ანალური სექსი (ლათ. anus — ანალური ხვრელი, უკანა ტანი) — სქესობრივი აქტი, როდესაც პენისი შედის ანალურ ხვრელში.
ანალური ფისთინგი, ანალინგუსი და ანუსში სხვდასხვა საგნის შეყვანა არის მხოლოდ ანალური სტიმულაცია, მაგრამ, ანალურ სექსად ვერ ჩაითვლება. ამის მიუხედავად, არაპროფესიული საუბრისას, ანალურ სექსს უწოდებენ სექსუალური პრაქტიკის ამ სახეობებსაც.
ისტორია და გავრცელების არე
ანალური სექსი ადამიანის განვითარების უკვე ადრეულ ეტაპზე გვხვდება. გათხრებისას ანტიკური ამფორები აღმოჩნდა, სადაც ანალური სექსია გამოსახული. არსებობს ნახატები და ლიტერატურული ნაწარმოებები, სადაც ანალური სქესობრივი აქტია აღწერილი. ფოტო და კინოინდუსტრიის განვითარებამ ანალური სექსის პორნოგრაფიაში ფართოდ გამოყენება მოიტანა.
ანალურ სექსს ძირითადად იყენებენ ვაგინალური სექსის შეუძლებლობის ან სურვილის არქონის შემთხვევაში (მენსტრუაცია, ფეხმძიმობა, ფეხმძიმობის შიში, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, დაავადება ან საშოს განვითარების მანკი, ქალწულობის შენარჩუნების სურვილი და სხვა), აგრეთვე, სექსუალური შეგრძნებებისა და ჰორიზონტების გაფართოება.
ანალური სექსი მამაკაც ჰომოსექსუალებშიცაა გავრცელებული. ზოგიერთ იზოლირებულ ადგილებში (სასჯელაღსრულების დაწესებულება, სამხედრო ნაწილი) ანალური სექსი იერარქიის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაა. ანალურ სექსს ზოგჯერ დასჯის მიზნითაც გამოიყენებენ ხოლმე. (გაუპატიურება).
დღესდღეობით ანალური სექსისადმი არსებული დამოკიდებულება ერთის მხრივ რელიგიურ მოტივებზეა დამყარებული, სადაც ასეთი კავშირი ცოდვასთან არის გაიგივებული, მეორეს მხრივ კი დასავლურ მენტალიტეტთან, სადაც უკანა ტანს სიბინძურესა და გულისამრევ ორგანოსთან აიგივებენ.
2006 წლის მონაცემებით, აშშ-ში 20-დან 39 წლამდე მამაკაცების 38,2% და 18-დან 44 წლამდე ქალების 32,6% ანალური სექსით არის დაკავებული საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან. ამ მონაცემებით დგინდება, რომ ანალური სქესობრივი აქტის მსურველთა რაოდენობა ოდნავ გაზრდილა 1992 წლის მონაცემების მიხედვით. იმხანად მამაკაცების მხოლოდ 25%-ს ჰქონდა მსგავსი კავშირი ქალთან, ხოლო სუსტი სქესის წარმომადგენლებში ეს მაჩვენებელი 20,4%-ს არ აღემატებოდა.