პარასკევი, 19.04.2024, 03:21
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » რჩეული ფოტოები
რჩეული ფოტოები
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 13:56 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

არაბესკი (ფრანგ. arabesque) — გეომეტრიული ფორმების შერწყმა, რომლებიც ასახავს მცენარეებისა და ცხოველების ფორმებს.ისლამურ რელიგიაში არაბესკი არის დეკორაცია რომლებიც დამახასიათებელია მეჩეთის მოხატულობისათვის. გამოსახულების ფორმა დამოკიდებულია ისლამური სამყაროს შეხედულებაზე ამა თუ იმ საგანზე. მუსულმანებისათვის ამ ფორმათა შერწყმა ქმნის უსასრულო მოხატულობას, რომელიც გრძელდება წარმოსახვითი სამყაროს ჩარჩოს მიღმა.

მიმაგრება: 4063456.jpg (31.3 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 13:57 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ლინდონ ჯონსონი Air Force One-ში დებს აშშ-ის პრეზიდენტის ფიცს მას შემდეგ, რაც დალასში 1963 წლის 22 ნოემბერს ჯონ კენედი მოკლეს. მისგან მარჯვნივ დგას მეუღლე ლედი ბირდ ჯონსონი, ხოლო მარცხნივ ჯონ კენედის ქვრივი ჟაკლინ კენედი. ჯონსონისგან ფიცი მიიღო ფედერალურმა მოსამართლემ სარა ჰიუზმა, რითაც იგი პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ქალის წინაშე დადო ფიცი. რადგან თვითმფრინავის ბორტზე ბიბლია არ იყო, ჯონსონმა ფიცი კათოლიკურ მისალზე დადო, რომელიც კენედის საწერ მაგიდაში იპოვეს.

მიმაგრება: 0534689.jpg (16.9 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 13:58 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ბალმორალის ციხესიმაგრე (ინგლ. Balmoral Castle) – ციხესიმაგრე აბერდინშირის ოლქში, ინგლისის მეფის რეზიდენცია შოტლანდიაში.

მდებარეობს მდინარე დის ნაპირებზე. ციხესიმაგრე იყო დიდი ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას საზაფხულო რეზიდენცია, სადაც იგი ოჯახთან ერთად რჩებოდა ზაფხულის ბოლომდე. ციხესიმაგრე აშენდა 1852 წელს არქიტექტორ უილიამ სმიტის პროექტით და პრინც ალბერტის ბრძანებით.

მიმაგრება: 3492633.jpg (17.6 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 13:59 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ხანძთა, (მრგვ. ႾႠႬႻႧႠ) შუა საუკუნეების მონასტერი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). დააარსა სასულიერო მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა. VII საუკუნის დასასრულს ააგეს ხის ეკლესია. შემდგომ ხანაში ადგილობრივი ფეოდალის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური დახმარებით დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა (ხუროთმოძღვარი — ამონა). ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა (გ. 918) მშენებლობას დიდი მატერიალური სახსრები გამოუყო. მშენებლობა დაასრულა ერისთავთერისთავმა გურგენ IV-მ (გ. 941). ხანძთამ საბოლოო სახე მიიღო 918-941 წლებში. ხანძთა თავიდანვე მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გახდა. მის ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდნენ არსენ I (არსენ დიდი, არსენ საფარელი), ეფრემ მაწყვერელი (IX ს.), მაკარი ლეთეთელი. აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები გიორგი მერჩულე, მოსე ხანძთელი (XI ს.), სტეფანე (XII-XIII სს.) და სხვა.

მიმაგრება: 6181799.jpg (32.3 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 13:59 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

კაპადოკია (ბერძნ. Καππαδοκία, სპარს. کاپادوکیه (Katpatuka, «ლამაზი ცხენების ქვეყანა»), ლათ. Cappadocia, თურქ. Kapadokya) - აღმოსავლეთ მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ოლქის სახელწოდება. ძველი კაპადოკიის ტერიტორია ამჟამად განთავსებულია თურქეთის პროვინციების:ნევშეჰირის, კაისერის, აქსარაისა და ნიგდეს ტერიტორიებზე. ტერიტორია ხასიათდება განსაკუთრებით საინტერესო ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტებით. კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქებით, რომლებიც დაარსდა ძვ. წ. I ათასწლეულში. კაპადოკიაში მდებარე გორემეს ეროვნული პარკი და კაბადოკიის კლდეში ნაკვეთი დასახლება შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

მიმაგრება: 0898947.jpg (21.6 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:00 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ფილმი მიეძღვნა 1912 წლის ივლის-აგვისტოში აკაკი წერეთლის მოგზაურობას იმერეთის მთიან რაიონებსა და რაჭა–ლეჩხუმში. მისი ერთ–ერთი თანამგზავრი ფილმის ავტორი ვასილ ამაშუკელი იყო. მოხუცებული პოეტის მოგზაურობას დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. მოხუცები, ახალგაზრდები და ბავშვები პოეტს ყვავილებით და საჩუქრებით ეგებებოდნენ. პოეტი უზომოდ ბედნიერი იყო. მისი აზრით საქართველო უკვე სხვა იყო, ვიდრე ნახევარი საუკუნის წინ, ხალხი ესალმებოდა თავისუფალ მომავალს და მზად იყო მის მოსაპოვებლად.

მიმაგრება: 0673461.jpg (10.2 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:00 | შეტყობინება # 7
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ნაკურუს ტბის ეროვნული პარკი 1961 წელს შეიქმნა ნაკურუს ტბის ირგვლივ, კენიის ქალაქ ნაკურუს სიახლოვეს და 188 კმ²-ს მოიცავს. პარკი განთქმულია ასობით ათასი (ხშირად მილიონობით) ვარდისფერი ფლამინგოთი, რომლებიც ტბის ნაპირას ბუდობენ. პარკში სხვა ცხოველებთან ერთად გადაშენების პირას მყოფი როტშილდის ჟირაფები, შავი და თეთრი მარტორქები ბინადრობენ.

მიმაგრება: 7230466.jpg (17.4 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:01 | შეტყობინება # 8
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

პენსილვანიის უდიდესი ქალაქის, ფილადელფიის, პანორამა. მარცხნივ ქალაქის ცენტრია კომკასტ-ცენტრით მდ. სკულკილის მარცხენა სანაპიროზე და 30-ე ქუჩის სადგურითა და საირა-ცენტრით მარჯვნივ. ფილადელფია ერთ დროს თავდაპირველი 13 ამერიკული კოლონიის უდიდესი ქალაქი იყო, სადაც დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოეწერა ხელი. ამერიკის რევოლუციური ომის პერიოდში ის ქვეყნის დედაქალაქის ფუნქციასაც ასრულებდა.

მიმაგრება: 1900232.jpg (9.6 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:01 | შეტყობინება # 9
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ფეიხოა (Feijoa sellowiana, სინ. Acca sellowiana), ასევე ცნობილი როგორც ანანას-გუავა, მარადმწვანე მცირე ტანის ხეხილოვანი მცენარეა, სიმაღლით 1-7 მ., წარმოშობით სამხრეთ ბრაზილიის, ნაწილობრივ კოლუმბიის, ურუგვაისა და ჩრდილოეთ არგენტინის მთიანი ადგილებიდან. ასევე ხარობს კავკასიის დასავლეთ სუბტროპიკულ ნაწილში და რუსეთის სამხრეთში. ფეიხოას მწიფე ნაყოფი მუქი-მწვანე ფერისაა, რბილია და მარწყვისა და ანანასის არომატი აქვს. ნაყოფი მდიდარია იოდით (მწიფე ნაყოფის 1 კგ-ში დაახ. 10 მგ იოდია), რითაც ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის.

მიმაგრება: 4389178.jpg (28.3 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:01 | შეტყობინება # 10
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

აურელია (Aurelia aurita), უხერხემლო ცხოველი სციფოიდურთა კლასისა. აქვს 40 სმ-მდე დიამეტრის ქოლგისებრი, უფერო, გამჭირვალე, ლაბოვანი სხეული; სხეულის ქვედა ჩაღრმავებულ მხარეზე ოთხლაპოტიანი პირი. იკვებება წვრილი კიბოსნაირებით, თევზების ქვირითითა და მცირე ზომის ცხოველებით, რომლებსაც იჭერს ქოლგის კიდეზე განლაგებული საცეცებით. გავრცელებულია ბარენცის, თეთრ და შავ ზღვებში, აგრეთვე წყნარსა და ატლანტის ოკეანეებში.

მიმაგრება: 7709985.jpg (8.8 Kb)
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:39 | შეტყობინება # 11
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

მთვარის ფაზების ილუსტრაცია. ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე სრული ციკლის შესასრულებლად მთვარეს 29.5 დღე ჭირდება. ფაზებს განაპირობებს მთვარის ბრუნვა დედამიწის გარშემო. პლანეტის ირგვლივ ბრუნვისას მზე მთვარეს სხვადასხვა მხრიდან ანათებს, რაც განსხვავებულ ფაზებს ქმნის. ვინაიდან თვით მთვარე საკუთარი ღერძის გარშემო არ ტრიალებს, ის მუდმივად ერთი მხრიდან უყურებს პლანეტას. გამოსახულებაზე მთვარის ზომა იზრდება, მისი პლანეტასთან მოახლოების გამო.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:42 | შეტყობინება # 12
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

სადჰუ (სანსკ. साधु sādhu "კეთილი") — ინდუისტი ბერი, განდეგილი. ასევე ინდუისტური რომელიმე ორდენის ასკეტური წარმომადგენელი. ქრისტიანი ბერისგან განსხვავებით, სადჰუს ოჯახის შექმნა შეუძლია. ყვითელ სამოსში გამოწყობილი ბერი ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში დაიარება, ღვთისადმი სიყვარულს ქადაგებს და შეწირულობებით სულდგმულობს. ზოგიერთი ინდუისტური ორდენის სადჰუები სამოსს სრულიად უარყოფენ.

მიმაგრება: 7397267.jpg (21.4 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:43 | შეტყობინება # 13
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

იალტის კონფერენცია ასევე ყირიმის კონფერენცია, კოდური სახელი არგონავტთა კონფერენცია იყო მოკავშირე სახელმწიფოთა (დიდი ბრიტანეთი, აშშ და სსრკ) მეთაურების ომისდროინდელი შეხვედრა 1945 წლის 4-11 თებერვალს. დელეგაციებს მეთაურობდნენ უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი.

მიმაგრება: 0973660.jpg (25.4 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:45 | შეტყობინება # 14
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ფუკოს ქანქარა დედამიწის 24-საათაინი ბრუნვის დემონსტრირებას ახდენს. ლეონ ფუკომ ქანქარა საზოგადოებას 1851 წელს პარიზის პანთეონში წარუდგინა. გუმბათის ქვეშ 67 მ სიგრძის მავთულზე ფუკომ 28 კგ მასის ლითონის მობასრული ბურთულა დაკიდა. ამ ხერხით ქანქარას ნებისმიერი მიმართულებით შეეძლო მოძრაობა ექვსი მეტრის რადიუსით, ხოლო ბურთულის წვეროს — მოძრაობის ტრაექტორიის დაფიქსირება პანთეონის იატაკზე დაყრილ მიწაზე.


http://seaman.ge
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:47 | შეტყობინება # 15
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

უემბლი (ინგლ. Wembley Stadium), საფეხბურთო სტადიონი ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში; ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო მოედანი; გაიხსნა 2007 წელს ძველი უემბლის ადგილას. სტადიონი 90,000 ადამიანს იტევს და ამ მაჩვენებლით რიგით მეორეა ევროპაში. მასპინძლობს ინგლისის საფეხბურთო თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრებს და მას ფეხბურთის ასოციაცია ხელმძღვანელობს.

მიმაგრება: 5389065.jpg (35.2 Kb)
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » რჩეული ფოტოები
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz