ხუთშაბათი, 28.03.2024, 19:50
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » იცით თუ არა რომ?
იცით თუ არა რომ?
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:20 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ლონდონის დაკარგული ნივთების ბიუროში ინახება 11000 საფულე, 10500 საკრედიტო ბარათი, 15000 ქოლგა, 13000 ქუდი, 11000 მობილური ტელეფონი... და ა.შ.

ეკვატორულ და სამხრეთ აფრიკაში ბინადრობენ ძუძუ მწოვრები პანგოლინები , რომლებსაც კუჭი კბილებში აქვთ

ხიროსიმასა და ნაგასაკზე ჩამოგდებულ ატომურ ბომბებს ერქვათ fat man და little boy

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს ბაქტერიები შეადგენენ..

ლოკოკინას დაახლოებით 25000 კბილი აქვს..

საჰარის უდაბნოში 1979 წლის 18 თებერვალს თოვლი წამოვიდა..

ფარშევანგის კვაერცხის მოსახარშად საჭიროა 4 საათი..

მიგელ სერვანტესი და ულიამ შექსპირი გარდაიცვალნენ ერთსა და იმავე დღეს 1616 წლის 23 აპრილს..

პილო ერთადერთი ცხოველია რომელსაც 4 მუხლი აქვს..

ძველ რომში თუ პაციენტი კვდებოდა ექიმს აჭრიდნენ ხელებს..

დინამიტს მიწის თხილისგნ ამზადებენ.

სწავლულები ვარაუდობენ ,რომ ქალები დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ტანდაბლები იქნებიან.

ევროკავშირის ახალ კონსტიტუციაში სიიცაა მითითებული თუ როგორ მოვიხმაროთ ცხოველთა ნაწლავები, შარდის ბუშტები და სხვა შიგნეულობები

უნგრელები და რუმინელები მკვდარს კისერზე ნამგალს კიდებდნენ და ისე მარხავდნენ.ნამგალი იმ შემტხვევისათვის იყო საჭირო თუ მიცვალებული საფლავიდან წამოდგომას მოინდომებდა : იგი ასე თავს მოიჭრიდა

თურმე ბეღურას უფრო მეტი კისრის მალა ჰქონია, ვიდრე ჟირაფს...

თუ 8 წელი, 7 თვე და 6 დღე იყვირებთ, თქვენ მიერ წარმოებული ენერგია საკმარისი იქნება ერთი ფინჯანი ყავის გასაცხელებლად.

თუ 6 წლისა და 9 თვის განმავლობაში განუწყვეტლივ გამოუშვებთ გაზს, მისი ენერგია გაუტოლდება ატომური ბომბის ენერგიას.

ადამიანის გულის ცემის წნევა საკმარისია სისხლის ერთ კილომეტრზე გასასროლად.

რწყილს შეუძლია საკუთარ სხეულზე 350-ჯერ მეტ მანძილზე გადახტომა. ეს იგივეა, რომ ადამიანი საფეხბურთო მოედნის სიგრძეზე დახტოდეს.

ლოქოს 27000-ზე მეტი გემოს შეგრძნება შეუძლია.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:21 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
1. კრის კოლომბუსმა “მარტო სახლში”-ს “პოსტერი” ედუარდ მუნკის “ყვირილის” მიხედვით შექმნა

2. “გაცილებით ძნელია დახატო მამალი, ვიდრე ეშმაკი, რადგან მამალი ყველას უნახავს და ეშმაკი – არავის!” – ამბობდა კონფუცი

3. “ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა იმ კაცისათვის, ვისაც მთელი სამყარო არ ყოფნიდა” – ეწერა ალექსანდრე მაკედონელის საფლავის ქვაზე


4. კითხვაზე, თუ სად ისურვებდა სიკვდილის შემდეგ მოხვედრას – ჩარლი ჩაპლინმა უპასუხა: “ერთის მხრივ

სამოთხეში, რადგან იქ კარგი კლიმატია, მაგრამ მეორე მხრივ, ჯოჯოხეთში, რადგან

იქ კარგი პუბლიკაა”

5. ერთხელ პიკასოს რესტორანში სადილობისას ფული არ აღმოაჩნდა და რესტორნის მფლობელს სადილის სანაცვლოდ თავისი ნახატი აჩუქა. რესტორნის მფლობელმა მას ნახატზე ავტოგრაფის გაკეთებაც სთხოვა, რაზედაც პიკასომ მიუგო: “მე სადილს ვყიდულობ და არა თქვენს რესტორანსო“

6. ცნობილი ამერიკელი გენერალი დუგლას მაკარტური ერთ-ერთი ბრძოლის დროს ამბობდა:“ჩვენ უკან კი არ ვიხევთ, არამედ წინ მივიწევთ სხვა მიმართულებით”

7. ლუდოვიკო XI-ს კარის ასტროლოგმა ზუსტად იწინასწარმეტყველა მეფის ფავორიტი ქალის მოწამვლა. ლუდოვიკომ მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა, ჯალათთან ერთად თავისთან მიიხმო და ირონიულად ჰკითხა: “ყველას სიკვდილს რომ წინასწარმეტყველებ, თავად შენ რამდენი დრო დაგრჩაო”. “მე თქვენზე სამი დღით ადრე მოვკვდებიო” – უპასუხა ასტროლოგმა და… გადარჩა

8. ბრიუსელის გაზეთის რედაქციაში მოვიდა წერილი: “მე გავაშენე პატარა ბაღი, რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სამწუხაროდ, ვერაფრით ვარჩევ სასარგებლო მცენარეს სარეველასგან. გთხოვთ დამეხმაროთ”. “ამოთხარეთ ყველა მცენარე თქვენს ბაღში და რომელიც ისევ ამოვა, ის იქნება სარეველა” – “ურჩია” რედაქციამ.

9. “ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია” – გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიშია

10. 1972 წელს ერთმა ახალგაზრდა ინდუსმა ჯონ ლენონს მისწერა, რომ იგი ოცნებობს, იმოგზაუროს დედამიწის გარშემო, მაგრამ არ აქვს ფული და სთხოვა დახმარება. “დაკავდი მედიტაციით და შენ შეძლებ ნახო მთელი მსოფლიო შენს წარმოდგენაში” – წერილითვე უპასუხა ლენონმა. 1995 წელს კი ინდუსმა აისრულა ოცნება და იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო იმ ფულით, რომელიც მან ლენონის წერილის გაყიდვის შედეგად მიიღო…

11. ერთმა სტუდენტმა ჰკითხა პროფესორს: “სიზმარში სულ უფრო ხშირად ვხედავ, თუ როგორ ვხდები პროფესორი. რა გავაკეთო, რომ სიზმარი ამიხდეს?” “ნაკლები უნდა იძინოთ” – მიუგო პროფესორმა

12. რუსი იუმორისტი შენდეროვიჩი ხუმრობდა: “პირველად ღმერთმა შექმნა სამყარო. დაისვენა. შემდეგ – მამაკაცი. დაისვენა. შემდეგ – კი ქალი და ამის შემდეგ არც ღმერთს და არც კაცს აღარ დაუსვენიათ”

13. ამერიკის ზოგიერთ შტატში სიკვდილმისჯილებს სიკვდილით დასჯის დროს ნემსით მომაკვდინებელი წამლის შეყვანამდე სპირტით ინექციას უკეთებენ, რათა ინფექციის შეჭრის ალბათობა აირიდონ თავიდან.

14. სპარსეთის დაპყრობისას ალექსანდრე მაკედონელი გზად ქალაქ ლამპსაკს მიადგა. ქალაქის მაცხოვრებლები შეშინდნენ და მაკედონელს მამის მეგობარი ფილოსოფოსი ანაქსიმენე მიუგზავნეს. ალექსანდრე მიხვდა, თუ რის სათხოვნელად მიდიოდა მასთან ფილოსოფოსი და შორიდანვე დაუძახა:ვფიცავ ღმერთებს, შენს თხოვანს არ შეავსრულებო. მაშინ ანაქსიმენემ ალექსანდრეს უთხრა: “მეფეო, მე გთხოვ, დაანგრიო ქალაქი!”. ალექსანდრემ ფიცი ვეღარ გატეხა და ლამპსაკი გადარჩა.

15. “?” დაბერებული “!“-ია – ამბობდა ბერნარდ შოუ

16. 112 მეტრის სიმაღლის შვედაგონის ტაძარი ბირმაში მხოლოდ იმიტომ ააგეს, რომ შიგ ბუდას თმის სამი ღერი დაესვენებინათ

17. “ყველა რელიგია დაფუძნებულია მრავალთა შიშსა და მცირეთა გამჭრიახობაზე” – აღნიშნავდა სტენდალი

18. საბერძნეთის ერთიანობის მომხრე ფილოსოფოსები მხარდაჭერის გამოსახატად გამარჯვებულ ალექსანდრე მაკედონელს ეახლნენ. მხედართმთავარმა მათ შორის ყველაზე ცნობილი – დიოგენე ვერ შენიშნა, ამიტომ გადაწყვიტა მის კასრთან თავად მისულიყო. დიოგენე გულგრილად შეხვდა მეფეს. გაკვირვებულ ალექსანდრემ ჰკითხა: როგორც ძლევამოსილ მბრძანებელს, ხომ არ შემიძლია რომ დიოგენესთვის რამე გავაკეთო?”. ამ შეთავაზების გამგონმა დიოგენემ თვალი ოდნავ გაახილა და მიუგო: რა თქმა უნდა, შეგიძლია… მიდექი გვერდზე, მზეზე მეფარები, ხომ ხედავ, ვთბები”…

19. როდესაც საფრანგეთში ლუმიერების პირველი ფილმის პრემიერა გაიმართა, ფილმის ერთ ეპიზოდში ხალხი დარბაზიდან გაიქცა, რადგან ეგონათ რომ ეკრანისკენ მომავალი მატარებელი დარბაზში გადმოვიდოდა და მათ დააზიანებდა.

20. უოლტ დისნეიმ პირველი სრულმეტრაჟიანი მულტფილმისათვის “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, ძირითად ოსკართან ერთად, შვიდი მცირე ზომის ოსკარიც მიიღო.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:22 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
1) თუ შენ ხარ ერთ-ერთი მილიონიდან ჩინეთში იქ ზუსტად შენი ასაკის 1300 ადამიანია

2) ჩინეთი მალე გახდება ყველაზე დიდი ინგლისურენოვანი ქვეყანა.

3) ინდოეთის მოსახლეობის 25% რომლებსაც აქვთ უმაღლესი IQ შეფასება უფრო მეტია ვიდრე ამერიკის მთელი მოსახლეობა.

4) 2010 წლის ყველაზე მოთხოვნადი 10 სამუშაო 2004 წელს არ არსებობდა.

5) ამერიკაში დაქორწინებული 8 წყვილიდან 1 წყვილი ერთმანეთს შეხვდნენ.

6) Myspace-ზე 200 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელია.

7) Myspace რომ ქვეყანა იყოს იგი ფართობით მსოფლიოში მეხუთე ადგილზე იქნებოდა (ინდონეზიასა და ბრაზილიას შორის).

8) #1 ქვეყანა ინტერნეტის მოხმარების მიხედვით არის ბერმუდა, #19 აშშ და #22 იაპონია.

9) ყოველ თვე გუგლეში 31 მილიარდი მძებნელი შედის.

10) პირველი მესიჯი გაიგზავნა 1992 წლის დეკემბერში.

11) დღესდღეობით მსოფლიოში გაგზავნილი მესიჯების რაოდენობა უტოლდება პლანეტის მთლიან მოსახლეობას.

12) 1984 წელს მსოფლიოში 1000 კომპიუტერი იყო. 1992 წელს 1 000 000. 2008 წელს კი 1 000 000 000.

13) ინგლისურ ენაში 540 000 სიტყვაა.

14) ცოდნა ტექნიკური ინპორმაციის შესახებ ყოველ ორ წელიწადში ორმაგდება.

15) ეს კი იმას ნიშნავს რომ სრუდენტებმა, რომლებიც გადიან 4 კურსიან სწავლებას, რაც პირველ კურსზე ისწავლეს უკვე მესამე კურსზე გაუპასურებული იქნება.

16) ერთ წუთში 694000 სიმღერა იწერება არალეგალურად ინტერნეტიდან.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:23 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

სასტუმრო კოსმოსში 2012 წელს გაიხსნება, ბილეთები შეგიძლიათ ახლავე დაჯავშნოთ.

კლიენტებს საშუალებას მისცემს კოსმოსში 80 წუთში ავიდნენ და 15 მზის ამოსვლა და ჩასვლა ნახონ დღეში. რათქმაუნდა უფრო ძვირი ეღირება ოთახები ჩვენი პლანეტის ხედით. ეს სიამოვნება სულ რაღაც $4.4 მილიონი (აშშ) ეღირება და ამ ფასად კოსმოსში 3 დღე-ღამეს გაატარებენ.
სანამ კლიენტები კოსმოსში ავლენ ისინი გაივლიან 8-კვირიან ვარჯიშს. სასტუმროში მომსახურე პერსონალი არ იქნება. იქ მხოლოდ ავსტრონავტი პილოტები იქნებიან. კომპანიამ ამ პროექტში $3 მილიარდი დოლარი ჩადო და უკვე 43 კლიენტი ჰყავს. ისინი თვლიანრომ მალე კოსმოსური ტურიზმი პოპულალური გახდება და ჩადებულ თანხასაც მალევე ამოიღებენ.

მიმაგრება: 8288153.jpg (17.5 Kb) · 8095276.jpg (23.7 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:25 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ყველა სრულიადში რათა ნახოთ Google-ს ეშმაკობები

1.ჩავწეროთ xx-bork და დავაჭიროთ ღილაკს "ბედს მივენდობი" ან "I’m Feeling lucky"

2. xx-klingon

3.xx-piglatin

4.xx-hacker

5.xx-clmcr

6.google bsd

7.google linux

8. google easter egg

9.google scholar

10. google suggest

11. early google

12.elgoog

13.google moms

14.google blog search

15.google heart page

16. google mentalplex

17. google zeitgeist

18. google holiday

19.google circa

20. google gothic biggrin

მიმაგრება: 4720044.jpg (41.8 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:26 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ერთერთმა გერმანელმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა კარენ ვეზერბმა აღმოაჩინა, რომ ქალის მკერდის თვალყურის დევნება 10 წუთის განმავლობაში უდრის 30 ცუთიან ვარჯიშს სპორტ დარბაზში.
ამ კარენის სამეცნიერო გუნდის წევრები 5 წელი აკვირდებოდნენ 200–მდე მამაკაცს, რომელნიც სიამოვნებას იღებდნენ ქალის მკერდის ყურებით და აღმოაჩინეს რომ ამ მამაკაცებს სხვებისგან განსხვავებით გაცილებით უფრო დაბალი BP და გაცილებით მშვიდი პულსი (ECG) აქვთ.
ექიმი კარენ ვეზერბი, რომელმაც ჩაატარა ეს აღმოჩენები, დაწერა რომ, ქალის მკერდის ყურება და საერთოდ სექსუალური აგზნებულობა აუმჯობესებს გულის ცემას და ჰემო ცირკულაციას. ასევე ქალის მკერდის ყურება მამაკაცის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. სულ რამოდენიმე წუთით ქალის მკერდის ყურება ყოველ დღე ამცირებს გულის შეტევის რისკს ორჯერ. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან რომ საშუალო სტატისტიკური მონაცემების თანახმად ქალის მკერდის ყურებით კაცმა შეიძლება სიცოცხლე 5-7 წლით გაიხანგრძლივოს!

