კვირა, 22.10.2017, 12:56
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან12»
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:53 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

მიხეილ სააკაშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის 20 იანვრიდან, ასევე 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე, პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამფუძნებელი, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი. ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში (პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 36 წლის ასაკში). მეუღლე წარმოშობით ჰოლანდიელი - სანდრა რულოფსი, ჰყავთ შვილები ედუარდი და ნიკოლოზი.

მიხეილ სააკაშვილი დაიბადა თბილისში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში. მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, განათლებით ექიმი, მეცნიერებათა კანდიდატი და თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრის დირექტორია. დედა, გიული ალასანია, პროფესიით ისტორიკოსია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

სააკაშვილმა 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1992 წელს სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო. იმავე წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში ოსლოში, შემდგომ მცირე ხანი მუშაობდა საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად, სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სენატორ ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიას მიიღებდა ამერიკაში სასწავლებლად. ამავდროულად მუშაობდა ნიუ-იორკის იურიდიულ კომპანიაში Patterson, Belknap, Webb & Tyler. 1994 წელს მან დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით, ხოლო მომდევნო წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექციებს ესწრებოდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:53 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
1995 წელს სააკაშვილს დაუკავშირდა ზურაბ ჟვანია, რომელმაც ის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სახელით მიიწვია პარტია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" წევრად. 1995 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილი მოქალაქეთა კავშირის მანდატით საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გახდა. 1995-1998 წლებში იყო პარლამენტის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე. 1998-99 წლებში - ფრაქცია საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილმა კვლავ მოიპოვა დეპუტატის მანდატი "მოქალაქეთა კავშირის" სიით. 2000 წლის იანვარში დაინიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად .

2000 წლის 12 ოქტომბერს სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა. 2001 წელს ის დაუპირისპირდა ეკონომიკის მინისტრ ივანე ჩხარტიშვილს, უშიშროების მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესა და თბილისის პოლიციის მეთაურს - იოსებ ალავიძეს და ისინი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. 2001 წლის 5 სექტემბერს სააკაშვილი გადადგა მინისტრის პოსტიდან იმ მოსაზრებით, რომ ვერ მიიღო დახმარება შევარდნაძისაგან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმავე წელს, 21 სექტემბერს იყარა კენჭი ვაკის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად და კვლავ გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი.

2001 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". "ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანდა ბლოკში რესპუბლიკურ პარტიასთან და კონსერვატულ პარტიასთან ლოზუნგით "თბილისი შევარდნაძის გარეშე". 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკმა გამარჯვება გაიყო ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად. პარტიებს შორის შეთანხმების შედეგად მიხეილ სააკაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

სააკაშვილის თბილისის საკრებულოში მოღვაწეობამ გაზარდა პარტიისა და ბლოკის პოპულარობა. 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტ-პოლების შედეგებით იყო გამარჯვებული ხმათა 27%-ით.მაგრამ ოფიციალური მონაცემები კარდინალურად განსხვავებული იყო. ამის გამო ბლოკი გახდა ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანოზატორი "გაერთიანებულ დემოკრატებთან" (ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე) და "ტრადიციონალისტებთან" (აკაკი ასათიანი) ერთად.

ხალხმრავალი პოლიტიკური დემონსტრაციები ვარდების რევოლუციით დამთავრდა. სააკაშვილი პირადად შეუძღვა ხალხს საქართველოს პარლამენტის შენობაში 22 ნოემბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩასაშლელად, რასაც 23 ნოემბერს შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა. სააკაშვილი, როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიდერი, აღმოჩნდა ერთადერთი რეალური კანდიდატი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. 4 იანვარს ჩატარებულ არჩევნებში სააკაშვილმა ხმათა 96,27% მიიღო და 25 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, გახდა საქართველოს პრეზიდენტი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:53 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით სააკაშვილი ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. მისი საარჩევნო პლატფორმის ძირითადი პირობა კორუფციასთან ბრძოლა და სოციალური დახმარებების გაზრდა იყო. ის ასევე მოსახლეობას შეჰპირდა საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატებების მიღწევას. მიუხედავად პრო-დასავლური ორიენტაციისა, ის ასევე პირობას დებდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.

მისი პირველი გადაწყვეტილებები ეხებოდა საქართველოს დროშას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ნეშტის გროზნოდან გადმოსვენებას, გამსახურდიას მომხრე პატიმრების გათავისუფლებას. ამის შემდეგ სააკაშვილის ინიციატივით შევიდა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომლითაც დაფუძნდა მთავრობის ინსტიტუტი, გაძლიერდა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები პარლამენტის ხარჯზე.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაძლიერდა სააკაშვილის ძალაუფლება, რადგანაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა. ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა ასევე 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:54 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სააკაშვილის რეიტინგი დაეცა 2007 წლის შემოდგომაზე. ოქტომბერში ჩატარდა რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაცია, რასა მოჰყვა 2-7 ნოემბრის აქციები, რომლის ორგანიზატორები ერთიანი ოპოზიცია და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იყვნენ. საპროტესტო აქციები 7 ნოემბერს პოლიციის მიერ მომიტინგეთა დარბევით და ოპოზიციური ტელევიზიებში პოლიციის შეჭრით დასრულდა. სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მოვლენების ამგვარ გადაწყვეტას საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. Human Rights Watch აკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას მომიტინგეთა მიმართ "ჭარბი" ძალის გამოყენების გამო, ხოლო International Crisis Group საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის შესახებ აფრთხილებდა.[საჭიროებს წყაროს მითითებას] 2007 წლის 25 ნოემბერს სააკაშვილი გადადგა, ხოლო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა 2008 წლის 5 იანვარს. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ასევე დაინიშნა პლებისციტი, რომლითაც უნდა გადამწყდარიყო საპარლამენტო არჩევნების თარიღი.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა მიიღო ხმათა 53,47% და მეორე და უკანასკნელი ვადით გახდა საქართველოს პრეზიდენტი. არჩევნები დადებითად შეაფასეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, მაგრამ მისმა შედეგებმა გამოიწვია პროტესტი, რაც 6, 13 და 20 იანვრის საპროტესტო აქციებში გამოიხატა. სააკაშვილის პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ხმათა 59%-ით მოიგო იმავე წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.

სააკაშვილის კრიტიკა გაიზარდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდში. 2009 წლის აპრილსა და მაისში არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ატარებდა ფართომასშტაბიან საპროტესტო კამპანიას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:55 | შეტყობინება # 5
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი თვეების მთავარი პოლიტიკური სირთულე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ავტორიტარული ლიდერის, ასლან აბაშიძის დაუმორჩილებლობა გახდა. კრიზისი შეიარაღებულ დაპირისპირებად გადაქცევის საშიშროებაში გადაიზარდა, თუმცა 2004 წლის 6 მაისის აქციების გამო აბაშიძე იძულებული გახდა გადამდგარიყო და რუსეთში გაქცეულიყო. აჭარაში წარმატებით იმედმოცემულმა სააკაშვილმა იმავე მეთოდებით სცადა სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება, რაც სიტუაციის გამწვავებით და 2004 წლის აგვისტოში შეიარაღებულ დაპირისპირებით დასრულდა.

2006 წლის ივლისში სააკაშვილის მთავრობამ წარმატებით მოახერხა აფხაზეთის კოდორის ხეობის შეიარაღებული დაჯგუფებებისგან გაწმენდა და იქ ქართული იურისდიქციის დაწესება. დაჯგუფებების მეთაური ემზარ კვიციანი რუსეთში გადაიხვეწა. ოპოზიციური ძალების მიერ ეს ოპერაცია მკვეთრად უარყოფითად შეფასდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:56 | შეტყობინება # 6
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სააკაშვილის მთავრობის მიერ 2005-06 წლებში მიმდინარეობდა პირდაპირი დიალოგი სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერებთან ირაკლი ალასანიასა და გოგა ხაინდრავას ხელმძღვანელობით, მეორე მხრივ ძლიერი იყო მილიტარისტული ტენდენციები, რაც, ძირითადად, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებში გამოიხატებოდა.

სააკაშვილი განსაკუთრებით გააკრიტიკეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მას ბრალად სდებენ რუსეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში საქართველო ჩაბმას, ასევე სამხედრო ოპერაციების არაეფექტურად წარმართვას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:59 | შეტყობინება # 7
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

სააკაშვილის საგრეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი იყო საქართველოს გაწევრიანება ნატოში, რაც დაადასტურა საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 13 მარტის დადგენილებით და 2008 წლის პლებისციტმა.

სააკაშვილი განსაკუთრებით მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-სთან. მან გააორმაგა ქართული სამხედრო პერსონალის რაოდენობა ერაყში, რითაც კოალიციის ძალების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი გახდა. მან ასევე გაზარდა კონტინგენტი კოსოვოსა და ავღანეთში "გლობალური უშიშროების" საქმეში საქართველოს წვლილისთვის. სააკაშვილი სარგებლობდა ბუშის ადმინისტრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერით, რაც გამოიხატა ბუშის ვიზიტით საქართველოში 2005 წლის მაისში. 2009 წლის იანვარში კი გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოსა და აშშ-ს შორის.

სააკაშვილის სახელს უკავშირდება 2006 წლიდან გართულებული ურთიერთობები რუსეთთან, რაც გამოიხატა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის დაწესებაში, 2006 წელს ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტაში, ასევე ღვინოსა და სხვა საქონელზე დაწესებულ ემბარგოში.

2004 წელს სააკაშვილმა გამოთქვა სურვილი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციისა, ამავდროულად, უწოდა მას "დროის საკითხი".


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 17:00 | შეტყობინება # 8
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სააკაშვილის წარმატებებად მიიჩნევა სახელმწიფო აპარატის რეფორმირება და გაძლიერება, სამხედრო და პოლიციური სტრუქტურების რეორგანიზაცია, სახელმწიფო სექტორში კორუფციის აღმოფხვრა. მეორეს მხრივ, მას "ელიტისტური კორუფციის" ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.
საშინაო პოლიტიკაში სააკაშვილს აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების, სასამართლოს დამოუკიდებლობის და მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო.
საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა სააკაშვილს ავტორიტარული სტილის მმართველი უწოდა.
სააკაშვილის ეკონომიკური პოლიტიკა საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იყო საგადასახადო გარემოს ლიბერალიზაცია, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება. ეკონომიკური რეფორმები სააკაშვილის მთავრობის წევრთან, კახა ბენდუქიძესთან ასოცირდებოდა.

2007 წელს მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ნომერ პირველ ეკონომიკურ რეფორმატორად გამოცხადდა. ასევე, საქართველო რანგით მე-18 ქვეყანა გახდა ქვეყანაში ბიზნესის წარმოების სიადვილით. მშპ-ის ზრდამ 2004-2007 წლებში წელიწადში საშუალოდ 9% შეადგინა. მაგრამ 2007 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპები შემცირდა, ასევე, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, იმათა ღარიბი და ღატაკი მოსახლეობის რიცხვმა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 17:02 | შეტყობინება # 9
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
2004 — დაჯილდოვდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან „წლის ევროპელი“-ს ყოველწლიური პრემიით.
2005 — უკრაინის წლის ადამიანი
2005 — დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო აშშ-ის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნენ ნობელის მშვიდობის პრემიაზე.
2005 — "ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის" პრიზი "კანონიერებისა და მართლწესრიგისთვის ბრძოლისათვის"
2006 — ხაიფას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება
2008 — საპატიო მედალი "10 წელი ასტანაში"
2009 — სომხეთის ღირსების ორდენი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი და საპატიო დოქტორის წოდება


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 17:07 | შეტყობინება # 10
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 17:08 | შეტყობინება # 11
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 17:09 | შეტყობინება # 12
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 17:10 | შეტყობინება # 13
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 17:11 | შეტყობინება # 14
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 17:20 | შეტყობინება # 15
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » მიხეილ სააკაშვილი
გვერდი 1 დან12»
ძებნა:

ჰოსტერი uCoz