შაბათი, 20.04.2024, 07:41
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 30 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 28
  • 29
  • 30
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:35 | შეტყობინება # 436
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მშობიარობის შემდგომ პერიოდში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები

ა. სასქესო ორგანოები და სარძევე ჯირკვლები
1. საშვილოსნო. საშვილოსნო მომყოლის დაბადებისთანავე იწყებს ძლიერ შეკუმშვას და უკვე რამდენიმე წუთში მომრგვალო ფორმას იღებს. მისი კედლები მკვრივდება, პლაცენტური მოედნის (სადაც პლაცენტა იყო მიმაგრებული) სისხლძარღვები იკუმშება. საშვილოსნოს ძირი (ფსკერი) ჭიპის დონეზე ან მის ოდნავ ქვემოთ მდებარეობს. მშობიარობიდან 2 კვირის შემდეგ საშვილოსნო უკვე მცირე მენჯის ღრუს ფარგლებშია. მისი ზომები კვლავ იკლებს და მშობიარობიდან 4 კვირის შემდეგ არაორსულის ზომებს აღწევს. მშობიარობიდან რამდენიმე დღეში დეციდუალური გარსის ზემოთა შრე სცილდება საშვილოსნოს და ლოქიის სახით გამოიყოფა. ეპითელიუმის რეგენერაცია მისი ჯირკვლების ხარჯზე ხდება. საშვილოსნოს ღრუს კედლი (პლაცენტური მოედნის გამოკლებით) ეპითელიზაციას 7-10 დღის შემდეგ განიცდის, ენდომეტრიუმი ნორმალურ სისქეს მშობიარობიდან 2-3 კვირის შემდეგ აღწევს. პლაცენტური მოედნის ეპითელიზაცია გაცილებით ნელა (მშობიარობის შემდეგ მე-6 კვირის დასასრულს), მეზობელი უბნებიდან ენდომეტრიუმის გადმოცოცების ხარჯზე ხორციელდება. პლაცენტური მოედნის ეპითელიზაციის შეფერხება გვიან ლოგინობის ხანაში შესაძლოა საშვილოსნოდან სისხლდენის მიზეზად იქცეს.

2. საშვილოსნოს ყელი. მშობიარობიდან 2-3 დღეში საშვილოსნოს ყელის ტონუსი აღდგება, შიგნითა პირი 2-3 სმ-ზე გახსნილი რჩება. მშობიარობის შემდეგ პირველი კვირის ბოლოს საშვილოსნოს ყელი საბოლოოდ ფორმირდება.

3. საშო. მშობიარობიდან 3 კვირის განმავლობაში საშოს კედლები შეშუპებული რჩება, ხოლო საშოს სანათური - ოდნავ გაფართოებული. შეშუპება მთლიანად გაივლის ლოგინობის ხანის ბოლოს.

4. საკვერცხეები. ქალების უმრავლესობას ბავშვის ძუძუთი კვების დასრულებამდე არ აღუდგება მენსტრუაცია. ლაქტაციის არქონის შემთხვევაში ოვულაცია მშობიარობიდან დაახლოებით მე-10 კვირას ხდება, ხოლო პირველი მენსტრუაცია - მე-12 კვირას. მენსტრუაცია შესაძლოა მშობიარობიდან 7-9 კვირის შემდეგაც აღდგეს. ამ შემთხვევაში პირველი ციკლი, წესისამებრ, ანოვულატორულია.

5. სარძევე ჯირკვლები. ესტროგენების, პროგესტერონის, კორტიზოლის, პროლაქტინის, პლაცენტური ლაქტოგენისა და ინსულინის ზემოქმედებით ორსულებს სარძევე ჯირკვლებში სწრაფად უვითარდებათ ჯირკვლოვანი სტრუქტურები. ორსულობის პერიოდში პლაცენტის მიერ სინთეზირებული სტეროიდული ჰორმონები ლაქტაციას თრგუნავს. მშობიარობის შემდეგ მათი რაოდენობა მკვეთრად იკლებს და პროლაქტინის მაღალი დონის ფონზე იწყება ლაქტაცია. თავდაპირველად სარძევე ჯირკვლები გამოყოფენ ხსენს, რომელიც რძისგან ცილებისა და იმუნოგლობულინების უფრო მაღალი შემცველობით განსხვავდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:35 | შეტყობინება # 437
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
II. მშობიარობის შემდგომი პერიოდის (ლოგინობის ხანის) პათოლოგიები

ა. სისხლდენა
მშობიარობის შემდგომ სისხლდენას უწოდებენ მდგომარეობას, როცა მშობიარობის მესამე პერიოდში და მშობიარობის შემდეგ პირველი 24 საათის განმავლობაში სისხლის საერთო დანაკარგი 500 მლ-ზე მეტია.
მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მიზეზები და რისკფაქტორები მოყვანილია პირველ ცხრილში...
სისხლდენის მიზეზებისა და რისკფაქტორების დროული გამოვლენა და სათანადო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება ძალზე მნიშვნელოვანია.
მშობიარობის შემდეგ სისხლდენის მაღალი რისკის არსებობისას მელოგინეზე მიმდინარეობს საგულდაგულო დაკვირვება, სისხლდენის შემთხვევაში კი მიმართავენ გადაუდებელ ღონისძიებებს მელოგინის გადასარჩენად.

პირველადი ღონისძიებები. მშობიარობის შემდგომი სისხლდენის შემთხვევაში ორგანიზმში პარენტერალურად შეჰყავთ ანალგეტიკები და ატარებენ ბიმანუალურ კვლევას, განუწყვეტლივ აკონტროლებენ გულის წუთმოცულობასა და არტერიულ წნევას. იმავდროულად ადგენენ სისხლდენის მიზეზს. საშვილოსნოს ატონიაზე, საშვილოსნოში პლაცენტის ნაწილის დარჩენაზე, საშვილოსნოს გახევაზე ან საშოს ჰემატომაზე ეჭვის შემთხვევაში მელოგინე დაუყოვნებლივ შეჰყავთ საოპერაციოში, ზოგადი ანესთეზიის ფონზე ხელით იკვლევენ საშვილოსნოს კედლებს, საგულდაგულოდ ათვალიერებენ საშვილოსნოს ყელსა და საშოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში იწყებენ შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებებს.
სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომის სამკურნალოდ იყენებენ ახალგაყინულ პლაზმასა და თრომბოციტულ მასას.
თუ ეს ღონისძიებები უეფექტო აღმოჩნდა, ხდება ქირურგიული ჩარევა. ამის შესახებ აცნობებენ მელოგინესა და მის ახლობლებს და მათგან ოპერაციაზე თანხმობას იღებენ, ასევე განიხილავენ შვილოსნობის ფუნქციის შენარჩუნების საკითხს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის შემთხვევები, როცა მელოგინე რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სისხლის გადასხმაზე. ასეთ დროს, თუ სისხლდენის შეჩერება კონსერვატიული მეთოდით ვერ მოხერხდა, დაუყოვნებლივ კეთდება ოპერაცია და იწყება სისხლის შემცვლელების გადასხმა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:36 | შეტყობინება # 438
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მიზეზები და რისკფაქტორები

მიზეზები

1.საშვილოსნოს ატონია

ანამნეზში მშობიარობის შემდგომი

რისკფაქტორები
1. გახანგრძლივებული ან სწრაფი მშობიარობა,
საშვილოსნოს გაწელვა (დიდი ნაყოფი,
მრავალწყლიანობა, მრავალნაყოფიანი
მშობიარობა), მრავალი მშობიარობა,

სისხლდენა, ოქსიტოცინის, მაგნიუმის
სულფატისა და სხვა ტოკოლიზური
საშუალებების გამოყენება, ამნიონიტი,
ნაყოფის დაღუპვა, საშვილოსნოს მიომა
სანაყოფე წყლებით ემბოლია

2. სამშობიარო გზების რბილი
ქსოვილების გახევა და ჰემატომა 2. მძიმე მშობიარობა ან საკეისრო კვეთა

3. საშვილოსნოს გახევა

3. საშვილოსნოზე ნაწიბურები,
გახანგრძლივებული ან სწრაფი მშობიარობა,
საშვილოსნოს გაწელვა, მშობიარობის სტიმულირება ოქსიტოცინით
ანამნეზში საშვილოსნოს გამოფხეკა, საშვილოსნოს მიომა.

4. საშვილოსნოს ამობრუნება

4. ჭიპლარის გადამეტებული მოჭიმვა ან
საშვილოსნოს ძირზე ზეწოლა, პლაცენტის
მჭიდროდ მიმაგრება, პლაცენტის ხელით
გამოტანა, პლაცენტის საშვილოსნოს
ძირზე მიმაგრება, ანამნეზში - საშვილოსნოს
ამობრუნება, იოგოვანი აპარატის
თანდაყოლილი სისუსტე

5. პლაცენტის აშრევება


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:42 | შეტყობინება # 439
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მიზეზები და რისკფაქტორები

მიზეზები

1.საშვილოსნოს ატონია

ანამნეზში მშობიარობის შემდგომი

რისკფაქტორები
1. გახანგრძლივებული ან სწრაფი მშობიარობა,
საშვილოსნოს გაწელვა (დიდი ნაყოფი,
მრავალწყლიანობა, მრავალნაყოფიანი
მშობიარობა), მრავალი მშობიარობა,

სისხლდენა, ოქსიტოცინის, მაგნიუმის
სულფატისა და სხვა ტოკოლიზური
საშუალებების გამოყენება, ამნიონიტი,
ნაყოფის დაღუპვა, საშვილოსნოს მიომა
სანაყოფე წყლებით ემბოლია

2. სამშობიარო გზების რბილი
ქსოვილების გახევა და ჰემატომა 2. მძიმე მშობიარობა ან საკეისრო კვეთა

3. საშვილოსნოს გახევა

3. საშვილოსნოზე ნაწიბურები,
გახანგრძლივებული ან სწრაფი მშობიარობა,
საშვილოსნოს გაწელვა, მშობიარობის სტიმულირება ოქსიტოცინით
ანამნეზში საშვილოსნოს გამოფხეკა, საშვილოსნოს მიომა.

4. საშვილოსნოს ამობრუნება

4. ჭიპლარის გადამეტებული მოჭიმვა ან
საშვილოსნოს ძირზე ზეწოლა, პლაცენტის
მჭიდროდ მიმაგრება, პლაცენტის ხელით
გამოტანა, პლაცენტის საშვილოსნოს
ძირზე მიმაგრება, ანამნეზში - საშვილოსნოს
ამობრუნება, იოგოვანი აპარატის
თანდაყოლილი სისუსტე

5. პლაცენტის აშრევება


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:43 | შეტყობინება # 440
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
5. ანამნეზში - საკეისრო კვეთა, პლაცენტის
წინამდებარეობა, საშვილოსნოს ღრუს
გამოფხეკა, მრავალი მშობიარობა, საშვილოსნოს მიომა,
ენდომეტრიოზი (ადენომიოზი),
მშობიარობის შემდგომი სისხლდენა

6. საშვილოსნოში პლაცენტის ნაწილის დარჩენა
6. ნაადრევი მშობიარობა,
პლაცენტის დამატებითი წილი
7. მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს
უკუგანვითარების დარღვევა
7. საშვილოსნოში პლაცენტის ნაწილის
დარჩენა, მეტროენდომეტრიტი,
საშვილოსნოს მიომა

გართულებათა მკურნალობა

ა. საშვილოსნოს ატონია
1) პირველადი ღონისძიებები გულისხმობს საშვილოსნოს ღრუდან სისხლის კოლტების გამოღებას და საშვილოსნოს მასაჟს მუშტით, რაც ხშირად ატონიის მოსახსნელად საკმარისია.
აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს შეკუმშვას ხელს უწყობს შარდის ბუშტის კათეტერით დაცლა.
2) მედიკამენტურ მკურნალობას მიმართავენ სისხლდენის შესაჩერებლად, ასევე - მისი რეციდივის თავიდან ასაცილებლად. ინიშნება:
ა) ოქსიტოცინი (ინტრავენურად, ცალკე ან გლუკოზასთან ერთად). ვენაში ოქსიტოცინის ნაკადურად შეყვანა იწვევს გარდამავალ, მაგრამ გამოხატულ არტერიულ ჰიპოტონიას, ამიტომ მკურნალობის ეს მეთოდი აბსოლუტურად უკუნაჩვენებია გულის იშემიური დაავადებისა და გულის თანდაყოლილი მანკების დროს.
ბ) მეთილერგომეტრინი (ინტრავენურად). იგი იწვევს საშვილოსნოს ხანგრძლივ და ძლიერ შეკუმშვას. მეთილერგომეტრინის ვენაში ნაკადურად შეყვანამ შესაძლოა არტერიული წნევის მკვეთრი მატება გამოიწვიოს, ამიტომ უკუნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის დროს.
ბ) პროსტაგლანდინები. მათ ზემოთ დასახელებული პრეპარატების უეფექტობის შემთხვევაში უნიშნავენ. პროსტაგლანდინების გვერდითი ეფექტებია ცხელება, ღებინება, ფაღარათი. ბრონქული ასთმისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს ეს პრეპარატები დიდი სიფრთხილით ინიშნება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:43 | შეტყობინება # 441
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
3) ქირურგიული მკურნალობა. თუ სისხლდენა მაინც არ შეწყდა, ნაჩვენებია სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. თუ მელოგინე ბავშვის გაჩენას კიდევ აპირებს, ტარდება ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია:
საშვილოსნოს არტერიაზე ლიგატურის დადება (გაკვანძვა). ეს არის საშვილოსნოდან სისხლდენის შეჩერების მარტივი, უსაფრთხო და უმეტესად ეფექტიანი მეთოდი, რომელიც საშვილოსნოს ექსტირპაციის (ამოკვეთის) თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. საშვილოსნოს არტერიაზე ლიგატურის დადებით, წესისამებრ, სისხლდენა წყდება, თუმცა საშვილოსნოს ატონია შესაძლოა რამდენიმე ხანს კიდევ გაგრძელდეს. დროთა განმავლობაში საშვილოსნოს სისხლით მომარაგება აღდგება (რადგან ლიგატურის დადების შემდეგ სისხლძარღვებს არ ჭრიან) და მომავალში დაორსულების შესაძლებლობა რჩება.
თეძოს არტერიის გაკვანძვა.
საკვერცხეების არტერიის გაკვანძვა. ეს მეთოდი ნაკლებეფექტიანია, რადგან ორსულობისას საშვილოსნო სისხლით უმეტესად (90%-ით) საშვილოსნოს არტერიის ხარჯზე მარაგდება, თანაც საკვერცხეების არტერიის გაკვანძვამ შესაძლოა უშვილობა გამოიწვიოს.
საშვილოსნოს ექსტირპაცია. თუ სისხლდენა სისხლძარღვების გაკვანძვის შემდეგაც არ შეწყდა, ტარდება ექსტრიპაცია ან საშვილოსნოს საშოსზედა ამპუტაცია.

ბ. სამშობიარო გზების რბილი ქსოვილების გახევა
პერინეოტომიის (შორისის გაკვეთის) შემთხვევაში სისხლის დანაკარგი არ აღემატება 200 მლ-ს. თუ საშოს ყელის, საშოსა და შორისის მიდამოში ნახეთქები წარმოიქმნა და ეს შეუმჩნეველი დარჩა, სისხლის დანაკარგი შესაძლოა გაცილებით დიდი აღმოჩნდეს. თუ საშვილოსნო კარგად შეიკუმშა, მაგრამ სასქესო ორგანოებიდან სისხლდენა მაინც არ შეწყდა, ჩნდება ეჭვი სამშობიარო გზების რბილ ქსოვილთა ნახეთქების არსებობაზე. გახეული არე აუცილებლად უნდა გაიკეროს.

გ. საშვილოსნოში პლაცენტის ნაწილის დარჩენა
ამ მდგომარეობას ეჭვობენ, თუ არც საშვილოსნოს ატონია აღინიშნება, არც ნახეთქებია სამშობიარო გზებში, მაგრამ სისხლდენა მაინც არ წყდება.
1. დაბადებულ მომყოლს გულდასმით ათვალიერებენ, პლაცენტის მთლიანობას ამოწმებენ. თუ პლაცენტის ქსოვილის დეფექტი აღმოაჩინეს, ზოგადი ანესთეზიის ფონზე ხელით ამოწმებენ ან ინსტრუმენტულად იკვლევენ საშვილოსნოს კედელს. საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკისას საჭიროა დიდი სიფრთხილე, რადგან მოსალოდნელია პერფორაცია. სასქესო ორგანოებიდან გახანგრძლივებლი სისხლდენის ან ტაქიკარდიით მიმდინარე არტერიული ჰიპოტონიის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებელი ლაპაროტომია.
პლაცენტის ნაწილის საშვილოსნოში დარჩენის გამო სისხლდენა ზოგჯერ გვიან მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც ვითარდება.
დიაგნოზს ულტრასონოგრაფიული კვლევით აზუსტებენ. დადასტურების შემთხვევაში ტარდება საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა. ეს მანიპულაცია უნდა ჩატარდეს ძალიან ფრთხილად, რადგან დიდია საშვილოსნოშიგა ნაწიბურების წარმოქმნის ალბათობა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:43 | შეტყობინება # 442
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დ. ჰემატომები სამშობიარო გზების რბილი ქსოვილების ტრავმირების შედეგად წარმოიშობა. მშობიარობის შემდგომ პერიოდში შესაძლოა განვითარდეს საშოს, შორისის ან საჯდომ-სწორი ნაწლავის ფოსოს ჰემატომა, რაც კლინიკურად შორისისა და მუცლის ქვედა არის ძლიერი ტკივილით, შარდის შეკავებით, ტაქიკარდიით, არტერიული ჰიპოტონიითა და ანემიით ვლინდება. დიაგნოზს სვამენ დათვალიერებისა და პალპაციის შემდეგ. ჰემატომას ხსნიან, ცლიან, სისხლძარღვებს კვანძავენ, ჰემატომის ღრუს კერავენ. საშოს დიდი ზომის ჰემატომის შემთხვევაში მისი დაცლის შემდეგ ტარდება საშოს 24-საათიანი ტამპონადა და ინიშნება ანტიბიოტიკები.

ე. საშოს გახევა. საშოს გახევას თან სდევს შოკი და სასქესო ორგანოებიდან უმნიშვნელო გამონადენი. თუ ნახევი ძველი ნაწიბურის გასწვრივ არის, სისხლდენა უმნიშვნელოა, ხოლო ნამშობიარევი ქალის მდგომარეობა - სტაბილური, შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობა. მნიშვნელოვანი სისხლდენისა და ტაქიკარდიით მიმდინარე არტერიული ჰიპოტონიის შემთხვევაში აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. თუ ქალი კიდევ აპირებს ბავშვის გაჩენას, მაშინ გახეული არე იკერება. ამ შემთხვევაში ნაწიბურის გასწვრივ საშვილოსნოს კვლავ გახევის რისკი 10%-ს უტოლდება. საშვილოსნოს ფართო გახევის შემთხვევაში, ასევე - მაშინ, თუ ქალი ბავშვის გაჩენას აღარ აპირებს, ტარდება საშვილოსნოს ექსტირპაცია.

ვ. საშვილოსნოს ამობრუნება
საშვილოსნოს ამობრუნებას ახასიათებს მუცლის ტკივლი, პროფუზიული სისხლდენა და შოკი. ამ შემთხვევაში სისხლის დანაკარგი 2 000 მლ-ს აღწევს.
განასხვავებენ საშვილოსნოს სრულ და ნაწილობრივ ამობრუნებას. ნაწილობრივი ამობრუნების დიაგნოზს საშოს გამოკვლევის საფუძველზე სვამენ. ამ დროს პროგნოზი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოხდება საშვილოსნოს ჩასწორება.
ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით ტარდება. საშვილოსნოს განმეორებითი ამობრუნების პროფილაქტიკისთვის პროსტაგლანდინები ინიშნება.
თუ საშვილოსნოს ჩაბრუნება ვერ მოხერხდა, ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.

ზ. პლაცენტის მჭიდროდ მიკვრა
ეს ის მდგომარეობაა, როცა ქორიონის ბუსუსები მიომეტრიუმშია ჩაზრდილი და ძალიან იშვიათია. ამ დროს სისხლის დანაკარგი დიდია. მკურნალობა გულისხმობს საშვილოსნოს გამოფხეკას, საშვილოსნოს ან თეძოს არტერიების გადაკვანძვას. ამ ღონისძიებათა უეფექტობის შემთხვევაში ნაჩვენებია საშვილოსნოს ექსტირპაცია.

თ. მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს უკუგანვითარების დარღვევა და პლაცენტური მოედნის ეპითელიზაციის შენელება
საშვილოსნოს უკუგანვითარების დარღვევა და პლაცენტური მოედნის ეპითელიზაციის შენელება ლოგინობის გვიან პერიოდში სისხლდენით ვლინდება. ამ დროს საშვილოსნო მოდუნებულია და ნორმასთან შედარებით მაღლა დგას.
ინიშნება მეთილერგომეტრინი და საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა, ენდომეტრიტის შემთხვევაში - ანტიბიოტიკოთერაპია. თუ ეს ღონისძიებები უეფექტო აღმოჩნდა, უნდა გამოირიცხოს ტროფობლასტური დაავადება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:43 | შეტყობინება # 443
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბ. მშობიარობის შემდგომი ინფექციები
მშობიარობის შემდგომი ინფექციური გართულებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება ენდომეტრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, მასტიტი და პნევმონია.
მშობიარობის შემდგომ ინფექციას ეჭვობენ, თუ მშობიარობიდან პირველი 10 დღის განმავლობაში (პირველი 24 საათის გამოკლებით) სხეულის ტემპერატურა ზედიზედ 2 დღე 38 გრადუსს აღწევს. ტემპერატურას ზომავენ დღეში 4-ჯერ. ხანმოკლე სუბფებრილიტეტი ნორმალური მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც შეიძლება განვითარდეს, რასაც სისუსტე, გარდამავალი ბაქტერიემია და სისხლში უცხო სხეულების - ნაყოფის ცილების - მოხვედრა განაპირობებს. ბუნებრივი გზით მშობიარობის შემდეგ ტემპერატურა, წესისამებრ, თავისთავად უბრუნდება ნორმას. საკეისრო კვეთის შემდეგ კი ცხელება ინფექციურ გართულებაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში ტემპერატურა თავისთავად ათიდან 3 შემთხვევაში ნორმალიზდება. ექიმი შეისწავლის, როგორ მიმდინარეობდა მშობიარობა, როგორი იყო მშობიარობის შემდგომი პერიოდი და შემდგომ გამოკვლევას ამის მიხედვით ნიშნავს.
ლაბორატორიული გამოკვლევა: ტარდება სისხლის საერთო ანალიზი ლეიკოციტური ფორმულით, შარდის საერთო ანალიზი და დათესვა, სისხლის დათესვა და გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. პნევმონიაზე ეჭვის შემთხვევაში ითესება ნახველიც. ენდომეტრიტზე ეჭვის შემთხვევაში ანტიბიოტიკის შესარჩევად ითესება საშვილოსნოდან არსებული გამონადენი. მასალას იღებენ ორსანათურიანი კათეტერით საშვილოსნოს გამორეცხვის შემდეგ. დასათესი მასალის ტამპონით აღების შემთხვევაში საშვილოსნოს გამონადენს უერთდება საშოს მიკროფლორა, რაც გამომწვევის იდენტიფიკაციას ართულებს.

ცალკეული დაავადებები
ენდომეტრიტი ენდომეტრიუმის ანთებაა. როდესაც ანთებითი პროცესი მიომეტრიუმზეც ვრცელდება, მეტროენდომეტრიტზე საუბრობენ. თუ ანთება საშვილოსნოს ახლომდებარე ქსოვილებსაც მოედო, ვითარდება პარამეტრიტი.
მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტი, წესისამებრ, ვითარდება მშობიარობიდან 5 დღის განმავლობაში და ვლინდება ცხელებით, ლეიკოციტოზით, პალპაციისას საშვილოსნოს მტკივნეულობით და ჩირქნარევი, მძაფრსუნიანი ლოქიის გამოყოფით.
რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია საკეისრო კვეთა, მშობიარობის გახანგრძლივება, ხანგრძლივი უწყლო პერიოდი. საკეისრო კვეთის შემდეგ ენდომეტრიტის პროფილაქტიკისთვის ინიშნება ანტიბიოტიკები, ენდომეტრიტის განვითარების შემთხვევაში - გამომწვევის შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია.
გართულებებიდან აღსანიშნავია თრომბოფლებიტი, მენჯის აბსცესი და სეპტიკური შოკი. გაურთულებელი ენდომეტრიტი უშვილობას არ იწვევს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:44 | შეტყობინება # 444
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ნეიროლეიკემია

ნეიროლეიკემია ლეიკემიის ერთ-ერთი ხშირი გართულებაა. ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის (თავის ტვინის გარსის, ქალას ნერვების, ტვინის ნივთიერების) სიმსივნური უჯრედებით ინფილტრაცია. ეს გართულება განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში მწვავე ლიმფობლასტომური ლეიკემიის, იშვიათად - ლეიკემიის სხვა ფორმების დროს.
ნეიროლეიკემიის განვითარებას განაპირობებს ლეიკემიური უჯრედების თავისა და ზურგის ტვინში ან ტვინის ნივთიერებაში მეტასტაზირება. უკანასკნელი ვარიანტი გაცილებით მძიმე და რთული სამკურნალოა და არაკეთილსაიმედო პროგნოზი აქვს.
ნეიროლეიკემია მენინგეალური (ტვინ-გარსის) და ჰიპერტენზიული სინდრომებით ვლინდება. უმეტესად თავს იჩენს ტვინის გარსის დაზიანებისთვის დამახასიათებელი ნიშნები: მყარი თავის ტკივილი, განმეორებითი ღებინება, გულისრევა, მოთენთილობა, გაღიზიანებადობა, მხედველობის ნერვის შეშუპება, ნისტაგმი, სიელმე. არის გულის წასვლის შემთხვევებიც. ტვინის ნივთიერების დაზიანებისას მოსალოდნელია კრუნჩხვები, გულყრა, გონების დაბინდვა და არაადეკვატური ქმედება. ქალას ნერვების დაზიანებისას ირღვევა სმენა და მხედველობა, ვითარდება გრიმასები (სახის დაბრეცა).
აღწერილ კლინიკურ სურათზე ადრეული სიმპტომია მაღალი ციტოზი და ბლასტური უჯრედების არსებობა თავ-ზურგტვინის სითხეში. ტვინის შიდა მეტასტაზირების დროს ვლინდება ტვინის სიმსივნის სურათი ბლასტოციტოზის გარეშე.
ქრონიკული ლიმფოლეიკემიის დროს ნერვული სისტემის დაზიანება გაცილებით იშვიათია. მისი კლინიკური სურათი მწვავე ლეიკემიისგან არ განსხვავდება და დაზიანების ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული.
დიაგნოსტიკა ციტოლოგიური კვლევის საფუძველზე ხორციელდება.
მკურნალობის არჩევით მეთოდებს წარმოადგენს მეტოტრექსატის ლუმბალური შეყვანა და თავის ასხივება. ძვლის ტვინის გარეთა ლეიკემიური კერების (ცხვირ-ხახა, საკვერცხე, შუასაყარის ლიმფური კვანძები და სხვა) არსებობისას, რომლებიც იწვევს ორგანოებზე ზეწოლას და ტკივილს, ნაჩვენებია სხივური თერაპია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:44 | შეტყობინება # 445
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჰისტოციტოზი - Hystocitosis - гистоцитоз

ჰისტოციტოზი X -ჰენდ-შულერ-კრისჩენის დაავადება (ქსანთომატოზი) აბტ-ლეტერერ-სივეს დაავადება, ტარატინოვის დაავადება (ეოზინოფილური გრანულომა) - დაავადებათა მთელი ჯგუფია, რომელთა ეტიოლოგიაც ბოლომდე არ არის გარკვეული. ამ ჯგუფის დაავადებებს საერთო აქვთ პათოგენეზი, რომელიც ჰისტოციტების რეაქტიულ ჩაზრდას და მათში დარღვეული ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების დაგროვებას ეფუძნება. სავარაუდოდ, დაავადების განვითარებას ჰისტოციტების პროლიფერაციის გამომწვევი იმუნოპათოლოგიური პროცესი განაპირობებს.
ჰისტოციტოზ X-ის სამ კლინიკურ ფორმას განასხვავებენ: ჰენდ-შულერ-კრისჩენის დაავადებას ანუ ქსანთომატოზს, აბტ-ლეტერერ-სივეს დაავადებას და ტარატინოვის დაავადებას, იმავე ეოზინოფილურ გრანულომას. მართალია, მათი მიმდინარეობა და პთოგენეზი სხვადასხვაა, მაგრამ შესაძლებელია ერთმანეთში გადასვლა.
ჰენდ-შულერ-კრისჩენის დაავადება შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ბავშვს. დამახასიათებელია თავის ქალასა და მენჯის ძვლების დეფექტები, ეგზოფთალმი, უშაქრო დიაბეტი, სიმსუქნე, ფიზიკური განვითარებით ჩამორჩენა, ჰეპატოსპლენიმეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება), ლიმფადენოპათია, წერტილოვანი სისხლჩაქცევები, სებორეა, ფილტვებში ცვლილებები, სტომატიტი. ძირითად დაავადებას შესაძლოა დაერთოს მეორეული ინფექცია.
აბტ-ლეტერერ-სივეს დაავადება უმეტესად გვხვდება ადრეული ასაკის ბავშვებში. ვითარდება მწვავედ, მიმდინარეობს მაღალი ცხელებით, გულმკერდისა და ხერხემლის არეში გამონაყარით, ჰეპატოსპლენომეგალიით, ლიმფური კვანძების გენერალიზებული გადიდებით, ოტიტით, მასტოიდიტით, ფილტვების დაზიანებით, ბრტყელი ძვლების დაზიანებით.
ტარატინოვის დავადება (ეოზინოფილური გრანულომა) უმთავრესად სკოლის ასაკის ბავშვებში გვხვდება. დამახასიათებელია ძლიერი სისუსტე, ადვილად დაღლა, უმადობა, ძვლების ტკივილი (ზიანდება როგორც ბრტყელი, ისე ლულოვანი ძვლები), ედსის მომატება, ზოგჯერ ეოზინოფილია. ზოგ შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თვითგანკურნებით სრულდება. რენტგენოგრამაზე ჩანს ძვლების დესტრუქციის კერები, რომლებიც მომრგვალებული ან ოვალურია. სკლეროზული უბნები არ არსებობს. მკვეთრად გამოხატული კლინიკა ძალიან იშვიათია.
დიაგნოზს სვამენ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის მონაცემების, მიელოგრამის, კანისა და ლიმფური კვანძების ბიოფსიის საფუძველზე. ბიოფსია ავლენს რეტიკულური ქსოვილის ჰიპერპლაზიას, ეოზინოფილიას, ქსანთომურ უჯრედებს.
მკურნალობა სტაციონარში ტარდება. მწვავე გამოვლინების შემთხვევაში კომბინირებულად ინიშნება გლუკოკორტიკოსტეროიდები და ციტოსტატიკები. ძირითადი მკურნალობის პარალელურად ყოველთვის ტარდება სიმპტომური თერაპიაც.
ჰენდ-შულერ-კრისჩენისა და ტარატინოვის დაავადებების დროს პროგნოზი უფრო კეთილსაიმედოა, ვიდრე აბტ-ლეტერერ-სივეს დაავადების შემთხვევაში და ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, დროულად დაწყება თუ არა მკურნალობა.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
  • გვერდი 30 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 28
  • 29
  • 30
ძებნა:

ჰოსტერი uCoz