მიმაგრება: 6551868.jpg (39.3 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:27 | შეტყობინება # 7
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
>> ეროტიული ლიტერატურის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა, რომელიც 25400 ტომისგან შედგება, ვატიკანში ინახება.
>> მსოფლიოში ყველაზე დიდი ადმინისტრაციული შენობა პენტაგონია.
>> აშშ-ში ჯორჯ ვაშინგტონის სახელს ატარებს: 7 მთა, 8 მდინარე, 120 ქალაქი და დასახლებული პუნქტი.
>> მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული მდინარეა რაინი.
>> ნორმალური ადამინი 7 წუთში ახერხებს დაძინებას.
>> დედამიწაზე ყოველდღიურად 27 ტონა კოსმოსური მტვერი ცვივა.
>> არწივი 22 სახელმწიფოს გერბზეა გამოსახული, ხოლო ლომი-29 - ზე.
>> ბაბილონის გოდოლის ასაგებად 85 მილიონი აგური გამოიყენეს.
>> პირველი კარუსელი 1766 წელის ზაფხულში, პეტერბურგში დაამონტაჟეს.
>> ამერიკა წელიწადში 18 მილიონზე მეტს ხარჯავს ნარკობარონების წინააღმდეგ ბრძოლაში.
>> ალ კაპონეს 215 მკვლელობაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
>> XX საუკუნეში, ფრანგები მილიონერებს "ტუზებს" ეძახდნენ.
>> ყოველ წუთს მსოფლიოში 27 529 124 ლიტრი ლუდი ისმება.
>> ავსტრალიაში 57 000 000 კენგურუ ცხოვრობს.
>> იაპონია, აშშ-ის ტერიტორიის 3% -ს შეადგენს. ხოლო მთელი იაპონიის მიწა ორჯერ მეტი ღირს, ვიდრე მთელი ამერიკა.
>> ბეღურას კისერზე ორჯერ მეტი მალა აქვს, ვიდრე ჟირაფს;
>> სპილოს ერთი ეშვისაგან მზადდება კლავიშები 15 როიალისთვის;
>> დედამიწა ყველაზე სწრაფად აგვისტოში ბრუნავს, ყველაზე ნელა-მარტსა და აპრილში;
>> საფრანგეთის პრეზიდენტს შარლ დე გოლს 1944 წლიდან 1966 წლამდე 30-ჯერ დაესხნენ თავს, მაგრამ ყველა ჯერზე ტერორისტებს ხელი მოეცარათ;
>> ყველაზე დიდი მიწისძვრა 1556 წლის 2 თებერვალს ჩინეთში, შანსის და ხენანის პროვინციაში მოხდა. მაშინ 830 000 ადამიანი დაიღუპა.
>>თმის საშრობი ფენი 115 წლის წინ ფრანგმა ალექსანდრე გოფროუმ გამოიგონა.
>>ადამიანს თავზე თმა წლის განმავლობაში 15 სმ-ით ეზრდება.
>>ბეღურა საშუალოდ 30 გრამს იწონის. მისი სხეულის ტემპერატურა 44 გრადუსია. წუთში 1000 ჩასუნთქვას აკეთებს და მისი პულსი წუთში 860 დარტყმას აკეთებს.
>>დღე-ღამის განმავლობაში ფრჩხილი 0.33 სმ-იტ იზრდება.
>>თეთრი დათვები ცაციები არიან.
>>დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული მინერალი კვარცია.
>>პერუს დედაქალაქი ლიმა ოკეანის ნაპირზეა გაშენებული. მიუხედავად ამისა, ქალაქში თითქმის არ წვიმს. ამიტომ ლიმელები არ ხმარობენ ქოლგას და მათ სახლებს არ აქვთ საწვიმარი მილი.
>>ბუნებრივად ქერათმიან მანდილოსნებს თავზე 140 000 თმის ღერი აქვთ; შავგვრემნებს - 110 000.
>>60 წლის ადამიანები 50% გემოს შეგრძნებას კარგავს.
>>ამერიკელების მხოლოდ 55-მა პროცენტმა იცის რომ მზე ვარსკვლავია.
>>როდენის "მოაზროვნე" იტალიელი პოეტის დანტეს პორტრეტია.
>>საფარაში ყოველწლიურად 160 000 მირაჟი ჩნდება.
>>ბალტიის ზღვას ადრე ქარვის ზღვა ერქვა, რადგანაც ეს მინერალი მრავლად მოიპოვებოდა მასში.
>>რაც უფრო ცუდ პირობებში იზრდება და ხარობს ყავა მიტ უფრო გემრიელია მისი ნაყოფი.
>>ალასკის დროშა 13 წლის ბიჭმა შექმნა.
>>ადამიანის ტვინის 89% წყალია.
>>მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი იმდენ ნერწყვს გამოყოფს, რომ ორ დიდ აუზს გაავსებდა.
>>ვაშლის არაყს კალვადოსი ქვია.
>>ადამიანს ცხვირი მტელი სიცოცხლის მანძილზე ეზრდება.
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:27 | შეტყობინება # 8
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
იხვის ყიყინს არ აქვს ექო (რატომ არავინ არ იცის)
———————————————————————————————————
სპილო არის ერთადერთი ცხოველი რომელსაც არ შეუძლია ხტომა
———————————————————————————————————
ორგანიზმის ყველაზე ძლიერი კუნთი არის ენა
———————————————————————————————————
სტასისტიკურად ადამიანს ობობის უფრო მეტად ეშინია ვიდრე სიკვდილის
———————————————————————————————————
ყველა თეთრი დათვი არის ცაცია
———————————————————————————————————
ნიანგს არ შეუძლია ენის გამოყოფა
———————————————————————————————————
პეპელას ფეხებში აქვს გემოს გრძნობა.
———————————————————————————————————
ტარაკანას შეუძლია იცოცხლოს 9 დღე თავის გარეშე. (ისიც იმიტომ მოკვდება რომ საჭმელს ვერ შეჭამს)
———————————————————————————————————
თვალ ღია ვერასდროს ვერ დააცემინებ
———————————————————————————————————
გულის კუნთებს, იმდენად დიდი ძალა აქვს რომ, შეუძლია სისხლი გადაასხას 10 მეტრზე.
———————————————————————————————————
111,111,111 რომ გავამრავლოთ 111,111,111 მივიღებთ: 12345678987654321
———————————————————————————————————
ტომას ედისონს (მაგან გამოიგონა ნათურა) სიბნელის ეშინოდა
———————————————————————————————————
ნიანგი საკუთარ შვილსაც ჭამს, მაგრამ ერთი ჯიშის ჩიტს არაფერს არ უშავებს მიუხედავად იმისა რომ ის მის კბილებში იჩიჩქნება.
———————————————————————————————————
ზამთარში ნიანგი ქვებს ყლაპავს რომ როცა ძინავს წყლის ფსკერზე – ზედაპირზე არ ამოტივტივდეს.
———————————————————————————————————
საფრანგეთში და კალიფორნიაში 18 წლამდე აკრძალულია მზის აბაზანები.
———————————————————————————————————
ამერიკაში დაშვებულია მოსამართლემ გამოიძახოს ძაღლი როგორც მოწმე.
———————————————————————————————————
“Reastaurant” -არის სიტყვა რომელსაც ყველაზე ხშირად წერენ შეცდომით საძიებო სისტემებში.
———————————————————————————————————
მობილური ტელეფონის შესაქმნელად საჭიროა 75 კილოგრამი დაუმუშავებელი მასალა.
———————————————————————————————————
პაბლო პიკასოს სრული სახელი იყო ასეთი: “Pablito Diego Jose Santiago Francisco de Paula Juan Nepomuceno Crispin Crispiniano de los Remedios Cipriano de la Santisima Trinidad Ruiz Blasco y Picasso Lopez.”
———————————————————————————————————
ციფრი “0″ გამოიგონეს ინდოეთში მეხუთე საუკუნეში, მაშინ როდესაც ევროპაში რომაული ციფრები გამოიყენებოდა და ძალიან უძნელდებოდათ ანგარიში.
———————————————————————————————————
“Volks-Wagen”- ნიშნავს ხალხის მანქანას და მის შექმნას ხელი შეუწყო ადოლფ ჰიტლერმა, ამ მარკის მანქანებს თავიდან ეწოდებოდა “Beetle”
———————————————————————————————————
ჰავაური ენის ანბანში მხოლოდ 12 ასოა: a, e, i, o, u, h, k, l, m, n, p და w.
———————————————————————————————————
Yahoo იშიფრება როგორც “Yet Another Hierarchical Officious Oracle” ანუ ქართულად “კიდევ ერთი იერარქიული აბეზარი წინასწარმეტყველება”.
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:28 | შეტყობინება # 9
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

საინტერესო ფაქტები ძილზე:

1. უსინათლოები “ხედავენ” სიზმრებს
ადამიანებს, რომლებმაც მხედველობა დაბადების შემდეგ დაკარგეს, შეუძლიათ სიზმრების ნახვა სურათების სახით. დაბადებიდან უსინათლოები ვერ ხედავენ სურათებს, თუმცა, მათი სიზმრები სავსეა სუნებით, ხმებით და სხვა შეგრძნებებით.

2. ჩვენ გვავიწყდება სიზმრების 90%
გაღვიძებიდან 5 წუთის შემდეგ ჩვენ უკვე ჩვენი სიზმრების ნახევარიც კი არ გვახსოვს, 10 წუთის შემდეგ კი მათ 10%–საც ძლივსღა თუ გავიხსენებთ. ცნობილია შემთხვევები, როდესაც პოეტები, მწერლები და მეცნიერები ხედავდნენ სიზმრებს, სადაც შესაბამისად წერდნენ ლექსს, პროზას ან იგონებდნენ ახალ მეცნიერულ თეორიას. მათ ნამდვილად გაუმართლა, ვისაც ლოგინთან ახლოს პასტა და ფურცელი აღმოაჩნდა. სწორედ სიზმრების დამსახურებაა სემუელ კოლდრიჯის “კაბულა ხანი”, მერი შელის ფრანკენშტეინი და ასევე მენდელეევის ცნობილი ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა.

3. სიზმრებს ხედავს ყველა გამონაკლისის გარეშე.
ყველა ადამიანი (გამონაკლისს მხოლოდ ავადმყოფები წარმოედგენენ რომლებსაც ფსიქიკასთან სერიოზული პრობლემები აქვთ) ხედავს სიზმრებს, თუმცა ქალები და კაცები სიზმრებს სხვადასხვანაირად ხედავენ. მამაკაცებს ძირითადად თავიანთი სქესის წარმომადგენლები ესიზმრებათ, ქალები კი ორივე სქესის წარმომადგენლებს დაახლოვებით ერთნაირი პროპორციებით ხედავენ.

4. სიზმრები ფსიქოზის განვითარებას უშლიან ხელს
ცოტა ხნის წინ, მეცნერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: საცდელ ობიექტებს საშუალებას აძლევდნენ ეძინათ დღეში 8 საათი, მაგრამ სიზმრის საწყის სტადიაში აღვიძებდნენ. სამი დღის შემდეგ, მონაწილეებს უჭირდათ ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრირება, აღენიშნებოდათ ჰალუცინაციები, აუხსნელი გაღიზიანება და ფსიქოზის პირველადი ნიშნები. როდესაც მათ, საბოლოოდ მისცეს საშუალება ენახათ სიზმრები, მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ტვინი წინა დღეებში სიზმრების ნაკლებობის კომპენსირებას ახდენდა ორგანიზმის სწრაფი ძილის ფაზაში ყოფნის უფრო ხანგრძლივი დროით ვიდრე მანამდე.

5. ჩვენ გვესიზმრება მხოლოდ ის, რაც ვნახეთ.
ჩვენ სიზმრებში ხშირად ვხედავთ უცხო ხალხს, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს, რომ ჩვენი გონება ამ ხალხს არ იგონებს. ეს რეალური ხალხის სახეებია, მათი, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში შეგვხვდნენ, მაგრამ ჩვენ ისინი არ გვახსოვს.

6. ყველას არ შეუძლია ფერადი სიზმრების ნახვა
იმ ხალხის, რომლებსაც ხედვა შეუძლიათ, დაახლოვებით 12% ხედავს მხოლოდ შავ–თეთრ სიზმრებს. დანარჩენები სიზმრებს ფერებში ხედავენ. არსებობს სიზმრების რამდენიმე ტიპური ჯგუფი, რომელსაც ხედავს ყველა, გამონაკლისის გარეშე: სიტუაციები სკოლაში, ან სამსახურში, დევნისგან თავის დაღწევის მცდელობა, ადამიანის სიკვდილი, კბილების ცვენა, ფრენა, გამოცდაზე ჩაჭრა, ავარიები და ა.შ.

7. სიზმრებს არ აქვთ პირდაპირი აზრი ან დატვირთვა.
ჩვენი ქვეცნობიერი იყენებს ნიშნების და სიმბოლოების ენას. ამიტომაც არ ღირს ყველა სიზმრის, ყველაზე ლოგიკურის და მდიდარი სიუჟეტის მქონეს, პირდაპირ გაგება. ქვეცნობიერი ჩვენ სიგნალებს გვიგზავნის და არა მკვეთრ გამოსახულებას.

8. ყოფილი მწეველები უფრო მკვეთრ სიზმრებს ხედავენ
ყოფილი მწეველები უფრო სავსე და რეალურ სიზმრებს ხედავენ, ვიდრე დანარჩენები. ყველაზე ხშირად, ისინი ხედავენ რომ ისევ დაიწყეს მოწევა და თავს დამნაშავედ გრძნობენ.

9. გარე გამაღიზიანებლები მოქნედებენ ჩვენ სიზმრებზე
ყოველ ჩვენთაგანს ერთხელ მაინც განუცდია ეს თავის თავზე: ქვეცნობიერი ფიზიკურ შეგრძნებას, რომელსაც მოცემულ მომენტში განვიცდით, სიზმრის ნაწილად გარდაქმნის. ადამიანები, რომლებიც წყურვილს განიცდიან, ქვეცნობიერი წყლიანი ჭურჭლის გამოსახულებებს “უგდებს”. ისინი ცდილობენ დალიონ წყალი (სიზმრაში რათქმაუნდა), ისევ განიცდიან წყურვილს და ისევ ხედავენ წყალს და ა.შ. მანამ, სანამ არ გაეღვიძებათ და არ მიხვდენიან, რომ მართლა სწყურიათ. ამ გზით ქვეცნობიერი “გვკრანახობს”, რომ უნდა გავიღვიძოთ.

10. ძილის დროს პარალიზებულნი ვართ
გინდა დაიჯერეთ, გინდა _ არა, მაგრამ ჩვენი სხეული პრაქტიკულად პარალიზებულია ძილის დროს, ძირითადად იმისთვის, რომ სხეულმა არ გაიმეორის მოძრაობები, რომლებიც სიზმარში ხდება.

11. ადამიანი არ ხედავს სიზმარს იმ მიმენტში, როცა ხვრინავს

12. პატარა ბავშვები სიზმარში საკუთარ თავს 3 წლის ასაკამდე არ ხედავენ. 3–დან 8 წლამდე, ბავშვები იმაზე მეტ კოშმარს ხედავენ, ვიდრე უფროსები მთელი ცხოვრების განმავლობაში.

13. თუ თქვენ სწრაფი ძილის სტადიაში გაგაღვიძებენ, სიზმარი დეტალებში დაგამახსოვრდებათ.

მიმაგრება: 2068685.jpg (15.6 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:29 | შეტყობინება # 10
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
იცით რატომ სწყურია ადამიანს?
წყურვილი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. სუსტი წყურვილი დაკავშირებულია ნერწყვის მცირე გამოყოფასთან და ყლაპვის მოთხოვნილებასთან. ძლიერი წყურვილის დროს წყდება ნერწყვის გამოყოფა, პირი და ყელი შრება. ხანგრძლივი წყურვილი მოქმედებს საერთო განწყობილებაზე. იწვევს პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის გაწითლებას, თვალების გაწითლებას და წვას, სახის გახურებას, ძნელდება ყლაპვა, იხლიჩება ხმა, ხშირდება მაჯისცემა, იკარგება მადა, თავს იჩენს დაღლა. მოგვიანებით ძლიერდება ორგანიზმის აგზნებადობა, იწყება ჰალუცინაციები, ციებ-ცხელება, ბოდვა, ამას მოსდევს გრძნობის დაკარგვა და ბოლოს საშინელი ტანჯვით სიკვდილი.

წყურვილის მიზეზია სისხლში მინერალური მარილებისა და ორგანული ნივთიერებების ჭარბი დაგროვება. უფრო ხშირად ამას იწვევს ორგანიზმში დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვა.

ორგანიზმის ნორმალური დღიური მოთხოვნილება 2-3 ლიტრ წყალს უდრის. წყალი გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან (საშუალოდ 1,5 ლიტრი დღე-ღამეში) და განავალთან (0,2 ლიტრი) ერთად, აგრეთვე ორთქლის სახით სუნთქვის დროს (დაახლოებით 0,43 ლიტრი დღე-ღამეში). წყლის მუდმივი დაკარგვა აუცილებელს ხდის სითხის ხელახლა მიღებას.

ცხელ, მშრალ უდაბნოებში შეიძლება დიდი რაოდენობით წყალი დაკარგოს ორგანიზმმა (უმთავრესად ოფლის სახით), რომ აუცილებელი გახდეს დღეში 12 ლიტრი წყლის მიღება.

ცხელ ქვეყნებში ძლიერი ოფლის გამოყოფა, რომელიც საათში 0,9 ლიტრს უდრის, იწვევს არა მარტო წყლის დაკარგვას, არამედ მინერალური მარილების დაკარგვასაც. ეს თავის მხრივ ძალიან აძნელებს ორგანიზმში წყლის შენარჩუნებას, რის შედეგად უფრო მეტად იზრდება ოფლის დენა, წყურვილის მოკვლა კი არ ხერხდება. ამ შემთხვევაში წყალს მარილს უმატებენ.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:29 | შეტყობინება # 11
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მეცნიერები გაარკვევენ რატომ ბერდებიან ადამიანები
ამერიკელი მეცნიერები დაბერების საიდუმლოს ამოხსნას 17 წლის გოგონას გენების გაშიფვრით შეეცდებიან, რომელიც გონებრივად და ფიზიკურად ჩამორჩენილია, არ იზრდება და ერთი წლის ბავშვის აზროვნება აქვს, – წერს გაზეთი The Sunday Times.
ამერიკელი ბრუკ გინბერგი სულ 7 კილოგრამს იწონის და 75 სმ სიმაღლისაა. მას ლაპარაკი არ შეუძლია და სარძევე კბილებიც არ მოუცვლია. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ბავშვს ჰგავს, მისი ცალკეული შინაგანი ორგანოები ბერდება და მას ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს.
გოგონას დნმ-ის გამოკვლევისას ექიმებმა დაასკვნეს, რომ პრობლემა იმ გენშია, რომელიც ადამიანს ნორმალური განვითარების საშუალებას უნდა აძლევდეს. გოგონას მამა თანახმაა, ბავშვის გამოკვლევა გაგრძელდეს, მედიკოსებს კი იმედი აქვთ, რომ გაარკვევენ, რატომ ბერდებიან ადამიანები.
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:30 | შეტყობინება # 12
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
1.მეცნიერები ამბობენ რომ,რაც უფრო მაღალია ჩვენი ინტელექტის მაჩვენებელი,მით უფრო მრავალფეროვანია ჩვენი სიზმრები

2.ყველაზე დიდი უჯრედი ქალის სხეულშია არის კვერცხუჯრედი,ხოლო ყველზე პატარა უჯრედი კაცის სხეულში,სპერმატოზოიდი

3.ჩვენ ვსარგებლობთ 200 კუნთით რომ გადავდგათ ერთი ნაბიჯი

4.საშუალო სიმაღლის ქალი 5 დიუმით დაბალია საშუალო სიმაღლის კაცზე

5.ადამიანის წყვილი ფეხი შეიცავს 250.000 საოფლე ჯირკვალს

6. სავსე შარდის ბუშტი არის რბილი ბურთის წონა

7.ადამიანის ტვინი 5-ჯერ დაიტევს იმდენ ინფორმაციას რამდენიც არის ყველაზე დიდ ენციკლოპედიაში

8.საჭმლის მოხვედრას პირის ღრუდან მუცელში 7 წამი სჭირდება

9.საშუალოდ ადამიანის სიზმარი გრძელდება 2-3 წამი

10.თითოეულ თქვენს ფეხზე ტრილიონი მიკროორგანიზმია

11. ჩვენი სხეული იძლევა იმდენ სითბოს 30 წუთში,რომ აადუღოს ერთი გალონი წყალი

12. ჩვენს კბილებში მდებარე მინანქარი ყველაზე მძიმე ნივთიერებაა მთელს სხეულში

13.კბილების ზრდა იწყება დაბადებიდან 6 თვით ადრე

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:30 | შეტყობინება # 13
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
1.The beatles-ების სიმღერებში სიტყვა "სიყვარული" 613-ჯერაა გამოყენებული

2.სალვადორ დალიმ გამოიგონა chupa chupsis ლოგო

3.კოალას დღეში 22 საათი სძინავს

4.ავტომობილი "ჟუკი" ჰიტლერის იდეა იყო

5.ზღვის ვარსკვლავს ტვინი არ გააჩნია

6.ნაციონალურ დროშებში ყველაზე გავრცელებული ფერი არის წითელი

7.სავსებით შესაძლებელია სიცილისგან გამოწვეული სიკვდილი

8.კატები ტკბილს არ ჭამენ

9.ყველაზე ხშირი მკვლელობები ხდება ორშაბათობით

10.ჰიტლერი იყო ვეგეტარიანელი

11.არტურ კონან დოილის ნაწარმოებში შერლოკ ჰოლმსს არასდროს უთქვამს: " ელემენტარულია Watson "

12."OK" ყველაზე პოპულარული სიტყვაა

13.მემარჯვენეები უფრო დიდხანს ცხოვრობენ ვიდრე მემარცხენეები

14.ფილმი "ტიტანიკი" უფრო მეტი დაჯდა ვიდრე თვითონ გემი

15.ერთი ღერი სიგარეტი 5 წუტის სიცოცხლეს სპობს

16.შეშინებული ადამიანი უკეთესად ხედავს

17.ესკიმოსების ენაში სიტყვა "გუშინ" არ არსებობს

18.ტიბეტელ მანახებს ფეხზე დგომით ძილი შეუძლიათ

19.ლიმონს უფრო მეტი შაქარი აქვს ვიდრე მარწყვს

20.ცისფერი არის ყველაზე წყნარი ფერი

21.ღორებს შეუძლიათ მზისგან გარუჯვა

22.ოკლაჰამაში საზამთრო ბოსტნეულად ითვლება

23.ახალდაბადებული კენგურუ კოვზზე ეტევა

24.კოკა-კოლა მწვანე იქნებოდა საღებავს რომ არ ურევდნენ

25.ტვინის 80% წყალია

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:31 | შეტყობინება # 14
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
1. ცელის ერთი მოსმით მოთიბულ ბალახს ნაფთევი ჰქვია

2. პუდელის ჯიშის ძაღლებს ძველად იხვებზე სანადიროდ იყენებდნენ

3. ჟაკლინ კენედის ქალიშვილობის გვარი არის ბუვიე

4. ფრანგ ჟანდარმებს მეტსახელად პინგვინებს ეძახიან

5. ჰოლივუდის ვარსკვლავმა კეტრინ ჰეპბერნმა კარიერაში (Katherine Hepburn; 1907-2003) 4 ოსკარი მოიპოვა, აქედან სამი 60 წელს გადაცილებულმა
6. არქიტექტორთა დაგეგმარებით ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიას, რომელიც ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში მდებარეობს, თვითმფრინავის ფორმა აქვს

7. ქართულად წერა–კითხვა ილია ჭავჭავაძეს სოფლის დიაკვანმა ასწავლა

8. ბიბლიური პერსონაჟები წვერს მხოლოდ გლოვის ნიშნად იპარსავდნენ

9. აბჯრის ქვეშ ჩასაცმელ დაბამბულ პერანგს ხიფთანი ჰქვია

10. თამაშს, რომლის დროსაც წინასწარ მოცემულ რითმებზე ლექსებს წერენ და ასე ეჯიბრებიან ერთმანეთს, ბურიმე ეწოდება

11. ბრიტანელი მოსამართლეებისათვის პარიკებს დღესაც ცხენის ძუისგან ამზადებენ

12. XIX საუკუნეში ჰომოსექსუალისტებს მწვანეებს ეძახდნენ

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:31 | შეტყობინება # 15
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
1.ბერძენი ექიმი ჰიპოკრატე ღვინოს მედიკამენტის სახით იყენებდა ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიცაა ფაღარათი, ლეთარგია და ტკივილი მშობიარობისას.

2.მეფე ერეკლე II-ს სამი ქორწინებიდან ცამეტი ვაჟი და ათი ქალიშვილი ჰყავდა…

3.პარტენოფობია არის ქალწულობის დაკარგვის შიში…

4.მიგელ სერვანტესი და ულიამ შექსპირი გარდაიცვალნენ ერთსა და იმავე დღეს 1616 წლის 23 აპრილს..

5.ძველ რომში თუ პაციენტი კვდებოდა ექიმს აჭრიდნენ ხელებს.

6.თუ 8 წელი, 7 თვე და 6 დღე იყვირებთ, თქვენ მიერ წარმოებული ენერგია საკმარისი იქნება ერთი ფინჯანი ყავის გასაცხელებლად.

7.ღორს ორგაზმი ნახევარ საათს უგრძელდება.

8.კედელზე თავის რტყმისას საათში 150 კალორია იწვება.


9.ზოგიერთი ლომი სქესობრივ კავშირს დღეში 50-ზე მეტჯერ ამყარებს.

10.პეპლები გემოს ფეხებით შეიგრძნობენ.


11.ცაციები საშუალოდ მემარჯვენეებზე ცხრა წლით ნაკლებს ცოცხლობენ.

12.სპილო ერთადერთი ცხოველია, რომელსაც ხტუნვა არ შეუძლია.


13.ლოქოს 27000-ზე მეტი გემოს შეგრძნება შეუძლია.

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » იცით თუ არა რომ?
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz