სამშაბათი, 23.04.2024, 18:09
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » რა არის სექსი?
რა არის სექსი?
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 07.09.2010, 15:26 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ანალური სექსი (ლათ. anus — ანალური ხვრელი, უკანა ტანი) — სქესობრივი აქტი, როდესაც პენისი შედის ანალურ ხვრელში.

ანალური ფისთინგი, ანალინგუსი და ანუსში სხვდასხვა საგნის შეყვანა არის მხოლოდ ანალური სტიმულაცია, მაგრამ, ანალურ სექსად ვერ ჩაითვლება. ამის მიუხედავად, არაპროფესიული საუბრისას, ანალურ სექსს უწოდებენ სექსუალური პრაქტიკის ამ სახეობებსაც.

ისტორია და გავრცელების არე
ანალური სექსი ადამიანის განვითარების უკვე ადრეულ ეტაპზე გვხვდება. გათხრებისას ანტიკური ამფორები აღმოჩნდა, სადაც ანალური სექსია გამოსახული. არსებობს ნახატები და ლიტერატურული ნაწარმოებები, სადაც ანალური სქესობრივი აქტია აღწერილი. ფოტო და კინოინდუსტრიის განვითარებამ ანალური სექსის პორნოგრაფიაში ფართოდ გამოყენება მოიტანა.

ანალურ სექსს ძირითადად იყენებენ ვაგინალური სექსის შეუძლებლობის ან სურვილის არქონის შემთხვევაში (მენსტრუაცია, ფეხმძიმობა, ფეხმძიმობის შიში, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, დაავადება ან საშოს განვითარების მანკი, ქალწულობის შენარჩუნების სურვილი და სხვა), აგრეთვე, სექსუალური შეგრძნებებისა და ჰორიზონტების გაფართოება.

ანალური სექსი მამაკაც ჰომოსექსუალებშიცაა გავრცელებული. ზოგიერთ იზოლირებულ ადგილებში (სასჯელაღსრულების დაწესებულება, სამხედრო ნაწილი) ანალური სექსი იერარქიის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაა. ანალურ სექსს ზოგჯერ დასჯის მიზნითაც გამოიყენებენ ხოლმე. (გაუპატიურება).

დღესდღეობით ანალური სექსისადმი არსებული დამოკიდებულება ერთის მხრივ რელიგიურ მოტივებზეა დამყარებული, სადაც ასეთი კავშირი ცოდვასთან არის გაიგივებული, მეორეს მხრივ კი დასავლურ მენტალიტეტთან, სადაც უკანა ტანს სიბინძურესა და გულისამრევ ორგანოსთან აიგივებენ.

2006 წლის მონაცემებით, აშშ-ში 20-დან 39 წლამდე მამაკაცების 38,2% და 18-დან 44 წლამდე ქალების 32,6% ანალური სექსით არის დაკავებული საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან. ამ მონაცემებით დგინდება, რომ ანალური სქესობრივი აქტის მსურველთა რაოდენობა ოდნავ გაზრდილა 1992 წლის მონაცემების მიხედვით. იმხანად მამაკაცების მხოლოდ 25%-ს ჰქონდა მსგავსი კავშირი ქალთან, ხოლო სუსტი სქესის წარმომადგენლებში ეს მაჩვენებელი 20,4%-ს არ აღემატებოდა.

მიმაგრება: 2711517.jpg (18.3 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 07.09.2010, 15:26 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საერთო ცნობები

ანალურ სექსში არჩევენ აქტიურ და პასიურ პარტნიორს. აქტიურ პარტნიორად ის მამაკაცი მიიჩნევა, რომელიც თავის პენისს ათავსებს სექს-პარტნიორის ანუსში. პასიური კი მამრობითი ან მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ეწოდება, რომელიც აქტიურ პარტნიორს იღებს. ანუსის არე ადამიანთა უმეტესობას მეტად მგრძნობიარე აქვს და მნიშვნელოვან ეროგენულ ზონას წარმოადგენს. შესაბამისად, ანუსის სტიმულაციას შეუძლია სექსუალური აღგზნება გამოიწვიოს. პასიურ მამაკაცში ანალური სექსისას პროსტატაზე ხდება დაწოლა, შედეგად კი ორგაზმი, რაც დამატებით, უფრო ხანგრძლივ, მაგრამ, არა ინტენსიურ აღგზნებას იწვევს. ქალებში, ზოგიერთ პოზაში, დაწოლა ხდება ე.წ. გრაფენბერგის ზონაზე, რაც ასევე დამატებით აღგზნებას იწვევს. აქტიურ მამაკაცებს ანალურმა სექსმა შეიძლება მეტი სიამოვნება მიანიჭოს, რადგან სწორი ნაწლავი და ანუსის სფინქტერი უფრო მეტად ვიწროვდება პენისის შიგნით მოთავსებისას, ვიდრე ვაგინალურმა, რადგან, ვაგინა არც ისე მკვეთრად იკუმშება და პენისიც ნაკლებად განიცდის გარემოჭერას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 07.09.2010, 15:29 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ტრავმატიზმი

ანალურმა კონტაქტმა შეიძლება საგრძნობი ტკივილი მიანიჭოს ადამიანს, თუკი ანუსის სფინკერი არასათანადოდ არის მოდუნებული ან პენისი შეჰყავთ ძალიან სწრაფად. რამდენადაც სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი არც თუ ტენიანია და სათანადო დანოტივებას ვერ ახდენს, ფრიქციამ წვისა და ტკივილის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს. ზოგიერთ შემთხვევაში სწორ ნაწლავზე ბზარები (ნაკაწრები) ჩნდება და ანუსიდან სისხლდება იწყება.

იმ შემთხვევაში, თუ პენისი ძალიან გრძელია, სწორი ნაწლავი შეიძლება დაზიანდეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 07.09.2010, 15:34 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ინფექციური დაავადებები

ანალური სექსის დროს სხვადასხვაგვარი ინფექციური და ვენერიული დაავადების გადადების რისკი იზრდება. ამ დაავადებათა შორისაა: შიდსი, სიფილისი, ჰეპატიტი, გონორეა, ტრიქომონოზი და სხვა. ასევე მიჩნეულია, რომ ანალური სექსით უფრო იოლად ავადდება ადამიანი შიდსით, ვიდრე ვაგინალურით. გარდა ამისა, ჯანმრთელ ადამიანსაც კი სწორ ნაწლავში მიკროფლორა გააჩნია, რომელსაც საშარდე არხში მოხვედრისას ურეთრიტის გამოწვევა შეუძლია.

რეკომენდაცია, უკუჩვენება და უსაფრთხოების ზომები

- ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია პრეზერვატივის გამოყენება.
- რამდენადაც ნაწლავის მიკროფლორას არამხოლოდ ურეთრის ანთების გამოწვევა შეუძლია, არამედ ვაგინისაც, ანალურიდან ვაგინალურზე გადასვლის დროს პრეზერვატივი უნდა გამოიცვალოს, აქტის დასრულებისას კი სათანადო ჰიგიენური ღონისძიებები გატარდეს.
- ანუსში პენისის უმტკივნეულოდ მოთავსებისათვის აუცილებელია შემზეთავი საშუალების გამოყენება, მაგალითად, ვაზელინის ან ნებისმიერი სხვა ლუბრიკანტის.
- პრეზერვატივის გამოყენებისას შემზეთავი საშუალება წყალზე უნდა იყოს დამზადებული, რათა ლატექსი არ დააზიანოს.
- იმ შემთხვევაში, თუკი პენისი მეტისმეტად გრძელია, შემზღუდავი რგოლების გამოყენებაა საჭირო.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 07.09.2010, 15:35 | შეტყობინება # 5
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ქართული სამართლის პრაქტიკაში

ქართული სამართლის მიხედვით, სქესობრივ დანაშაულის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენდა მამათმავლობა, ანუ სქესობრივი კავშირი მამაკაცისა მამაკაცთან, ასევე გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი მამაკაცისა დედაკაცთან. იოანე მმარხველის თხზულებაში საუბარია ”დედათაცა თანა მამათმავლობაი, რომელსა შთავარდებიან მამაკაცნი”, რომელნიც ”ბუნებითსა მას საქმესა დაუტეობენ” და არაბუნებრივად ”აიძულებენ სიძუად უბადრუკთა მათ დედათა თანა”.

ქართული სამართალი არ იცნობს ცხოველთმავლობას, მაგრამ მოხსენებული და დაგმობილია სოდომური ცოდვები რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილებაში. ივანე ჯავახიშვილი ეხება ამ საკითხს და აღნიშნავს, რომ ”სოდომური ცოდვა, როგორც ზემოთ დასახელებული კრების მოწმობიდან ჩანს, მოდებული ყოფილა და სამღვდელოება აფრთხილებდა ქართველ ერს: ასურელთა, სპარსელთა და სომეხთა შორისაც და რომშიაც მძვიანვარებდა ეს ცოდვა და სწორედ მან დააუძლურა ეს ოდესღაც ძლიერი სახელმწიფოებიო, ამისათვის ვამცნეთ ყველასა: დიდსა და მცირესა, მდიდარსა და გლახაკსა, მეფესა და მთავარსა, აზნაურსა და მდაბიორსა, მღვდელთა და უმღვდელოთა, მოწესეთა და ერისკაცთა, ბერთა და ჭაბუკთა და შუაკაცთა, ყოველსა პატივსა და ყოველსა წესსა და ყოველსა ჰასაკსა განყენებად ამის ვნებისა”-განო, ხოლო ”ვინ ამიერთგან სოდომურ ცოდვას არ გადაეჩვევა, იმას საშინელი, სოდომურივე სასჯელი მოელის საიქიოს, სააქაო სასჯელს კი კრება არ ასახელებს. ბიზანტიაში ამ დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯა იყო დაწესებული”


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 07.09.2010, 15:36 | შეტყობინება # 6
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კულტურულ/რელიგიური შეუთავსებლობა

ქრისტიანულ ქვეყნებში ანალურ სექსს ხშირად ბუნების საწინააღმდეგო ცოდვად მიიჩნევენ (თომას აქვინელის peccatum contra naturam) ან სოდომურ ცდუნებად (შარლემანის ერთ-ერთ განკარგულებაში Sodomitica luxuria). პავლე მოციქული წერს: ”სიძვაი და ყოველი არაწმიდებაი ნუცაღა სახელ-იდებებიან ჩვენს შორის” (ეფესელთა 5,3). ქრისტიანულ რელიგიათა უმრავლესობა ანალურ სექსს ცოდვად მიიჩნევს.

ლივატი, ანუ ლოტის ხალხის ცოდვა, ოფიციალურად აკრძალულია ისლამურ სექტთა უმრავლესობაში. ყურანში არის ადგილები, სადაც მოხსენიებულია სოდომისა და გომორის ცოდვა, რასაც არაბუნებრივ სქესობრივ კავშირზე მინიშნებად მიიჩნევენ და შესაბამისად ისლამური კანონი კრძალავს მას. ანალური კავშირების მოყვარულ ადამიანებს უწოდებენ ლუტი-ს და ისინი ისეთივე კრიმინალებად მიიჩნევიან, როგორც ქურდები. ლივატი ქალთან ნაკლები ცოდვაა, ვინემ ლივატი კაცთან.

ორთოდოქსული იუდაიზმის სწავლებით ჰომოსექსუალური ანალური კავშირი ცოდვაა. იუდაიზმის კონსერვატიული, რეფორმისტული და რეკონსტრუქტივისტული განშტოებები ჰომოსექსუალობას მისაღებად მიიჩნევს, თუმცა ნაკლებად მიმღებია სოდომის. მიუხედავად ამისა, იუდაიზმი არ კრძალავს ჰეტეროსექსუალურ ანალურ კავშირს.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » რა არის სექსი?
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz