პარასკევი, 19.04.2024, 08:15
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » ___პოეზია___
___პოეზია___
ნინთარიღი: შაბათი, 14.08.2010, 00:30 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დადეთ ლექსები... როგორც ნაცნობი, ასევე უცნობი ... cool cool

დამატებულია (30.06.2010, 19:10)
---------------------------------------------
* * *

ზღვა ხმაურობდა

ყრუ ხმაურობით,

ანძა გრიგალის

მეთაურობით

მოგზაურობდა.

ძარღვებს თანდათან

ეს უცნაური

წეწდა, არღვევდა

აურზაური,

ზღვა ხმაურობდა.

ძარღვებში სისხლის

წვეთი ყოველი,

იმ სიმფონიის

ვერ დამტეველი,

გრიგალს სწყურობდა,

დენის ყოველი

მცირე ატომით,

ძალგამეტებით,

ძალგადაკვდომით

ზღვა ხმაურობდა.

და მე ვიგრძენი

უეცრად, მკაცრად -

არა ჩემს გარეთ,

არა რამე სხვა -

არამედ ჩემში

ახმაურდა ზღვა,

ზღვა ახმაურდა.

გალაკტიონ ტაბიძე

book hands heart

დამატებულია (02.07.2010, 14:48)
---------------------------------------------
* * *

ის, რომ ის ის არის,
ის, რომ შენ შენა ხარ,
ის , რომ მე მე მქვია,
ნეტავ არ მენახა!
არა, მე არა ვარ,
საშიში ურჩხული
და ამას არ უნდა
ბევრის თქმა, ჩურჩული.
ნეტავი რა არის
ჩემთვის უმთავრესი?
მე ლექსის მთლელი ვარ?
კალამი სალესი?
ნეტავი ვინა ვარ?
ან თუ ვარ საეთოდ?
ადვილი არ არის
ამ ფიქრით გაერთო.
მაგრამ ამ დროისთვის,
ვარ ძლიერ დაღლილი
და ძილი მწყურია,
მშვიდი და ადვილი.
ზოლია გამყოფი,
ჯდომის და დგომისაც,
მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ და
ისინის შორისაც!

------------------------------

ჰანს არპი

happy happy

დამატებულია (14.08.2010, 00:30)
---------------------------------------------
ტანო ტატანო

ტანო ტატანო, გულწამტანო,
უცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო, მომკლავებო,
ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე
მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი,
შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა, უტოლებსა,
გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები,
ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,
მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობლად,
დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი
მოსარხეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს
ქვეყანად მვლელნი,
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი
ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
უცხო ვარებო.
ბაგემდუმრიად გიალერსებ,
ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან ხილვა შენი,
კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა
რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,
სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს,
შევიზარებო.
შენმა გონებამ მიმამსგავსა
მილეულს მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი
სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
დანაცარებო!

მიყვარს ეს ლექსი (ბესიკის) heart icecream


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
SEAMANთარიღი: შაბათი, 14.08.2010, 00:37 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
"სათქმელი მაქვს რამდენი”

ეხლა როცა ძილის დროა და როს უნდა მეძინოს

მე რვეული და კალამი ხელში უნდა მეჭიროს?

ახლა როცა შუაღამეს სიზმარს უნდა ვხედავდე

მე შენზე ფიქრს და ოცნებას რატომ უნდა ვბედავდე?

ახლა როცა ცივ საწოლში ბალიშს უნდა ვათბობდე

შენ როგორ ხარ? ხომ არ გცივა? რატომ უნდა ვდარდობდე?

ზამთარია, მაგრად ცივა, ციდან ცვივა ფანტელი

ნეტა ეხლა ჩემთან იყო სათქმელი მაქვს რამდენი.

ნეტა ეხლა შენ ჩემს გვერდით შენს ნაზ ხელებს ითბობდე

ბევრს არ ვითხოვ მაგრამ ნეტა ხუთ წუთს მაინც მითმობდე

რომ ხმამაღლა თუნდაც ყურში გითხრა როგორ მიყვარხარ

რომ შეგეხო მიგახვედრო თუ შენ ჩემთვის ვინა ხარ...

ვფიქრობ, ვდარდობ და ამ ფიქრში კვლავ ჩქრება სანთელი

ეჰ, ნეტავი ჩემთან იყო სათქმელი მაქვს რამდენი!

რომან ბაკურიძე
biggrin


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: შაბათი, 14.08.2010, 00:38 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
"მე მაოცებს”

მე მაოცებს შენი გამოხედვა

შენი სახე,თვალები,ტუჩები,ცხვირი

მე შენთან მინდა უშენოდ ვსტირი...

მე მაოცებს შენი სუნთქვა

შენი მზერა და კანის ფერი

შენს ახლოს ყოფნას გიჟურად ველი...

მე რომ სიზმრებად მეჩვენება

შენი ხელია,ტანი და თმები

რომელთ შემყურე თოვლივით ვდნები...

მხოლოდ ერთს გეტყვი,

ჩემი იქნები ძალით თუ ნებით!!!

რომან ბაკურიძე
biggrin


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: შაბათი, 14.08.2010, 00:39 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ირონიული შენი ღიმილით

კვლავ მომაყენე დიდი ტკივილი!

შენი მიმიკით ვიგრძენი ზიზღი

ამით მომეცა მე ბრძოლის ბიძგი!

შენგან მივიღე დიდი პრაქტიკა

აღარ შევცდები მე ამის მჯერა

ვეღარასოდეს ვერ დამიმონებს

შენნაირების ამაყი მზერა!!!

რომან ბაკურიძე (ნაწყვეტი პოემიდან ’’ბედის ირონია’’)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: შაბათი, 14.08.2010, 00:40 | შეტყობინება # 5
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
biggrin ვინც ვერ იცნობთ ამ სტროფების ავტორს დაგაკავშირებთ biggrin

http://seaman.ge
 
ნინთარიღი: შაბათი, 14.08.2010, 00:48 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
შეკვეთა იყო და... ეს ლექსი - ჩემი შემოქმედებიდან... tongue

ფიქრები...სიტყვები...რითმები...
გრძნობა გამიძარცვეს!
იქნები...ვიქნები...ვიქნებით...
შხამი ძალით მასვეს!
დამსვეს!
დამსაჯეს!
აზრი წამართვეს...
გამყვეს...
ნაწილი გარეთ ვარ
სხვა ნაწილს ვუცდი...
ცდა ცდად დარჩება...
არ გადარჩება
არც ერთი მწიკვი ჩემი სიმწვანის...
უკვე ამერია...თეთრი მისტერია...
თუმც არაფერია ან ყველაფერია...
ფერები...ხელები...ცრემლები...
უკვე დამღალეს.
მიხდები...გიხდები...მიხვდები...
ალბათ ამ ღამეს.

14.04.2010წ.

21:58 (ნინ)

happy

icecream ესეც დანაპირები როოოოოოოოოოოოომ

დამატებულია (14.08.2010, 00:48)
---------------------------------------------
პოეზიასთან რა მოსატანია და ჩემი ხმის გაგონებას ვეღარ ეღირსები angry


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
SEAMANთარიღი: შაბათი, 14.08.2010, 03:16 | შეტყობინება # 7
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რომელი საათია? wacko მაგრამ ვერ ვიძინებ
მგონი შენი ხმაა ყურში რომ ჩამესმის dry
მართლა დამატყვევა შენმა იოგებმა surprised
მართლა დამატყვევა,ნუთუ არ გესმის angry


http://seaman.ge
 
ნინთარიღი: შაბათი, 14.08.2010, 16:39 | შეტყობინება # 8
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
* * *

"მე რომ მეგონა, რომ გზა დასრულდა
და დამრჩა მხოლოდ ერთი დაღმართი,
როცა დამარქვი ლანდი წარსულთა
და ყველაფერი უკვე წამართვი,

როცა ჩემი ხმა აღარ გშიოდა,
აღარ გაჰქონდა სიტყვებს კაშკაში,
როცა სხვას ჩემი არ ეშინოდა
ვით დამტვრეული ძველი ქარქაშის.

როცა მეგონა, რომ გზა დასრულდა
და ვერაფერმა ვეღარ დამსეტყვოს,
როცა არ მსურდა, მართლა არ მსურდა,
რამ შემახვედრა შენთან ასეთ დროს.

ახლა დავძრწივარ მე სულელივით
და ვლოცავ ისევ ბედნიერ წამებს,
კიდევ შორს არის, კიდევ შორს არის
არ გათენების ის ერთი ღამე.

რამ დამაბნია, სიტყვა მერევა
და ვგრძნობ, რომ რითმას ვეღარ ვიპოვნი,
ვკვდები უშენოდ, დიდი საქმეა
ურითმოდ მოკვდეს ერთი სტრიქონი.

შენ დამიბრუნე საუნჯე ბევრი,
ცაცხვების ქუჩა, ჩქარი რიონი,
ბაგრატის მთაზე მეორე მერი,
პირველს უმღერდა გალაკტიონი.

შენ დამიბრუნე ძირი და ფესვი,
და ჩემი ლექსი მუდამ გიწამებს,
ამოვა მთვარე და ისევ მესმის
ადამს რა უთხრა ევამ იმ ღამეს.

და ის, თუ შენთვის მძიმე ტვირთია
და არაფერი დაგრჩა სათქმელი,
მაშინ ჩააქრე წინ რომ გინთია
უკანასკნელი ჩემი სანთელი."

love icecream მომწონს...

დამატებულია (14.08.2010, 16:39)
---------------------------------------------
სონეტი

ავი ზმორებით დაითალხა შენი ფარდები,
ფიქრთა მორევში დაეშვები ალურ ზანგებით,
მეწამულ გედი გინახულებს ოქროს სანკებით
და შენც ოცნებით მზის სხივებში გადავარდები.

ფარულ თვალებით გაგაოცებს შავი დარდები
და თვით ეროსი აგამღერებს ფერად ჰანგებით,
ფერწასულ მთვარეს შენ შორდები ყვითელ მანგებით,
რკინის სხეულით ბოროტ სიკვდილს ეხაბარდები.

საფირონ ღამით გაგაბრაზებს ლექსი ქართული
და ყრუ რიტმები ერთმანეთში გადახლართული,
სტეფან მალარმეს გაგონდება თეთრი წიგნები.

წითელ ფერებით ჩამოდნები მწვანე კანდელი,
ცეცხლის რკალებით აგათრთოლებს კორიანტელი
და უთვალავი მოთარეშე ქუჩის ციგნები.

ეს ტერენტია და ამ ლექსში არის რაღაც ჩემეული happy heart


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 18:57 | შეტყობინება # 9
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ჩემი ქობლეთი

ყველა კაცი და ყველა ქალი

და გოგოები თვალებმაყვალა

ჩემი უბანი, ჩემი ქობლეთი

არ ვიცი ასე რამ შემაყვარა!

ბევრი ბლატაობს ბევრი კი ვერა

ცუდი არავინ არ გაიკარა

მე ჩემს ქალაქში ქობლეთში ვცხოვრობ

და დღემდე ჩემთან ვერვინ მიქარა!

უძინარი და ძილგატეხილი

ლუდით ან ღვინით გავიხსნი მადას

მომეძალება ისევ ლირიკა

და მოლამაზო მე სტროფებს ვხატავ...

ჩემი ქალაქი ჩემი ქობლეთი

მდინარე დეხვა,მღვრიე,პატარა

ჩემი ღურდანი ჩემი ქობლეთი

არ ვიცი ასე რამ შემაყვარა!

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » ___პოეზია___
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz