პარასკევი, 29.03.2024, 07:55
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » 10 სასარგებლო რეკომენდაცია
10 სასარგებლო რეკომენდაცია
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:13 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ვფიქრობთ, რომ ამ რჩევების გაცნობა სასარგებლო იქნება სამსახურის ნებისმიერი მაძიებლისათვის. თუ გაეცნობით ამ რეკომენდაციებს და გაითვალისწინებთ შესაბამის დასკვნებს, შერჩევის პროცედურის გავლის პროცესში ნამდვილად მიიღებთ რეალურ უპირატესობას. ეს დასკვნები პრაქტიკულად დაეხმარებიან მათ, ვისაც ძალიან ეჩქარება დასაქმება და ამიტომ პირველივე გასაუბრებაზე გაურკვევლობის გამო განცდილი მარცხი მათთვის ყოვლად მიუღებელია.
პირველი - ექსპრეს რჩევა: თუ გასაუბრების ანუ ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის გავლის დროს გრძნობთ დაურწმუნებლობას საკუთარ თავში აირჩიეთ ნაცნობ ადამიანთა შორის ის პიროვნება, რომელიც, თქვენი აზრით, შეესაბამება თქვენს მიერ შერჩეულ თანამდებობას ან საქმიანობას და პასუხები გაეცით ისე, როგორც უპასუხებდა ეს ადამიანი.
მეორე - თუ გასაუბრების ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ გასავლელ ტესტში არ არის სწორი და არასწორი და არის მხოლოდ ვარიატული პასუხები - არ დაუჯეროთ ამას.
მესამე - ნუ გამოიჩენთ ექსტრემალურობას, აირჩიეთ „ოქროს შუალედი“, ანუ თვითშეფასებაში ნუ დაამცირებთ საკუთარ თავს და არც განდიდებას უნდა გადაყევეთ გადამეტებულად. კითხვაზე, რომელზეც ადამიანების უმეტესობა უარყოფითად უპასუხებდა, ნუ გასცემთ დადებით პასუხს მხოლოდ იმიტომ რომ სხვის თვალში გსურთ უკეთ გამოიყურებოდეთ. ამან შესაძლოა თქვენი არაგულწრფელობის ეჭვი წარმოიშვას.
მეოთხე - ტესტების გარკვეულ ნაწილს გააჩნია „ტყუილის სკალა“, ანუ ტექსტში ჩადებულია პროვოკაციული ხასიათის კითხვები. იმის მცდელობამ, რომ გაცემულ პასუხებში თქვენ მხოლო „ანგელოზივით“ უნაკლოდ უნდა გამოიყურებოდეთ, რაც, თქვენი აზრით, მხოლოდ პლუსებს მიგაღებინებთ, შესაძლოა მცდარ გზაზე დაგაყენოთ. კარგად ჩაუფიქრდით დასმულ კითხვას: ხომ არ გააჩნია მას „მეორე ძირი“, რის გარკვევას ცდილობენ მისი მეშვეობით?
ფსიქოლოგებს არ უყვართ არასანდო შედეგები. ამგვარმა მცდელობამ შესაძლოა თქვენი ტესტირების შედეგისადმი უნდობლობა გამოიწვიოს და უკეტეს შემთხვევაში შესაძლებელია შემოგთავაზონ იგივე ხასიათის, მაგრამ სხვა კითხვების მქონე ტესტის თავიდან გავლა, უარეს შემთხვევაში კი ჩაგიწერენ, რომ გაგაჩნიათ არაგულწრფელობისკენ მიდრეკილება, რაც უარყოფითად იმოქმედებს საბოლოო დასკვნაზე.
მეხუთე - არის ისეთი სახის ტესტებიც, რომლებშიც ერთი და იგივე კითხვა მეორდება. თუ განსხვავებულად უპასუხებთ „ტყუილის სკალით“ მიიღებთ პლუსებს. ამიტომ ეცადეთ, რომ დაიმახსოვროთ კითხვები და ორივე შემთხვევაში გასცეთ ერთნაირი პასუხი.
მეექვსე - ტესტირების გავლისთვის შექმნილმა პირობებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ მის შედეგებზე. იმ შემთხვევაში თუ, მაგალითად, ზედმეტი ხმაური ან არასაკმარისი განათება ხელს გიშლიან ყურადღების კონცენტრირებაში, მაქსიმალურად კორექტულ ფორმაში, ისე რომ არ გამოიწვიოთ არასასურველი გაღიზიანება, განუცხადეთ ორგანიზატორებს ამის შესახებ. უარი თუ გითხრეს ეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ პირობების გაუმჯობესება ან ფიზიკურადაა შეუძლებელი, ან განზრახ არის ჩაფიქრებულია როგორც ხელშემშლელი ფაქტორი. ხოლო თუ ტესტირება ტარდება ჯგუფურად და ჯგუფის სხვა წევრები პირობების გამო არ აცხადებენ უკმაყოფილებას, შეიძლება ჩაითვალოს, რომ თქვენი პრეტენზია სხვა მიზეზებითაა გამოწვეული.
მეშვიდე - იმ შემთხვევაში თუ ეს შესაძლებელია, ეცადეთ გააკეთოთ გავლილ ტესტზე გაცემული პასუხების კოპირება. შესაძლოა ის გამოგადგებათ საბოლოო დასკვნის განხილვის ან შემდგომი აპელაციის დროს (პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ უმჯობესია საკითხების გარკვევა არ მიიყვანოთ აპელაციამდე, უმეტესად ეს უშედეგოა). მაგრამ, სათანადო განმარტების შემთხვევაში, შეიძლება მიაღწიოთ საბოლოო დასკვნაში რამდენიმე ნეგატიური ასპექტის გაბათილებას. აგრეთვე შეგიძლიათ აჩვენოთ ასლი ნაცნობ ფსიქოლოგს და ის განმარტავს თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს.
მერვე - ზოგიერთი ტესტის გავლა შეზღუდულია დროში. გაერკვიეთ რამდენი დროა მოცემული. გასაუბრების დროს ხელზე აუცილებლად იქონიეთ საათი, რათა უშეცდომოთ განსაზღვროთ პასუხების გაცემის ხანგრძლიობა. გარდა ამისა საათის უქონლობამ შეიძლება შეგიქმნათ არასაქმიანი ადამიანის იმიჯი.
გაითვალისწინეთ, თუ გასაუბრების მსვლელობის დროს გამომცდელს (ფსიქოლოგს) ხელში უჭირავს წამმზომი, დავალება უნდა შეასრულოთ სწრაფად, ხოლო, თუ დროის ფაქტორზე არ კეთდება აქცენტირება. არ იჩქაროთ, კარგად მოიაზრეთ და ისე გაეცით პასუხი.
მაცხრე - იმ შემთხვევაში თუ ტესტირების ჩამტარებელი გკარნახობთ კითხვებს და თქვენ კარგად ვერ აღიქვით რომელიმე მათგანი, სთხოვეთ, რომ მან გაიმეოროს გაუგებარი ან რთული კითხვა, ხოლო როდესაც ის დაასრულებს, თუ ეს შესაძლებელია, გამოართვით კითხვების ჩამონათვალი. ეს ხელს შეგიწყობთ პასუხების გაცემაში.
მეათე - დაწყებამდე შეგიძლიათ ჰკითხოთ ტესტის სახელწოდება, რომლითაც უნდა ჩაგიტარონ ტესტირება. თუ ემზადებოდით ტესტირებისთვის ეს ინფორმაცია ნამდვილად გამოგადგებათ. თქვენ უფრო სწრაფად მოახდენთ საკუთარი თავის მობილიზებას.
და ბოლოს - სასარგებლო რჩევა. იცოდეთ და გახსოვდეთ: როდესაც ახორციელებენ სამსახურში მისაღებად ან სასწავლებლად შერჩევას და თქვენ გსურთ ამ კონკურსში წარმატების მიღწევა, უნდა იყოთ გონიერი, კომუნიკაბელური და ჯანმრთელი და არ ტოვებდეთ საკუთარ თავში ჩაკეტილი, უგონო ფსიქის შთაბეჭდილებას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:13 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ათი ზოგადი რჩევა სამუშაოს მაძიებელს:

1. სანამ შეუდგებით სამუშაოს ძებნას, ობიექტურად შეაფასეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩამოყალიბდით, როგორი სამუშაო გინდათ და რისი შესრულება შეგიძლიათ.

2. დარწმუნდით, რომ მოცემულ მომენტში მზად ხართ მუშაობის დასაწყებად;

3. გამოიყენეთ სამსახურის მოძებნის ყველა მეთოდი და საშუალება;

4. კარგად გაეცანით მომავალი სამუშაოს (ვაკანსიის) შინაარსს და იმ მოთხოვნებს, რომლებსაც იგი უყენებს მომუშავეს;

5. სწორად შეადგინეთ რეზიუმე (CV). გახსოვდეთ, ის ქმნის პირველ შთაბეჭდილებას თქვენს შესახებ;

6. მოიპოვეთ და გააანალიზეთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ, სადაც აპირებთ მუშაობის დაწყებას;

7. სათანადოდ მოემზადეთ გასაუბრებისთვის;

8. გასაუბრების დროს ეცადეთ მშვიდად, ზედმეტი მღელვარების გარეშე მოახდინოთ თვითპრეზენტაცია და წარმოაჩინოთ თქვენი დადებითი მხარეები;

9. თქვენი შესაძლებლობების გამოსავლენად და შესამოწმებლად შესთავაზეთ ორგანიზაციაში მუშაობა თუნდაც რამდენიმე დღით;

10. სამუშაოზე მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვიტოთ სხვა სამუშაოს ძებნა. თუ თქვენ არ იაქტიურეთ, ვერ შეძლებთ თქვენთვის სასურველი სამუშაო ადგილის პოვნას!


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » 10 სასარგებლო რეკომენდაცია
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz