ხუთშაბათი, 16.08.2018, 07:09
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეზღვაური, გემი და საზღვაო თემატიკა ☜♡☞ » ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:04 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
შპს ”ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი - საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი” დაარსდა 2007 წლის 22 ივნისს შპს ”ბათუმის საზღვაო კოლეჯი - მეზღვაურთა სკოლის” ბაზაზე. შპს ”ბათუმის საზღვაო კოლეჯი - მეზღვაურთა სკოლა” დაარსდა 1999 წელს, რეგისტრირებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1999 წლის 19 აგვისტოდან.
მიღებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიები საგანმანათლებლო საქმიანობისათვის (საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო ლიცენზია №00052539, 23.03.2000წ. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო ლიცენზია №00342637, 23.05.2000 წ.).
2003 წელს ”ბათუმის საზღვაო კოლეჯმა” მიიღო ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სეტიფიკატი ISO 9001:1994; 2008 წელს - ISO 9001:2000; ამჟამად ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი ISO 9001:2008-ის მოსაპოვებლად.
განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს 2008 წლის 9 ივნისის N11/ს გადაწყვეტილებისა და N6 სხდომის ოქმის საფუძველზე, ინსტიტუტმა გაიარა აკრედიტაცია.
2002 წლის 28 მარტი - შპს ”საერთაშორისო საზღვაო საწვრთნელი ცენტრი - მერკური” (ამჟამად - ”საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი"), რომელიც 2007 წლიდან არის შპს ”ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი - საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის” დაქვემდებარებაში.
2006 წელი - შეიქმნა საზღვაო კოლეჯის განვითარებისა და დახმარების ფონდი.
2008 წლის სექტემბერი - მოხდა ინსტიტუტის კონტინგენტის პირველი ნაკადის ჩარიცხვა უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამაზე. ჩარიცხულთა რაოდენობაა 16 სტუდენტი. დაკომპლექტდა სპეციალობები: 1.საზღვაო ნაოსნობა, 2.გემის ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაცია.
2008 წლის სექტემბერი - ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტში შეიქმნა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი ცენტრი.
2008 წლის ივნისი - გაფორმდა მემორანდუმი ლატვიის ტრანსპორტის ინსტიტუტთან. მემორანდუმი ითვალისწინებს აქტიურ თანამშროლობასა და ერთობლივი პროგრამების განხორციელებას.
2008 წლის ოქტომბერი - ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტში ამოქმედდა რეგისტრაციის, შეფასებისა და მონიტორინგის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა როგორც შუალედურ, ისე სემესტრულ შეფასებას კომპიუტერული ტესტირების გზით; აგრეთვე, ახორციელებს სასწავლო პროცესის მონიტორინგს თვითშეფასების და რეიტინგული კითხვარების დარიგებისა და მათი ანალიზის გზით.
2008 წლის ოქტომბერი - გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, მიმდინარეობს მუშაობა ერთობრივ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,გემის ელექტრომექანიკოსი". დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივა.
ინსტიტუტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 13 საერთაშორისო საზღვაო კონფერენციასა და სემინარში მსოფლიოს 10 ქვეყანაში.ინსტიტუტმა უმასპინძლა და ორგანიზება გაუკეთა 5 საერთაშორისო კონფერენციას.
მიმდინარე სასწავლო წელს ინსტიტუტი აქტიურად ემზადება ბაკალავრიატსა და მაგიტრატურაში სტუდენტთა მიღებისათვის. მიმდინარეობს აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამების დახვეწა და ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავება.
სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2009 წლის 4 სექტემბრის N 89/ს გადაწყვეტილებით ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტის სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრა 546 სტუდენტით.
საქართველოს კანონში ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ 2009 წლის 10 აგვისტოს შესული ცვლილებების შესაბამისად (№1611), ,,ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტმა - საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრმა’’ შეიცვალა სახელწოდება და 2009 წლის 16 ნოემბრიდან იწოდება ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტად’’ (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), ბრძანება №10757, 16.11.2009).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:04 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
იხილეთ - http://bni.edu.ge wink

http://seaman.ge
 
imereli13თარიღი: ოთხშაბათი, 07.07.2010, 14:25 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 21
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ყოფილი, ''ბათუმის საზღვაო კოლეჯი" და დღესდღეობით ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი ერთერთ იმათგანი სასწავლებელია რომელშიც ნამდვილად შეიძლება მეზღვაურის საერთაშორისო დონეზე მომზადება
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 11:40 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
5 აგვისტო, 2010

გრძელდება მიღება სახელობო საფეხურზე სპეციალობით მატროსი და მოტორისტი (როგორც მე-9 კლასის, ისე სრული ზოგადი განათლების ბაზაზე). მე-9 კლასის ბაზაზე გაიცემა როგორც სახელობო განათლების სერტიფიკატი, ისე საშუალო განათლების ატესტატიც. დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 9 23 23; 9 32 32


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 11:40 | შეტყობინება # 5
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
5 აგვისტო, 2010

მხოლოდ ერთი გამოცდის - ზოგადი უნარების შედეგებით უმაღლესში ჩარიცხვის მსურველთათვის ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მეორად მიღებას უმაღლესი პროფესიული განათლების სპეციალობებზე: საზღვაო ნაოსნობა, გემის ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაცია, გემის ელექტრომექანიკოსი და ახალ სპეციალობაზე - საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა.
დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 9 23 23; 9 32 32; 893 36 96 78


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 11:40 | შეტყობინება # 6
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
6 აგვისტო, 2010

2010 წლის 5 აგვისტოს, ბნსუ-ს რექტორმა და Indo-Georgian Educational Company-ს დირექტორმა კანდჰარი ნარენდრა სინგჰ-მა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მემორანდუმი გულისხმობს საგანმანათლებლო თანამშრომლობას საქართველოსა და ინდოეთს შორის და ამ საქმიანობის ფარგლებში უცხოელი (ინდოელი) სტუდენტებისათვის სასწავლო პირობების შექმნას ბნსუ-ში.


http://seaman.ge
 
arcgaipikroთარიღი: პარასკევი, 15.11.2013, 00:23 | შეტყობინება # 7
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 3
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
mogesalmebit,tkvens kursdamtavrebulebs mogvexmarebit dasaqmebashi???
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეზღვაური, გემი და საზღვაო თემატიკა ☜♡☞ » ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz