პარასკევი, 29.03.2024, 11:30
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » ___შავიზღვისპირა ქალაქები___
___შავიზღვისპირა ქალაქები___
ნინთარიღი: ოთხშაბათი, 30.06.2010, 11:13 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დაწერეთ ყველა ქალაქზე, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარეობს და შევუქმნათ ერთმანეთს მეტი წარმოდგენა მათზე biggrin biggrin

___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 30.06.2010, 12:14 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დავიწყებ ქობულეთით biggrin

მშვენიერი,პატარა და ლამაზი ქალაქია,მე მომწონს, 2 ძირითადი ქუჩაა ქობულეთში: ლენინი და რუსთაველი,ასე რომ პირველადაც რომ იყოთ და ძალიანაც რომ გინდოდეთ არ დაიკარგებით smile


http://seaman.ge
 
ნინთარიღი: ოთხშაბათი, 30.06.2010, 12:22 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კიბატონო... იყოს ქობულეთი...

ქობულეთი

ქობულეთი – ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 5 მ.

ისტორია

ქობულეთი XVII-XIX საუკუნეებში წარმოადგენდა თავდგირიძეების რეზიდენციას და შედიოდა ხან გურიის სამთავროს, ხან ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. ოსმალების ბატონობის დროს ქალაქს ეწოდა თურქული სახელი Çürüksu. XIX საუკუნის ბოლოს რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, ქობულეთი, ისევე როგორც მთელი აჭარა რუსეთის იმპერიამ დაისაკუთრა. ქობულეთმა ქალაქის სტატუსი მიიღო 1944 წელს.

ტურიზმი

ქობულეთი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქის კლიმატი რბილი სუბტროპიკულია. ქობულეთი საბჭოთა კავშირში რეგიონალური მნიშვნელობის კურორტად ითვლებოდა. ფუნქციონირებდა სანატორიუმები და პანსიონატები, რომელთა უმრავლესობა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. უკანასკნელ ათწლეულში განსაკუთრებით გაიზარდა ქობულეთის პოპულარობა რადგანაც ის გახდა აფხაზეთის საკურორტო ზონის ალტერნატივა. ზაფხულობით ქობულეთში ყოველწლიურად 100 000-მდე ტურიტი სტუმრობს.

ინფრასტრუქტურა

ქობულეთში გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ბათუმი-ფოთი (ს-2). ქალაქში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე.

ქალაქში არის ჩაის, საკონსერვო და სხვა მცირე საწარმოები; ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენცია; 11 მართლმადიდებლური ეკლესია, 2 მეჩეთი, 4 პარკი და 15 სასტუმრო.

პიროვნებები

ქალაქში დაიბადნენ:
ჯანო ანანიძე — ფეხბურთელი, მოსკოვის "სპარტაკისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.

კიდევ თუ რამე იცით დაამატეთ... dry


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » ___შავიზღვისპირა ქალაქები___
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz