ხუთშაბათი, 25.04.2024, 06:50
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » გამომგონებლები
გამომგონებლები
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:27 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ამერიკელი გამომგონებლები


ტომას ალვა ედისონი (ინგლ. Thomas Alva Edison) (დ. 11 თებერვალი, 1847, მილანი, ოჰაიო — გ. 18 ოქტომბერი, 1931, ვესტ ორენჯი, ნიუ-ჯერსი) — ამერიკელი მეწარმე და გამომგონებელი ელექტრიფიკაციის სფეროში. სახელი გაითქვა ფონოგრაფის გამოგონებით.

მიმაგრება: 4965251.jpg (9.3 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:27 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ისააკ მერიტ ზინგერი (დ. 26 ოქტომბერი, 1811 — გ. 23 ივლისი, 1875) — ამერიკელი გამომგონებელი, მსახიობი და მეწარმე. მას ეკუთვნის საკერავი მანქანის მნიშვნელოვანი ტექნიკური გამუჯობესება და ის იყო ზინგერის საკერავი მანქანის კომპანიის (Singer Sewing Machine Company) დამფუძნებელი.
მიმაგრება: 6981922.jpg (28.3 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:28 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

პიტერ კუპერი (Peter Cooper) (12 თებერვალი, 1791 – 4 აპრილი, 1883) — ამერიკელი ინდუსტრიალისტი, გამომგონებელი და ფილანტროპი.
მიმაგრება: 4957865.jpg (14.5 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:29 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

სემიუელ ფინლი ბრიზ მორზე (Samuel Finley Breese Morse; *27 აპრილი, 1791, ჩარლსთაუნი, მასაჩუსეტსი ― გ. 2 აპრილი, 1872, ნიუ-იორკი) — ამერიკელი გამომგონებელი და მხატვარი. მის განსაკუთრებით ცნობილ გამოგონებას წარმოადგენს — ელექტრომაგნიტური მბეჭდავი ტელეგრაფი («მორზეს აპარატი», 1836) და მორზეს ანბანი.

1844 წ. 24 მაისს ქ. ვაშინგტონსა და ქ. ბალტიმორს შორის გაგზავნილია პირველი დეპეშა, რომელიც იყენებდა მორზეს მეთოდს.

მიმაგრება: 3795108.jpg (11.9 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:30 | შეტყობინება # 5
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ნიკოლა ტესლა (დ. 10 ივლისი, 1856, ავსტრო-უნგრეთი, დღევანდელი ხორვატია — გ. 7 იანვარი 1943, ნიუ-იორკი, აშშ) — სერბი და ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში. ეროვნებით იყო სერბი. დაიბადა და გაიზარდა ავსტრო-უნგრეთში. მოღვაწეობდა საფრანგეთსა და აშშ-ში. 1891 წელს მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა.

იგი გახდა ფართოდ ცნობილი თავისი მეცნიერულ - რევულუციონური წვლილის შენატნით ელექტროობასა და მაგნიტიზმის დარგში XIX ს. მილეულს და XX ს.ს დასაწყისში. ტესლას პატენტებმა და თეორიულმა ნამუშევრებმა შექმნა ბაზისი თანამედროვე ტექნიკაში რომლებიც მუშაობენ ცვლად დენზე ასევე ელექტროძრავის ბევრფაზიან სისტემაზე რომლებიც საშუალებას აძლევს სამრეწველო რევოლუციის გადაყვანას მეორე ფაზაზე.

ის ასევე ცნობილია ეთერის ჰიპოთეზის მომხრედ. ტესლას სახელით მოიწოდება მაგნიტური ნაკადის სიმკვრივის საზომი ერთეული. მეცნიერის დამსახურებებს შორის არის - მედალი ე. კრესსონის, დჯ. სკოტის, ტ. ედისონის.

თანამედროვე ბიოგრაფები თვლიდნენ ტესლას „ადამიანად რომელმაც გამოიგონა XX ს.“ და ახლანდელი ელექტროობის „ წმინდა მცველად“. რადიოსა და პობედის დემონსტრაციის შემდეგ ტესლამ მიიღო საერთაშორისო აღიარება როგორც გამორჩეული ინჟინერ ელექტრიკოსი. ტესლას ნაადრევმა ნამუშევრებმა გზა გაუკვლია თანამედროვე ელექტროტექნიკას, მის ნაადრევ აღმოჩენებს ქონდა ინოვაციური მნიშვნელობა. როგორც ცნობილია ა.შ.შ ტესლას შეეძლო გაეწია კონკურენცია ნებისმიერ ამომრჩეველთან ან მეცნიერთან ისტორიის ან პოპულალურ კულტურის დარგში. სერბეთის კულტურისა და ეკოლოგიის მინისტრი ნიკოლა ტესლას უწოდებს ერთ-ერთ გამორჩეულ მეცნიერს მთელი მსოფილოს მაშტაბით. ელექტროტექნიკური ფაკულტეტის დეკანი ბრანკო კავაჩევიჩი ამტკიცებს რომ ნიკოლა ტესლამ წინასწარ იცოდა თუ როგორ განვითარდებოდა მეცნიერება.

მიმაგრება: 3890655.jpg (16.4 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:31 | შეტყობინება # 6
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ბენჯამინ ფრანკლინი (დ. 17 იანვარი, 1706, ბოსტონი ― გ. 17 აპრილი, 1790, ფილადელფია) — აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელთაგანი, ადრეული პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფო მოღვაწე; მეცნიერი, გამომცემელი; ამერიკის რევოლუციის სულისჩამდგმელი.

ბენჯამინ ფრანკლინის ხელმოწერა

ერის მამად წოდებული, ფრანკლინი ცნობილი იყო განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით, წერის ნიჭითა და ინტერესთა ფართო სპექტრით. აქტიურმა საზოგადო მოღვაწემ და დიპლომატმა, მან ნიადაგი მოამზადა ამერიკის რევოლუციისთვის.

ბენჯამინ ფრანკლინი — ერთ-ერთია აშშ ფუძემდებლებიდან, რომელმაც ხელი მოაწერა სამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ დოკუმენტს და ამ გზით საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ეს დოკუმენტებია:
აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია;
აშშ-ის კონსტიტუცია;
1783 წელს ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულება (მეორე პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულება), რომელმაც ფორმალურად დაასრულა ბრძოლა ამერიკის 13 კოლონიის დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისათვის.

დაიბადა ბოსტონში. მიიღო დამოუკიდებელი განათლება. 1727 წელს დააფუძნა ფილადელფიის ტიპოგრაფია. (1729-1748) გამოსცემდა ”პენსილვანიის გაზეთს”. 1731 წ. დააფუძნა აშშ-ში პირველი საჯარო ბიბლიოთეკა, 1743 წ. - ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოება, 1751 წ. - პენსილვანიის უნივერსიტეტი, 1737-1753 წლებში - პენსილვანიის პოჩტმაისტერი (ფოსტის უფროსი), 1753-1754 ჩრდილო ამერიკული კოლონოიების პოჩტმაისტერი.

მიმაგრება: 7498257.jpg (19.5 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:31 | შეტყობინება # 7
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

რობერტ ფულტონი (ინგლ. Robert Fulton) (დ. 14 ნოემბერი, 1765, ლიტლ-ბრიტენი, ახლანდელი ქ. ფულტონი, პენსილვანიის შტატი — გ. 24 თებერვალი, 1815, ნიუ-იორკი) — იყო ამერიკელი ინჟინერი და გამომგონებელი. 1800 წელს ნაპოლეონის რეკომენდაციით მან ააგო გემი 'ნაუტილუსი', რომელიც პირველი წყალქვეშა ნავი იყო მსოფლიო ისტორიაში. 1807 წელს მან პირველმა ააგო ბორბლებიანი გემი, რომელზედაც ორთქლის მანქანა დააყენა.
მიმაგრება: 7370435.jpg (14.5 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:32 | შეტყობინება # 8
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბელგიელი გამომგონებლები


ანტუან-ჯოზეფ 'ადოლფ' საქსი (Antoine-Joseph 'Adolphe' Sax) (*6 ნოემბერი, 1814—4 თებერვალი, 1894) იყო ბელგიელი მუსიკალური ინსტრუმენტების დიზაინერი და მუსიკოსი (კლარნეტისტი), რომელიც საქსოფონის გამოგონებთაა ცნობილი.

ადოლფ საქსი დაიბადა დინანტში, ვალონია, ბელგია. მისი მამა, ჩარლზ-ჯოზეფ საქსი, თვითონაც ინსტრუმენტების დიზაინერი იყო, და რამდენიმე ცვლილება შეიტანა საყვირის დიზაინში.

მიმაგრება: 6685723.jpg (16.1 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:33 | შეტყობინება # 9
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ინგლისელი გამომგონებლები

ტომას ნიუკომენი (* 28 თებერვალი, 1663, დარტმუტი ― † 7 აგვისტო, 1729, ლონდონი), ინგლისელი გამომგონებელი, პროფესიით მჭედელი.

1705 წელს მკალავ ჯ. კოულთან ერთად ააგო ორთქლის ტუმბო, რომელშიც ძრავა შეერთებული იყო ტუმბოსთან. ეს გამოგონება ვერ დააპატენტა, რადგან მასზე ადრე, 1698 წელს, ტ. სევერის მიერ დაპატენტებული იყო ორთქლის წყალმიმღები. ნიუკომენი ორთქლის მანქანა არ იყო უნივერსალური ძრავა, მას შეეძლო ემუშავა მხოლოდ როგორც ტუმბოს. ნიუკომენის დამსახურება ის არის, რომ მან პირველმა წამოაყენა ორთქლის გამოყენების იდეა მექანიკური მუშაობის მისაღებად. მის სახელს ატარებს დიდი ბრიტანეთის ტექნიკურ ისტორიკოსთა საზოგადოება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:33 | შეტყობინება # 10
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ტომას სევერი (ინგლ. Thomas Savery, დაბადებით შილსტოუნი; დ. 1650 — გ. 1715) — ინგლისელი მექანიკოსი, გამომგონებელი. პირველი თბური (ორთქლის) ძრავის ერთ-ერთი შემქნელი.

დაიბადა შილსტონში მოდბერისთან, დევონშირი. ხშირად სევერის სამხედრო ინჟინრად მოიხსენიებენ, თუმცა ეს მცდარია. მის წიგნში "მაღაროელის მეგობარი" ის ხელს აწერს, როგორც "Captain Savery". სავარაუდოდ ის კორნუოლის მაღაროში ზედამხედველი უნდა ყოფილიყო, სადაც მიღებული იყო ამ რანგის ადამიანთა "კაპიტნად" წოდება. სევერიმ პირველმა გამოიყენა ორთქლის ენერგია ტექნიკაში. 1698 წელს მიიღო ინგლისის პატენტი ორთქლის კამერულ შემწოვ-დამქშენ მოწყობილობაზე, რომელსაც მცირე სიმძლავრე ჰქონდა და წყალი მნიშვნელოვან სიმაღლეზე ვერ აჰქონდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:34 | შეტყობინება # 11
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

უილიამ პეტი (27 მაისი 1623 – 16 დეკემბერი 1687) – ინგლისელი ექიმი, ეკონომისტი, მეცნიერი, ფილოსოფოსი., კრომველისა და ჩარლზ II–ს მრჩეველი, ვაჭრობის თავისუფლების მომხრე. ერთ–ერთი პირველი აღიარებდა , რომ საქონლის ფასი მის საწარმოებლად საჭირო შრომით განისაზღვრება. მისი შრომებია: "ესე ეკონომიკური არითმეტიკის შესახებ" (1680),"პოლიტიკური ანატომია" (1691).
მიმაგრება: 6108618.jpg (7.0 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:34 | შეტყობინება # 12
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჯეიმზ ჰარგრივზი (დ. წელი უცნობია — გ. 22 აპრილი, 1778, ნოტინგემი), ინგლისელი გამომგონებელი, ფეიქარი. 1762-იდან მუშაობდა კარდულსაჩეჩი მანქანების სრულყოფაზე. 1765 ააგო თავის მიერ გამოგონებული პერიოდული ქმედების სართავი მანქანა "ჯენი". 1777 წლის 22 ივნისს მიიღო პატენტი ამ მანქანაზე.

http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:35 | შეტყობინება # 13
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ტიმ ბერნერს-ლი (ინგლ. Tim Berners-Lee) (დ. 8 ივნისი, 1955, ლონდონი) ინგლისელი მეცნიერი, რომელმაც გამოიგონა ინტერნეტ-რესურსების ადრესაციის სისტემა. იგი არის შესული ცოცხალ 100 ყველაზე გენიოს ადამიანს შორის. ბერნერს-ლი დღესდღეობით არის World Wide Web Consortium-ის (W3C) დირექტორი, რომელიც ადევნებს თვალს World Wide Web-ის განვითარებას.
მიმაგრება: 0431267.jpg (11.8 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:36 | შეტყობინება # 14
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რობერტ ჰუკი (დ. 1635 — გ. 1703) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი ,გამომგონებელი, ასტრონომი, ბიოლოგი, ფიზიკოსი,ტოპოგრაფი

რობერტ ჰუკი დაიბადა 1635 წლის 18 ივლისს დაბა ფერშუოტერში, ინგლისის კუნძულ უაიტზე, ადგილობრივი ეკლესიის მოძღვრის ოჯახში. მამას უნდოდა რომ მისი შვილი გაჰყოლოდა მის კვალს, მაგრამ თავის გეგმებზე უარის თქმა მოუწია, რადგან ბიჭს იმდენად სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, რომ დაწყებით სკოლაშიც კი ვერ იარა.

მამის სიკვდილის შემდეგ ჰუკი შედის რ. ბაშბის სკოლაში, 1653 წელს კი ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება. ამალე იგი ასისტენტად აჰყავს ქიმიკოს ჯონ უილკინზს, რომელიც შემდეგ რეკომენდაციას უწევს რობერტ ბოილთან.

პირველი სამუშაო რომელიც ჰუკს ბოილმა დაავალა იყო ო. ჰორიკეს მიერ გამოგონებული ტუმბოს გაუმჯობესება. ახალგაზრდა კაცმა ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ სამუშაოს: ამ ტუმბოს გამოყენებით აღმოაჩინა რობერტ ბოილმა ბოილ-მარიოტის კანონის სახელით ცნობილი კანონი.

უილკინზმა და ბოილმა დააკავშირეს ჰუკი ბუნებისმცოდნეობის წრესთან, რომლის წევრებმაც 1660 წელს დაარსეს ლონდონის სამეფო საზოგადოება(ინგლისის მეცნიერებათა აკადემია). მათ შორის იყო ჰუკიც . 1662 წელს ჰუკმა მიიღო ამ საზოგადოების დემონსტრატორის თანამდებობა.

1665 წლიდან ჰუკი გრეშემ-კოლეჯის პროფესორია და ლექციებს კითხულობს იქ. 1666 წლიდან კუტლერის წინადადებით ლექციებს კითხულობს ლონდონის სამეფო საზოგადოებაშიც.

ამავე წელს, ლონდონის ხანძრის შემდეგ ის ხელმძღვანელობდა აღსადგენ სამუშაოებს, შეადგინა ქალაქის აღდგენის პროექტიც, მაგრამ უდიდეს დროს უთმობდა სამეცნიერო მუშაობასაც: მისი პირველი დაამოუკიდებელი გამოკვლევა შეეხებოდა კაპილარულ მოვლენებს, რის შედეგადაც ახსნა ხის ტანში წვენის მოძრაობა.

1665 წელს გამოდის ჰუკის ნაშრომის ,,მიკროგრაფია”, რომელშიც ის აღწერს უნიკალურ ექსპერიმენტებს: მის მიერ გაუმჯობესებული მიკროსკოპით მან აღმოაჩინა უჯრედი, აღწერა მცენარეთა უჯრედული შედგენილობა, დაკვირვება მოახდინა ბუზის თვალზე, ობისა და საფუარის სოკოზე და ბევრ სხვაზე. ამავე ნაშრომში ჰუკი ეხება სითბოსა და წვის, ასტრონომიის, ოპტიკის პრობლემებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ ჩამოყალიბებული ჰიპოთეზა სინათლის ტალღური ბუნების შესახებ.

ფიზიკის ისტორიში ჰუკის სახელი განსაკუთრებით მტკიცედაა დაკავშირებული დრეკედობის კანონთან, რომელიც ცნობილია „ჰუკის კანონის“ სახელით. ეს კანონი ჩამოყალიბებულია ჰუკის 1678 წელს გამოსულ ბროშურაში „შესაძლებლობის აღდგენის ანუ დრეკადობის შესახებ“.

ასევე დიდი წვლილი შეიტანა მან გრავიტაციის თეორიასა და ასტრონომიაში. 1674 წელს გამოსულ მის ნაშრომში „დედეამიწის მოძრაობის დამტკიცების ცდა ექსპერიმენტით“, მითითებულია გრავიტაციის უნივერსალური ძალის არსებობა, მან პირველად გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ ამ ძალსა და მანძილს შორის უკუ კვადრატული დამოკიდებულება უნდა იყოს. ჰუკის მოსაზრებები გამოიყენა შემდეგ ისააკ ნიუტონმა თავის ნაშრომებში მსოფლიო მიზიდულობის შესახებ. მნიშვნელოვანი შრომები აქვს ჰუკს გეოგრაფიასა და კარტოგრაფიაში. პირველად მან შემოიტანა ტერმინი „უჯრედი“.

რობერტ ჰუკი, ეს ჭეშმარიტად მეცნიერ-ენციკლოპედისტი გარდაიცვალა 1703 წლის 3 მარტს. მის გასვენებას ესწრებოდა ყველა მეცნიერი ვინც იმხანად ლონდონში იმყოფებოდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:37 | შეტყობინება # 15
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გერმანელი გამომგონებლები


იოჰან გუტენბერგი (დ. 1394-99 შორის (ან 1406), მაინცი — გ. 3 თებერვალი. 1468,იქვე ), გერმანელი გამომგონებელი, ევროპის პირველი მესტამბე. გამოიგონა და დაამზადა ცალკეულ ასონიშანთა ლიტერები და მათი ზომის შესაბამისი სახარვეზო მასალა (პირველი სტანდარტული დეტალები ევროპული ტექნიკის ისტორიაში). შექმნა შრიფტის ჩამოსასხმელი და საბეჭდი დაზგები. შეიმუშავა შრიფტისათვის ლითონის შედგენილობიოსა და საბეჭდი საღებავის რეცეპტურა. ეწეოდა ინტენსიურ ექსპერიმენტულ მუშაობას ბეჭდვის ტექნოლოგიის დარგში. 1438 წელს სტრასბურგში შექმნა ამხანაგობა, რომლის მიზანი იყო წიგნის ბეჭდვის ორგანიზაცია. სტრასბურგის საბუთების მიხედვით, გუტენბერგის პირველი წიგნი 1440 წელს გამოუცია, რაც ნაბეჭდი პროდუქციით არ დასტურდება. მისი პირველი ნაბეჭდი პროდუქცია "ფრაგმენტი განკითხვის დღისა" (1445) უნდა იყოს. შემდეგ გამოუცია ელიუს დონატუსის (IV ს.) ლათინური ენის გრამატიკა, თურქული კალენდარი (1454); კათოლიკური ეპარქიის ეკლესიათა სია, რამდენიმე ინდულგენცია (1456) და სხვ. მასვე მიაწერენ იოანე ბალბას (XIII ს.) ლათინური განმარტებითი ლექსიკონის (1460), 42-სტრიქონიანი ბიბლიისა (რომელიც პოლიგრაფიულ-მხატვრული შესრულების მხრივ XV საუკუნის 50-იანი წლების შედევრია) და სხვა გამოცემებს.

მიმაგრება: 4050021.jpg (21.1 Kb)


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » გამომგონებლები
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz