შაბათი, 25.11.2017, 10:24
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 3 დან«123
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » ქართველი მეცნიერები
ქართველი მეცნიერები
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:24 | შეტყობინება # 31
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

სოლომონ დოდაშვილი (დ. 17 მაისი, 1805, სოფ. მაღარო — გ. 20 აგვისტო, 1836, ვიატკა, რუსეთი), ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ლოგიკის ქართული მეცნიერული სკოლის დამფუძნებელი. ავტორი მრავალი გავლენიანი სამეცნიერო შრომისა ლოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის სფეროებში.

დაიბადა სოფ. მაღაროში (ახლანდელი სიღნაღის რაიონი). 1827 წელს სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტს ამთავრებს. 1828 წელს ამავე უნივერსიტეტში ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხს იღებს. 1828-32 წლებში იყო პირველი ქართული გაზეთის "ტიფლისსკიე ვედომოსტის" ყოველკვირეული დამატების მთავარი რედაქტორი. აქტიური წევრი იყო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის, რის გამოც 1832 წელს დაპატიმრებულ იქნა. 1836 წელს გარდაიცვალა ვიატკის საპყრობილეში (რუსეთი).

მიმაგრება: 4519388.jpg(29Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:24 | შეტყობინება # 32
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

რევაზ რომანის ძე დოღონაძე (* 21 ნოემბერი, 1931, თბილისი ― † 13 მაისი, 1985), ქართველი ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ფიზიკური ელექტროქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პოლარულ სითხეში ქიმიური, ელექტროქიმიური და ბიოქიმიური პროცესების კინეტიკის ელემენტარული აქტის კვანტურ-მექანიკური თეორიის მთავარი ავტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

იგი დაიბადა 1931 წელს, ქ. თბილისში, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ რომან დოღონაძის (1905-1970) ოჯახში. 1955 წელს დაასრულა მოსკოვის საინჟინრო ფიზიკის ინსტიტუტი და ამის შემდეგ 1978 წლამდე მოღვაწეობდა მოსკოვში. 1961 წელს მას მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1966 წელს - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები, 1972 წელს - პროფესორის სამეცნიერო წოდება. რევაზ დოღონაძე წლების მანძილზე გახლდათ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მოსკოვის ელექტროქიმიის ინსტიტუტის თეორიული განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელი.

რევაზ დოღონაძე იყო 190-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 8 მონოგრაფიის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და დაცულ იქნა 20 დისერტაცია (15 საკანდიდატო და 5 სადოქტორო). მისი ყოფილი ასპირანტები და დოქტორანტები ამჟამად ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწევიან საქართველოში, აშშ-ში, გერმანიაში, დანიაში, რუსეთსა და უკრაინაში. იგი იყო თანარედაქტორი და თანაავტორი სამ ტომიანი კოლექტიური მონოგრაფიის - "სოლვატაციის ფიზიკური ქიმია" (საერთაშორისო სამეცნიერო გამომცემლობა ელსევირი, ამსტერდამი, 1985-1986). გარდა ამისა, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში გამოქვეყნდა მისი 2 მონოგრაფია და 50-მდე სამეცნიერო სტატია. მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტის დასტური იყო ის, რომ 1975 წლიდან გარდაცვალებამდე იგი იყო ელექტროქიმიკოსთა საერთაშორისო საზოგადოების (ISE, შვეიცარია) საბჭოს წევრი და ელექტროქიმიური ფიზიკის განყოფილების თავმჯდომარე. იგი არჩეული იყო არაერთი საერთაშორისო კონგრესისა და სიმპოზიუმის საორგანიზაციო და საკონსულტაციო კომიტეტების წევრად. 1970-იანი წლების შუა ხანებში მისი თაოსნობით დაარსდა კვანტური ელექტროქიმიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ოხრიდში (იუგოსლავია), რომელიც წარმოადგენს აღნიშნულ დარგში სამეცნიერო კადრების ერთ-ერთ უმთავრეს სამჭედლოს.

აღსანიშნავია, რომ გარდა ქიმიური, ელექტროქიმიური და ბიოქიმიური რეაქციების კინეტიკის ელემენტარული აქტის კვანტურ-მექანიკური თეორიისა რევაზ დოღონაძემ მ. ვოლკენშტეინთან, ზ. ურუშაძესთან და სხვებთან ერთად შექმნა ფერმენტული კატალიზის პირველი კვანტურ-მექანიკური (ფიზიკური) მოდელი, რაც ჯერ კიდევ 1972 წელს მოხსენდა ბიოფიზიკოსთა IV საერთაშორისო კონგრესს (მოსკოვი).

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1978) რ. დოღონაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის თეორიულ კვლევათა მის მიერვე დაარსებული განყოფილების გამგე (დღეს ეს განყოფილება მის სახელს ატარებს) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე. 1982 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

რევაზ დოღონაძის სამეცნიერო მოღვაწეობის დასასრულ პერიოდში (საქართველოში დაბრუნების შემდეგ), მისი დიდი სამეცნიერო და საზოგადოებრივი ღვაწლის, საერთაშორისო აღიარების წყალობით, 1984 წლის 1-6 ოქტომბერს შესაძლებელი გახდა თელავში უმნიშვნელოვანესი და წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება თემაზე "ფაზთაშორისი საზღვრის ელექტროდინამიკა. კვანტური ეფექტები ადსორბირებულ ფენებსა და აფსკებში". ეს კონფერენცია მნიშვნელოვან მოვლენად იქნა აღიარებული ელექტროდინამიკის ფიზიკის დარგის ისტორიაში. მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილმა მეცნიერებმა: რუსეთიდან - ვ.აგრანოვიჩმა, ე.ველიხოვმა, ნ.ლიდორენკომ, ა.ნაუმოვეცმა, უცხოეთიდან - ჰ.გერიშერმა (მაქს პლანკის საზოგადოების, ფრანც ჰაბერის ინსტიტუტი, დას. ბერლინი), ს.დევისონმა (ვატერლოოს უნივერსიტეტი), ი.ულსტრუპმა (დანიის ტექნიკური უნივერსიტეტი), ვ.ჰანსენმა (იუტას უნივერსიტეტი, აშშ), ვ.შულცემ (დიუსელდორფის უნივერსიტეტი, გერმანია), კ. ფონ კლიტცინგმა (ნობელის პრემიის ლაურეატი, გერმანია), რ. კუბომ (იაპონიის ფიზიკური საზოგადოების პრეზიდენტი), ვ. შმიკლერმა (დიუსელდორფის უნივერსიტეტი, გერმანია) და სხვებმა. საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოში შედიოდნენ: რუსეთიდან - ა.გოროდიცკი, ვ.კაზარინოვი, ა.რჟანოვი, ვ.სპიცინი; უცხოეთიდან: ნობელის პრემიის ორგზის ლაურეატი ფიზიკაში - ჯ.ბარდინი (ილინოისის უნივერსიტეტი, აშშ), ა.დესპიჩი (ბელგრადის უნივერსიტეტი, იუგოსლავიის ფედერაცია), ჩ.დიუკი (კორპორაცია ქსეროქსი), რ.კუბო (კეიოს უნივერსიტეტი, იაპონია), ა.ოტტო (დიუსელდორფის უნივერსიტეტი), რ.პარსონსი (სამეცნიერო კვლევების ნაციონალური ცენტრი, საფრანგეთი), ს.ტრასატი (მილანის უნივერსიტეტი, იტალია), ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში ჯ.შრიფერი (თომას ჯ. უატსონის კვლევების ცენტრი, აშშ) და სხვები.

დოღონაძის საერთაშორისო ავტორიტეტის დასტურია ის, რომ იგი შეყვანილია პრესტიჟულ საერთაშორისო ენციკლოპედიურ გამოცემაში "Electrochemical Dictionary" (გამომცემლობა Springer–ი, ბერლინი–ჰაიდელბერგი, 2008).

რევაზ დოღონაძე გარდაიცვალა 1985 წელს, 54 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

მიმაგრება: 5843182.jpg(15Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:25 | შეტყობინება # 33
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ილია ნესტორის ძე ვეკუა (* 23 აპრილი, 6 მაისი, 1907, სოფ. შეშელეთი, გალის რაიონი ― † 2 დეკემბერი, 1977, თბილისი), ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. ყოფილი სსრკ-ის მეცნიერებათ აკადემიის (1958) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1946) აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი (1969). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1972-1977), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ილია ვეკუამ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ , 1925 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

1930 წელს მან წარმატებით დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და რეკომენდაცია მიეცა ლენინგრადის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩარიცხვისათვის. ასპირანტურის გავლის შემდეგ, 1933 წელს, ი. ვეკუა თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ის კითხულობდა ლექციებს თანამედროვე მათემატიკის მრავალ დარგში. ი. ვეკუა ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო სამეცნიერო სემინარებისა, სადაც საკუთარი შედეგების შესახებ ხშირად გამოდიოდა მოხსენებით. აქედან დაიწყო მისი მრავალმხრივი პედაგოგიური მეცნიერული და ორგანიზატორული მოღვაწეობა.

