ხუთშაბათი, 22.08.2019, 03:53
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეზღვაური, გემი და საზღვაო თემატიკა ☜♡☞ » ფოთის საზღვაო ნავსადგური
ფოთის საზღვაო ნავსადგური
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 22:58 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ფოთის საზღვაო ნავსადგური, დღევანდელი მსოფლიოს სინამდვილეში, თავისი ისტორიული, გეოგრაფიული და ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე კავკასიური დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტს წარმოადგენს. რიონის შესართავთან ნავსადგურის მშენებლობის აუცილებლობაზე, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში ამახვილებდნენ ყურადღებას. 1804 წელს კი ფოთის პორტის მშენებლობის შესახებ საუბარი ოფიციალურად დაიწყო და 1828-1829 წლებში სპეციალისტები რიონის შესართავთან არსებული მიდამოების გამოკვლევას შეუდგნენ. სამხედრო ინჟინერმა ჩადაევმა, შემდეგ კი გენერალ-მაიორმა პოტიემ შეადგინეს ფოთის ნავსადგურისა და შავიდან კასპიის ზღვამდე სამდინარო მიმოსვლის პირველი პროექტები, ხოლო 60-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა ნავსადგურის მშენებლობის საქმეს სამხედრო ინჟინრის ნ. შავროვის პროექტით.

1858 წელს ფოთი სანავსადგურო ქალაქად გამოცხადდა და სწორედ ამ დროიდან იწყება გარკვეული სამუშაოები ნავსადგურისა და შიდა აუზის შესაქმნელად. სამუშაოებს მაშინდელი სამხედრო სამინისტრო აწარმოებდა.

1889 წელს ფოთის ნავსადგურის მშენებლობის ახალი ეტაპი იწყება. პროექტი სამხედრო სამინისტროდან გზათა მიმოსვლის სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა. ამავე წლის ოქტომბერში პოლკოვნიკმა მეიერმა ფოთის ნავსადგურის გადაკეთებისა და გაფართოების ახალი, გაშლილი პროექტი წარადგინა, ხოლო მოგვიანებით ნავსადგურის მოწყობის განსხვავებული გეგმა კომერციული ნავსადგურების მომწყობი კომისიის უფროსმა ინჟინერმა, პროფესორმა ნ. ვოზნესენსკიმ შეიმუშავა. სწორედ ვოზნესენსკისეული პროექტის ხორცშესხმასა და პრაქტიკულად განხორციელებას შეუდგა გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე. მისი ძალისხმევით 1899 წელს აღნიშნული პროექტი საბოლოოდ დამტკიცდა და დაიწყო მშენებლობა. ასევე ნიკოლაძის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით 1901 წელს დაიწყო ნავსადგურის ძირითადი ნაგებობების მშენებლობა, რომელიც 1905-1907 წლებში დასრულდა. თუმცა ნიკოლაძის დროიდან მოყოლებული ნავსადგურის რეკონსტრუქცია დღემდე გრძელდება.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ექსტენსიური განვითარების გეგმა გლობალურ პროექტებს ითვალისწინებს. დაგეგმილია მდ. რიონის გადაკეტვა და ახალი აკვატორიის შექმნა. ნავსადგურის სამხრეთ მოლოს რეაბილიტაციისათვის ჰოლანდიის მთავრობის, ევროგაერთიანებისა და შავი ზღვის ბანკის მიერ გამოყოფილია თანხა - 26 მლნ ევრო გრანტის სახით. აგრეთვე მიმდინარეობს მუშაობა ნავსადგურის ექსტენსიური განვითარების ზონაში ქარის გენერატორების დასამონტაჟებლად.

ფოთის ნავსადგურის მოდერნიზაციის პროექტში აქტიურადაა ჩართული ევროკავშირი და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნები. მათ საუცხოოდ აქვთ გაცნობიერებული ფოთის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ნავსადგურის სამომავლო როლი საერთაშორისო ტვირთგადაზიდვებში. ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სარკინიგზო-საბორნე კომპლექსს, ფოთი-ილიჩოვსკი-ვარნა, რომელიც ფოთის ნავსადგურს აკავშირებს უკრაინისა და ბულგარეთის ნავსადგურებთან და უზრუნველყოფს დიდი მოცულობის ტვირთბრუნვას.

დღეს ნავსადგური აღჭურვილია ყოველგვარი თანამედროვე ტექნიკით და შეესაბამება ევროპის სტანდარტებს. აქ ფუნქციონირებს ღია და დახურული სასაწყობე მურნეობები, საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლის გზები, გამანაწილებელი ქვესადგური და სხვა ინფრასტრუქტურული დამხმარე ნაგებობები.

გააჩნია რვა გადამტვირთავი კომპლექსი, რომლებიც განთავსებულია „ჩრდილოეთ ნავსადგურისა“ და „შიდა აუზის“ 15 ნავმისადგომზე, ასევე ფუნქციონირებს სამგზავრო კომპლექსი და ნავსადგურის ფლოტისა და თევზჭერის ფლოტის ნავმისადგომები. ფოთის საზღვაო ნავსადგურს აქვს ყველა პირობა, რათა დააკმაყოფილოს კლიენტების სხვადასხვა მოთხოვნები ტვირთებთან და მგზავრობასთან დაკავშირებით.

2003 წლის 26 აგვისტოს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ მიიღო ახალი ვერსიის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის „ხარისხის მართვის სერთიფიკატი ISO 9001:2000“ (გემების ჩატვირთვა-გადმოტვირთვა, ტვირთების შენახვა, ნავსადგურში გემების მომსახურება, გემის ეკიპაჟისა და ნავსადგურში მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა). საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად 2006წ. 3 ოქტომბერს გაიცა ახალი სერთიფიკატი №06.438026, რომელიც ძალაშია 2009წ. 3 ოქტომბრამდე. ISO სერთიფიკატთან ერთად ნავსადგურს გადაეცა შესაბამისობის სერთიფიკატი IQNET (მსოფლიოში აღიარებული სასერთიფიკაციო ქსელი), რაც აამაღლებს ფოთის ნავსადგურის კონკურენტუნარიანობას და განამტკიცებს მის მდგომარეობას საერთაშორისო ბაზარზე. ნავსადგური ყოველ ექვს თვეში, გარე საინსპექციო შემოწმების დროს, ადასტურებს სერთიფიკატის მოთხოვნების შესაბამისობას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 22:59 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ინფორმაცია - http://www.potiseaport.com wink

http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 00:19 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ნავსადგურში 2008 წლის 8 აგვისტოს დაღუპული ნავასდგურელები გაიხსენეს

2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს, ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-7 საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორია დაიბომბა, სწორედ მაშინ როდესაც სამოქალაქო პორტის მშვიდობიანი თანამშრომლები თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობებს ასრულებდნენ. იმ ღამით საჰაერო თავდასხმას ნავსადგურის 3 თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა.

2010 წლის 8 აგვისტოს მე-7 საკონტეინერო ტერმინალზე კომპანიის მენეჯმენტი, თვითმართველი ქალაქ ფოთის მთავრობის წარმომადგენლები, დაღუპულ ნავსადგურელთა ოჯახის წევრები და თანამშრომლები შეიკრიბნენ. ნავსადგურის გენერალურმა მენეჯერმა საოპერაციო საკითხებში, ხალედ ჩატილამ მოკლედ ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ომის დროს ფოთის ნავსადგურში განვითარებულ მოვლენებზე. მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ ამ უდიდესი დანაკლისის შევსებას მათთვის ნავსადგურის მენეჯმენტი თავისი მხარდაჭერით შეეცდება.

საქართველოსადმი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა თვითმართველი ქალაქ ფოთის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ. მან დაწვრილებით აღწერა 8 აგვისტოს ტრაგიკული ღამე. ასევე ისაუბრა იმის შესახებ თუ რა მოცულობის მატერიალური და მორალური ზარალი მიიღო საქართველომ რუსული აგრესიისაგან. თავის მიმართვაში მერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუს აგრესორებს ბლოკ-პოსტები ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ქონდათ გაშლილი, რამაც მნიშვნელოვნად შეაყოვნა ზონის განვითრება.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა, რონი სააბმა. გენერალურმა დირექტორმა საუბარში აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა პორტის ეკონომიკას 5 მლნ. აშშ დოლარის მატერიალური ზარალი მიაყენა, თუმცა ნავსადგურის განვითარება არცერთი წუთით არ შეჩერებულა. –„უფრო მეტიც, განხორციელდა ისეთი ახალი პროექტები, როგორიცაა ახალი მე-14 მრავალმიზნობრივი ტერმინალის რეაბილიტაცია, მე-15 ხორბლის ექსპორტ-იმპორტის ტერმინალის მშენებლობა. ასევე დაიწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა. ნავსადგურში დღითიდღე მატულობს ტვირთბრუნვის მოცულობა, რაც ახალი სამუშო ადგილების შექმნის წინაპირობაა.“- განაცხადა რონი სააბმა.

შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. ნავსადგურის მენეჯმენტმა და ქალაქის მერმა მე-7 საკონტეინერო ტერმინალზე დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მწვანე ნარგავები დარგეს და ცაში მშვიდობის სიმბოლო, მტრედები გაუშვეს.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეზღვაური, გემი და საზღვაო თემატიკა ☜♡☞ » ფოთის საზღვაო ნავსადგური
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz