯილდოვდა

2002 წლის 15-17 დეკემბერს ქ. ბრიუსელში გაიმართა ევრომარკეტის ბიზნეს-ფორუმი_2002, სადაც თიბისი ბანკი დაჯილდოვდა “განსაკუთრებული მიღწევებისათვის ბიზნესისა და მმართველობის განვითარებაში”.

ამ ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორია ევროპის მარკეტინგული კვლევის ცენტრი (EMRC), რომელიც 1992 წელს ჩამოყალიბდა ბელგიაში. EMRC-ის მიერ ბრიუსელში წელიწადში ორჯერ ეწყობა ევრომარკეტის ბიზნეს-ფორუმი.

ევროპის მარკეტინგული კვლევის ცენტრის შექმნის მიზანი და მისიაა მსოფლიოს, განსაკუთრებით კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საქმიანი წრეების ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

2002 წლის 15-17 დეკემბერს ბრიუსელში გამართული ევრომარკეტის მორიგი ფორუმის თემა იყო “გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში კერძო სექტორისა და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა”.

ფორუმის საპრემიო კომიტეტმა, მსოფლიოს სხვა კომპანიებთან ერთად, შეისწავლა ქართული ბანკების მიერ საქართველოს კერძო სექტორისა და საინვისტიციო გარემოს განვითარებაში შეტანილი წვლილი. შედეგად, კომიტეტმა თიბისი ბანკი დააჯილდოვა ევრომარკეტის ფორუმის პრიზით “განსაკუთრებული მიღწევებისათვის ბიზნესისა და მმართველობის განვითარებაში”.

ფორუმზე კომპანიების შეფასების ძირითადი კრიტერიუმები იყო მათი საქმიანობისა და მმართველობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება, ასევე რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე საქმიანი ურთიერთობების განვითარება. პრემიის ლაურეატების შერჩევა ხდება EMRC-ის წარმომადგენელთა რეკომენდაციების საფუძველზე მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებიდან.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 23:54 | შეტყობინება # 9
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თიბისი ბანკის ფილიალები და სერვის ცენტრები

1
თბილისის #9 სერვის ცენტრი ზაჰესში (საბაჟო ტერმინალი)
ზაჰესის დასახლება
0125, მშვიდობის ქ. 105ა
2
ვაკის ფილიალი #1
ვაკე
0179, აბაშიძის ქ. 41(კავსაძის კუთხეში)
3
ცენტრალური ფილიალი
ვაკე
0179, ჭავჭავაძის გამზ. 11
4
ჭავჭავაძის ფილიალი #1
ვაკე
0179, ჭავჭავაძის გამზ. 29/31/33
5
ვერის ფილიალი
ვერა
0179, მელიქიშვილის ქ. 31
6
პარლამენტის სერვის ცენტრი
მთაწმინდა
0118, რუსთაველის გამზ. 8
7
მთაწმინდის ფილიალი
მთაწმინდა
0105, რუსთაველის გამზ. 1
8
მთაწმინდის სერვის ცენტრი
მთაწმინდა
0108, სასტუმრო მარიოტი
9
რუსთაველის ფილიალი #1
მთაწმინდა
0108, რუსთაველის გამზ. 44
10
მთაწმინდის ფილიალი #2
მთაწმინდა
0105, ლესელიძის ქ. 22
11
რუსთაველის ფილიალი #2
მთაწმინდა
0105, რუსთაველის გამზ. 52
12
ავლაბრის ფილიალი #1
ავლაბარი
0103, ქეთევან წამებული გამზ. 2
13
ვარკეთილის ფილიალი #1
ვარკეთილი
ჯავახეთის ქ. (მ.ს. "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორია)
14
ისნის ფილიალი
ისანი-სამგორი
0120, ქ. წამებულის გამზ. 67
15
ვაჟა-ფშაველას ფილიალი #2
საბურთალო
0186, ვაჟა-ფშაველას გამზ. 73
16
ვაჟა-ფშაველას ფილიალი #1
საბურთალო
0160, ვაჟა-ფშაველას გამზ. 11
17
სააკაძის ფილიალი
საბურთალო
0160, ჟ. შარტავას ქ. 6 (სააკაძის მოედანი)
18
საბურთალოს ფილიალი
საბურთალო
0160, ალ. ყაზბეგის გამზ. 12
19
თბილისი ცენტრალის სერვის ცენტრი
ჩუღურეთი
0112, ვაგზლის მოედანი 2
20
აღმაშენებლის ფილიალი #1
ჩუღურეთი
0102, აღმაშენებლის გამზ. 138
21
მარჯანიშვილის ფილიალი #2
ჩუღურეთი
0102, მარჯანიშვილის ქ. 16
22
თამარ მეფის ფილიალი
ჩუღურეთი
0112, თამარ მეფის გამზ. 7
23
სათავო ოფისი და მარჯანიშვილის ფილიალი
ჩუღურეთი
0102, მარჯანიშვილის ქ. 7
24
წერეთლის ფილიალი #2
დიდუბე
0119, წერეთლის გამზ. 73ა
25
დიდუბის ფილიალი
დიდუბე
0119, წერეთლის გამზ. 117
26
დიღმის ფილიალი (მაღაზია «ჩემი სახლი»)
დიღომი
0131, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., ავეჯის სახლი «ჩემი სახლი»
27
დიღმის ფილიალი "გუდვილში"
დიდი დიღომი
0131, ფარნავაზ მეფის გამზ.1 (ჰიპერმარკეტი გუდვილი)
28
ნაძალადევის ფილიალი
ნაძალადევი
0180, ც. დადიანის გამზ.109
29
გლდანის ფილიალი
გლდანი
0172, მუხიანის დასახლება, ნაკვეთი 1/6
30
თბილისის აეროპორტის სერვის ცენტრი
აეროპორტი
0158, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

რეგიონალური ფილიალები და სერვის ცენტრები
1
ზუგდიდის ფილიალი #1
ზ. გამსახურდიას გამზ. 32(30)
2
გორის ფილიალი #1
სტალინის გამზ. 13
3
სიღნაღის ფილიალი
ლოლაშვილის ქ.1
4
რუსთავის ფილიალი
მეგობრობის გამზ.14
5
თელავის ფილიალი
რუსთაველის ქ. 27
6
ბორჯომის ფილიალი
რუსთაველის ქ. 121
7
ქუთაისის #1 სერვის ცენტრი
ფალიაშვილის და კოლუმბია მისურის ქ. 35/1ა
8
ქუთაისის ფილიალი #2
ჭავჭავაძის გამზ. 62
9
ქუთაისის ფილიალი
გრიშაშვილის ქ. 26
10
ბათუმის ფილიალი #10
ზუბალაშვილის ქ. 37
11
ბათუმის ფილიალი #9
რუსთაველის ქ. 10
12
ბათუმის ფილიალი #8
ერას ქ. 57/59
13
ფოთის ფილიალი #2
გეგიძის ქ. 15/3
14
ფოთის ფილიალი
ლაგრანჟეს ქ. 13


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » TBC ბანკი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz