ათი ზოგადი რჩევა სამუშაოს მაძიებელს: 1. სანამ შეუდგებით სამუშაოს ძებნას, ობიექტურად შეაფასეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩამოყალიბდით, როგორი სამუშაო გინდათ და რისი შესრულება შეგიძლიათ.
2. დარწმუნდით, რომ მოცემულ მომენტში მზად ხართ მუშაობის დასაწყებად;
3. გამოიყენეთ სამსახურის მოძებნის ყველა მეთოდი და საშუალება;
4. კარგად გაეცანით მომავალი სამუშაოს (ვაკანსიის) შინაარსს და იმ მოთხოვნებს, რომლებსაც იგი უყენებს მომუშავეს;
5. სწორად შეადგინეთ რეზიუმე (CV). გახსოვდეთ, ის ქმნის პირველ შთაბეჭდილებას თქვენს შესახებ;
6. მოიპოვეთ და გააანალიზეთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ, სადაც აპირებთ მუშაობის დაწყებას;
7. სათანადოდ მოემზადეთ გასაუბრებისთვის;
8. გასაუბრების დროს ეცადეთ მშვიდად, ზედმეტი მღელვარების გარეშე მოახდინოთ თვითპრეზენტაცია და წარმოაჩინოთ თქვენი დადებითი მხარეები;
9. თქვენი შესაძლებლობების გამოსავლენად და შესამოწმებლად შესთავაზეთ ორგანიზაციაში მუშაობა თუნდაც რამდენიმე დღით;
10. სამუშაოზე მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვიტოთ სხვა სამუშაოს ძებნა. თუ თქვენ არ იაქტიურეთ, ვერ შეძლებთ თქვენთვის სასურველი სამუშაო ადგილის პოვნას!