კვირა, 17.12.2017, 03:23
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » SOLO - საბანკო მომსახურების სრული სპექტრი
SOLO - საბანკო მომსახურების სრული სპექტრი
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 00:05 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
SOLO - ეს არის საბანკო მომსახურების სრული სპექტრი, რომელსაც ერთვის ექსკლუზიური სერვისები და პრივილეგირებული მომსახურება. SOLO შეიქმნა მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დრო, პრიორიტეტი მომსახურებისას და მაქსიმალური კომფორტი.

SOLO - არის ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან. პერსონალური ბანკირი გაეცნობა თქვენს კონკრეტულ მოთხოვნილებებს, შეგირჩევთ თქვენს ფინანსურ მიზნებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს და მოგემსახურებათ თქვენთვის მოსახერხებელ დროს.

SOLO - არის მაქსიმალურად კონფიდენციალური გარემო. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ მომსახურება საგანგებოდ SOLO-ს მომხმარებლისთვის შექმნილ ადგილებში და სხვა მომსახურების არხებით. “საქართველოს ბანკის” იმ სერვის ცენტრებში, სადაც არ არის SOLO-ს მომსახურების ადგილი, თქვენ უშუალოდ სერვის ცენტრის მენეჯერი გაგიწევთ მომსახურებას.

SOLO - არის საუკეთესო ხარისხი. გათვალისწინებულია ყველა ის წვრილმანი, რომელიც ამარტივებს თქვენს ურთიერთობას ბანკთან. შედეგად, თქვენ იღებთ გაცილებით უფრო მეტ მომსახურებას, უფრო მოკლე დროში და ნაკლები დანახარჯებით.

SOLO - არის მომხმარებლის მოთხოვნილებებზე მორგებული საბანკო პროდუქტები. ჩვენს მიერ შექმნილ პროდუქტებში თავმოყრილია ყველა ის თვისება და უპირატესობა, რომელიც ღირებულია თქვენთვის.

SOLO - არის განსაკუთრებული კომფორტი. სასიამოვნო და მშვიდი გარემოს შესაქმნელად, საგანგებოდ მოვაწყეთ მომსახურების ადგილები, სადაც დაგხვდებათ პერსონალური ბანკირი. ის იქნება თქვენი ერთადერთი საკონტაქტო პირი, რაც ბევრად გაგიმარტივებთ ურთიერთობას ბანკთან. პერსონალური ბანკირი დეტალურად გაეცნობა თქვენს მოთხოვნილებებს, შეგირჩევთ მისაღებ პროდუქტებს და მომსახურებას. გარდა ამისა, თქვენთვის შეიქმნა ცალკე სატელეფონო ცენტრი: 444 400 და მომსახურების ახალი არხი: მეილ-ბანკი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 00:05 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
„საქართველოს ბანკის“ შესახებ

"საქართველოს ბანკი" ქვეყნის წამყვანი ბანკია, რომელიც მის კლიენტებს, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს, სთავაზობს კომერციული და საინვესტიციო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, დაზღვევის, ლიზინგისა და ბარათის საპროცესინგო მომსახურების სრულ სპექტრს. საქართველოში უმსხვილესი სამომხმარებლო საბანკო საქმიანობის ბანკი, რომელიც ფლობს 33.6% საბაზრო წილს მთლიანი აქტივების მიხედვით, "საქართველოს ბანკი" ემსახურება 895,000–ზე მეტი ფიზიკური პირის მიმდინარე ანგარიშს, 140 სერვის ცენტრისა და 380 ბანკომატის, ისევე როგორც მომსახურების სხვა არხების, მათ შორის ინტერნეტ-ბანკის, მობილ-ბანკისა და უახლეს ტექნოლოგიაზე დამყარებული ტელეფონ-ბანკის მეშვეობით. ბანკი მის მფლობელობაში მყოფ შვილობილ კომპანიებთან ერთად, დაყოფილია შემდეგ სტრატეგიულ ბიზნეს-მიმართულებად: სამომხმარებლო საბანკო საქმიანობა, კორპორატიული საბანკო საქმიანობა, დაზღვევა და კორპორატიული ცენტრი; და ბიზნეს-მიმართულებებად: დაგროვილი ქონების მართვა და "ბიჯი კაპიტალი". ბანკის კონსოლიდირებულმა წმინდა მოგებამ 2009 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით შეადგინა 2.6 მილიონი ლარი, სააქციო კაპიტალმა 718,513 მლნ ლარი და მთლიანმა აქტივებმა თითქმის 3 მილიარდი ლარი.*

2006 წლის 29 ნოემბერს "საქართველოს ბანკი" გახდა პირველი ქართული კომპანია და დსთ–ს სივრცეში მეორე ბანკი, რომელმაც საკუთარი აქციები, გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE: BGEO) განათავსა. “საქართველოს ბანკის” აქციები (GSE: GEB) საქართველოს საფონდო ბირჟაზე ივაჭრება 2001 წლიდან და წარმოადგენს მთავარ აქციას საფონდო ბირჟაზე. 2008 წლის 30 ივლისის მდგომარეობით, ბანკის დაახლოებით 89% ინსტიტუციონალური ინვესტორების მფლობელობაშია, დანარჩენი კი ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლებსა და 1400-მდე რეზიდენტ და არა-რეზიდენტ ფიზიკურ პირს ეკუთვნის. "საქართველოს ბანკი" ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელსაც მინიჭებული აქვს რეიტინგი სამივე გლობალური სარეიტინგო სააგენტოსგან: S&P: 'B/B'; Moody’s: 'B3/NP' (FC) & 'Ba3/NP' (LC); FitchRatings: 'B/B'.

2008 და 2009 წლის მარტში, "საქართველოს ბანკმა" მიიღო გამოცემა "Global Finance"–ის ჯილდო "საქართველოს საუკეთესო ბანკი 2008 წელს" და "საქართველოს საუკეთესო ბანკი 2009 წელს".

2005, 2006, 2007, 2008 და 2009 წლის ივლისში, კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანმა გამოცემამ "Euromoney", „საქართველოს ბანკი“ დაასახელა წარჩინებისათვის ჯილდოს გამარჯვებულად ნომინაციაში "საქართველოს საუკეთესო ბანკი".

2006, 2007 და 2008 წლის დეკემბერში "საქართველოს ბანკმა“ მიიღო ჯილდო "წლის ბანკი საქართველოში. "The Banker"-ისგან– " Financial Times Business Ltd-ს გამოცემა, Financial Times კომპანიათა ჯგუფის წევრისგან.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 00:06 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
SOLO-ს მომხმარებლებს ემსახურება პერსონალური ბანკირების გუნდი, რომელიც შედგება საგანგებოდ შერჩეული და მომზადებული პროფესიონალებისგან. პერსონალურ ბანკირებს აქვთ საბანკო მომსახურების რამდენიმეწლიანი გამოცდილება.

პერსონალური ბანკირი შემოგთავაზებთ ყველა სახის საბანკო პროდუქტს. ის იქნება თქვენი ერთადერთი საკონტაქტო პირი, რაც ბევრად გაგიმარტივებთ ურთიერთობას ბანკთან.

პერსონალური ბანკირი დეტალურად გაეცნობა თქვენს მოთხოვნილებებს, შეგირჩევთმისაღებ პროდუქტებსა და მომსახურებას. პერსონალური ბანკირიმოგემსახურებათ თქვენთვის სასურველ დროს, როგორც სპეციალურად შექმნილმომსახურების ადგილებში, ისე ელ-ფოსტის მეშვეობით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 00:07 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის შექმნილია მრავალი საბანკო პროდუქტი და მომსახურება: ანგარიშები, სადებეტო და საკრედიტო ბარათები, ანაბრები, სესხები და სხვა.

http://solo.ge


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » SOLO - საბანკო მომსახურების სრული სპექტრი
გვერდი 1 დან1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz