პედაგოგიკა არის მეცნიერება ადამიანის აღზრდისა და განათლების შესახებ. ამ ტერმინში თავდაპირველად მხოლოდ ბავშვთა აღზრდა იგულისხმებოდა. იგი შეისწავლის აღზრდის არსს, მიზნებს, ამოცანებს და კანონზომიერებებს, მის როლს საზოგადოების ცხოვრებასა და ადამიანის განვითარებაში, განათლებისა და სწავლების პროცესს. თანამედროვე პედაგოგიკაში განათლების პრობლემები წყდება ადამიანის ფილოსოფიური კონცეფციების, სოციალურ-ფსიქოლოგიური და ფსიქო-ფიზიოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე.
სიტყვა პედაგოგიკა (paidagogike) ბერძნული წარმოშობისაა და „ბავშვების აღზრდას“ ნიშნავს.
პედაგოგიური სწავლებები ძვ. წ. მე–5-4 საუკუნეებში გამოჩნდა ძველ საბერძნეთსა და ძველ აღმოსავლეთში როგორც ფილოსოფიური სისტემის ნაწილი. მე-17-19 საუკუნეებში, ბურჟუაზიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში, აღმოცენდა ი.კომენსკის, ჟ.ჟ.რუსოს, ი.პესტალოცის, ფ.დისტერვეგის და სხვათა პროგრესული პედაგოგიური სისტემები.
პედაგოგიკის საერთო ცნებები და ტერმინები
აბიტურიენტი – ასისტენტი – აღმზრდელი – ბაკალავრი – გაკვეთილი – დეკანი – დიდაქტიკა – დოქტორი – დოცენტი – ინტერკულტურული აღზრდა – ლექცია – მაგისტრი – მასწავლებელი – მეთოდიკა – მეტაპედაგოგიკა – მოსწავლე – ორიენტირებული სწავლება – პედაგოგი – პროფესორი – რექტორი – საგანი – სახელმძღვანელო – სასწავლო გეგმა – სემინარი – სტუდენტი – სწავლა