1937 წელს ი. ვეკუამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "დრეკადი ტალღების გავრცელება უსასრულო ფენაში". იმავე წელს აირჩიეს დოცენტად.

1939 წელს ი. ვეკუმ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნების კომპლექსური წარმოდგენა და მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების ამოხსნისათვის". 1940 წელს იგი უკვე პროფესორია. 1940-1944 წლებში ი. ვეკუა უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი იყო.

1944 წელს ი. ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს აკადემიკოსად აირჩიეს.

1944-1947 წლებში ი. ვეკუა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, 1947-1951 წლებში - თსუ—ის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე. 1948 წელს მან გამოაქვეყნა ფუნდამენტური მონოგრაფია "ელიფსურ განტოლებათა ამოხსნის ახალი მეთოდები". ამ მონოგრაფიისათვის მას 1950 წელს სსრკ-ის სახელმწიფო და ლენინური (1963) პრემია მიეკუთვნა.

1951 წელს ი. ვეკუა მოსკოვში გადავიდა და იქ განაგრძო მეცნიერული მოღვაწეობა. 1952 წელს იგი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის დიფერენციალური განტოლებების კათედრის პროფესორად აირჩიეს, სადაც 1959 წლამდე იმუშავა.

1958 წელს ი. ვეკუა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1959 წელს ი.ვეკუა ახალდაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად დაინიშნა. იყო ჟურნალ "Сибирский математический журнал"-ის რედკოლეგიის წევრი. 1959-1961 წლებში-ჟურნალ "Вестник Академии наук СССР"- ის რედკოლეგიის წევრი , სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ჰიდროდინამიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილების გამგე და სხვ.

1964 წელს ი. ვეკუა თბილისში დაბრუნდა. მას პატივი ხვდა, ორჯერ ყოფილიყო უნივერსიტეტის რექტორი - 1953 წლის ივლისიდან იმავე წლის სექტემბრამდე და 1966 წლის აპრილიდან 1972 წლის აპრილამდე. უნივერსიტეტში მან განახორციელა მრავალი ღონისძიება: დააარსა რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, კათედრა, კაბინეტი, 1966 წელს უნივერსიტეტთან შეიქმნა გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობით აღიჭურვა. მის ბაზაზე მოგვიანებით ჩამოყალიბდა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი ი. ვეკუა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს ილია ვეკუას სახელი მიენიჭა.

1969 წელს, როგორც გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ი. ვეკუას სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებული იყო 5 ლენინის ორდენით, "საპატიო ნიშნის" ორდენით და მედლებით

1972 წლის მაისში ი. ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. ამ პოსტზე მან თავისი დიდი მასწავლებელი ნიკო მუსხელიშვილი შეცვალა.

ილია ვეკუა გარდაიცვალა 1977 წლის 2 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

მიმაგრება: 6669026.jpg(7Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:27 | შეტყობინება # 34
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, XV საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი, ეროვნული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის მებრძოლი. ფანასკერტელთა სახლის უფროსი. ციციშვილთა ფეოდალური საგვარეულოსა და საციციანოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. XV საუკუნის 60-იან წლებში იგი ფანასკერტიდან (ტაო) შიდა ქართლში გადასახლდა. მის სახელთან არის დაკავშირებული საციციანოს კულტურული დაწინაურება, ყინწვისის მონასტრის განახლება და ეკვდერის მიშენება. ავტორია ორიგინალური სამედიცინო ძეგლისა „სამკურნალო წიგნი—კარაბადინი“. წიგნში განხილულია თეორიული და პრაქტიკული მედიცინის საკითხები. მისი აზრით, ავადმყოფის განსაკურნავად საჭიროა, ზუსტ ცოდნაზე აგებული მკურნალობის რაციონალური მეთოდების გამოყენება. იგი უარყოფს ფსიქიკური დაავადებათა მისტიკურ ბუნებას და მათ ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების გამოვლენად მიიჩნევს.

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილს განსაკუთრებული ადგილი უკავია ძველი ქართული მედიცინის ისტორიაში. ის ჯერჯერობით ძველი დროის ერთადერთი ქართველი ექიმი-მეცნიერია, რომლის ავტორობა "სამკურნალო წიგნზე" და ბიოგრაფიული მონაცემები ეჭვს არ იწვევს. შემონახულია აგრეთვე მისი პორტრეტი, რომელიც ფრესკის სახით დაცულია ყინწვისის ტაძარში.

ეს წიგნი, როგორც ჩანს, 300 წლის წინ გატანილი იყო საქართველოდან და მხოლოდ შემთხვევის წყალობით მოაღწია ჩვენამდე. აღსანიშნავია, რომ ერთმორწმუნე რუსეთში გატანილი ქართული ეროვნული ძეგლები კარგ თავშესაფარს პოულობდა. ასეთი თავშესაფარი უპოვნია, როგორც ჩანს, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის "სამკურნალო წიგნს".

გორკის სახელმწიფო არქივში ფანასკერტელ-ციციშვილის წიგნის ხელნაწერის მოხვედრის ისტორია მეცნიერებს შემდეგნაირად აქვთ წარმოდგენილი: ამ საკითხს შუქს ჰფენს ხელნაწერის 62-63 ფურცლების შორის ჩადებული ერთი ფურცელ-ქაღალდი, რომელშიც ვახტანგ VI-ის ხელით ჩაწერილი ყოფილა შემდეგი სიტყვები:

"ქ. ჩვენ ქაართველოს გამგებელმან ბატონიშვილმან პატრონმან ვახტანგ თვითეულად ფურცლად მოშორებული კარაბადინი ესე შევაწყობინე და შევაკვერევინე საჴსრად და სასარგებლოდ კაცთათვის და საჴსრად ყოველთა, ქ~კს ტჟზ".

ვახტანგის აღნიშნული ჩანაწერი ამ ხელნაწერის შეკრებასთან, განახლებასთან და აკინძვასთან დაკავშირებული ანდერძია.

მაშასადამე, როგორც ირკვევა, ვახტანგს დიდი მონდომებით ჩაუტარებია ხელნაწერის აღდგენის სამუშაოები და, როგორც მეცნიერები ფიქრობენ, რუსეთში მისი გატანაც ვახტანგის სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული: "კარაბადინის ეს ძვირფასი ხელნაწერი თავის დროზე ვახტანგის საკუთრება უნდაყოფილიყო და რუსეთშიაც ის მის მიერ უნდა იყოს გატანილი სამეფო სახლის ევაკუაციის გამო 1724 წელს, ხოლო ვახტანგის სიკვდილის შემდეგ (1737 წ.) ის მისი მემკვიდრეთა ხელში გადასულა და კერძოდ ეს ხელნაწერი გახტანგის უფროს ვაჟს, ბაქარს მიუღია. XVIII საუკუნის მეორე ნახევრისათვის კარაბადინი უკვე ბაქარის შვილიშვილის, გიორგი ალექსანდრეს ძის ხელში ყოფილა. როგორც ცნობილია, გიორგი ალექსანდრეს ძე სოფ. ლისკოვოში ცხოვრობდა. ხოლო 1852 წლის შემდეგ, როდესაც ეს უკანასკნელი უძეოდ გარდაიცვალა, საფიქრებელია ამ ხელნაწერის სხვა პირთა ხელში და კერძოდ აღნიშნულ არქივის განკარგულებაში გადასვლა."

როგორც ირკვევა, ვახტანგ VI-მ დიდი ღვაწლი დასდო ქართულ მედიცინასაც, მან შეკრიბა, ტექსტის აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა და შთამომავლობას შემოუნახა არა მარტო ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის "სამკურნალო წიგნი", ქანანელის "უსწორო კარაბადინიც" მისი ზრუნვის წყალობით შერჩა ქართულ კულტურას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:27 | შეტყობინება # 35
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მიხეილ თარხნიშვილი (დ. 12 იანვარი, 1897, ახალციხე — გ. 15 ოქტომბერი, 1958, რომი) - თავის სამეცნიერო სფეროში დღესაც ითვლება მიხეილ თამარაშვილის შემდეგ საქართველოს ეკლესიისა და საეკლესიო ლიტერატურის ყველაზე ცნობილ მკვლევარად.

ბიოგრაფია

დაიბადა ახალციხელი კათოლიკეების, სტეფანე თარხნიშვილისა და სალომე სეფიძის ოჯახში. სწავლობდა სკრას სახალხო სკოლაში, რის შემდეგაც 1913 წელს ქართველმა კათოლიკე ბერებმა მათი სამონასტრო სკოლაში (ფერი-ქოა) სასწავლებლად შეარჩიეს, რომელიც მდებარეობდა სტამბოლში. 1913-1917 წლებში ამ ქართულ სამონასტრო სკოლაშია, 1917-1919 წ. კი - გერმანელ ბენედიქტინელთა ეტალის (სამხრეთ ბაიერნი, გარმიშ-პარტენკირხენთან) ცნობილ სააბატოში სწავლობს. 1919 წელს ხანმოკლე ყოფნა თბილისში, რაც მისი ბოლო ყოფნა იქნება საქართველოში. 1919-1924 - კვლავ სტამბოლშია, 1924-1929 წლებში გადის ავსტრიაში, წმ. გაბრიელის საღვთო სიტყვის საზოგადოებაში ფილოლოგიისა და ფილოსოფიის კურსს, ხოლო 1930-1933 წლებში რომში - პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში, რომელსაც ასრულებს თეოლოგიის დოქტორის ხარისხით. მღვდლად ეკურთხა 1931 წლის 6 აგვისტოს რომის მახლობლად, გროტაფერატაში. 1934-1936 წლებში მიხეილ თარხნიშვილი სასულიერი მოძღვარია ქართველი კათოლიკებისა ემიგრანტთა შორის ბელგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. 1936-1942 წლებში იმყოფება ბენედიქტინელ ბერებთან ბაიერნში (ჯერ დეგენდორფში, შემდეგ მეტენში). 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე რჩება რომში.

მიხეილ თარხნიშვილის სამეცნიერო დამსახურებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ლიტურგიული ტექსტების დამუშავება და გამოცემა, იტალიის წიგნთსაცავებში დაცული ქართული წყაროების აღმოჩენა და გამოქვეყნება, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების თარგმა და გამოქვეყნება. განსაკუთრებით გამოსაყოფია მისი გამოკვლევა პალესტინაში V საუკუნის სამონასტრო კომპლექსის ქართული წარწერების შესახებ პალესტინაში, რომელიც იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ აღმოაჩინა და მიხეილ თარხნიშვილი მიიწვია.

1955 წელს ი.ასფალგთან ერთად გამოსცა კ.კეკელიძის "ქართული ლიტერატურის ისტორიის" I ტომი. ამავე წელს გამოაქვეყნა ეგვიპტეში, თებეს ნეკროლოგი აღმოჩენილი ქართული წარწერები, შეადგინა ქართულ-ფრანგული ლექსიკონი და სხვა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:28 | შეტყობინება # 36
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ექვთიმე თაყაიშვილი (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი; დ. 1863 წლის 3 იანვარი [სხვა ვერსიით 5 ივნისი], ლიხაური, ოზურგეთის მაზრა - გ. 1953 წლის 21 თებერვალი, თბილისი) - ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში. ეს უკანასკნელი რუსეთის ჯარში მსახურობდა — თურქეთის საზღვრის მცველ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე და სათანადო “კორდონის უფროსად” იწოდებოდა. ექვთიმეს დედა, ნინო, თავად გიტელი ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.

მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს სამი წლისას მარცხი შემთხვევია. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს:” ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია”. ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა, მაგრამ მაინც ჩქარი სიარული უყვარდა.

მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ. ბავშვების აღზრდაზე ზრუნავდნენ ბებია, დაქვრივებული მამიდა, უფროსი და და სიძე, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს.

ექვთიმე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. სწავლის დროს მუდმივ ხელმოკლეობას განიცდიდა და მოწაფეთა მომზადებით იღებდა შემოსავალს. ექვთიმე ერთ-ერთი მოწინავე მოწაფე იყო და ვერცხლის მედლით დაამთავრა გიმნაზია 1883 წელს.

სწავლა ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა. როგორც თვითონ წერს: ”მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე, მაგალითად, მოსკოვი...”. 1887 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით. უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელიწადი ექვთიმე თაყაიშვილმა ფრიად ნაყოფიერად გამოიყენა: აღიჭურვა იმ დროისათვის შესაფერისი ფართო ისტორიულ-ფილოლოგიური განათლებით და თან ქართველმცოდნეობაშიც “გატეხია ენა”. საუნივერსიტეტო კურსის დასრულების შემდეგ დროებით პეტერბურგში დარჩა და კანდიდატის ხარისხი მიიღო.

1887 - 1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში დირექტორის, ალექსი ჭიჭინაძის მიწვევით, ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა.

1888 წელს, იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაში. ექვთიმე თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში. ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ერთად ეძებდნენ, კრებდნენ ძველ ქართულ ხელნაწერებს, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში.

1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია “პარხლის სახარება”. ამას მოჰყვა შატბერდული “მოქცევაი ქართლისაის” ახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა “ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა”. საქართველოს ადრეული ისტორიისთვის უმნიშვნელვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი "ხელმწიფის კარის გარიგების" ხელნაწერი. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ "ხელმწიფის კარის გარიგება" მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა. ასევე გამოკვლეული აქვს "აბდულმესიანის”, “თამარიანისს”, “ვისრამიანის”, “ამირანდარეჯანიანის”, “როსტომიანის”, “ქილილა და დამანას”, “რუსუდანიანის”, “ომანიანის”, თეიმურაზ I თხზულებათა, თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა ხელნაწერები.

მიმაგრება: 4903059.jpg(6Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:29 | შეტყობინება # 37
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ "ვეფხისტყაოსნის" ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო, როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც ვინმე კორინთელისაგან შეიძინა, ასევე მეფე გიორგი XI-ისათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი". ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული "ვეფხისტყაოსნისა", რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.

1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალე ექვთიმეს რედაქტორობით “წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული.

ექვთიმე გიმნაზიაში ლათინურის გარდა უკვე ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიდა. დირექტორის ადგილი გათავისუფლდა და ექვთიმეს გიმნაზიის ხელმძღანელობა შესთავაზეს. 1894-1904 წლებში სწორედ ის განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას, ყოველი საზაფხულო არდადეგების დროს კი აწარმოებდა არქეოლოგიურ გამოკვლევებს.

1902-1910 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველო). პირველი ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის ძეგლები და ოლთისის ოლქის ნაწილი. მეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყო. ამ მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია, პარხალი და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიცა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში.

ექვთიმე თაყაიშვილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზატორი ლეჩხუმსა და სვანეთში, მონაწილეობდა ვანის აკროპოლისის გათხრებში.

ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომს "მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის" მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ. 1911 წლის 28 მარტს იგი აღნიშნული საზოგადოების დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო. საზოგადოების თავმჯდომარე თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო 1921 წლამდე. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. მრავალმხრივმა სამეცნიერო საქმიანობამ დიდი პოპულარობა მოუტანა საზოგადოებას. ექვთიმე თაყაიშვილმა დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია "ძველი საქართველო" და "საქართველოს სიძველენი". იგი თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი.

ექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1919-1921 წლებში იგი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე.

დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული "ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" კომისიაში. უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას. უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ მან გიმნაზიაში მასწავლებლობა მიატოვა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:29 | შეტყობინება # 38
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. ის დასახლდა თავდაპირველად პარიზში, 1922 წლიდან ლევილში და დროგამოშვებით სწავლობდა ოქსფორდში.

საფრანგეთში იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული "ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდი"-ს თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "Georgica" (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.

გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ, ოფიციალურად, საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად, განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი, სულ 39 ყუთი, ექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული. «თუმცა ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო და ამას შევწირე ჩემი ცხოვრების 30 წელიწადი, იმავე დროს შეძლებისამებრ ვმუშაობდი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიაში, საზოგადოდ ქართული კულტურის ისტორიაში. აქ მიზნად დავისახე საბუთებისა და ძეგლების შეკრება, მათი მოწესრიგება, აღწერა გამოქვეყნება და, რაც მთავარია, დაცვა.»
(ექვთიმე თაყაიშვილი)

განძის ცალკეული ექსპონატების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვა მუზეუმებს, მაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდა. მან სასამართლოში მოიგო საქმე გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე.

ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: მის ნაცვლად შეიქმნა "ქართული ოფისი". რამდენადაც განძის ოფიციალურ მესაკუთრედ მანამდე საქართველოს ემიგრირებული მთავრობა ითვლებოდა, ამიერიდან განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. აქედან მოყოლებული თაყაიშვილი საფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოს სსრ-სთვის გადაეცათ. 1938 წელს საფრანგეთმა დააბრუნა ხელნაწერები. საბოლოოდ კი ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ -ს ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე, რაც 1945 წელს განხორციელდა კიდეც.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:30 | შეტყობინება # 39
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს სსრ განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 1945 წლის 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით "ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ". მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. ხოლო 1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.

ექვთიმე თაყაიშვილს ჰყავდა მეუღლე, ივანე პოლტორაცკის ასული ნინო, რომელზეც 1894 წელს იქორწინა, და ქალიშვილი. 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. დიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო. ამჟამად იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა. მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას, ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში მისი მუზეუმია განთავსებული.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » ქართველი მეცნიერები
გვერდი 3 დან«123
ძებნა:

ჰოსტერი uCoz