ფეხბურთის წესები სათამაშო მოედანს აქვს მართკუთხედის ფორმა. მოედნის მოკლე გვერდები (პარალელური) უნდა იყოს კარის ხაზზე გრეძელი.
სიგრძე: მინიმუმ 90მ (100 იარდი), მაქსიმუმ 120მ (130 იარდი).
სიგანე: მინიმუმ 45მ (50 იარდი), მაქსიმუმ 90მ (100 იარდი)
თითოეული კარის ძელების შიგნითა მხრიდან 5.5მ (6 იარდის) მანძილზე მართობულად კარისა მოედნის შუაგულისაკენ, ივლება ორი ხაზი. 5.5მ სიგრძეზე ეს ხაზები ერთდება ერთმანეთთან მესამე ხაზით, რომელიც პარალელურია კარის ხაზისა. ზონას, რომელიც შემოისაძღვრება ზემოთხსენებული ხაზებით და კარის ხაზით, ეწოდება კარის მოედანი.
საერთაშორისო მატჩი.
სიგრძე: მინიმუმ 100მ, მაქსიმუმ 110მ
სიგანე: მინიმუმ 64მ, მაქსიმუმ 75მ
სათამაშო მოედნის ფართი განისაზღვრება ხაზებით. ეს ხაზები შედის ფართში, რომელთაც ისინი შემოსაზღვრავენ. ორი გრძელი ხაზი, რომელიც საზღვრავს მოედანს იწოდება გვერდითა ხაზებად, ხოლო ორი მოკლე ხაზი - კარის ხაზად. ხაზის სისქე ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 12 სმ (5 დუიმი). ამის შემდეგ მოედანი იყოფა ზუსტად შუაზე, გვერდითა ხაზების შუაწერტილები ერთდება ერთმანეთთან ხაზით. ამ ხაზის შუაწერტილში კეთდება მოედნის ცენტრის ნიშნული. მის გარშემო შემოიხაზება წრეწირი რადიუსით 9.15მ (110 იარდი).
საჯარიმო მოედანი არის მოედნის ორივე ნახევარში და აღიწერება შემდეგნაირად: კარის ორივე ძელის შიგნითა მხრიდან 16.5მ (18 იარდი) სიგრძეზე, კარიოს ხაზის მართობულად, მოედნის სიღრმეში ივლება ორი ხაზი. 16.5 მ სიგრძეზე ეს ხაზები ერთდება მესამე ხაზით, რომელიც პარალელურია კარის ხაზისა. ზონა რომელიც ამგვარად შემოიფარგლა არის საჯარიმო მოედანი. თითოეული საჯარიმო მოედნის შიგნით კეთდება 11 მეტრიანი ნიშნული - კარის ძელების შუაწერტილიდან 11 მეტრის სიღრმეში მოედნის შუაგულისაკენ. საჯარიმო მოედნის გარეთ იხაზება რკალი რადიუსით 9.15მ, რომლის ცენტრიც არის 11 მეტრიანი ნიშნული.
კარის მოედანი აღინიშნება, მოედნის თითოეული ნახევრის ბოლოში.
მოედნის თითოეულ კუთხეში მაგრდება დროშა, პატარა ძელზე, რომელსაც არ აქვს წვეტიანი თავი, სიმაღლე მაქსიმუმ 1.5მ. დროშის ძელები შესაძლოა დამაგრებულ იქნას მოედნის შუახაზის ორივე ბოლოში 1 მეტრის დაშორებით გვერდითი ხაზიდან.
თითოეული კუთხის დროშიდან სათამაშო მოედნისაკენ კეთდება წრეწირის მეოთხედი რადიუსით 1მ.
კარები უნდა იყოს კარის ხაზის შუაში. ისინი შედგებიან ორი ვერტიკალური ძელისაგან, რომლებიც კუთხურის ნიშნულიდან დაშორებულნი არიან თანაბრად, და ზემოდან შეერთებულნი არიან ჰორიზონტალური ძელით. კარის გვერდითა ძელებს შორის მანძილი არის - 7.32 მ (8 იარდი), ხოლო სიმაღლე 2.44მ (8 ფუტი). ორივე ძელის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 12სმ-ს. კარის ხაზის სისქე ტოლია ელების სისქისა. ძელების უკან და გრუნტზე დამაგრებულია ბადე, რომელიც უნდა იყოს საიმედოდ დამაგრებული და ისე უნდა იყოს რომ არ უშლიდეს ხელს მეკარეს. ძეები და ხარიხა უნდა იყოს თეთრი ფერის. კარის ძელები საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული გრუნტში. გადასატანი ძელების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის შეესაბამება ამ მოთხოვნებს.
თუ ბურთი თამაშის დროს გასკდა ან მიიღო სხვა სახის დაზიანება, მაშინ თამაში წყდება და განახლდება სარეზერვო ბურთის მატჩში სადავოდ აგდების შემდეგ იმ ადგილას რა ადგილასაც იყო დაზიანების მიღების მომენტში. თუ ბურთი გასკდება ან დაზიანდება იმ მომენტში, როდესაც ის არ იყო თამაშში - საწყისი დარტყმისას, კარიდან დარტყმისას, კუთხურის დარტყმამდე, საჯარიმოს დარტყმამდე, თავისუფალ დარტყმამდე, ან 11 მეტრიანის დარტყმამდე და იყო საერთოდ მოედნის გარეთ, მაშინ მატჩი განახლდება შესაბამისად. ბურთი შესაძლებელია იქნას გამოცვლილი მატჩის დროს მხოლოდ მსაჯის მითითებით.