ხუთშაბათი, 28.03.2024, 16:03
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » ქართველი მეცნიერები
ქართველი მეცნიერები
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:03 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გიორგი ნიკოლოზის ძე აბზიანიძე (* 23 მაისი, 1907, ქუთაისი ― † 6 აპრილი, 1976, თბილისი), ქართველი ლიტერატურათმცოდნე და პედაგოგი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1969), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965).

ბიოგრაფია

დაიბადა ცნობილი პედაგოგის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი (1929). 1935 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში და თსუ-ში. იკვლევდა უმთავრესად XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების საკითხებს. აბზიანიძის მნიშვნელოვანი ნაშრომებია: "ქართველი კლასიკოსები" (1950), "ნარკვევები XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან" (1959). მონოგრაფები - "აკაკი წერეთელი. ცხოვრება და შემოქმედება" (რუსულ ენაზე, 1940; ქართულ ენაზე, 1960), "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1955) და სხვა. აბზიანიძის რედაქტორობით გამოიცა ა. წერეთლის თხზულებათა აკადემიური გამოცემა. იყო "ქართული ლიტერატურის ისტორიის" ექვსტომეულის თანაავტორი და თანარედაქტორი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:04 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი (დ. 1874, თბილისი - გ. 21 მაისი, 1944, შვარცენფელდი (გერმანია)), ქართველი მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დიპლომატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი (1909), საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1917).

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია (1893) და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1898) და იქვე იქნა დატოვებული საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1902-1904 წლებში მივლინებული იყო საფრანგეთში. 1901 წელს გამოიცა მისი ისტორიულ-სამართლებრივი ხასიათის ნაშრომი "საქართველოს შეერთება რუსეთთან". 1904 წელს დაბრუნდა პეტერბურგში, სადაც 1906 წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია ("დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა საფრანგეთში ნაპოლეონის დროიდან 1905 წლამდე"). 1907-1909 და 1912-1913 იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის კათედრის პრივატ-დოცენტი, შემდეგ კი პროფესორი. 1909 წელს მიიწვიეს პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტის პროფესორად და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის გამგედ. აღნიშნულ ინსტიტუტში მოღვაწეობდა იგი 1913 წლის ჩათვლით. 1912-1917 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს იურისკონსულტი. გარდა ამისა, ავალიშვილი სათავეში ედგა პეტერბურგში იმხანად გამომავალი ცნობილი გაზეთის "რუსსკაია მოლვა" საერთაშორისო განყოფილებას. იგი იყო, აგრეთვე, პეტერბურგის გამომცემლობის "ოგნი" ერთ-ერთი ხელმძღვანელი. არჩეული იყო რუსეთის საიმპერატორო იურიდიული საზოგადოების გამგეობის წევრად. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა სენატორად.

1917 წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში. იმავე ხანებში ავალიშვილი იყო კახეთის რკინიგზის საზოგადოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (საზოგადოებას და ხსენებული რკინიგზის მშენებლობას სათავეში ედგა დიდი მამულიშვილი, ილია ჭავჭავაძის დის შვილი, გენერალი კოტე აფხაზი).

მიმაგრება: 9490070.jpg (16.7 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:05 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
1918 წელს ავალიშვილი საქართველოში დაბრუნდა და დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის მანძილზე (1918-1921) ზ. ავალიშვილი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. იგი იყო მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის მიმდევარი. საქართველოს ინტერესებს იცავდა ბათუმის კონფერენციაზე. სწორედ ამ კონფერენციის მსვლელობის დროს მისთვის სავსებით ნათელი გახდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციის არსებობის უსაფუძვლობა და აუცილებლობა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა. ამ მიზნით, ბათუმშივე მოამზადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტი (რაშიც მას კონსულტაციას უწევდა ცნობილი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი ფონ დერ შულენბურგი), რომელიც 1918 წლის 22 მაისს თბილისში გადმოუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს. მცირე კორექტივების შეტანის შემდეგ, ეს ტექსტი დამტკიცებულ იქნა ეროვნული საბჭოს საგანგებო ყრილობაზე, იმავე წლის 26 მაისს.

ზ. ავალიშვილს განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდა გერმანიასთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობათა განმტკიცებაში. მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ გერმანია იყო საქართველოს ძლიერი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამ პოლიტიკის პირველი სერიოზული გამარჯვება იყო ის, რომ გერმანიამ არ სცნო საქართველო-თურქეთის 1918 წლის ივნისის კაბალური ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილება. ამის წყალობით, საქართველოს საზღვრებში დარჩა ამჟამინდელი სამცხე-ჯავახეთი. გარდა ამისა, ავალიშვილის მოთხოვნით, გერმანია-რუსეთის 1918 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა მე-13 მუხლი: "რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე".

1919 წელს ავალიშვილი, როგორც საქართველოს ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის წევრი, მონაწილეობდა პარიზის კონფერენციაში. ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმზე მან გადაჭრით გაილაშქრა ინგლის-სომხეთის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა ტრაპიზონის ვილაიეთის მნიშვნელოვანი ნაწილის, ბათუმის ოლქის, ყარსისა და არდაგანის (ისტორიული არტაანი) მხარეების სომხეთისთვის გადაცემას. მომდევნო 1920 წელს მან მის მიერვე შედგენილი სპეციალური ნოტა გადასცა ანტანტის სახელმწიფოთა უზენაეს საბჭოს. ამ დოკუმენტში ზედმიწევნით იყო დასაბუთებული, რომ ხსენებული ტერიტორიები უნდა შესულიყო საქართველოს საზღვრებში. საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა: ინგლის-სომხეთის გეგმამ ფიასკო განიცადა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:05 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ავალიშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი (კონსტიტუცია დამტკიცებულ იქნა დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე).

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ ზ. ავალიშვილი იყო პოლიტიკური ემიგრანტი. მოღვაწეობდა საფრანგეთში (1921-1940) და გერმანიაში (1940-1944). ემიგრაციის წლებში იგი ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. მისი ამ პერიოდის ნაშრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფიული გამოკვლევები "ვეფხისტყაოსნის" საკითხები" (პარიზი, 1921), "თეიმურაზ I და მისი პოემა "წეამება ქეთევან დედოფლისა" (პარიზი, 1938), "საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში" (რუსულ ენაზე, პარიზი, 1924; თბილისი, 1990) და სხვა. არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ 1944 წელს გერმანულ ენაზე გამოიცა მისი "საქართველოს ისტორია". სამწუხაროდ, ამ ნაშრომის კვალი ჯერ-ჯერობით მიკვლეული არ არის.

პოლიტიკურ ასპარეზზე იგი აქტიურად თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთულ ბიუროსთან, მონაწილეობდა ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის შექმნასა და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის დაარსებაში (1942). 1941 წელს მიუნხენში მისი მონაწილეობით დაფუძნდა "ქართული სამოკავშირეო შტაბი", რომლის მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა იმპერიის ბატონობისაგან. გარდა ამისა, იგი იყო მიუნხენის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი.

ზ. ავალიშვილი გარდაიცვალა გერმანიაში, 1944 წელს. 1994 წელს მისი ნეშტი გადმოასვენეს თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:05 | შეტყობინება # 5
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კონსტანტინე მიხეილის ძე ამირაჯიბი (დ. 18 დეკემბერი/30 დეკემბერი, 1869, თბილისი ― გ. 14 ივლისი, 1948, იქვე), ქართველი მეცნიერი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში, პროფესორი (1927), მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1934).

ბიოგრაფია

1893 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი და იქვე დატოვეს ქიმია-ტექნოლოგიის კათედრის ასისტენტად პროფესორ კ. პეტრიაშვილთან. 1894 წელს მიავლინეს საზღვარგარეთ (საფრანგეთსა და გერმანიაში), 1897 დაბრუნდა საქართველოში. 1907 წელს დააარსა სასოფლო-სამეურნეო სკოლა,1919 წელს ამირაჯიბი მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტის ტანამდებობაზე და სასოფლო-სამეურნეო მანქანათმცოდნეობის კათედრის გამგედ. 1927 წელს ამირაჯიბის ინიციატივით ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების საცდელი სადგური, რომელსაც შემდგომში მისი სახელი მიენიჭა. 1931 წელს ამ სადგურის ბაზაზე შეიქმნა სოფლის მეურნეობის მექანიზაციის კვლევითი ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც 1934 წლამდე ამირაჯიბი იყო (შემდგომში ამ ინსტიტუტს ამირაჯიბის სახელი მიენიჭა). პროფესორ ა. დიდებულიძესთან ერთად შექმნა და გამოცადა ელექტროტრაქტორი. 1920 წელს გამოიცა ამირაჯიბის სასოფლო-სამეურნეო მექანიკის ლექციების კურსი. ამირაჯიბი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და შრომის წითელი დროშის ორდენით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:06 | შეტყობინება # 6
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ანდრო რომანოზის ძე ჭილაია (დ. 3 ივნისი, 1903, სოფელი ნახუნავო — გ. 7 მარტი, 1973,) - ქართველი მეცნიერი.

ბიოგრაფია

ანდრო რომანოზის ძე ჭილაია დაიბადა 1903 წ. 3 ივნისს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნავოში. დაწყებითი განათლება თავის სოფელში მიიღო. ხოლო საშუალო სკოლა დაამთავრა გეგეჭკორში. 1926 წელს მას ნიშნავენ მასწავლებლად მანგლისში. 1930 წელს, როგორც წარჩინებული მასწავლებელი, მივლინებულ იქნა თბილისში, უმაღლესი განათლების მისაღებად. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად მუშაობდა ლექტორად, ჯერ მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1940 წელს დაიწყო ლექციების კურსის კითხვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თ.ს.უ.-ში.

1941-1945 წლების განმავლობაში ა.ჭილაია ხელმძღვანელობდა დაუსწრებელ სწავლებას ფილოლოგიის ფაკულტეტზე როგორც დეკანი. 1945-1950 წლებში მას ეკავა პრორექტორის თანამდებობა.

მან ლიტერატურის თეორიის მრავალი საკითხი გაარკვია ქართველ მწერალთა შემოქმედებითი პრაქტიკის მიხედვით, როგორც პედაგოგი იგი მონაწილე იყო სახელმძღვანელოთა შედგენისა. უმაღლესი და საშუალო სკოლების პროგრამების დამუშავებისა. ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის მიერ მომზადებული ორტომიანი სახელმძღვანელოსი.

მისი ნაშრომი გ.წერეთლის საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მხატვრული შემოქმედების შესახებ გამოიცა ორჯერ 1964 და 1967 წწ. მნიშვნელოვანია მისი "ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები" (1971წ.).

ა.ჭილაია გარდაიცვალა 1973 წ. 7 მარტს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:06 | შეტყობინება # 7
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი (* 14 თებერვალი/26 თებერვალი, 1872, სოფ. ოჟიო, ახლანდელი ახმეტის რაიონი ― † 19 დეკემბერი, 1939, თბილისი), ქართველი მეცნიერი იურისტი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი.

ბიოგრაფია

უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში, სწავლობდა ფილოსოფიას ჰაიდელბერგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. 1899 წელს შევიდა რუსეთის ადვოკატურაში. იყო "პოლიტიკურ დამცველთა" ჯგუფის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მონაწილეობდა ისტორიული მნიშვნელობის ასზე მეტ პოლიტიკურ სასამართლო პროცესში. იგი იცავდა შეიარაღებულ აჯანყებათა და დემონსტრაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს (ბათუმის დემონსტრაციის საქმე, 1903; ლეიტენანტ შმიდტის მეთაურობით აჯანყებულ შავი ზღვის ფლოტის მეზღვაურთა სევასტოპოლის პროცესი, 1906; პეტერბურგის პეტერბურგთა მუშათა დეპუტატების საბჭოს პროცესი, 1906; "ნოვოროსიისკის რესპუბლიკის" საქმე, 1908-1909); რევოლუციონერ-ტერორისტებს (პეტერბურგის ქალაქის მმართველის გენერალ ლაუნიცის მკვლელობის საქმე, 1907; სახელმწიფო საბჭოს წევრის გრაფ იგნატიევის მკვლელობის პროცესი, 1907; ნიკოლოზ II-ის მომზადების საქმე, 1907); რევოლუციური პრესას (ბოლშევიკთა პირველი ლეგალური გაზეთის "ნოვაია ჟიზნის" რედაქციის მდივან ი. გუკოვსკის, ლ. ტოლსტოის გამომცემლების, ჟურნალ "რუსსკოე ბოგატსტსვოს" რედაქტორის ვ. კოროლენკოს საქმეები) და სხვა. 1917 წლის აპრილს დროებითმა მთავრობამ ანდრონიკაშვილი სენატორად დანიშნა. ა. კონისთან, ნ. ტაგანცევსა და სხვა გამოჩენილ იურისტებთან ერთად იგი მონაწილეობდა სისხლის სჯულდების გადამსინჯველი საკანონმდებლო კომისიის მუშაობაში.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ანდრონიკაშვილი სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. კითხულობდა ახალი ფილოსოსფიის კურსს ტულის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1919-1920), სასამართლო მჭევრმეტყველებას მოსკოვის სიტყვის სახელმწიფო ინსტიტუტში (1920-1921). 1921 წლის დამლევს იგი თბილისში დასახლდა. მის სახელთან არის დაკავშირებული უმაღლესი იურიდიული განათლების ჩასახვა და განვიტარება საქართველოში. თსუ-სა და სხვა უმარლეს სასწავლებლებში ანდრონიკაშვილი კითხულობდა სამართლის ზოგად თეორიას. სამოქალაქო სამართალს, სისხლის სამართალს და სხვა იურიდიულ დისციპლინებს. მანვე შექმნა ლექციების ორი ახალი კურსი - დანაშაულის ფსიქოლოგია და სიტყვის კულტურა. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი იყო თსი-ის სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგე (1937) და სისხლის სამართლის კათედრის პროფესორი.

ანდრონიკაშვილი მონაწილეობდა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტების მომწადებაში. საბჭოთა მთავრობამ იგი აშშ-ში წარგზავნა უცხოური (ჰარიმანის) კონცესიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული პასუხსაგები დავალებით (1930-1931), რომელიც მან წარმატებით შეასრულა. აღსანიშნავია აგრეთვე ანდრონიკაშვილის საჯარო გამოსვლები ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:07 | შეტყობინება # 8
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ზურაბ ვიანორის ძე ანჩაბაძე (დ. 22 აპრილი, 1920, გაგრა ― გ. 28 იანვარი, 1984, სოხუმი), ქართველი და აფხაზი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს (1972) და აფხაზეთის (1961) მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1963), სსრკ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზეთის უნივერსიტეტის პირველი რექტორი.

ზურაბ ანჩაბაძის ანკეტაში, სადაც სოციალური წარმოშობის გრაფაა, გარკვევითაა მიწერილი თავადი, სოციალური მდგომარეობა – აზნაური. ზურაბის ბაბუა ტარას ანჩაბაძე, გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი, საკმაო ხნის მანძილზე იყო სოხუმის მმართველობის წევრი; ბებია - მაშო დადიანი-ანჩაბაძისა ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო. ზურაბის მამამ, ვინორ ანჩაბაძემ დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. პირველი მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა კავკასიისა და დასავლეთის ფრონტებზე. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მას დაევალა აფხაზეთში საკურორტო საქმის ორგანიზება. გარკვეული დროის მანძილზე ვინორ ანჩაბაძე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.

გიორგი ანჩაბაძის მეუღლე იყო თინა ხახიშვილი. მათი ვაჟია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე.

1941 წელს დაამთავრა მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურიო ინსტიტუტი. 1946 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. 1956 წლიდან აფხაზეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე. 1958 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის იატორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილების გამგე. 1973 წლიდან მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. 1979 წელს დაარსდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის პირველ რექტორად დამტკიცებულ იქნა ზურაბ ანჩაბაძე. უნივერსიტეტში ზურაბ ანჩაბაძემ შექმნა საქართველოსა და აფხაზეთის ისტორიის კათედრა, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში.

ანჩაბაძე იკვლევდა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ძველი, შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის საკითხებს. იყო "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" III ტომის რედაქტორი (1979, ვ. გუჩუასთან ერთად; საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1982) და "აფხაზეთის ისტორიის" პირველი დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი (1986). არჩეული იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად. სსრკ IX მოწვევის და საქართველოს X მოწვევის უმაღლესი საბჭოების დეპუტატი.

ზურაბ ანჩაბაძე გარდაიცვალა 1984 წლის იანვარს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:08 | შეტყობინება # 9
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

პეტრე რომანის (რევაზის) ძე ბაგრატიონი (დ. 12 სექტემბერი/24 სექტემბერი, 1818, ყიზლარი ― გ. 17 იანვარი/29 იანვარი, 1876, პეტერბურგი), ქართველი მეცნიერი და ინჟინერი. მხედართმთავრის პ. ბაგრატიონის ძმისწული.

1827 წელს მიაბარეს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. 1835 გაამწესეს პეტერბურგის ლაიბ-გვარდიაში იუნკრად. 1845 დაინიშნა ჰერცოგ მაქსიმილიან ლოიხტენბერგის ადიუტანტად და 7 წელი ახლდა მას ევროპაში. ლოიხტენბერგის სიკვდილის შემდეგ (1851) ბაგრატიონი პეტერბურგში დაბრუნდა. 1857 ჩაირიცხა კავკასიის ესკადრონის ლაიბ-გვარდიაში და მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1862 დაინიშნა ტვერის გუბერნატორად. 1865 მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება, ხოლო 1870 წელს დანიშნეს ბალტიისპირა ქვეყნების - ლიფლანდიის, კურლანდიისა და ესტლანდიის - გენერალ-გუბერნატორად.

1842-იდან ბაგრატიონმა დაიწყო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ფიზიკისა და ქიმიის დარგში. ექსპერიმენტული გამოკვლევებს იგი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის კაბინეტში ატარებდა. გამოიგონა პირველი მშრალი გალვანური ელემენრი, რომელსაც მიუძღვნა თავისი პირველი სამეცნიერო შრომა (1843, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ბიულეტენი; განმეორებით გამოვიდა ლონდონსა და პარიზში 1845). ამ ნაშრომში იხილავდა გალვანოპლასტიკასა და გალვანურ ელემენტში მიმდინარე პროცესებს. ბაგრატიონმა პირველმა აღმოაჩინა ლითონური ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ხსნადობა ტუტე ლითონთა ციანიდების წყალხსნარებში, რაც საფუძვლად დაედო დაციანების მეთოდს. 1847 წელს აღმოაჩინა მინერალ ორტიტის სახელობა, რომელსაც "ბაგრატიონი" უწოდეს.

მიმაგრება: 3405750.png (165.6 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:08 | შეტყობინება # 10
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კონსტანტინე მოსეს ძე ბარამიძე (დ. 7 თებერვალი/20 თებერვალი, 1914, თბილისი ― გ. 8 ივნისი, 1978, იქვე) ქართველი მეცნიერი ელექტრომექანიკისა და საწარმოთა ავტომატიზაციის დარგში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1954), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1974), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1962).

ბიოგრაფია

1954-1972 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო საწარმოთა ელექტროფიკაციისა და ავტომატიზაციის კათედრის გამგედ, 1973 წლიდან ამ ინსტიტუტის პრორექტორი. მისი შრომები ეხება სამთო საწარმოთა ავტომატიზაციისა და კიდული ბაგირგზების თეორიის საკითხებს, არის 16 გამოგონების ავტორი, მ. შ. ერთი (საშახტო ამწეებისა და საბაგირო გზების ამძრავი) დაპატენტებულია შვეიცარიაში, იტალიაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში. ბარამიძე დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:09 | შეტყობინება # 11
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ანდრია მიხეილის ძე ბენაშვილი (* 23 მარტი/4 აპრილი, 1868, თბილისი; გ. 28 ივნისი, 1941, სოხუმი) - ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

ანდრია ბენაშვილი დაიბადა სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. 10 წლის ანდრია მამამ თბილისის კადეტთა კორპუსში მიაბარა, სადაც იგი შვიდი წლის განმავლობაში სწავლობდა.

კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ა. ბენაშვილი შედის მოსკოვის ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელში, რომელსაც წარმატებით ამთავრებს 18 წლის ასაკში. წარჩინებულ კურსდამთარებულს უფლება ჰქონდა აერჩია მომავალი სამუშაო ვაკანსია და 1887 წელს იგი თბილისშია სამეგრელოს გრენადერთა მე-16 პოლკში. იგი სამხედრო სამსახურით არ იზღუდება და მშობლიური ხალხის კულტურული ცხოვრების აქტიური მონაწილ ხდება. ამ პერიოდს ეკუთვნის ა. ბენაშვილის ლიტერატურული მოღვაწეობაც. იგი აქვეყნებს რამდენიმე მოთხრობას, ხოლო “ივერიაში” იბეჭდება მისი პიესები “დაუსრულებელი ამბავი, ანუ თელაველი ოტელო”, “დროთა ბრუნვა” და სხვა.

ა. ბენაშვილის ოცნებაა უმაღლესი განათლების მიღება. 1896 წელს იგი ირიცხება გენერალური შტაბის აკადემიის გეოდეზისტურ განყოფილებაზე, სადაც მიღება მკაცრად შეზღუდული იყო. კურსდამთავრებულს ენიჭებოდა გეოდეზისტის მეცნიერული წოდება. გეოდეზისტის წოდება კი უთანაბრდებოდა ასტრონომიისა და გეოდეზისტის დოქტორის ხარისხს.

1899 წ. იგი ორი წლით იგზავნება პულკოვოს მთავარ ასტრონომიულ ობსერვატორიაში, სადაც წერს დისერტაციას, რომელიც გენ. შტაბის აკადემიის კონფერენციის მიერ აღიარებულ იქნა როგორც თვალსაჩინო მეცნიერული მიღწევა. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ორმა კურსდამთავრებულმა დაიცვა დისერტაცია და პირველი სწორედ ა. ბენაშვილი იყო. მას დაუყოვნებლივ ნიშნავენ ტრიანგულაციის დასავლეთის სასაზღვრო სივრცის სამმართველოს უფროსად. 1902 წლიდან მას იწვევენ პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოდეზიის კათედრის გამგედ და ა. ბენაშვილი იწყებს უმაღლეს სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას, რაც თითქმის 40 წელი გაგრძელდა.

1905 წელს პარალელურად ასრულებს გეოდეზიისა და ასტრონომიის კათედრის გამგის მოვალეობებს სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში. პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე გენერალური შტაბის ოფიცერთა დიდი ნაკლებობის გამო იგი მოქმედ არმიაში მიდის, სადაც დიდი წარმატებით მოღვაწეობს, იღებს შემდეგ წოდებებს: პოლკის მეთაური, დივიზიის შტაბის უფროსი; აღწევს გენერალ-ლეიტენანტის ჩინს. 1918 წლიდან იგზავნება კავკასიის ფრონტზე არმიის უფროსის თანამდებობაზე.

ანდრია ბენაშვილის ჩამოსვლა ქართული უნივერსიტეტის გახსნის დამამთავრებელ ეტაპს ემთხვევა. ივანე ჯავახიშვილი კარგად იცნობდა ა. ბენაშვილის მოღვაწეობას. მისი ჩამოსვლა თბილისში ბედნიერი შემთხვევითობა არ ყოფილა. ქართულ უნივერსიტეტში მუშაობა ანდრია ბენაშვილისთვის ჭაბუკობისდროინდელი ოცნების ასრულება იყო. ამიტომაც იგი ღირსეულად ჩადგა ივ. ჯავახიშვილის თანამოსაგრეთა რიგებში და სავსებით დამსახურებულად ითვლება ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამაარსებლად.

პეტრე მელიქიშვილი და ანდრია ბენაშვილი პირველი პროფესორები იყვნენ ბუნებისმეტყველების დარგში. მათ შემდგომში ანდრია რაზმაძეც შეუერთდათ.

1919 წელს პროფ. ა. ბენაშვილს დაევალა სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანობა. ა. ბენაშვილი თავმჯდომარეობდა პროფესორთა საბჭოს იმ სხდომას, სადაც ივ.ჯავახიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს.

1921 წლის 30 სექტემბერს ა. ბენაშვილი ხსნის აგრონომიული ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს პირველი სხდომას. ამით არ ამოიწურება მისი როლი აგრონომიული ცოდნის ამ კერის მიმართ. პროფ. ა. ბენაშვილია გეოდეზიის სწავლების დამწყები საქართველოში. პროფ. ა. ბენაშვილი ყველა იმ წინასწარ მოსამზადებელი საორგანიზაციო ღონისძიების აქტიური მონაწილეა, რომელმაც შესაძლებელი გახადა 1922 წლის იანვრიდან თბილისის უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნა.

უმაღლესი ტექნიკური განათლების სარბიელზე იგი გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა და უდიდესი წვლილი შეიტანა ქართველ ინჟინერთა კადრების აღზრდაში.

გენერალ-ლეიტენანტი ა. ბენაშვილი თბილისის სამხედრო სასაწავლებელის უფროსია, რომელმიც მალე იხურება. ა. ბენაშვილის მეცადინეობით სასწავლებლის ძვირადღირებული ქონება უნივერსიტეტს გადაეცემა. ასევე მისი წყალობით ყოფილი კავკასის სამხედრო ოლქის შტაბის ბიბლიოთეკიდან წიგნების მშნიშვნელოვანი ფონდი გადაეცა თბილისის უნივერსიტეტს.

იგი იყო აგრეთვე ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოში გეოგრაფიის ინსტიტუტის შექმნისა.

პროფ. ა. ბენაშვილი გარდაიცვალა სოხუმში. დაკრძალულია ვაკის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:09 | შეტყობინება # 12
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ივანე სოლომონის ძე ბერიტაშვილი (* 29 დეკემბერი/10 იანვარი 1885, სოფ. ვეჯინი, ახლანდელი გურჯაანის რაიონი ― † 29 დეკემბერი, 1974, თბილისი), ქართველი ფიზიოლოგი, ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1941) და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის (1944) აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1935), სოციალისტური შრომის გმირი (1964), ი. პავლოვის სახელობის ფიზიოლოგთა სრულიად საკავშირო საზოგადოების (1970), ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის (1959), ტვინის გამოკვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (1960), ამერიკის ელექტროენცეფალოგრაფიული საზოგადოების (1979), უმაღლესი ნერვული მოქმედების საერთაშორისო კოლეგიის (1969), ამერიკის ბიოლოგია- ფსიქიატრიის საზოგადოების (1969) საპატიო წევრი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ბიოგრაფია

1910 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა იქვე ნ. გვედინსკის ხელმძღვანელობით (1910-1915). 1912 წელს გაგზავნილი იყო სამეცნიერო მივლინებით ქ. ყაზანში, სადაც მუშაობდა ა. სამოილოვის ლაბორატორიაში, შემდეგ ჰოლანდიაში ქ. უტრეხტში რ. მაგნუსის ლაბორატორიაში (1914 - 1915). 1915-1919 წლებში ოდესის უნივერსიტეტის პრივატდოცენტია. 1919 წლიდან მოიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დააარსა ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრა და გარდაცვალებამდე მისი უცვლელი ხელმძღვანელი იყო. 1935 წლიდან ამ კათედრის ბაზაზე დაარსებული ფიზიოლოგიის ინსტიტუტი დირექტორია; 1941 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 1951 წლიდან მისი მეცნიერი ხელმძღვანელი.

ბერიტაშვილი ავტორია მრავალი ფუნდამენტური ნაშრომისა: კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის, უმაღლეს ხერხემლიან ცხოველთა ქცევის მექანიზმებისა და მათი სივრცითი ორიენტაციის შესახებ, ხერხემლიან ცხოველთა მეხსიერების მახასიათებლების და წარმოშობის შესახებ. ბერიტაშვილს ეკუთვნის მრავალი აღმოჩენა ფიზიოლოგიის დარგში. მან დაადგინა: ზურგის ტვინის პროპრიოცეპტული, მოტორული ელემენტებისა და ჟელატინოზური სუბსტანციის როლი კიდურთა ფაზურ კოორდინირებულ მოძრაობებში (1909-1914), ჩონჩხის კუნთების რეციპროკული შეკავების რიტმული ბუნება (1912-1914), კისრისა და ლაბირინთული ტონური რეფლექსების ნერვული მექანიზმი (1914-1915), პირობითი რეფლექსების გამომუშავების დროს ორმხრივი დროებითი ნერვული კავშირების წარმოშობა (პირდაპირი და უკუქცევითი დროებითი ნერვული კავშირები; 1916-1922), პირობითი რეფლექსების წარმოშობა გაღიზიანებათა უკუშეუღლებისას (1917), ნეირონთა გარკვეული კომპლექსის აგზნების ზოგადი შეკავების ერთდროული აღმოცენება ქცევითი აქტის დროს (1927-1935), ინდივიდუალურად შეძენილი კვებითი ან თავდაცვითი ქცევის განხორციელება საკვების ან დამაზიანებელი აგენტის და მათი ადგილმდებარეობის ერთჯერადი აღქმისას და ქცევის რეგულირება საკვების ან ცხოველის მტრის ადგილმდებარეობის რეპროდუქციით (1932-1935), ხატური ფსიქონერვული მოქმედების არსებობა უმღლეს ხერხემლიან ცხოველებში და ამ მოქმედებაში ტვინის ქერქული და ქერქქვეშა ელემენტების როლი (1935, 1947, 1961, 1969), პირობითი რეფლექსის ავტომატური უნებლიე ხასიათი (1961-1969), სივრცეში ადამიანისა და ცხოველის ორიენტაციის ნერვულ-ფსიქიკური მექანიზმი (1959), ხატური და ემოციური მეხსიერება, მისი დახასიათება და წარმოშობა (1967) და სხვა. 1941 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია, 1938 წელს ი. პავლოვის სახელობის პრემია, ხოლო 1963 წელს ი. სეჩენოვის სახელობის პრემია.

ბერიტაშვილი დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. იყო საქართველოს სსრ I-VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

მიმაგრება: 7040072.jpg (13.6 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:10 | შეტყობინება # 13
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გიორგი ივანეს ძე ბერიძე (დ. 15 იანვარი/28 იანვარი, 1909, სოფ. ქსოვრისი, ახლანდელი მცხეთის რაიონი ― გ. 6 ივნისი, 1983, თბილისი), ქართველი მეცნიერი მეღვინეობის დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია

1933 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის განყოფილების გამგე (1976-მდე). ბერიძის შრომები ეხება ქართული ღვინის ტექნოლოგიისა და ენოქიმიის საკითხებს. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, აგრეთვე სხვა ორდენებითა და მედლებით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:10 | შეტყობინება # 14
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მელქისედეკ სტეფანეს ძე ბექაია (დ. 8 სექტემბერი, 1887, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის რაიონი ― გ. 18 ნოემბერი, 1964, თბილისი), ქართველი ქიმიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ქიმიის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1936), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია

დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი (1912), იქვე მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ქიმიის დარგში (1913). 1912-1914 მოღვაწეობდა ევროპის სამეცნიერო ცენტრებში, ხოლო 1914-1918 წლებში - ბაქოში. 1919 წლიდან, თსუ-ის პროფესორთა საბჭოს მიწვევით, მუშაობდა თსუ-ში, ჯერ ასისტენტად და დოცენტად, შემდეგ კი პროფესორად. სხვა და სხვა დროს იყო თსუ-ის ტექნოლიგიური ქიმიის კათედრისა (1930-1936) და ანალიზური ქიმიის კათედრის (1937-1964) გამგე. ბექაიამ დაამუშავა ფოსფორის რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდი, შეისწავლა ზოგიერთი საკვები პროდუქტის ქიმიური შემადგენლობა. გამოქვეყნებული ჰქონდა 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია. იყო რამდენიმე საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს ავტორი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:11 | შეტყობინება # 15
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ალექსანდრე ვარდენის ძე ბუხნიკაშვილი (დ. 22 მაისი/4 ივნისი, 1909, სურამი, ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი, ― გ. 1 მაისი, 1983, თბილისი), ქართველი გეოლოგი და გეოფიზიკოსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968). თეატრმცოდნის და მწერლის გრიგოლ ბუხნიკაშვილის უმცროსი ძმა.

ბიოგრაფია

ა. ბუხნიკაშვილმა 1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი. 1937 წლამდე ეწეოდა გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევას საქართველოს მუნიციპალიტეტებში. 1937-1953 წლებში იყო ხელმძღვანელ საბჭოთა და პარტიულ სამუშაოზე. 1953-1972 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. ძირითადი მეცნიერული შრომები აქვს დედამიწის ქერქისა და სასარგებლო წიაღიაეულის გეოფიზიკური მეთოდებით (ელექტროძიება) კვლევის დარგში. გეოფიზიკის ინსტიტუტში მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა სეტზვის ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დამუშავება-დანერგვის საქმეს, რისთვისაც მას, მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, 1969 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. 1972-1975 წლებში იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე. 1975 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. იყო საქართველოს II და III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულის შრომის წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, 2 "საპატიო ნიშნის" ორდენებით, აგრეთვე მედლებით.

ა. ბუხნიკაშვილი დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » ქართველი მეცნიერები
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz