ხუთშაბათი, 25.04.2024, 07:05
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » უმაღლესი განათლების სისტემა
უმაღლესი განათლების სისტემა
RAPERთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 20:18 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
უმაღლესი განათლების საფეხურები

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა შედგება სამი საფეხურისაგან:
- პირველი საფეხური - ბაკალავრიატი (240 კრედიტი)
- მეორე საფეხური - მაგისტრატურა (120 კრედიტი)
- მესამე საფეხური - დოქტორანტურა (180 კრედიტი)

პირველი საფეხურის ფარგლებში არსებობს დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამა (120 -180 კრედიტი). ამასთან, სამედიცინო, სტომატოლოგიური და ვეტერინარიული განათლება (300-360 კრედიტი) არის ინტეგრირებული განათლება და თავისი სწავლის შედეგებით უთანაბრდება მაგისტრატურას.

შეტყობინება შეასწორა RAPER - ორშაბათი, 13.09.2010, 20:19
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 20:20 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები

საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია: კოლეჯი, სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტი.
- კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პირველი საფეხურის, ბაკალავრიატის, საგანმანათლებლო პროგრამას და ასევე პირველი საფეხურის ფარგლებში არსებული კვალიფიკაციის, დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამას.
- სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორცილებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრას
- უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს;

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 20:21 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ხარისხის უზრუნველყოფა

უმაღლესი განათლების გარე ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება აკრედიტაციის გზით. აკრედიტაციას ახორციელებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი

სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ აკრედიტებული და ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სია.

სქემა - უმაღლესი განათლების სისტემა

მიმაგრება: 1255906.jpg (76.3 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 20:22 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი

2004 წლის 28 ოქტომბრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესი. «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაცია გარდამავალი ეტაპის შემდეგ, დამოუკიდებელ სააკრედიტაციო ორგანიზაციას უნდა განეხორციელებინა.

ამ მიზნით, 2006 წლის 27 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №222 ბრძანებით დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური (ამჟამად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი), რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაცია უმაღლეს, პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და საკუთარი დებულებით.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 20:23 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ცენტრის სტრუქტურა

I. სტრატეგიული განვითარებისა და სამართლებრივი საკითხების დეპარტამენტი
ცენტრის განვითარების სტრატეგია;
მართვისა და პროცედურული საკითხების დახვეწა;
ნორმატიული ბაზის სრულყოფა;
სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტების შემუშავება;
სასამართლო დავებში მონაწილეობა;
რესურსების მოძიება, პარტნიორული ურთიერთობების დამყარება დონორებ სა და უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
თანამშრომლობის პროექტების შემუშავება და ადმინისტრირება;
საქართველოს და უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივი პროგრამების ჩამოყალიბებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
უსდ - ების სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისა და სტუდენტის კვლევაში ჩართვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

II. აკრედიტაციის პროცესის მართვის დეპარტამენტი
აკრედიტაციის განხორციელების ხელშეწყობა;
საექსპერტო ჯგუფებთან ურთიერთობა, ტრენინგების მოწყობა, სამუშაო პროცესში ტექნიკური დახმარება;
აკრედიტაციის საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა ;
საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირება აკრედიტაციის ვადებისა და პირობების შესახებ.

III. ინსტიტუციური მოწყობისა და საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი
ინსტიტუციური მოწყობისა და მართვის თანამედროვე სისტემების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გავრცელება;
საქართველოს კანონმდებლობასთან საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებების, დებულებებისა და სხვა აქტების შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობა;
კონსულტაციების გაწევა ინსტიტუციური მოწყობისა და მართვის სფეროში;
საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, დახვეწისა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობა;
საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირება თანამედროვე პროგრამების შესახებ. ადეკვატური დამხმარე მასალით უზრუნველყოფა;
დარგობრივ საექსპერტო ჯგუფებთან ურთიერთობა;
კვალიფიკაციების ეროვნული ჩარჩოს შესრულების ხელშეწყობა და დოკუმენტის შემდგომ სრულყოფაზე წინადადებების შეგროვება და თემატური კლასიფიკაცია;
რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სისტემის შემუშავების ხელშეწყობა.

IV. საინფორმაციო და მობილობის დეპარტამენტი
უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის აღიარება;
მობილობის გამოცხადება, პროცესის ადმინისტრირება, უსდ-ის გადაყვანის ბრძანების პროექტის ექსპერტიზა და რეკომენდაციის შემუშავება;
მობილობის პროცესის ხელშეწყობა;
რეესტრის სისტემაში მობილობის მონაცემთა ასახვის მონიტორინგი.

V. რეესტრის წარმოების დეპარტამენტი
რეესტრის ადმინისტრირება და მონაცემების სისწორის მონიტორინგი;
სტუდენტთა სტატუსის ერთიანი რეესტრი (მოიცავს გრანტისა და მობილობის ადმინისტრირებას);
ერთიან რეესტრში გრანტის სისწორის ასახვის მონიტორინგი;
ვებგვერდის მენეჯმენტი;
ცენტრის შიდა ქსელის სისტემური ადმინისტრირება.

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » უმაღლესი განათლების სისტემა
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz