სამშაბათი, 19.03.2024, 08:14
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ კომპიუტერი, ინტერნეტი და პროგრამირება ☜♡☞ » ვისწავლოთ PHP
ვისწავლოთ PHP
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 17:57 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
PHP შესავალი

რა უნდა ვიცოდეთ?

სანამ ჩვენ დავიწყებთ php-ს შესწავლას, ჩვენ უნდა ვიცოდეთ შემდეგი :
- HTML / XHTML
- ცოტაოდენი სხვადასხვა სკრიპტები

რა არის PHP?

- PHP იშიფრება, როგორც, Hypertext Preprocessor(ჰიპერტექსტული პრეპროცესორი)
- PHP არის სერვერული სკრიფტინგის ენა, როგორც ASP
- PHP სკრიფტები მუშაობენ სერვერზე
- PHP უზრუნველყოფს მრავალ მონაცემთა ბაზას (MySQL, Informix, Oracle, Sybase, Solid, PostgreSQL, Generic ODBC და ა.შ.)
- PHP არის ღია პროგრამული საშუალება (OSS)
- PHP - ს გადმოწერა და მოხმარება სრულიად უფასოა

რა არის PHP ფაილი?

- PHP ფაილები შეისაძლოა შეიცავდნენ ტექსტს, HTML ტეგებს და სკრიფტებს
- PHP ფაილები ბრუნდებიან ბრაუზერში, როგორც უბრალო HTML
- PHP ფაილებს აქვთ შემდეგი გაფართოებები : ".php", ".php3", ".php4", ".php5", ან ".phtml"

რა არის MYSQL?

- MySQL არის მონაცემთა ბაზის სერვერი
- MySQL იდეალურია დიდი და პატარა პროგრამებისათვის
- MySQL უზრუნველყოფს სტანდარტულ SQL-ს
- MySQL ეშვება პლადფორმების ნომრებზე
- MySQL-ის გადმოწერა და მოხმარება სრულიად უფასოა

PHP + MYSQL

- PHP და MySQL ერთად არის კროს-პლათფრომა (რაც იმას ნიშნავს რომ, ჩვენ შეგვიძლია დავაპროგრამოთ Windows-ზე და ვამუშავოთ Unix ფლათფრომაზე)

 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 17:59 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რატომ PHP?

- PHP ეშვება სხვადასხვა პლათფორმაზე(Windows, Linux, Unix და ა.შ.)
- PHP ეშვება თითქმის ყველა იმ სერვერზე, რაც დღეს-დღეობით გამოიყენება(Apache, IIS და ა.შ.)
- PHP სწავლა საკმაოდ ადვილია

როგორ დავიწყოთ?

- დავაყენოთ Apache server, Windows-ზე, ან Linux -ზე
- დავაყენოთ PHP , Windows-ზე, ან Linux -ზე
- დავაყენოთ MySQL , Windows-ზე, ან Linux -ზე

 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 18:01 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
PHP INSTALL

რა გვჭირდება?

ეს ტუტორიალი არ გვასწავლის, თუ, როგორ უნდა დავაყენოთ PHP, MySQL, ან Apache Server. თუ ჩვენი სერვერი უზრუნველყოფს PHP - ს, ჩვენ არ გვჭირდება არაფრის გაკეთება! ჩვენ არ გვჭირდება არაფრის დაყენება, უბრალოდ შევქმნათ რამოდენიმე .php ფაილი ჩვენ ვებ დირექტორიაში და სერვერი გაარჩევს მათ. უმეტესი ვებ ჰოსტინგი უზრუნველყოფს PHP-ს. თუმცა, თუ ჩვენი სერვერი არ უზრუნველყოფს PHP-ს, მაშინ ჩვენ უნდა დავაყენოთ PHP. PHP-ს დაყენების ტუტორიალის სანახავად მიყევით ბმულს : http://www.php.net/manual/en/install.php

გადმოვწეროთ PHP

გადმოვწეროთ PHP: http://www.php.net/downloads.php

გადმოვწეროთ MYSQL მონაცემთა ბაზა

გადმოვწეროთ MySQL მონაცემთა ბაზა: http://www.mysql.com/downloads/index.html

გადმოვწეროთ APACHE სერვერი

გადმოვწეროთ Apache სერვერი: http://httpd.apache.org/download.cgi

 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 18:03 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
PHP სინტაქსი

ბაზური PHP სინტაქსი

PHP სკრიფტინგის ბლოკი ყველთვის იწყება შემდეგით : <?php და მთავრდება შემდეგით: ?>. PHP ბლოკი შესაძლოა განთავსდეს დოკუმენტის ნებისმიერ ადგილზე. სერვერებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სტენოგრაფიას, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ სკრიფტინგის ბლოკი შემდეგით : <? და დავამთავროთ შემდეგით: ?>. თუმცა, მაქსიმალური კომფორტულობისათვის რეკომენდირებულია დავიწყოთ შემდეგით: <?php.

Code
<?php
?>

PHP ფაილი შეიცავს HTML ტეგებს, ისევე, როგორც HTML ფაილი და ზოგიერთი PHP სკრიფტინგის კოდი. ქვემოთ მოცემულია PHP სკრიფტის უბრალო მაგალითი, რომელიც ბრაუზერში აბრუნებს "Hello World" :

Code
<html>
<body>
<?php
echo "Hello World";
?>
</body>
</html>

თითოეული კოდის ხაზი PHP-ში უნდა დასრულდეს წერტილ-მძიმით. წერტილ-მძიმე არის სეპარატორი და გამოიყენება ერთი ინსტრუქციის, მეორესგან განსხვავებისათვის. PHP-ში არსებობს ტექსტის დაბეჭდვის ორი ბაზური ცნობა: echo და print. წინა მაგალითში ჩვენ გამოვიყენეთ echo.

 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 18:04 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კომენტარები PHP-ში

PHP-ში, ჩვენ ვიყენებთ // -ს, რათა შევქმნათ ერთ ხაზიანი კომენტარი, ხოლო /* და*/ გამოიყენება დიდი კომენტარის ბლოკის გასაკეთებლად.

Code
<html>
<body>
<?php
//This is a comment
/*
This is
a comment
block
*/
?>
</body>
</html>
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 18:06 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
PHP ცვლადები

ცვლადები გამოიყენება მნიშვნელობების დაბრუნებისათვის, როგორც ტექსტური სტრინგი, რიცხვები, ან მასივები. როდესაც სკრიპტები დანიშნულია, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას უსასრულოდ. PHP-ში ყველა ცვლადი იწყება შემდეგით : $. PHP-ში ცვლადების აღწერა:

Code
$var_name = value;

შევქმნათ ცვლადი ტექსტთან ერთად და ცვლადი რიცხვთან ერთად:

Code
<?php
$txt = "Hello World!";
$number = 16;
?>

PHP არის თავისუფლად საბეჭდი ენა

PHP-ში ცვლადს არ ჭირდება გამოცხადება ზემოთ, მაგალითში, ჩვენ არ გვითქვია PHP-სთვის თუ რა ტიპისაა ცვლადი. PHP ავტომატურად აკონვერტებს ცვლადებს მართებულ მონაცემთა ტიპებში.

ცვლადების სახელების წესები

- ცვლადის სახელი უნდა დაიწყოს ასოთი, ან ქვედა ტირეთი : ”_”
- ცვლადის სახელი უნდა შეიცავდეს მხოლოდ ასოებს და რიცხვებს (a-Z, 0-9, და _ )
- ცვლადის სახელი არ შეიცავს სივრცეებს. თუ ცვლადის სახელი შედგება ერთზე მეტი სიტყვისაგან, მაშინ ეს სიტყვები უნდა გამოიყოს ქვედა ტირეთი ($my_string), ან საწყისი ასოებით ($myString)

 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 18:09 | შეტყობინება # 7
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
PHP სტრინგები

სტრინგ ცვლადები გამოიყენებიან, იმ მნიშვნელობებისათვის რომლებიც შეიცავენ ასოებს. სტრინგის შექმნის შემდეგ ჩვენ შევძლებთ მის მართვას. სტრინგი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ფუნქციაში, ან დაბრუნდეს ცვლადად. ქვემოთ, PHP სკრიფტი ქმნის სტრინგს "Hello World" $txt სტრინგ ცვლადში:

Code
<?php
$txt="Hello World";
echo $txt;
?>

სკრიფტის შედეგი იქნება:

Code
Hello World

ახლა ვცადოთ გამოვიყენოთ განსხვავებული ფუნქციები და ოპერატორები ჩვენი სტრინგის სამართავად.

გაერთიანების ოპერატორი (.) გამოიყენება ორი სტინგ მნიშვნეობის შესაერთებლად. მაგალითი:

Code
<?php
$txt1="Hello World";
$txt2="1234";
echo $txt1 . " " . $txt2;
?>

სკრიფტის შედეგი იქნება:

Code
Hello World 1234

თუ დავაკვირდებით სკრიფტს, ჩვენ შევამჩნევთ რომ გაერთიანების ოპერატორი გამოვიყენეთ ოჯერ. ეს იმიტომ რომ ჩვენ ჩავსვით მესამე სტრინგი. მესამე სტრინგი კი არის ბრჭყალებს შორის მოქცეული სივრცე.

 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 18:11 | შეტყობინება # 8
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
STRLEN() ფუნქციის გამოყენება

strlen() ფუნქცია გამოიყენება სტრინგის სიგრძის შესამოწმებლად. შევამოწმოთ "Hello world!" სტრინგის სიგრძე:

Code
<?php
echo strlen("Hello world!");
?>

სკრიფტის შედეგი: 12

STRPOS() ფუნქციის გამოყენება

strpos() ფუნქცია გამოიყენება სტრინგში, სტრინგის ან ასოს საძებნელად. თუ სტრინგში მოიძებნა დამთხვევა, ეს ფუნქცია დააბრუნებს პირველი დამთხვევის პოზიციას. თუ დამთხვევა არაა ნაპოვნი, მაშინ ის დააბრუნებს : FALSE. მაგალითი:

Code
<?php
echo strpos("Hello world!","world");
?>

სკრიფტის შედეგი: 6

როგორც ვხედავთ ჩვენს სტრინგში დამთხვევა "world" არის მეექვსე ადგილზე. მიზეზი იმისა რომ დამთხვევა არის მეექვსე ადგილზე და არა მეშვიდეზე, არის ის რომ ათვლა იწყება 0-დან და არა 1-დან.

შეტყობინება შეასწორა RAPER - შაბათი, 25.09.2010, 18:15
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 18:20 | შეტყობინება # 9
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
PHP ოპერატორები

არითმეტიკული ოპერატორები

დანიშვნის ოპერატორები

მიმაგრება: 3749468.jpg (58.8 Kb) · 5425511.jpg (39.5 Kb)


შეტყობინება შეასწორა RAPER - შაბათი, 25.09.2010, 18:24
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 18:28 | შეტყობინება # 10
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შედარების ოპერატორები

ლოგიკური ოპერატორები

მიმაგრება: 3671685.jpg (62.2 Kb) · 6407719.jpg (49.6 Kb)
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 18:30 | შეტყობინება # 11
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
PHP IF...ELSE ოპერატორები

პირობითი კავშირის ოპერატორები

ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენ ვწერთ კოდს, ჩვენ უნდა შევასრულოთ განსხვავებული ქმედება განსხვავებული გადაწყვეტილებისათვის. ამის გასაკეთებლად ჩვენ შეგვიძლია კოდში გამოვიყენოთ პირობითი კავშირის ოპერატორები.
- if...else ოპერატორები - გამოვიყენოთ ეს ოპერატორი მაშინ, როდესაც ერთი გადაწყვეტილება ჭეშმარიტია, ხოლო მეორე კი არა.
- elseif ოპერატორები - ეს ოპერატორი გამოვიყენოთ if...else-თან ერთად, თუ ერთ ერთი გადაწყვეტილება ჭეშმარიტია.

IF...ELSE ოპერატორი

სინტაქსი :

Code
if (condition)
   code to be executed if condition is true;
else
   code to be executed if condition is false;

მაგალითი : მიმდინარე მაგალითი დაბეჭდავს "Have a nice weekend!" თუ მიმდინარე დღეა პარასკევი, თუ არადა "Have a nice day!":

Code
<html>
<body>
<?php
$d=date("D");
if ($d=="Fri")
   echo "Have a nice weekend!";  
else
   echo "Have a nice day!";

თუ ოპერატორი შედგება ერთზე მეტი ხაზისაგან, მაშინ ის უნდა გამოიყოს ფიგურული ფრჩხილებით.

Code
<html>
<body>
<?php
$d=date("D");
if ($d=="Fri")
   {
   echo "Hello!<br />";  
   echo "Have a nice weekend!";
   echo "See you on Monday!";
   }
?>
</body>
</html>
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 18:32 | შეტყობინება # 12
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ELSEIF ოპერატორი

სინტაქსი:

Code
if (condition)
   code to be executed if condition is true;
elseif (condition)
   code to be executed if condition is true;
else
   code to be executed if condition is false;

მაგალითი: მიმდინარე მაგალითი დაბეჭდავს "Have a nice weekend, თუ მიმდინარე დღეა Friday, და "Have a nice Sunday!", თუ მიმდინარე დღეა კვირა. სხვა შემთხვევაში დაბეჭდავს "Have a nice day!":

Code
<html>
<body>
<?php
$d=date("D");
if ($d=="Fri")
   echo "Have a nice weekend!";  
elseif ($d=="Sun")
   echo "Have a nice Sunday!";  
else
   echo "Have a nice day!";  
?>
</body>
</html>
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 18:33 | შეტყობინება # 13
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
PHP SWITCH ოპერატორი

თუ გვინდა მოვნიშნოთ კოდის ერთზე მეტი ბლოკი, გამოვიყენოთ Switch ოპერატორი. switch ოპერატორი გამოიყენება გრძელი if..elseif..else ოპერატორების გრძელი კოდის თავიდან ასაცილებლად. სინტაქსი:

Code
switch (expression)
{
case label1:
   code to be executed if expression = label1;
   break;   
case label2:
   code to be executed if expression = label2;
   break;
default:
   code to be executed
   if expression is different  
   from both label1 and label2;
}

მაგალითი :
ეს მუშაობს შემდეგნაირად:
- ხშირად განმეორებადი ერთი და იგივე გამოთქმა გამოიყენება ერთხელ.
- გამოთქმის მნიშვნელობა შედარდება სტრუქტურის თითოეული ვარიანტის მნიშვნელობასთან.
- თუ მოხდება დამთხვევა, კოდი ამ ვარიანტებთან გააკეთებს ასოცირებას.
- როდესაც კოდი გაეშვება, break გამოიყენება შემდეგ ვარიანტში გაშვებული კოდის შესაჩერებლად.
- სტანდარტული(default) ცნობა გამოიყენება თუ არც ერთი ვარიანტი არ არის ჭეშმარიტი.

Code
<html>
<body>
<?php
switch ($x)
{
case 1:
   echo "Number 1";
   break;
case 2:
   echo "Number 2";
   break;
case 3:
   echo "Number 3";
   break;
default:
   echo "No number between 1 and 3";
}
?>
</body>
</html>
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 18:35 | შეტყობინება # 14
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
PHP მასივები

რა არის მასივი?

როდესაც ვმუშაობთ PHP-ში, ადრე თუ გვიან, დაგვჭირდება შევქმნათ მრავალი მსგავსი ცვლადი. იმის მაგივრად რომ შევქმნათ მრავალი ცვლადი, ჩვენ შეგვიძლია მოვაქციოთ ის მასივში. მასივში თითოეულ ელემენტს აქვს საკუთარი ID, ამიტომ მასთან მიმართვა იქნება ძალიან ადვილი. ქვემოთ მოყვანილია სამი განსხვავებული მასივი:
- Numeric array(რიცხობრივი მასივი) - მასივი რიცხობრივი ID გასაღებით
- Associative array(ასოცირებული მასივი) - მასივი, სადაც თითორული ID გასაღები ასოცირებულია მნიშვნელობასთან.
- Multidimensional array(მულტისივრცული მასივი) - მასივი შეიცავს ერთ ან მეტ მასივს.

რიცხობრივი მასივები

არსებობს სხვადასხვა გზა რიცხობრივი მასივის შექმნისა.
მაგალითი 1:
მაგალითი, სადაც ID გასაღები შექმნილია ავტომატურად:

Code
$names = array("Peter","Quagmire","Joe");

მაგალითი 2:
მაგალითი, სადაც ID გასაღები ხელით უნდა მივუთითოთ:

Code
$names[0] = "Peter";
$names[1] = "Quagmire";
$names[2] = "Joe";

ID გასაღებები შესაძლოა გამოვიყენოთ სკრიპტში:

Code
<?php
$names[0] = "Peter";
$names[1] = "Quagmire";
$names[2] = "Joe";
echo $names[1] . " and " . $names[2] .  
" are ". $names[0] . "'s neighbors";
?><pre>
კოდი დაბეჭდავს:
<pre>Quagmire and Joe are Peter's neighbors
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 18:37 | შეტყობინება # 15
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ასოცირებული მასივები

როდესაც ვაბრუნებთ სპეციფიური სახელების მონაცემებს, რიცხვითი მასივი ყოველთვის არ გამოგვადგება.
ასოცირებული მასივით ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელობები გამოვიყენოთ, როგორც გასაღებები და მივანიჭოთ მათ მნიშვნელობები.
მაგალითი 1:
ამ მაგალითში, მასივი სხვადასხვა პიროვნებებს ანიჭებს წლოვანებებს:

Code
$ages = array("Peter"=>32, "Quagmire"=>30, "Joe"=>34);

მაგალითი 2:
ეს მაგალითი იგივეა რაც პირველი მაგალითი, მხოლოდ აჩვენებს მასივის შექმნის განსხვავებულ გზას:

Code
$ages['Peter'] = "32";
$ages['Quagmire'] = "30";
$ages['Joe'] = "34";

ID გასაღებები შესაძლებელია გამოვიყენოთ სკრიპტში:

Code
<?php
$ages['Peter'] = "32";
$ages['Quagmire'] = "30";
$ages['Joe'] = "34";
echo "Peter is " . $ages['Peter'] . " years old.";
?>

კოდი დაბეჭდავს:

Code
Peter is 32 years old.
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ კომპიუტერი, ინტერნეტი და პროგრამირება ☜♡☞ » ვისწავლოთ PHP
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz